ა) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს;
ბ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წესსა და პირობებს;
გ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის უფლება-მოვალეობებს;
დ) სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის;
ე) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს;
ვ) იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს; პასუხისმგებლობის ზომებს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ დაცვით საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო ორგანო ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ნივთის ან ცალკეული ღონისძიების დაცვაზე, რომელსაც უშუალოდ ახორციელებს აღნიშნული ფიზიკური ან/და იურიდიული პირ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (21.11.2008).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-1401(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
…პოლიციის დეპარტამენტის მიერ, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ. კასატორები მიუთითებენ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლ, 25-ე მუხლებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 14.01.2010წ. №40 ბრძანებით დამტკიცებულ „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და…
…სახეზე არ არის კანონის იმპერატიული დანაწესიდან ნების გამოვლენის შეუსაბამობა (სკ-ის 54-ე მუხ.). კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის,რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების დამკვეთი შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მოცემულ შემთხვევაში…
…დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს განსაზღვრავს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი…
…კანონზე, რომელიც არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მ–---–ის უფლება-მოვალეობებს. მითითებული…
…საქართველოს კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს. „კერძო…