განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001852009
საქმე №3ბ/2605-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,გ------ი ს-----------"
დირექტორი - ჯ--–--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გიო-----–--–----–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–-ილი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:
თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ------ი ს---------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2016 წლის პირველ დეკემბერს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარედგინა შპს ,,გ------ი ს-----------ს“ ნოემბრის თვის შეტყობინება შესრულების თარიღის და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,გ------ი ს-----------ს“ შეტყობინება (ს.ფ. 98-113);
- 2016 წლის პირველი დეკემბრის შეტყობინების ბარათი (ს.ფ. 97);
მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (07.09.2017 სხდომის ოქმი).
2.2.2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევისათვის, 2016 წლის 06 დეკემბერს, შპს ,,გ------ი ს-----------ს“ მიმართ შედგა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 06 დეკემბერის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ს.ფ. 86).
2.2.3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანების საფუძველზე, შპს ,,გ------ი ს----------ს“ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანება (ს.ფ. 87-89).
2.2.4. 2017 წლის 13 იანვარს, შპს ,,გ------ი ს----------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ „დაჯარიმების შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,გ------ი ს-----------ს“ 2017 წლის 13 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 82-84).
2.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №-- ბრძანებით შპს ,,გ------ი ს-----------ს“ 2017 წლის 13 იანვრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ „დაჯარიმების შესახებ“ ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №-- ბრძანება (ს.ფ. 78-81).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №--, ასევე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას შემოწმდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.2. ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს.
„კერძო დაცივითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის" წესზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესსა და პირობებს.
აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად (სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია), კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში - დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი), მისი სტრუქტურული დანაყოფის - საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სამმართველოს) მეშვეობით.
ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მთავარი სამმართველო უფლებამოსილია ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს დაჯარიმების შესახებ ბრძანება. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გამოკვლევის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში - ოქმი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და გააჩნია ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია, „დაცული“. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ პირს.
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანხმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება.
სასამართლომ დაადინა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევისათვის, 2016 წლის 06 დეკემბერს, შპს ,,გ------ი ს-----------ს“ მიმართ შედგა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებული კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ განსახილველად ეგზავნება მთავარი სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს (შემდგომში - უფლებამოსილი პირი), რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - დაჯარიმების შესახებ ბრძანებას (შემდგომში - ბრძანება), რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).
სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანების საფუძველზე, შპს ,,გ------ი ს----------ს“ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,გ------ი ს-----------ს“ ნოემბრის თვის შეტყობინება (შესრულების თარიღის და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარედგინა 2016 წლის პირველ დეკემბერს.
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 5 000 ლარი - დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისათვის.
მოსარჩელემ წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება მაკონტროლებელ ორგანოს წარედგინა 2016 წლის ნოემბრის თვის დასრულებისთანავე - 2016 წლის პირველ დეკემბერს. ამასთან, მიუთითა, რომ შპს ,,გ------ი ს----------ს“ არ მიეცა 2016 წლის 06 დეკემბრის №0----- სამართალდარღვევის ოქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის ვადას - ყოველი თვის ბოლო. შესაბამისად, შპს ,,გ------ი ს----------ს“ მაკონტროლებელი ორგანოსთვის ნოემბრის თვის შეტყობინება უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბერს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემაც არ გახადა სადავოდ ის გარემოება, რომ შეტყობინება წარდგენილია 2016 წლის პირველ დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის პირველ დეკემბერს შეტყობინება წარდგენილი იყო შესრულების თარიღისა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე.
სამართალდარღვევის ოქმის შპს ,,გ------ი ს-----------ს“ დასწრების გარეშე განხილვის შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის განხილვისას და ასევე სასამართლო სხდომაზე ვერ წარადგინა სამართალდარღვევის ოქმში მითითებული გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულებები, სსიპ დაცვის პოლიციის მიერ შპს ,,გ------ი ს-----------ს“ დაუსწრებლად საქმის განხილვა არ წარმოდგენდა კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია და მიიჩნია, რომ შპს ,,გ------ი ს-----------ს“ მიერ არ იყო შესრულებული „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება.
2.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის „დაჯარიმების შესახებ“ №3------ ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1-ე მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის „დაჯარიმების შესახებ“ №3------ ბრძანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე კანონიერია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №-- ბრძანება შპს ,,გ------ი ს-----------ს“ 2017 წლის 13 იანვრის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით არასწორად განმარტა, რომ შპს ,,გ------ი ს----------ს" მაკონტროლებელი ორგანოსთვის ნოემბრის თვის შეტყობინება უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა.
ასევე, შეტყობინების ფორმას დაცვის ორგანიზაციას უგზავნის თავად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ამავე შეტყობინების ფორმაზე მითითებული განმარტების გათვალისწინებით ივსება დაცვითი ორგანიზაციის მიერ და ეგზავნება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. იდენტურად მოხდა განსახილველ შემთხვევაშიც, ვინაიდან ფორმის ბოლო გვერდზე დატანილია განმარტება, რომ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამასთან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა არასწორად დაიტოვა შეტყობინების ასლი თარიღისა და ხელმოწერის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შპს ,,გ------ი ს-----------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის პირველ დეკემბერს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარედგინა შპს ,,გ------ი ს-----------ს“ ნოემბრის თვის შეტყობინება შესრულების თარიღის და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე.
4.1.2. დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევისათვის, 2016 წლის 06 დეკემბერს, შპს ,,გ------ი ს-----------ს“ მიმართ შედგა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
4.1.3. დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანების საფუძველზე, შპს ,,გ------ი ს----------ს“ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს, შპს ,,გ------ი ს----------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ „დაჯარიმების შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობა.
4.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №-- ბრძანებით შპს ,,გ------ი ს-----------ს“ 2017 წლის 13 იანვრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ „დაჯარიმების შესახებ“ ბრძანება.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამართლებრივ ნორმებზე, თუმცა არასწორად განმარტა ისინი და ასევე, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა განმარტავს, რომ ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს.
„კერძო დაცივითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებულია ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის" წესი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად (სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია), კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში - დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი), მისი სტრუქტურული დანაყოფის - საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სამმართველოს) მეშვეობით.
ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მთავარი სამმართველო უფლებამოსილია ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს დაჯარიმების შესახებ ბრძანება. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გამოკვლევის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში - ოქმი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და გააჩნია ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია, „დაცული“. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ პირს.
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანხმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებული კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ განსახილველად ეგზავნება მთავარი სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს (შემდგომში - უფლებამოსილი პირი), რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - დაჯარიმების შესახებ ბრძანებას (შემდგომში - ბრძანება), რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 5 000 ლარი - დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისათვის.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: 1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება; 2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებიყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; 3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო; 4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ; 5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლადე ასაკის ბავშვი ჰყავს. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც, ორგანოს (თანამდებობის პირის) რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
პალატა მიუთითებს, რომ მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განმარტება კანონმდებობით არ არის დადგენილი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანო აღჭურვა შესაძლებლობით, პასუხისმგებლობის ღონისძიების ეფექტურობა დაუკავშიროს კონკრეტული საქმის გარემოებებს, დაადგინოს ქმედებით გამოწვეულ საფრთხეებთან ღონისძიების გამოყენების გონივრული პროპორცია, რათა სამართალდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრამ სახდელის მიზნების მიღმა, ამ მიზნების მიღწევის აუცილებლობის გარეშე საკანონმდებლო მიზნის უგულებელყოფა არ გამოიწვიოს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სახდელის, ასევე სიტყიერი შენიშვნის გამოყენების გზით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, რათა გამოყენებულ იქნეს იმგვარი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტული საკანონმდებლო აქტით დასახული მიზნების რეალიზებას, ვინაიდან მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სახდელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბალანსს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სახდელის შეფარდება.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონის არცოდნა, როგორც წესი, არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან, თუმცა, შეცდომას პირი შესაძლოა უშვებდეს საპატიო მიზეზითაც.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია კანონი იმპერატიულად განსაზღვრავდა შპს ,,გ------ი ს----------ს“ ვალდებულებას მაკონტროლებელი ორგანოსთვის ნოემბრის თვის შეტყობინება წარედგინა არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა, თუმცა ის გარემოება, რომ შეტყობინება წარდგენილია ერთი დღის დაგვიანებით - 2016 წლის პირველ დეკემბერს, პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით წარმოშობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის იანვრის №-- ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანების შპს ,,გ------ი ს-----------ს“ 5000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით. ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტს - შპს ,,გ------ი ს----------ს" გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის ვალდებულების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,გ------ი ს-----------ს" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ,,გ------ი ს-----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის
იანვრის №-- ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №3------ ბრძანება შპს ,,გ------ი ს-----------ს“ 5000 ლარით დაჯარიმების ნაწილში.
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელა
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე