ლიცენზია გაუქმდება, თუ:
ა) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გაცემიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გადაიხდის დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილ შესაბამის სალიცენზიო მოსაკრებელს;
ბ) დაცვით ორგანიზაციას არ განუხორციელებია დაცვითი საქმიანობა ლიცენზიის აღებიდან 1 წლის განმავლობაში;
გ) დაცვით ორგანიზაციას 1 კალენდარული წლის განმავლობაში ხუთჯერ დაეკისრა ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
დ) გამოვლინდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, თუკი აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში;
ე) დადასტურდა, რომ ლიცენზიის აღების მიზნით წარმოდგენილი იყო ყალბი ინფორმაცია;
ვ) დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ზ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელმაც სასჯელის სახით დაადგინა ამ იურიდიული პირის ლიკვიდაცია;
თ) წარმოიშვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაუქმების რომელიმე საფუძველ