1. თუ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის გამო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2