მუხლი 194. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში
თავი XIII — ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
3. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარის უარი წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, დამატებითი ინფორმაცია ან დაესწროს ზეპირ განხილვას, არ აჩერებს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი საჩივარში არ მიუთითებდა ისეთ საპატიო მიზეზზე, რაც საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი სრულყოფილად უნდა გამოეკვლია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეს საკუთარი აზრის…
…რაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოების წესების არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის პირობებშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი…
…არ იმჯელა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, რითაც დაარღვია სზაკ-ის მე-2, მე-4, მე-5, მე-13, 95-ე, 96-ე, 98-ე და 194-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით სასამართლოებმა არც იმაზე იმსჯელეს, რომ საჯარო რეესტრში დღესაც მათზე, საკუთრების უფლებით, ირიცხება სენაკში…
…ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდგეო, რამდენადაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის მოთხოვნები, კერძოდ, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის…
…არ გადაუგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის გარდა, გენერალური ინსპექციის გასაჩივრებული ¹22-864/03-01 გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 110-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ინსპექციამ არ იმსჯელა ადმინისტრაციული საჩივრის…