დაცვით ორგანიზაციას უფლება აქვს:
ა) ლიცენზიის ფარგლებში განახორციელოს დაცვითი საქმიანობა, გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები დამკვეთთან და მცველთან;
ბ) იმოქმედოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) მოსთხოვოს დამკვეთსა და მცველს შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
დ) დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს;
ე) შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ გამომდინარეობს კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებიდან – მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული მითითებები და დავალებები წინააღმდეგობაში არ იქნება მცველთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებასთან და არ გამოიწვევს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას;
ვ) შეიძინოს იარაღი და სპეციალური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იქნება ობიექტის დაცვისათვის;
ზ) შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით ისარგებლოს რადიოკავშირის საშუალებებით (რაციით);
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, თუ აღნიშნული ქმედებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობა