თავი IV — დაცვითი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქრონიკული დაავადება ან ფსიქიკური აშლილობა ხელს არ უშლის დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას);
გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3362);
დ) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3362 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2154 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
თავი V. მცველის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №848
- 18.04.2018 კანონი №2154
- 20.03.2015 კანონი №3362
წინა რედაქცია (04.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ან ტოქსიკომანიით , ფსიქიკური ან/და სხავადებული პირი, ქრონიკული სნეულებით დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქრონიკული სნდაავადება ან ფსიქიკური აშლეილობა ხელს არ უშლის დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას); გ) პირი, რომელიც ს(ასამართლო წესით აღიარებულია ქმედუუნაროდ- 20.03.2015, №3362); დ) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ე) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ. თავი V. მცველის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები