თავი VI — იარაღის, სპეციალური საშუალებების და ფიზიკური იძულების გამოყენების წესები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი.
2. მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი:
ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას;
დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას;
ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე).
3. იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
4. გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს;
გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას;
დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას.
5. დაუშვებელია მცველის მიერ იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს.
6. იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
7. მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
თავი VII. დაცვითი საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობის ზომე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №848
წინა რედაქცია (04.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. იარაღის გამოყენების უფლება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი. 2. მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი: ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას; დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას; ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან; ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე). 3. იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა. 4. გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს; გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას; დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას. 5. დაკრძალუშვებელია მცველის მიერ იარაღის გამოყენება ისეთ ადგხვილებში, საი დაც შესაძლვებელია სხვ სა პიფრთა დახის შაემცვებლ ა, ადგრეთვეილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილებში, ას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანოების, იხანვდაზმულიდობის , ხანდ შესაზმუძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნების მქონე პირთაის მიმართ, გარდა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც იეს პინრი შეიარაღებულნი ე თავდასხმიან თს ავხორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქაცველაქის ან მცსხველა პირის სიცოცხლეს. 6. იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად. 7. მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ. თავი VII. დაცვითი საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობის ზომები