განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2019
საქმის ნომერი
330310015001094351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/334-17

N330310015001094351

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი---- ლ------

აპელანტი (მესამე პირი) - პ---–------- მ-------

წარმომადგენლები - ნა----–---------–---–-----------------–---–---------------------

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა

წარმომადგენელი - ნათია გორგოძე

 

მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი---- ფ---------–---–-

 

მესამე პირი - ბ---- ღ-------–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების ი---- ლ------ს და პ---–------- მ-------ს მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი---- ლ------ს და პ---–------- მ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------), 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი---- ლ------ს 2014 წლის 26 სექტემბრის № 1------------- განცხადებასთან, 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის ნ. გ---------ს 2002 წლის 24 აპრილის №------- წერილით ქალაქ თბილისის მერს ეცნობა, რომ საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურის ცალკეული საპასუხისმგებლო რგოლი შეივსო რეგიონებიდან გადმოყვანილი გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებით, კერძოდ: საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ გადაყვანილ იქნა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი პ---–------- მ-------, სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი, რომლის ოთხსულიან ოჯახს ქ. თბილისში ბინა არ გააჩნია. წერილის ავტორის მითითებით, პ---–------- მ-------ს იმ საქმიანობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც იგი სამსახურებრივად ეწევა, გენერალური პროკურატურა დაინტერესებულია მისი ოჯახისათვის საბინაო პირობების მოგვარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა დახმარების აღმოჩენა პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის, საცხოვრებელი ბინის გამოყოფის საკითხში, თუნდაც ისეთ სახლში, რომლის დამთავრებაც გათვალისწინებული იყო უახლოესი მომავლისათვის.

 

აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს გენერალურ პროკურორს ნ-------- გ--------ეს ქალაქ თბილისის მერმა აცნობა, რომ ვინაიდან თბილისის მერია იმჟამად მოკლებული იყო პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის მზა ბინის გამოყოფის საშუალებას, თხოვნა გათვალისწინებული იქნებოდა რომელიმე პერსპექტიულ მშენებარე სახლში ბინების განაწილებისას (ტ.1, ს.ფ. 18-19).

 

1.2.2. საქმეზე წარმოდგენილი საბინაო მეურნეობის საქალაქო სამსახურის 2002 წლის 23 მაისის წერილის თანახმად, სამსახურმა საქართველოს გენერალური პროკურორის ნ. გ---------ს 2002 წლის 24 აპრილის №------- წერილის განხილვის შედეგად, ქალაქ თბილისის მერს აცნობა, რომ ვინაიდან სამსახური იმჟამად მზა ბინის გამოყოფის საშუალებას მოკლებული იყო, თხოვნა გათვალისწინებული იქნებოდა რომელიმე პერსპექტიულ მშენებარე სახლში ბინების განაწილებისას (ტ.1, ს.ფ. 94).

 

1.2.3. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ვ. ბ----ემ 2003 წლის 7 მარტს №1--------- წერილით მიმართა ქ. თბილისის პრემიერს და მიუთითა, რომ პროკურატურის გასული წლის 8 აგვისტოს №--- წერილით მოთხოვნილი იყო რეგიონიდან გადაყვანილი სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსის პ. მ-------ს ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის გამოყოფა. წერილის ავტორი ითხოვდა, კვლავ განხილულიყო აღნიშნული საკითხი და გათვალისწინებული ყოფილიყო თხოვნა, ქალაქში რომელიმე მშენებარე სახლში ბინების განაწილების დროს პ. მ-------ს ოჯახისათვის ბინის გამოყოფის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 20).

 

1.2.4. ქალაქ თბილისის მთავრობამ 2003 წლის 24 აპრილს გამოსცა №--------- დადგენილება, რომელშიც მითითებულია, რომ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის №1----- და 7 აგვისტოს N10-- მოთხოვნა - გამოეყო სამოთახიანი ბინა ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130,6 კვ.მ.

 

დადგენილების მიღების საფუძვლად მითითებულია საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 8 აგვისტოს და 2002 წლის 24 აპრილის წერილები. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აქტის გამოცემის დროისათვის არსებობდა შესაძლებლობა, პ---–------- მ-------ს საბინაო საკითხი გადაწყვეტილიყო ა--–--ისა და ქ-------ის ქუჩების კუთხეში მშენებარე სახლში, მერიის კუთვნილ პროცენტში გადაცემული ბინებიდან. საქალაქო საბინაო კომისიას შესაძლებლად მიაჩნდა საკითხის დადებითად გადაწყვეტა (ტ.1, ს.ფ. 16-17).

 

1.2.5. საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 9 ივნისით დათარიღებული №5---------- წერილი (კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი - 14.06.2006), რომლითაც ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსს 2006 წლის 10 მაისის №მ---- მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში, შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს მდებარე სამოთახიანი ბინა (საერთო ფართით 130.6) უნდა დარეგისტრირებულიყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 21).

 

1.2.6. სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2010 წლის 20 აგვისტოს №--------- წერილის საფუძველზე, თბილისში, ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მ--- სართულზე მდებარე №-- ბინა, საერთო ფართით 129,80 კვ.მ. და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

 

ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილებაში მითითებულ ბინას, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნიათ მოსარჩელეებს (ტ.1, ს.ფ. 183, 185-186).

 

1.2.7. 2014 წლის 26 სექტემბერს მოქალაქე ი---- ლ------მ, როგორც პ---–------- მ-------ს ოჯახის წევრმა (მეუღლემ) განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს (განცხადება დარეგისტრირდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში, ნომრით 1-------------). განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მერიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს გაცემული ჰქონდა წერილობითი დაპირება პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის თბილისში, ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინის (საერთო ფართობით 130,6 კვ.მ.) გადაცემის განხორციელების ნამდვილობის შესახებ, თუმცა ოჯახს დაპირებული ბინა არ მიუღია და მათთვის არ არის ცნობილი - გამოიყო თუ არა ეს ბინა საერთოდ, ან/და რა ბედი ეწია მას შემდგომში. განმცხადებელმა მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1) ქალაქ თბილისის მერიამ რეალურად გამოყო თუ არა საცხოვრებელი ბინა, მათ ოჯახზე გადასაცემად; 2) დადებით შემთხვევაში, რა ბედი ეწია ამ ბინას და რატომ არ მოხდა მისი პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის გადაცემა; 3) იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახს ბინა დღემდე არ მიუღია, გაუქმდა ან/და შევიდა თუ არა რაიმე სახის ცვლილება ქალაქ თბილისის მთავრობის იმ დადგენილებაში, რომლითაც ოჯახს გამოეყო საცხოვრებელი ბინა. ასევე, გაუქმდა თუ არა და რაიმე სახის ცვლილება შევიდა თუ არა ქალაქ თბილისის მერიის იმ წერილობით დაპირებაში, რომლითაც ოჯახს ბინა უნდა გადასცემოდა; 4) პ---–------- მ-------ს ოჯახზე გადასაცემად გამოყოფილი ბინა ამჟამად ვის საკუთრებაში იყო და რა სახის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მას, ასევე გადაცემა სასყიდლით მოხდა თუ უსასყიდლოდ.

 

განმცხადებელმა მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბინა გადაცემული იყო სხვაზე, ვინაიდან იგი უნდა გადასცემოდა მის ოჯახს, ქალაქ თბილისის მერიას უნდა გამოეთხოვა ბინა და გადაეცა პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტების ასლების გადაცემა და მისთვის აზრის გამოთქმის საშუალების მიცემა (ტ.1, ს.ფ. 89-91).

 

1.2.8. ი---- ლ------ს 2014 წლის 26 სექტემბრის №1------------- განცხადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის წერილით განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს, ვინაიდან სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2003 წლის 24 აპრილის №06------6 დადგენილებაში (ტ.1, ს.ფ. 88).

 

1.2.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილით ი---- ლ------ს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა სამსახურმა განიხილა 2014 წლის 30 ოქტომბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან შესული განცხადება, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 2003 წლის 24 აპრილის №06------6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შემთხვევაში, ინფორმაციის მიღების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურმა ინფორმაცია გამოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებიდან. შედეგად, 2014 წლის 20 ნოემბრის და 2014 წლის 24 ნოემბრის წერილებით, სამსახურს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული დადგენილება ან აღნიშნული ინფორმაციის შემცვლელი სხვა სამართლებრივი აქტები საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებაში არ ინახებოდა (ტ.1, ს.ფ. 25).

 

1.2.10. 2014 წლის 26 დეკემბერს ი---- ლ------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული წერილი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც მას არ გაეცა პასუხი 2014 წლის 26 ოქტომბრის განცხადებაში დასმულ არცერთ საკითხზე და შესაბამისად, უარი ეთქვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე. განმცხადებლის განმარტებით, 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით, რის გამოც, იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამასთან, უნდა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული მასალების საფუძველზე უნდა დადგენილიყო: ა) რა ბედი ეწია ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილებით პ---–------- მ-------ს ოჯახზე გადასაცემად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გამოყოფილ საცხოვრებელ ბინას; ბ) რატომ არ მოხდა ბინის მითითებული ოჯახისათვის გადაცემა; გ) ოჯახზე გადასაცემად გამოყოფილი ბინა ამჟამად ვის საკუთრებაში იყო და რა სახის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მას. ამასთან, გადაცემა სასყიდლით მოხდა თუ უსასყიდლოდ; დ) იმ შემთხვევაში, თუ ბინა გადაცემული იყო სხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოყოფილი იყო პ---–------- მ-------ს ოჯახზე და დაპირების შესრულება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულებას, გამოთხოვილი ყოფილიყო ბინა და მომხდარიყო მითითებული ოჯახისათვის მისი გადაცემის უზრუნველყოფა (ტ.1, ს.ფ. 26-31).

 

1.2.11. მითითებული განცხადების პასუხად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) წერილით ი---- ლ------ს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ი“ პუნქტების შინაარსი („ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“, „ადმინისტრაციული საჩივარი“). აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმცხადებელს განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოთხოვნა მითითებული წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.

 

ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივარში განმცხადებლის მიერ ქალაქ თბილისის მერიის მთავრობის დადგენილების რეკვიზიტების დაზუსტების შემდეგ, ინფორმაციის მოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის №1----- და 7 აგვისტოს №10-- თხოვნა - საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოეყო შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს მდებარე სამოთახიანი ბინა (საერთო ფართით 130.6), მდებარე ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, დადგენილების შინაარსით დგინდება, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ბინის გამოყოფის მიზანს წარმოადგენდა მისი თანამშრომლის - პ---–------- მ-------ს ოჯახის ბინით დაკმაყოფილება, ხოლო რატომ არ მოხდა ბინის გადაცემა ოჯახისათვის, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი არ არის. ასევე არ არის ცნობილი, რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით ვინმეს სახელზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, თუ განმცხადებელი თვლიდა, რომ აღნიშნულ ფართზე გააჩნდა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უნდა მიემართა შესაბამისი რაიონის გამგებლისათვის და მოეთხოვა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოვლინდებოდა, იყო თუ არა მის დაინტერესებაში არსებული საცხოვრებელი ბინა დღეისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ვინმეს სახელზე (ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“) (ტ.1, ს.ფ. 33-35).

 

1.2.12. 2015 წლის 22 მაისს ი---- ლ------მ კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის N2--------------------) წერილის არარად აღიარება.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, ადმინისტრაციული ორგანოსაგან ვერ მიიღო პასუხი - რეალურად გადაეცა თუ არა ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილებაში მითითებული ბინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შემდგომი მისი ოჯახისათვის გადასაცემად. პასუხგაუცემელი დარჩა ყველა, მათ შორის - უმთავრესი მოთხოვნა: შესრულდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომლითაც პროკურატურას ბინა უნდა გადასცემოდა მისი ოჯახის საბინაო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სახით ორჯერ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. მეტიც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის წერილი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად და საჩივრის განმხილველმა მიუთითა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესით.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიაჩნდა, რომ იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ მისთვის გადაგზავნილი წერილები არ იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ვალდებული იყო ამ სამსახურის უფროსის წერილის ბათილად ცნობის შესახებ საჩივარი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა განეხილა არა მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს (რომლის გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა), არამედ ამ აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომ თანამდებობის პირს, რაც არ შესრულებულა. აღნიშნული ადასტურებს იმასაც, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ, რაც მისი არარად აღიარების საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი---- ლ------მ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და 2014 წლის 26 დეკემბრის №------------ ადმინისტრაციული საჩივრის სრულად დაკმაყოფილება. ამასთან, საჩივრის ავტორმა მიუთითა ადმინისტრაციული წარმოებისას პროკურატურიდან შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვისა და წარმოების პროცესში პროკურატურის ჩართვის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული ყოფილიყო არსებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეფასების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 36-40).

 

1.2.13. 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) წერილით ი---- ლ------ს ეცნობა, რომ როგორც უკვე განემარტა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერების შესწავლა ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა იმ საინფორმაციო ხასიათის წერილის კანონიერებასთან დაკავშირებით, რომლის ბათილად ცნობაც იყო მოთხოვნილი წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს ასევე არ აკმაყოფილებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) წერილი, იგი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და წერილით არ შეცვლილა პირის მიმართ სამართლებრივი მდგომარეობა. ადგილი ჰქონდა მხოლოდ განმარტებითი ხასიათის წერილობით პასუხს, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა იმ ქმედების თაობაზე, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის სასურველი შედეგი.

 

ადმინისტრაციული ორგანო ამავე წერილით არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობის საკითხი არ უნდა განხილულიყო ამავე სამსახურის მიერ, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-60 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების“ შესაბამისად, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას. ამასთან, საკითხის განხილვა არ მომხდარა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რადგან სადავოდ გამხდარი წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში მითითებული მოთხოვნები (ტ.1, ს.ფ. 41-43).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის № 2--------------------) და 2015 წლის 13 აგვისტოს N3----------------------) წერილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება, იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს და აღნიშნული საჯარო დაწესებულების მხრიდან ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას.

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მოსაზრებით, გასაჩივრებული 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) და 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) წერილები არ შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნიშნებს, მათი კანონიერების შემოწმების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან წერილებით არ შეცვლილა პირის სამართლებრივი მდგომარეობა; ადგილი ჰქონდა მხოლოდ განმარტებითი ხასიათის წერილობით პასუხს, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა იმ ქმედების თაობაზე, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის სასურველი შედეგი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა, ხოლო „ი“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- ლ------ს მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის, ასევე 2014 წლის 26 დეკემბერს და 2015 წლის 22 მაისს ამავე პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრების წარდგენის წინაპირობას წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 2003 წლის 24 აპრილს გამოცემული №--------- დადგენილების არსებობა, რომელშიც მითითებულია, რომ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის №1----- და 7 აგვისტოს №10-- მოთხოვნა - გამოეყო სამოთახიანი ბინა ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130,6 კვ.მ. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აქტის გამოცემის დროისათვის არსებობდა შესაძლებლობა, პ---–------- მ-------ს საბინაო საკითხი გადაწყვეტილიყო ა--–--ისა და ქ-------ის ქუჩების კუთხეში მშენებარე სახლში, მერიის კუთვნილ პროცენტში გადაცემული ბინებიდან და საქალაქო საბინაო კომისიას შესაძლებლად მიაჩნდა საკითხის დადებითად გადაწყვეტა.

 

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობებით წარმოიშვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რაც არ შესრულებულა (მოსარჩელეთა ოჯახს დღემდე არ გადასცემია დადგენილებაში მითითებული ბინა), შესაბამისად, შეილახა მათი კანონიერი უფლებები და დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით, ხოლო შემდგომ - ადმინისტრაციული საჩივრებით.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სწორედ ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობიდან გამომდინარე უფლების დარღვევის გამო მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2014 წლის 26 სექტემბრის განცხადებით, 2014 წლის 26 დეკემბრის და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრებით. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილს გამოცემული №--------- დადგენილების აღსრულება დადასტურებული არ არის და აღნიშნულს მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, დადგენილებიდან გამომდინარე დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით წარდგენილ განცხადებასა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სადავო პასუხები უნდა ჩაითვალოს მოსარჩელეთათვის სავარაუდო ზიანის გამომწვევ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად. ამრიგად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს თბილისის მერიის (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები) უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.

 

აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მერია მოიცავს ცენტრალურ ორგანოებს: თბილისის მერს, თბილისის მთავრობას, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, ხოლო მე-3 მუხლის „გ.დ.“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მერიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური.

 

აღნიშნული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულები ახდენენ თბილისის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. მე-6 პუნქტის თანახმად კი, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერი და მერის მოადგილე, თბილისის მერის მიერ მოადგილეებს შორის განაწილებული ფუნქციების შესაბამისად.

 

ამავე დებულების მე-14 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თბილისის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი და მერის მოადგილე.

 

დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის მერის, მერის მოადგილის და თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების გაფორმებასა და გამოცემაზე პასუხისმგებელია თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაზე, გაფორმებასა და გამოცემაზე - შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან, აგრეთვე თბილისის მერიის ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოსთან ან/და ორგანიზაციასთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. ამასთან, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიძლება შეიცვალოს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-60 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულებაზე.

 

აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თბილისის მერიის სამართლებრივ უზრუნველყოფას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის ხელშეწყობას, თბილისის მერიის წარმომადგენლობას სასამართლოში და სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.

 

ამავე დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ამოცანებია: ა) თბილისის მერის და თბილისის მთავრობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) თბილისის მერის და თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ე) თბილისის მერიის (გარდა თბილისის რაიონის გამგეობისა) წარმომადგენლობა სასამართლოში (კომპეტენციის ფარგლებში); ვ) თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) სამსახურში შესული კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივ უზრუნველყოფას და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ამასთან, სამსახურის კომპეტენციაში შედის თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამსახურში შესული კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო ემსჯელა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებულ განცხადებაზე და ადმინისტრაციულ საჩივრებზე.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“. „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

მითითებული კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა. მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 26 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით დაინტერესებული პირი ი---- ლ------, როგორც პ---–------- მ-------ს ოჯახის წევრი ითხოვდა შემდეგი სახის ინფორმაციას: 1) ქალაქ თბილისის მერიამ რეალურად გამოყო თუ არა საცხოვრებელი ბინა, მათ ოჯახზე გადასაცემად; 2) დადებით შემთხვევაში, რა ბედი ეწია ამ ბინას და რატომ არ მოხდა მისი პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის გადაცემა; 3) იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახს ბინა დღემდე არ მიუღია, გაუქმდა ან/და შევიდა თუ არა რაიმე სახის ცვლილება ქალაქ თბილისის მთავრობის იმ დადგენილებაში, რომლითაც ოჯახს გამოეყო საცხოვრებელი ბინა. ასევე, გაუქმდა თუ არა და რაიმე სახის ცვლილება შევიდა თუ არა ქალაქ თბილისის მერიის იმ წერილობით დაპირებაში, რომლითაც ოჯახს ბინა უნდა გადასცემოდა; 4) პ---–------- მ-------ს ოჯახზე გადასაცემად გამოყოფილი ბინა ამჟამად ვის საკუთრებაში იყო და რა სახის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მას, ასევე გადაცემა სასყიდლით მოხდა თუ უსასყიდლოდ. განმცხადებელი ასევე უთითებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბინა გადაცემული იყო სხვაზე, ვინაიდან იგი უნდა გადასცემოდა მის ოჯახს, ქალაქ თბილისის მერიას უნდა გამოეთხოვა ბინა და გადაეცა პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტების ასლების გადაცემა და მისთვის აზრის გამოთქმის საშუალების მინიჭება.

 

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას დაინტერესებული პირის მიერ 2014 წლის 26 სექტემბრის განცხადებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული აქტით ი---- ლ------ს განემარტა, რომ სამსახურმა ინფორმაცია გამოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებიდან. შედეგად, 2014 წლის 20 ნოემბრის და 2014 წლის 24 ნოემბრის წერილებით, სამსახურს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული დადგენილება ან აღნიშნული ინფორმაციის შემცვლელი სხვა სამართლებრივი აქტები საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებაში არ ინახებოდა.

 

2014 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მიხედვით, ი---- ლ------ს მოთხოვნას წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული მასალების საფუძველზე, დადგენა: ა) რა ბედი ეწია ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილებით პ---–------- მ-------ს ოჯახზე გადასაცემად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გამოყოფილ საცხოვრებელ ბინას; ბ) რატომ არ მოხდა ბინის მითითებული ოჯახისათვის გადაცემა; გ) ოჯახზე გადასაცემად გამოყოფილი ბინა ამჟამად ვის საკუთრებაში იყო და რა სახის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მას. ამასთან, გადაცემა სასყიდლით მოხდა თუ უსასყიდლოდ; დ) იმ შემთხვევაში, თუ ბინა გადაცემული იყო სხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოყოფილი იყო პ---–------- მ-------ს ოჯახზე და დაპირების შესრულება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულებას, გამოთხოვილი ყოფილიყო ბინა და მომხდარიყო მითითებული ოჯახისათვის მისი გადაცემის უზრუნველყოფა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასევე არ შეიცავდა დასაბუთებას 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ი---- ლ------ს ერთის მხრივ განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოთხოვნა მითითებული წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. მეორეს მხრივ, ამავე აქტით განმცხადებელს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი არ არის, რატომ არ მოხდა ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილებაში მითითებული ბინის გადაცემა პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის. ასევე არ არის ცნობილი, რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით ვინმეს სახელზე.

 

დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებულ დასაბუთებას ასევე არ შეიცავს სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც. 2015 წლის 22 მაისს წარდგენილი საჩივრით, საჩივრის ავტორი ითხოვდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) წერილის არარად აღიარებას, ამასთან, მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას პროკურატურიდან შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვაზე და წარმოების პროცესში პროკურატურის ჩართვის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული ყოფილიყო არსებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეფასების საფუძველზე.

 

მითითებულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემულ სადავო 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიუთითა, რომ საკითხის განხილვა ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რადგან სადავოდ გამხდარი წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში მითითებული მოთხოვნები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) და 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) წერილები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ხელახლა განიხილოს სადავო საკითხი, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2-------------------), 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და უნდა დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი---- ლ------ს 2014 წლის 26 სექტემბრის №1------------- განცხადებასთან, 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დაკავშირებულია სადავო საკითხის ხელახლა შეფასებასთან, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ადმინისტრაციული დაპირების შესრულების - ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მასზე გადაცემული ბინის საკუთრების უფლებით მოსარჩელეთა ოჯახისათვის გადაცემის დავალების ნაწილში.

 

2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. ი---- ლ------ს და პ---–------- მ-------ს სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტების მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. აპელანტების განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.4 მუხლში მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოება არასრულად არის გადმოცემული, რაც იძლევა მისი არაერთგვაროვნად ინტერპეტირების საშუალებას. სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულების - ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილს წამძღვარებული დასაბუთების შინაარსი ადასტურებს, რომ: 1) საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2002 წლის 7 აგვისტოს შუამდგომლა პ---–------- მ-------ს ოჯანის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების საკითხში; 2) ანალოგიური თხოვნით გენარალურმა პროკურორმა 2002 წლის 24 აპრილს მერიის წინაშე ასევე წერილობით დასვა საკითხი, რაზეც მიეცა დაპირება, რომ საკითხი განიხილებოდა რომელიმე პერსპექტიულ მშენებარე სახლში ბინების განაწილებისას; 3) 2003 წლის აპრილში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პ. მ-------ს საბინაო საკითხი გადაწყვეტილიყო ა--–--ისა და ქ-------ის ქუჩების კუთხეში მშენებარე სახლში, მერიის კუთვნილი პროცენტში გადაცემული ბინიდან, რის გამოც, საქალაქო საბინაო კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია საკითხის დადებითად გადაწყვეტა; 4) ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობამ თავისი ადმინისტრაციული აქტის სარეზოლუციო ნაწილში დაადგინა: დაკმაყოფილდეს საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის N----- და 7 აგვისტოს N10 მოთხოვნა და გამოეყოს სამოთახიანი ბინა ქ-------ის და ა--–--ის ქუჩების კუთხეში, შპს ,,ს---------–ის" მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130,6 კვ.მ; 5) კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალა პრემიერის მოადგილე გ. კ------–-–-ილს. ეს დადგენილება არ გაუქმებულა, არანაირი ცვლილება არ შესულა და დღესაც შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქვს, ანუ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორჯერ იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მერის წინაშე, პ---–------- მ-------ს ოჯახის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც მერიამ მისცა დაპირება. როცა გაჩნდა ამ დაპირების შესრულების შესაძლებლობა, საქალაქო საბინაო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობამ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის თხოვნა და გამოუყო სამოთახიანი ბინა ქ-------ისა და გლაძის ქუჩების კუთხეში, შპს „ს---------–ის" მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130,6 კვ.მ. ამ დადგენილებაზე კონტროლი დაევალა პრემიერის მოადგილე გ. კ------–-–-ილს. აპელანტების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული აქვს მხოლოდ ის, რომ ,,ქალაქ თბილისის მთავრობამ 2003 წლის 24 აპრილს გამოსცა N0-------- დადგენილება, რომელშიც მითითებულია, რომ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის მოთხოვნა. დადგენილების მიღების საფუძვლად მითითებულია საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 8 აგვისტოს და 2002 წლის 24 აპრილის წერილები. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აქტის გამოცემის დროისათვის არსებობდა შესაძლებლობა, პ---–------- მ-------ს საბინაო საკითხი გადაწყვეტილიყო ა--–--ისა და ქ-------ის ქუჩების კუთხეში მშენებარე სახლში, მერიის კუთვნილ პროცენტში გადაცემული ბინებიდან. საქალაქო საბინაო კომისიას შესაძლებლად მიაჩნდა საკითხის დადებითად გადაწყვეტა.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ ერთის მხრივ სწორად მიიჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 20 აგვისტოს N--------- წერილის საფუძველზე, თბილისში, ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მ--- სართულზე მდებარე N-- ბინა, საერთო ფართით 129,80 კვ.მ. და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, ამასთანავე, დადგენილად მიიჩნია ის, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილებაში მითითებულ ბინას, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნიათ მოსარჩელეებს, თუმცა მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიერ მტკიცებულებებად მითითებული და მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიუხედავად, უდავოდ დადგენილად არ მიუჩნევია ის გარემოება, რომ თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილება, არათუ პ. მ-------ს ოჯახზე, არამედ პროკურატურისათვის გადაცემის ნაწილშიც არ შესრულებულა, იგი დღემდე დარეგისტრირებულია მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე, მაშინ, როდესაც თვით სასამართლოც გადაწყვეტილების 4.1.5 პუნქტით უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი 2006 წლის 9 ივნისით დათარიღებული N5---------- წერილით ითხოვდა, რომ სადავო ბინა დარეგისტრირებულიყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელზე.

 

აპელანტების მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც, უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ უდავოდ არის დადგენილი, რომ დღემდე ძალაში არსებული ანდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილებით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2002 წლის 7 აგვისტოს იშუამდგომლა პ---–------- მ-------ს ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიური მოთხოვნით 2002 წლის 24 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მერიის წინაშე წერილობით დასვა საკითხი მ-------ს ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ, რაზედაც მიეცა დაპირება, რომ საკითხი განიხილებოდა რომელიმე პერსპექტიულ მშენებარე სახლში ბინების განაწილებისას. 2003 წლის აპრილში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პ. მ-------ს საბინაო საკითხი გადაწყვეტილიყო ა--–--ისა და ქ-------ის ქუჩების კუთხეში მშენებარე სახლში, მერიის კუთვნილი ბინიდან, რის გამოც, საქალაქო საბინაო კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია საკითხის დადებითად გადაწყვეტა. ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N30-------- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის N----- და 7 აგვისტოს მოთხოვნა, გამოეყო სამოთახიანი ბინა ქ-------ის და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130,6 კვ.მ. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალა პრემიერის მოადგილეს გ. კ------–-–-ილს. ამდენად, თვით სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორჯერ იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მერის წინაშე, პ---–------- მ-------ს ოჯახის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც მერიისაგან მიიღო დაპირება და როცა გაჩნდა ამ დაპირების შესრულების შესაძლებლობა, საქალაქო საბინაო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობამ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის მოთხოვნა. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 20 აგვისტოს N--------- წერილის საფუძველზე, თბილისში, ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მ--- სართულზე მდებარე N-- ბინა, საერთო ფართით 129,80 კვ.მ. და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) არ გადასცემია იმ ორგანოს, რომელმაც იშუამდგომლა მის გამოყოფაზე და რომელსაც პ. მ-------ს ოჯახზე მისაცემად გამოეყო იგი, რადგან დღეის მდგომარეობითაც კი დარეგისტრირებულია მოპასუხე ქ. თბილისის მერიის საკუთრებად, ანუ არ განაწილებულა ვინმეზე, და ეს მაშინ, როცა, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის დადგენილებაში მითითებულ ბინას, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნიათ მოსარჩელეებს, ამასთანავე, მოპასუხე საქართველოს პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი 2006 წლის 9 ივნისით დათარიღებული N5---------- წერილით ითხოვდა ამ ბინის დარეგისტრირებას საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელზე. გარდა ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღიარებს იმ ფაქტს, რომ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ბინის გამოყოფის მიზანს წარმოადგენდა მისი თანამშრომლის პ---–------- მ-------ს ბინით დაკმაყოფილება, თუმცა, რატომ არ მოხდა დადგენილებით გამოყოფილი ბინის გადაცემა, უცნობია, მეტიც, მერიამ დაადასტურა, რომ პ. მ-------ს ოჯახს უნდა მიეღო სადავო ბინა, თუმცა, იმის გამო, რომ გენერალურმა პროკურატურამ 2006 წლის 19 ივლისის N---------- წერილით მოითხოვა ბინის პროკურატურის სახელზე რეგისტრაცია, უსაფუძვლოდ დაიწყო იმის მტკიცება, რომ პ---–------- მ-------ს ბინით უზრუნველყოფა ამ დადგენილების შესაბამისად იკისრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ანუ ყურადღების მიღმა დატოვა 2003 წლის 24 აპრილის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომელიც ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლს აკისრებდა არა პროკურატურას, არამედ პრემიერის მოადგილეს. ამდენად, აუხსნელი დარჩა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც იმის თაობაზე, რომ ვინაიდან პ. მ------- დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს პროკურატურის მუშაკს, პროკურატურას არ გააჩნია ინტერესი ამ დადგენილების შესრულებისადმი, ანუ, უსაფუძვლოდ თქვა უარი ისეთი მავალდებულებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებაზე, რომლის მიმართაც პ---–------- მ-------ს ოჯახს გააჩნდა და გააჩნია კანონიერი ნდობა, თუმცა, თავისი პოზიციის დასადასტურებლად მყარი სამართლებრივი საფუძველი არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენდა, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანონიერერი ნდობის პრინციპს, კანონიერი ნდობა იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nბს-535-506 (კ-09) საქმეზე). აპელანტები ასევე მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაზე, Nბს-708-693 (სკ-12) საქმეზე, სადაც აღნიშნულია, რომ კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც ზაკ-ის 9.1 მუხლის თანახმად არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხცორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი, თუ დაპირების შინაარსიდან აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე მოქმედება. აპელანტების მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული არ გაითვალისწინა, უფრო მეტიც, სასამართლოში წარდგენილ იქნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც, მოცემული შემთხვევისაგან განსხვავებით, ბინების გამოყოფის შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება ბათილად იყო ცნობილი მისი გამომცემი ორგანოს მიერ და მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ბათილად ცნობის თაობაზე გამოცემული აქტი, როგორც უსაფუძვლო და დღეს სადავო ბინა მოსარჩელის საკუთრებაა (გადაწყვეტილება სუს Nბს-1546-1525 (კ-11) საქმეზე).

 

აპელანტების მოსაზრებით, პროკურატურის წარმომადგელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან პ---–------- მ------- დღეს არ მუშაობს პროკურატურაში, მისმა ოჯახმა არ უნდა მიიღოს აღმჭურველი აქტით განსაზღვრული ბინა, უსაგნო და დაუსაბუთებელია, რადგან ეს არ ართმევს მას და მის ოჯახს მათთვის გამოყოფილი ბინის მიღების უფლებას. მეტიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ვინც კი ბინა მიიღო პროკურატურიდან ან სხვა დაწესებულებებიდან და დღეს არ მუშაობს ამ ორგანოებში, უნდა დააბრუნონ მათი ან მათი მშობლების მიერ მიღებული ბინები, რაც აბსურდია. დღეს ეს ბინა აშენებულია, თუმცა პროკურატურისათვის მ-------ს ოჯახზე მისაცემად გამოყოფილი ბინა რეალურად არ გადასცემია პროკურატურას და დღემდე ირიცხება მერიის საკუთრებად, როგორც გაუნაწილებელი, ამასთანავე, ყველა იმ კითხვასაც გაეცა პასუხი, რომლებიც დასმული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, ადმინისტრაციული პროცესის მსვლელობისას, განცხადების თუ ადმინისტრაციული საჩივრების სახით. სასამართლოს, რომელიც თავადვე დარწმუნდა მოპასუხეთა პოზიციის არამართებულობაში, უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით და გამოეტანა გადაწყვეტილება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და ინტერესებს.

 

აპელანტების განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას კი ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლის მოთხოვნებით. აპელანტების მოსაზრებით, აშკარაა, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ სწორად არ გამოიყენა კანონი, იურიდიულად სწორად არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მან დადგენილად ჩათვალა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას ადასტურებს ისიც, რომ ასკ-ის 32.4–ე მუხლზე მითითებისას, სასამართლომ არ იმსჯელა, რომ იმ პირობებში, როცა ბინის რეალურად გადაცემის გარეშე პროკურატურა მას ვერ გადასცემს მოსარჩელეებს, ხოლო თუ ბინას მიიღებს და არ გადასცემს მონიავების ოჯახს, აღნიშნულს ახალი სასამართლო დავა დასჭირდება.

 

2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას (საქმე N3/7366-15), სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის 394-ე მუხლი კი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის N--------------, 2015 წლის 22 აპრილის N------------ და 2015 წლის 13 აგვისტოს N-------------- წერილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება, შეესრულებინა ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 23 აპრილის N0-------- დადგენილებით გათვალისწინებული დაპირება პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის ბინის გადაცემის შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის N--------------, 2015 წლის 22 აპრილის N------------ და 2015 წლის 13 აგვისტოს N-------------- წერილები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ი---- ლ------ს 2014 წლის 26 სექტემბრის N1------------- განცხადებასთან, 2014 წლის 24 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

აპელანტის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 24 აპრილის N------------ წერილით მხარეს ეცნობა, რომ გასაჩივრებული „წერილი“ არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, 2014 წლის 28 ნოემბრის N-------------- წერილით მას ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებაში არ ინახებოდა ინფორმაცია ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N06------6 დადგენილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ წერილობით პასუხს არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი. 2014 წლის 26 დეკემბრის „ადმინისტრაციულ საჩივარში“ მხარე უკვე ზუსტად უთითებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების რეკვიზიტს და 2015 წლის 24 აპრილის N------------ წერილით მას ეცნობა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველო გენერალური პროკურორის 2002 წლის 21 აპრილის N1----- და 07 აგვისტოს N---- თხოვნა და გამოეყო სამოთახიანი ბინა ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს "ს---------–ი"-ს მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს საერთო ფართობით 130.6 კვ.მ, აღნიშნული დადგენილების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ბინის გამოყოფის მიზანს წარმოადგენდა მისი თანამშრომლის პ---–------- მ-------ს ოჯახის ბინით დაკმაყოფილება. ამასთან, თუ რატომ არ მოხდა ზემოხსენებული დადგენილებით გამოყოფილი ბინის მათთვის გადაცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უცნობია.

 

2015 წლის 25 მაისს ი---- ლ------მ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა „ადმინისტრაციული საჩივარი“, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის N-------------- წერილის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 24 აპრილის N------------ წერილის არარად აღიარება. აღნიშნული განცხადების პასუხად საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს N-------------- წერილი, რომლითაც მხარეს განემარტა, რომ 2014 წლის 28 ნოემბრის N-------------- და 2015 წლის 24 აპრილის N------------ წერილები წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის წერილებს, არ შეიცავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და შესაბამისად, მათი კანონიერების შესწავლა ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი საფუძველია, რომ მხარის მოთხოვნა ეხებოდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგებოდეს მოსარჩელეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აპელანტის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის N--------------, 2015 წლის 22 აპრილის N------------ და 2015 წლის 13 აგვისტოს N-------------- წერილები ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ისინი არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, ვინაიდან არ წარმოადგენენ რაიმე სახის უფლების ან ვალდებულების წარმოშობის, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურების საფუძველს. წერილები არ შეიძლება რაიმე სახის ზიანს აყენებდეს მოსარჩელეს.

 

აპელანტის განმარტებით, თუკი სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული წერილები წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საყურადღებოა შემდეგი გარემოებები: ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველო გენერალური პროკურორის 2002 წლის 21 აპრილის N1----- და 07 აგვისტოს N---- თხოვნა და გამოეყო სამოთახიანი ბინა, ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს "ს---------–ის" მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130.6 კვ.მ., აღნიშნული დადგენილების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ბინის გამოყოფის მიზანს წარმოადგენდა მისი თანამშრომლის პ---–------- მ-------ს ოჯახის ბინით დაკმაყოფილება. თბილისის მთავრობის დადგენილების აღსრულების შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პროკურატურის თანამშრომლისთვის დადგენილებაში მითითებული საცხოვრებელი ბინის გადაცემა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელის განმარტებით, პ---–------- მ------- 2004 წლიდან აღარ წარმოადგენს პროკურატურის მუშაკს და დღეის მდგომარეობით, არ არსებობს მისთვის დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ და 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდება საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით, ხოლო საქმის არსებითად განხილვის შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 

აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქალაქო სასამართლოს 30.11.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, ითხოვს ამავე სასამართლოს 11.12.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) და 2015 წლის 13 აგვისტოს N3----------------------) წერილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.12.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს და აღნიშნული საჯარო დაწესებულების მხრიდან ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას.

 

დადგენილია, რომ ი---- ლ------ს მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის, ასევე 2014 წლის 26 დეკემბერს და 2015 წლის 22 მაისს ამავე პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრების წარდგენის წინაპირობას წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 2003 წლის 24 აპრილს გამოცემული №--------- დადგენილების არსებობა, რომელშიც მითითებულია, რომ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 24 აპრილის №1----- და 7 აგვისტოს №10-- მოთხოვნა - გამოეყო სამოთახიანი ბინა ქ-------ისა და ა--–--ის ქუჩების კუთხეში შპს „ს---------–ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მ--- სართულის მარცხენა მხარეს, საერთო ფართობით 130,6 კვ.მ. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აქტის გამოცემის დროისათვის არსებობდა შესაძლებლობა, პ---–------- მ-------ს საბინაო საკითხი გადაწყვეტილიყო ა--–--ისა და ქ-------ის ქუჩების კუთხეში მშენებარე სახლში, მერიის კუთვნილ პროცენტში გადაცემული ბინებიდან და საქალაქო საბინაო კომისიას შესაძლებლად მიაჩნდა საკითხის დადებითად გადაწყვეტა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ სწორედ ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობიდან გამომდინარე უფლების დარღვევის გამო მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2014 წლის 26 სექტემბრის განცხადებით, 2014 წლის 26 დეკემბრის და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრებით. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილს გამოცემული №--------- დადგენილების აღსრულება დადასტურებული არ არის და აღნიშნულს მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, დადგენილებიდან გამომდინარე დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით წარდგენილ განცხადებასა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სადავო პასუხები უნდა ჩაითვალოს მოსარჩელეთათვის სავარაუდო ზიანის გამომწვევ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.

 

ამრიგად, პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს 11.12.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სწორად ეთქვა უარი 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) და 2015 წლის 13 აგვისტოს N3----------------------) წერილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნულ ნორმებზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-60 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების შესაბამის ნორმებზე მითითებით, სწორად დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივ უზრუნველყოფას და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ამასთან, სამსახურის კომპეტენციაში შედის თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამსახურში შესული კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო ემსჯელა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებულ განცხადებაზე და ადმინისტრაციულ საჩივრებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“. „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

მითითებული კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა. მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 26 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით დაინტერესებული პირი ი---- ლ------, როგორც პ---–------- მ-------ს ოჯახის წევრი ითხოვდა შემდეგი სახის ინფორმაციას: 1) ქალაქ თბილისის მერიამ რეალურად გამოყო თუ არა საცხოვრებელი ბინა, მათ ოჯახზე გადასაცემად; 2) დადებით შემთხვევაში, რა ბედი ეწია ამ ბინას და რატომ არ მოხდა მისი პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის გადაცემა; 3) იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახს ბინა დღემდე არ მიუღია, გაუქმდა ან/და შევიდა თუ არა რაიმე სახის ცვლილება ქალაქ თბილისის მთავრობის იმ დადგენილებაში, რომლითაც ოჯახს გამოეყო საცხოვრებელი ბინა. ასევე, გაუქმდა თუ არა და რაიმე სახის ცვლილება შევიდა თუ არა ქალაქ თბილისის მერიის იმ წერილობით დაპირებაში, რომლითაც ოჯახს ბინა უნდა გადასცემოდა; 4) პ---–------- მ-------ს ოჯახზე გადასაცემად გამოყოფილი ბინა ამჟამად ვის საკუთრებაში იყო და რა სახის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მას, ასევე გადაცემა სასყიდლით მოხდა თუ უსასყიდლოდ. განმცხადებელი ასევე უთითებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბინა გადაცემული იყო სხვაზე, ვინაიდან იგი უნდა გადასცემოდა მის ოჯახს, ქალაქ თბილისის მერიას უნდა გამოეთხოვა ბინა და გადაეცა პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტების ასლების გადაცემა და მისთვის აზრის გამოთქმის საშუალების მინიჭება.

 

ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას დაინტერესებული პირის მიერ 2014 წლის 26 სექტემბრის განცხადებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული აქტით ი---- ლ------ს განემარტა, რომ სამსახურმა ინფორმაცია გამოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებიდან. შედეგად, 2014 წლის 20 ნოემბრის და 2014 წლის 24 ნოემბრის წერილებით, სამსახურს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული დადგენილება ან აღნიშნული ინფორმაციის შემცვლელი სხვა სამართლებრივი აქტები საორგანიზაციო სამსახურის არქივის წარმოების განყოფილებაში არ ინახებოდა.

 

2014 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მიხედვით, ი---- ლ------ს მოთხოვნას წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული მასალების საფუძველზე, დადგენა: ა) რა ბედი ეწია ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის N0-------- დადგენილებით პ---–------- მ-------ს ოჯახზე გადასაცემად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გამოყოფილ საცხოვრებელ ბინას; ბ) რატომ არ მოხდა ბინის მითითებული ოჯახისათვის გადაცემა; გ) ოჯახზე გადასაცემად გამოყოფილი ბინა ამჟამად ვის საკუთრებაში იყო და რა სახის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მას. ამასთან, გადაცემა სასყიდლით მოხდა თუ უსასყიდლოდ; დ) იმ შემთხვევაში, თუ ბინა გადაცემული იყო სხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოყოფილი იყო პ---–------- მ-------ს ოჯახზე და დაპირების შესრულება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულებას, გამოთხოვილი ყოფილიყო ბინა და მომხდარიყო მითითებული ოჯახისათვის მისი გადაცემის უზრუნველყოფა.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ი---- ლ------ს ერთის მხრივ განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოთხოვნა მითითებული წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. მეორეს მხრივ, ამავე აქტით განმცხადებელს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი არ არის, რატომ არ მოხდა ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილებაში მითითებული ბინის გადაცემა პ---–------- მ-------ს ოჯახისათვის. ასევე არ არის ცნობილი, რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით ვინმეს სახელზე. დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებულ დასაბუთებას ასევე არ შეიცავს სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც. 2015 წლის 22 მაისს წარდგენილი საჩივრით, საჩივრის ავტორი ითხოვდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------) წერილის ბათილად ცნობას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) წერილის არარად აღიარებას, ამასთან, მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას პროკურატურიდან შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვაზე და წარმოების პროცესში პროკურატურის ჩართვის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული ყოფილიყო არსებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეფასების საფუძველზე. მითითებულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემულ სადავო 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიუთითა, რომ საკითხის განხილვა ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რადგან სადავოდ გამხდარი წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში მითითებული მოთხოვნები.

 

მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2--------------------) და 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) წერილები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ხელახლა განიხილოს სადავო საკითხი, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2----------------------), 2015 წლის 22 აპრილის №2-------------------), 2015 წლის 13 აგვისტოს №3----------------------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და უნდა დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი---- ლ------ს 2014 წლის 26 სექტემბრის №1------------- განცხადებასთან, 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დაკავშირებულია სადავო საკითხის ხელახლა შეფასებასთან, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ადმინისტრაციული დაპირების შესრულების - ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №--------- დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მასზე გადაცემული ბინის საკუთრების უფლებით მოსარჩელეთა ოჯახისათვის გადაცემის დავალების ნაწილში.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტების - ი---- ლ------ს და პ---–------- მ-------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

5.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი---- ლ------ს და პ---–------- მ-------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი