მუხლი 193. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა
თავი XIII — ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ.
2. თუ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილის მიმართ, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის წერილობითი თანხმობით გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ხოლო ამ პირის უარის შემთხვევაში – გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(55)
საქმე №ბს-1101(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 4 სექტემბრის №..., №.... და №.... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. ამავე გადაწყვეტილებაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის საფუძველზე, ასევე იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №..., №... და №... გადაწყვეტილებების…
საქმე №ბს-851(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა არსებული საგადასახადო დანაწესების შესახებ. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის…
საქმე №ბს-17(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…ვალდებულების დაუცველობა იწვევს ხსენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების აუცილებლობას. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, 177-ე, 178-ე, 193-ე, 201-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის…
საქმე №ბს-208(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2023
…რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (04.09.2018წ.), №... (04.09.2018წ.) და №... (04.09.2018წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. ამავე გადაწყვეტილებაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის საფუძველზე, ასევე იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №..., №... და №... გადაწყვეტილებების…
…რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებას, მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, სზაკ-ის 193-ე, 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ დასაბუთებას, კერძოდ,…
საქმე №ბს-77(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2019
საქმე №ბს-28(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2019
…გადაყვანის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვას, და ამ საფუძვლით, გადამხდელისთვის დღგ-ის დარიცხვას. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილსა და 193-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათ…
…გადაწყვეტილებას აფუძნებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელსაც შემხებლობა არ აქვს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივართან და არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანება მიღებულია ისეთ საკითხებზე, რისი განხილვის მოთხოვნაც 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრით…
…განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესი. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ამ მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის…