განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310013355600
საქმე N3ბ/2017-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ო-------------–--ე;
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „--------------------ი“;
წარმომადგენელი (დირექტორი) - ჯ--–--------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
1. აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს შპს ,---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (მე-2 პუნქტი); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებებთან დაკავშირებით შპს ,---------------------ის’’ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2----–-–-------------ს შპს „--------------------სა“ (შემდგომში „შემსრულებელი“) და შპს ს-----------------–--- „----------------------“ (შემდგომში „დამკვეთი“) შორის, დაიდო დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „შემსრულებელი“ ახორციელებდა „დამკვეთის“ კუთვნილ ს-------------------------ზე, მდებარე: ქ----------ი, ა------------------ და ს-–--------–------ში, მდებარე: ქ----------ი, ჰ-----------------------, დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აგრეთვე ზემოთხსენებულ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, როგორც სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას, ისე სხვა დროსაც.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების დროს საჭირო დაცვაზე, მხარეთა შორის შეიძლება გაფორმებულიყო დამატებითი შეთანხმება, რომლითაც დაზუსტდებოდა კონკრეტული ღონისძიების დროს საჭირო დაცვის თანამშრომლის რაოდენობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 111-114).
2.1.2. 2----–-–----------ს, შპს ს-----------------–--- „----------------------ა“ და (შემდგომში ,,დამკვეთი’’) და შპს ,---------------------ს“ შორის (შემდგომში „დაცვა“), დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დაცვა“, ქ-------ის ც--------–---------------ზე ხ--------------, 2----–-–----------ს ქ-------ის „------------ს“ და გ------ ,-----–-ს“ გუნდებს შორის ჩემპიონატის დროს, უზრუნველყოფდა დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას, ასევე სტადიონზე ბილეთების/მოსაწვევების კონტროლს, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ვალდებული იყო არ დაეშვა ობიექტებზე უბილეთო პირების შეღწევა არცერთი გზით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 107-108).
2.1.3. 2----–-–----------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, შპს ,---------------------ი’’ შემოწმებულ იქნა სსიპ დ-–--------–-–------------------------------------------------------------------------–------------------------------–----------------------------ის მიერ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მ–---–ები: ს---------------–---–ი, ზ---–--------ე, ი-------–-------ე, ს-------------ე, გ---------------–--ე, გ---------------–---–ი, დ-------------ე, ა-–--------------------ე, მ--------------–--ი, ს---–-----------ა, ზ-----------ე, ვ-–----------------ე, ნ------------------ე და ზ------------–--ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ მ–---–ის მ--–----ის გარეშე. აღნიშნული მიჩნეულ იქნა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-53).
2.1.4. შპს „ს-----------------–----------------------------“ აღმსრულებელი დირექტორის - გ-------------–---–ის 2----–-–----------ის №------ წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ 2----–-–----------ს ქ----------ის-------------ს სტადიონზე ჩატარებულ ღონისძიებაზე, ქ-------ის „------------სა“ და გ-----ს „----–-ს“ შორის 2----–-–------------ის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მათი მოთხოვნით, ღონისძიების დაცვის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ერთჯერადად მოწვეული 30 პირის მეშვეობით ერთობლივი კოორდინაციით ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 106).
2.1.5. 2----–-–----------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–----------ს გამოცემული იქნა №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, რომელთა თანახმად, შპს „--------------------ს“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევისათვის, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - თითოეულ შემთხვევაზე 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-39).
2.1.6. 2----–-–-----------ს შპს ,---------------------ის’’ დირექტორმა ჯ--–--------–---–მა №--- განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივრით) მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანებით შპს ,---------------------ის“ 2----–-–-----------ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანება (ზ---–--------ის ნაწილში) დარჩა ძალაში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 54-68).
2.1.7. შპს ,,ს-----------------–----------------------------“ აღმსრულებელი დირექტორის - გ-------------–---–ის 2----–-–-----------------ის №------- წერილით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–----–--------------–------------------------------–------------------------------------------------------–-------------ს ეცნობა, რომ 2----–-–----------ს-----------------------ა და გ-----ს „----–-ს“ შორის ჩატარებული ღონისძიების უსაფრთხოებისათვის დამატებით მოსაწვევ პირთა რაოდენობაზე მოთხოვნა განხორციელდა მათი კლუბის მიერ. პირთა შერჩევაზე პასუხისმგებელი იყო შპს ,---------------------ი“. ამავე წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული პირების მოწვევისათვის ანაზღაურება მოხდა კლუბის მიერ შპს ,---------------------ისთვის“, როგორც შემსრულებლისთვის, ხოლო უშუალოდ პირების ანაზღაურებაზე პასუხიმგებელი იყო შპს „--------------------ი“. 2----–-–----------ს გამართულ ღონისძიების უსაფრთხოებისათვის დამატებით 30 პირის გამოყოფაზე შპს „--------------------თან“ გაფორმებული იყო შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ითვალისწინებდა დამატებით თითო პირზე 30 ლარის გადახდას, შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიების უსაფრთხოებისათვის კომპანიის მიერ შემსრულებლისთვის - შპს „--------------------ისთვის“ გადახდილი იყო 900 ლარი დღგ-ს ჩათვლით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 312).
2.1.8. საქმეში წარმოდგენილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–----–--------------–------------------------------–------------------------------------------------------–-------------ის 2----–-–-----------------ის ოქმით ირკვევა, რომ შპს ,,ს-----------------–----------------------------’’ აღმსრულებელი დირექტორის - გ-------------–---–ის 2----–-–-----------------ის №------- წერილის გათვალისწინებით უნდა შედგენილიყო შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გამოიცემოდა დაჯარიმების შესახებ ბრძანებები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 311).
2.1.9. 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, შპს ,---------------------ი’’ შემოწმებულ იქნა სსიპ დ-–--------–-–------------------------------------------------------------------------–------------------------------–------------------------ის მიერ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,---------------------სა’’ და მ–---–ებს: ვ-–----------------ეს, დ-------------ეს, ზ-----------ეს, მ--------------–--ს, ა-–--------------------ეს, ზ------------–--ს, ს---–-----------ას, გ---------------–---–ს, გ---------------–--ეს, ნ------------------ეს, ს-------------ეს, ი-------–-------ესა და ს---------------–---–ს შორის არ იყო დადებული შრომითი ხელშეკრულებები. აღნიშნული მიჩნეულ იქნა ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 29-41).
2.1.10. 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–---------------ს მიღებულ იქნა ნოემბრის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, რომელთა თანახმად, შპს ,---------------------ს’’, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევისათვის, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - თითოეულ შემთხვევაზე 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 272-310).
2.1.11. 2----–-–----------------ს შპს „--------------------ის“ დირექტორმა ჯ--–--------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში შპს „--------------------ის“ დირექტორის ჯ--–--------–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია (იხ. ტომი 2, ს.ფ. 90-94).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მ–---–ის უფლება-მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-12 მუხლით რეგლამენტირებულია დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის ურთიერთობები. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მ–---–ი ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მ–---–ის მ--–----ა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი - იარაღის შენახვის /ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა).
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მ–---–ის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
ამავე კანონის 25-ე მუხლით პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, რომლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მ–---–ის მ--–----ის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდნობას განსაზღვრავს 6000 ლარით.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით, რომელიც განსაზღვრავს: კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას, კონტროლის განხორციელების საშუალებებსა და ფორმებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დაჯარიმების შესახებ ბრძანების---იპურ ფორმებს და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მისი სტრუქტურული დანაყოფის - საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეშვეობით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მთავარი სამმართველო უფლებამოსილია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოსთხოვოს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს მ–---–ის მ--–----ა.
მითითებული ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - დაჯარიმების შესახებ ბრძანებას, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრება ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ „--------------------ს“ 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- ბრძანებებით ჯარიმები დაერიცხა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, რის გამოც სასამართლომ გაიზიარა, მოსარჩელე მხარის მითითება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანების სადავო ნაწილის ბათილობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
კონტრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე დაჯარიმდა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც არ არის დარეგულირებული და გათვალიწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა, რის გამოც, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ სახდელის დადებისას გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელის დადების ზოგადი წესი (ვადა). ანუ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამართალდარღვევა ჩადენილი (გამოვლენილი) იქნა 2----–-–----------ს (იხ. №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები), მითითებულ ოქმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–----------ს მიღებულ იქნა №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იქნა 2----–-–-----------ს, ხოლო სადავო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №--- ბრძანება მიღებულ იქნა ოთხი თვის შემდეგ - 2----–-–------------------ს, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ეცნო ბრძანებები დაჯარიმების შესახებ და კვლავ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაევალებინა ახალი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, გასული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა. ამასთან სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თუ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ იყო გამოვლენილი და დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შეეწყვიტა საქმე, რაც მაკონტროლებელ ორგანოს არ ართმევდა უფლებას შეემოწმებინა საწარმო და გამოევლინა სხვა სამართალდარღვევის ფაქტი (საბოლოოდ მოსარჩელე სხვა სამართალდარღვევის ჩადენისთვის იქნა დაჯარიმებული).
სასამართლომ ასევე გაიზიარა, მოსარჩელე მხარის მითითება საჩივრის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, სადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლზე აპელირებით მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში მოთხოვნის საუარესოდ შებრუნების პრინციპი არ არსებობს, ადმინისტრაციულ წარმოებაზეც უნდა გავრცელდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის შესაბამისადაც დაუშვებელია სარჩელის საუარესოდ შებრუნება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას, რომელიც მოსარჩელეს ჩააყენებს უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის წარდგენამდე იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გაასაჩივრა 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ დაცვის პოლიციის ბრძანებები, საბოლოოდ, ორივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, მიიღო გაუარესებული შედეგი, რაც 6000-6000 ლარით დაჯარიმების შესახებ ბრძანებების გამოცემაში გამოიხატა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გასაჩივრებულ ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამასთან, ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (მე-2 პუნქტი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის დაჯარიმების შესახებ №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც მისი თანმდევი უკანონოდ გამოცემული აქტები, თუმცა იმ პირობებშიც კი, თუ კანონიერად იქნებოდა მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2----–-–--------------ის დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები მაინც სახეზეა, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2----–-–-------------ს, შპს „--------------------სა“ (შემდგომში ,,შემსრულებელი’’) და შპს ს-----------------–--- ,-----------------------“ (შემდგომში ,,დამკვეთი’’) შორის, დაიდო დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი“ ახორციელებდა „დამკვეთის“ კუთვნილ ს-------------------------ზე, მდებარე: ქ----------ი, ა------------------ და ს-–--------–------ში, მდებარე: ქ----------ი, ჰ-----------------------, დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აგრეთვე ზემოთხსენებულ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, როგორც სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას, ისე სხვა დროსაც.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების დროს საჭირო დაცვაზე, მხარეთა შორის შეიძლება გაფორმებულიყო დამატებითი შეთანხმება, რომლითაც დაზუსტდებოდა კონკრეტული ღონისძიების დროს საჭირო დაცვის თანამშრომლის რაოდენობა.
2----–-–----------ს შპს ს-----------------–--- ,-----------------------ა“ და (შემდგომში ,,დამკვეთი’’) და შპს ,---------------------ს“ შორის (შემდგომში ,,დაცვა“), დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დაცვა“, ქ-------ის ც--------–---------------ზე ხ--------------, 2----–-–----------ს ქ-------ის ,-------------ს“ და გ-----ს ,-----–-ს“ გუნდებს შორის ჩემპიონატის დროს უზრუნველყოფდა: დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას, ასევე სტადიონზე ბილეთების/მოსაწვევების კონტროლს, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ვალდებული იყო არ დაეშვა ობიექტებზე უბილეთო პირების შეღწევა არცერთი გზით.
ამდენად, ცალსახაა რომ 2----–-–----------ს მხარეებს შორის დაიდო არა მხოლოდ დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, არამედ შპს „--------------------მა“ იკისრა ვალდებულება სტადიონზე განეხორციელებინა ბილეთების/მოსაწვევების კონტროლი, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ვალდებული იყო არ დაეშვა ობიექტებზე უბილეთო პირების შეღწევა არცერთი გზით. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე დაავალა ახალი აქტების გამოცემა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები, შეემოწმებინა საწარმო და დაედგინა ხელშეკრულებების არსებობა-არარსებობა, გამოეკვლია რას საქმიანობდნენ და რის საფუძველზე აღნიშნული პირები მითითებულ ტერიტორიაზე, რისთვისაც შეეძლო მოეხდინა აღნიშნული პირების გამოკითხვაც და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება და არ დაყრდნობოდა მხოლოდ შპს „--------------------ის“ დირექტორის განმარტებას აღნიშნულ პირებთან ხელშეკრულებების არარსებობის თაობაზე და ს-----------------–---ის დირექტორის გ-------------–---–ის 2----–-–-----------------ის №----- წერილს, მით უფრო იმ პირობებში როდესაც დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი შპს „--------------------ს“ ავალებდა ხელშეკრულების დადებას მხოლოდ დამკვეთთან და მ–---–თან, ამასთან არ უკრძალავდა სხვა მომსახურეობის განხორცილებას და სხვა მომსახურეობის გაწევის უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების დადებას, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიძლება დაედო წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
ამასთან, საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გაცემული სასამართლოს ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, რასაც სავალდებულოდ ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანების (გასაჩივრებულ ნაწილში) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად აქტის გამოცემის ვალდებულება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები, შპს „--------------------ის“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ე.წ. ვირტუალური უარი), სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------ს შპს ,---------------------ის’’ დირექტორმა ჯ--–--------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში შპს ,---------------------ის’’ დირექტორის ჯ--–--------–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (მე-2 პუნქტი) და ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები, გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვირტუალური უარის კანონშეუსაბამობაც სახეზეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი სამინისტრო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის N--- ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბათილობის საფუძვლები.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში სამინისტროს მხრიდან სრულყოფილად მოხდა ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლა, რასაც საფუძვლად დაედო სამინისტროს მხრიდან N--- ბრძანების გამოცემას. კერძოდ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „-------------------მა“ 2----–-–-----------ის N--- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართ სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის N-------, N-------, N-------, N-------, N-------, N-------, N--------, N-------, N-------, N-------, N-------, N-------, N-------, N------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა.
სამინისტრომ წარმოებაში მიიღო შპს გ------------------ის ადმინისტრაციული საჩივარი, გამოითხოვა შესაბამისი მასალები და დანიშნა ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომა. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძლიანობის შემოწმების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართელოს კანონი, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქიანობაზე კონტროლს ანორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 14 იანვრის N40 ბრძანებით დამტკიცებული „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, 2----–-–----------ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა კერძო დაცვითი ორგანიზაცია - შპს გ------------------ი და შედგა ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა ოქმები. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი თანადებობის პირი უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გამოკვლევის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ განსახილველად ეგზავნება იმ უფლებამოსილ პირს, რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა. ამავე მუხლის მე-3 პუქნტის თანახმად კი უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასება-ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - დაჯარიმების შესახებ ბრძანებას, რომლითაც სამართალდამრღვევს ეკისრება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 14 იანვრის NN40 ბრძანებით დამტკიცებული „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ მე-5 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილმა პირმა გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა მიიღოს ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დანაწესები, რაგდან ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები არის შესაბამისი აქტით განსაზღვრული.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის სადავო ბრძანებებით შპს გ------------------ი დაჯარიმდა იმის გამო, რომ მ–---–ები: ი-------–---------ე, ზ---–--------ე, ზ------------–--ი, ნ------------------ე, ვ-–---------------ე, ზ-----------ე, ს-------------ე, მ--------------–--ი, ა-–--------------------ე, დ-------------ე, გ---------------–---–ის, გ---------------–--ე, ს---–-----------ა და ს---------------–---–ი დაცვით საქმიანობას ახორციელებდნენ მ–---–ის მ--–----ის გარეშე. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ აღნიშნული პირები საერთოდ არ არიან შპს გ------------------ის თანამშრომლები.
კერძო დაცვით საქმიანობის შესახებ საქართელოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძელზე. ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თნახმად კი მ–---–ი არის 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ობიექტის დაცვას და რომელზედაც გაცემულია მ–---–ის მ--–----ა. ამავე კანონსმე-19 მუხლი ადგენს მ–---–ის მ--–----ის გაცემის წესს, რომლის თანახმად მ–---–ის მოწობას გასცემს დაცვითი საქმინიაბობაზე კონტროლის განმხორციელებელი ორგანო.
საქმეზე წარმოდგენილი შპს ,--------------------ის“ თანამშრომელთა სია, რომლებზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია მ–---–ის მ--–----ა. წარმოდგენილი სიის მიხედვით ირკვევა, რომ 2----–-–----------ის სადავო ბრძანებები გამოცემულია არა შპს გ------------------ის თანამშრომლების არამედ ფიზიკური პირების მიმართ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხის თნახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გაომიკვლიოს საქმისათის მნიშნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდულაური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის N------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი შპს გ------------------ის თანამშრომელთა სიის მიხედვით დგინდება, რომ ზ---–--------ეზე “კერძო დაცვით საქმიანობის” შესახებ საქართელოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად გაცემულია მ–---–ის მ--–----ა. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღრავს მ–---–ის ვალდებულებებს. აღნიშნული პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მ–---–ი ვალდებულია სამსახურებირივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მ–---–ის მ--–----ა. აღნიშნული ნორმის დარღვევისათვის პასუხსიმგებლობა გათვალსწინებულია ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის N------- დაჯარიმების შესაებ ბრძანება გამოცემულია კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველო კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევისათვის. ამასთან, მითითებული კანონი მაკონტროლებელ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებს მოცემული კანონის დანაწესის დარღვევისათვის დააჯარიმოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი, რაც მიეკუთვნება მის დისკრეციას.
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვი პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ", რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ: მე-2 მუხლის „ა". ქვეპუნქტის თანახმად „კერძო დაცვითი საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის---რანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას; ხოლო ამავე მუხლისს „ბ" ქვეპუნქტის თანახმად დაცვის ობიექტი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ კერძო დაცვითი ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დაცვის მომსახურების გაწევა, სწორედ ამ მიზნით შპს ს-----------------–-------------------------სა და შპს გ-------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კონკრეტულ დღეს კერძო დაცვით ორგანიზაციას მ----ის მიმდინარეობისას უნდა უზრუნველეყო წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე მაყურებელთა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან. ამასთან, დამატებითი ვალდებულებებიც იკისრა კერძო დაცვით ორგანიზაციამ, რაც გამოიხატებოდა ბილითების/მოსაწვევების კონტროლის მომსახურების გაწევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კერძო დაცვითი ორგანიზაციის მ–---–ების მიერ უნდა განხორიცელებყულიყო დაცვის ღონისძიებებთან ერთად დამკვეთისთვის დამატებითი სერვისის მიწოდება. შპს ს-----------------–-------------------------ის წერილში მითითებულია, რომ 2----–-–----------ს გამართული ღონისძიების უსაფრთხოებისთვის იქნა დამატებით 30 პირის მოწვევა აუცილებელი. გაუგებარია, სასამართლო რატომ თვლის, რომ მაკონტროლირებელმა ორგანომ სრულად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, მაშინ როდესაც დოკუმენტურად და ფაქტობრივად მტკიცდება, რომ კერძო დაცვითი ორგანიზაცია ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დაქირავებული პირების მეშვეობით ახორციელებდა დამკვეთის ობიექტის დაცვას. ამასთან, ის გარემოება, რომ მ–---–ები დამატებით მომსახურებას უწევდენ დამკვეთს (ბილეთების კონტროლი), არ ცვლის იმ ფაქტს, რომ შპს გ-------------------ის მიერ დაქირავებულმა პირებმა განახორციელეს კანონმდებლობით მ–---–ისათვის განსაზღვრული საქმიანობა. ასევე, უსაფუძვლოა მსჯელობა იმ გარემოებაზე, რომ მაკონტროლირებელ ორგანოს უნდა განეხორციელებინა საწარმოს შემოწმება და დაედგინა შრომითი ხელშეკრულებების არსებობა-არ არსებობა, რადგან 2----–-–-----------------ის ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ კერძო დაცვითი ორგანიზაციის დირექტორმა დაადასტურა ხელშეკრულებების არ არსებობის ფაქტი, მან ასევე დაადასტურა, რომ კონკრეტულად გასამართი მ----ისთვის იქნენ ზემოაღნიშნული პირები მოწვეულნი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება სასამართლოს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში მაკონტროლირებელ ორგანოს არ ჰქონდა ვალდებულება მიემართა სასამართლოსთვის, რადგან სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საწარმოში არ შესულა და არც მისი საქმიანობა შეუჩერება, მხოლოდ და მხოლოდ მოხდა დამკვეთის ობიექტზე მყოფი მ–---–ების შემოწმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო. შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 2----–-–-------------ს შპს „--------------------სა“ (შემდგომში „შემსრულებელი“) და შპს ს-----------------–--- „----------------------“ (შემდგომში „დამკვეთი“) შორის, დაიდო დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „შემსრულებელი“ ახორციელებდა „დამკვეთის“ კუთვნილ ს-------------------------ზე, მდებარე: ქ----------ი, ა------------------ და ს-–--------–------ში, მდებარე: ქ----------ი, ჰ-----------------------, დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აგრეთვე ზემოთხსენებულ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, როგორც სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას, ისე სხვა დროსაც.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების დროს საჭირო დაცვაზე, მხარეთა შორის შეიძლება გაფორმებულიყო დამატებითი შეთანხმება, რომლითაც დაზუსტდებოდა კონკრეტული ღონისძიების დროს საჭირო დაცვის თანამშრომლის რაოდენობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 111-114).
4.1.2. 2----–-–----------ს, შპს ს-----------------–--- „----------------------ა“ და (შემდგომში ,,დამკვეთი’’) და შპს ,---------------------ს“ შორის (შემდგომში „დაცვა“), დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დაცვა“, ქ-------ის ც--------–---------------ზე ხ--------------, 2----–-–----------ს ქ-------ის „------------ს“ და გ-----ს ,-----–-ს“ გუნდებს შორის ჩემპიონატის დროს, უზრუნველყოფდა დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას, ასევე სტადიონზე ბილეთების/მოსაწვევების კონტროლს, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ვალდებული იყო არ დაეშვა ობიექტებზე უბილეთო პირების შეღწევა არცერთი გზით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 107-108).
4.1.3. 2----–-–----------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, შპს ,---------------------ი’’ შემოწმებულ იქნა სსიპ დ-–--------–-–------------------------------------------------------------------------–------------------------------–----------------------------ის მიერ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მ–---–ები: ს---------------–---–ი, ზ---–--------ე, ი-------–-------ე, ს-------------ე, გ---------------–--ე, გ---------------–---–ი, დ-------------ე, ა-–--------------------ე, მ--------------–--ი, ს---–-----------ა, ზ-----------ე, ვ-–----------------ე, ნ------------------ე და ზ------------–--ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ მ–---–ის მ--–----ის გარეშე. აღნიშნული მიჩნეულ იქნა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-53).
4.1.4. შპს „ს-----------------–----------------------------“ აღმსრულებელი დირექტორის - გ-------------–---–ის 2----–-–----------ის №------ წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ 2----–-–----------ს ქ----------ის-------------ს სტადიონზე ჩატარებულ ღონისძიებაზე, ქ-------ის „------------სა“ და გ-----ს „----–-ს“ შორის 2----–-–------------ის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მათი მოთხოვნით, ღონისძიების დაცვის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ერთჯერადად მოწვეული 30 პირის მეშვეობით ერთობლივი კოორდინაციით ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 106).
4.1.5. 2----–-–----------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–----------ს გამოცემული იქნა №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, რომელთა თანახმად, შპს „--------------------ს“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევისათვის, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - თითოეულ შემთხვევაზე 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-39).
4.1.6. 2----–-–-----------ს შპს ,---------------------ის’’ დირექტორმა ჯ--–--------–---–მა №--- განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივრით) მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანებით შპს ,---------------------ის“ 2----–-–-----------ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანება (ზ---–--------ის ნაწილში) დარჩა ძალაში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 54-68).
4.1.7. შპს ,,ს-----------------–----------------------------“ აღმსრულებელი დირექტორის - გ-------------–---–ის 2----–-–-----------------ის №------- წერილით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–----–--------------–------------------------------–------------------------------------------------------–-------------ს ეცნობა, რომ 2----–-–----------ს-----------------------ა და გ-----ს „----–-ს“ შორის ჩატარებული ღონისძიების უსაფრთხოებისათვის დამატებით მოსაწვევ პირთა რაოდენობაზე მოთხოვნა განხორციელდა მათი კლუბის მიერ. პირთა შერჩევაზე პასუხისმგებელი იყო შპს ,---------------------ი“. ამავე წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული პირების მოწვევისათვის ანაზღაურება მოხდა კლუბის მიერ შპს ,---------------------ისთვის“, როგორც შემსრულებლისთვის, ხოლო უშუალოდ პირების ანაზღაურებაზე პასუხიმგებელი იყო შპს „--------------------ი“. 2----–-–----------ს გამართულ ღონისძიების უსაფრთხოებისათვის დამატებით 30 პირის გამოყოფაზე შპს „--------------------თან“ გაფორმებული იყო შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ითვალისწინებდა დამატებით თითო პირზე 30 ლარის გადახდას, შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიების უსაფრთხოებისათვის კომპანიის მიერ შემსრულებლისთვის - შპს „--------------------ისთვის“ გადახდილი იყო 900 ლარი დღგ-ს ჩათვლით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 312).
4.1.8. საქმეში წარმოდგენილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–----–--------------–------------------------------–------------------------------------------------------–-------------ის 2----–-–-----------------ის ოქმით ირკვევა, რომ შპს ,,ს-----------------–----------------------------’’ აღმსრულებელი დირექტორის - გ-------------–---–ის 2----–-–-----------------ის №------- წერილის გათვალისწინებით უნდა შედგენილიყო შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გამოიცემოდა დაჯარიმების შესახებ ბრძანებები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 311).
4.1.9. 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, შპს ,---------------------ი’’ შემოწმებულ იქნა სსიპ დ-–--------–-–------------------------------------------------------------------------–------------------------------–------------------------ის მიერ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,---------------------სა’’ და მ–---–ებს: ვ-–----------------ეს, დ-------------ეს, ზ-----------ეს, მ--------------–--ს, ა-–--------------------ეს, ზ------------–--ს, ს---–-----------ას, გ---------------–---–ს, გ---------------–--ეს, ნ------------------ეს, ს-------------ეს, ი-------–-------ესა და ს---------------–---–ს შორის არ იყო დადებული შრომითი ხელშეკრულებები. აღნიშნული მიჩნეულ იქნა ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 29-41).
4.1.10. 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–---------------ს მიღებულ იქნა ნოემბრის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, რომელთა თანახმად, შპს ,---------------------ს’’, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევისათვის, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - თითოეულ შემთხვევაზე 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 272-310).
4.1.11. 2----–-–----------------ს შპს „--------------------ის“ დირექტორმა ჯ--–--------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ დაჯარიმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში შპს „--------------------ის“ დირექტორის ჯ--–--------–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია (იხ. ტომი 2, ს.ფ. 90-94).
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (N. 2), §§38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მ–---–ის უფლება-მოვალეობებს (1.,,გ“ მუხლი).
მითითებული კანონის მე-12 მუხლით რეგლამენტირებულია დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის ურთიერთობები. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მ–---–ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კანონის 21-ე მუხლით კი განსაზღვრულია მ–---–ის უფლება-მოვალეობები. კერძოდ, მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მ–---–ი ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მ–---–ის მ--–----ა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი - იარაღის შენახვის /ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა).
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მ–---–ის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
ამავე კანონის 25-ე მუხლით პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, რომლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მ–---–ის მ--–----ის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდნობას განსაზღვრავს 6000 ლარით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცდა ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი“, რომელიც განსაზღვრავს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას, კონტროლის განხორციელების საშუალებებსა და ფორმებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დაჯარიმების შესახებ ბრძანების---იპურ ფორმებს და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მისი სტრუქტურული დანაყოფის - საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეშვეობით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მთავარი სამმართველო უფლებამოსილია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოსთხოვოს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს მ–---–ის მ--–----ა.
მითითებული ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - დაჯარიმების შესახებ ბრძანებას, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრება ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „--------------------ს“ 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- ბრძანებებით ჯარიმები დაერიცხა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის.
სამართალდარღვევა ჩადენილ (გამოვლენილ) იქნა 2----–-–----------ს (იხ. №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------, №------ და №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები), მითითებულ ოქმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–----------ს მიღებულ იქნა №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იქნა 2----–-–-----------ს, ხოლო სადავო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №--- ბრძანება მიღებულ იქნა ოთხი თვის შემდეგ - 2----–-–------------------ს, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებული ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ იმ შემთხვევაში, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილმა პირმა გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა მიიღოს ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანების გამოცემაზე უარის თქმა უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ეცნობოს იმ პირს, რომლის მიმართაც შედგა ოქმი. მოცემული ნორმა ადგენს ჯარიმის შეფარდებისთვის ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი შეუფარდოს დამრღვევს სანქცია. ხანდაზმულობის ვადა არის ოქმის შედგენიდან ერთი თვე. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ აღნიშნული ვადა არ არის დაცული.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სანქციის შეფარდებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გაანგარიშება მოახდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან იგი შედეგზე არ აისახება. ამასთან, სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით ასეთი ხანდაზმულობის ვადა მოიცავს 2 თვეს, ხოლო ზემომითითებული წესი ითვალისწინებს ერთ თვეს.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას საჩივრის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში მოთხოვნის საუარესოდ შებრუნების პრინციპი არ არსებობს, ადმინისტრაციულ წარმოებაზეც უნდა გავრცელდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის შესაბამისადაც დაუშვებელია სარჩელის საუარესოდ შებრუნება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას, რომელიც მოსარჩელეს ჩააყენებს უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის წარდგენამდე იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გაასაჩივრა 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ დაცვის პოლიციის ბრძანებები, საბოლოოდ, ორივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, მიიღო გაუარესებული შედეგი, რაც 6000-6000 ლარით დაჯარიმების შესახებ ბრძანებების გამოცემაში გამოიხატა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გასაჩივრებულ ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამასთან, ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანება, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (მე-2 პუნქტი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის დაჯარიმების შესახებ №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც მისი თანმდევი უკანონოდ გამოცემული აქტები.
პალატა ასევე იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანების კანონშესაბამისობის შემთხვევაშიც კი 2----–-–--------------ის დაჯარიმების შესახებ ბრძანებები მაინც წინააღმდეგობაშია კანონთან შემდეგ გარემოებათა გამო:
2----–-–-------------ს, შპს „--------------------სა“ (შემდგომში ,,შემსრულებელი’’) და შპს ს-----------------–--- ,-----------------------“ (შემდგომში ,,დამკვეთი’’) შორის, დაიდო დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი“ ახორციელებდა „დამკვეთის“ კუთვნილ ს-------------------------ზე, მდებარე: ქ----------ი, ა------------------ და ს-–--------–------ში, მდებარე: ქ----------ი, ჰ-----------------------, დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აგრეთვე ზემოთხსენებულ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, როგორც სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას, ისე სხვა დროსაც.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, სხვადასხვა სპორტული თუ არასპორტული ღონისძიებების დროს საჭირო დაცვაზე, მხარეთა შორის შეიძლება გაფორმებულიყო დამატებითი შეთანხმება, რომლითაც დაზუსტდებოდა კონკრეტული ღონისძიების დროს საჭირო დაცვის თანამშრომლის რაოდენობა.
2----–-–----------ს შპს ს-----------------–--- ,-----------------------ა“ და (შემდგომში ,,დამკვეთი’’) და შპს ,---------------------ს“ შორის (შემდგომში ,,დაცვა“), დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დაცვა“, ქ-------ის ც--------–---------------ზე ხ--------------, 2----–-–----------ს ქ-------ის ,-------------ს“ და გ-----ს ,-----–-ს“ გუნდებს შორის ჩემპიონატის დროს უზრუნველყოფდა: დასაქმებული პერსონალის, მაყურებლებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას, ასევე სტადიონზე ბილეთების/მოსაწვევების კონტროლს, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ვალდებული იყო არ დაეშვა ობიექტებზე უბილეთო პირების შეღწევა არცერთი გზით.
ამდენად, ცალსახაა რომ 2----–-–----------ს მხარეებს შორის დაიდო არა მხოლოდ დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, არამედ შპს „--------------------მა“ იკისრა ვალდებულება სტადიონზე განეხორციელებინა ბილეთების/მოსაწვევების კონტროლი, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ვალდებული იყო არ დაეშვა ობიექტებზე უბილეთო პირების შეღწევა არცერთი გზით. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე დაავალა ახალი აქტების გამოცემა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები, შეემოწმებინა საწარმო და დაედგინა ხელშეკრულებების არსებობ-არარსებობა, გამოეკვლია რას საქმიანობდნენ და რის საფუძველზე აღნიშნული პირები მითითებულ ტერიტორიაზე, რისთვისაც შეეძლო მოეხდინა აღნიშნული პირების გამოკითხვაც და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება და არ დაყრდნობოდა მხოლოდ შპს „--------------------ის“ დირექტორის განმარტებას აღნიშნულო პირებთან ხელშეკრულებების არარსებობის თაობაზე და ს-----------------–---ის დირექტორის გ-------------–---–ის 2----–-–-----------------ის №----- წერილს, მით უფრო იმ პირობებში როდესაც დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი შპს „--------------------ს“ ავალებდა ხელშეკრულების დადებას მხოლოდ დამკვეთთან და მ–---–თან, ამასთან არ უკრძალავდა სხვა მომსახურეობის განხორცილებას და სხვა მომსახურეობის გაწევის უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების დადებას, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიძლება დაედო წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- ბრძანებები დაჯარიმების შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–-----------------ის №--- ბრძანების (გასაჩივრებულ ნაწილში) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №-------, №------- და №------- დაჯარიმების შესახებ ბრძანებების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად აქტის გამოცემის ვალდებულება. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული გარემოებები კი თავის მხრივ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვირტუალური უარის ბათილად ცნობის საფუძველს ჰქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს განსახილველ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა