თავი V — მცველის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
მცველი არ შეიძლება იყოს:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადება ან ფსიქიკური აშლილობა ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას);
გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3362);
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში შესაბამისი თანამდებობის დაკავების ან შესაბამისი საქმიანობის უფლება;
ე) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3362 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2154 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №848
- 18.04.2018 კანონი №2154
- 20.03.2015 კანონი №3362
წინა რედაქცია (04.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. მცველის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მცველი არ შეიძლება იყოს: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ან ტოქსიკომანიით , ფსიქიკური ან/და სხავადებული პირი, ქრონიკული სნეულებით დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნდაავადება ან ფსიქიკური აშლეილობა ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას); გ) პირი, რომელიც ს(ასამართლო წესით აღიარებულია ქმედუუნაროდ- 20.03.2015, №3362); დ) პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში შესაბამისი თანამდებობის დაკავების ან შესაბამისი საქმიანობის უფლება; ე) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.