1. დაცვითი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო:
ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან;
ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას;
გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
3. დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.12.2019 კანონი №5612
წინა რედაქცია (04.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. დაცვითი საქმიანობის კონტროლი 1. დაცვითი საქმიანობაზეის კონტროლს ახორციელებს საქართველზოს შინაგან საქმდოეთა სამბრინვი უსტროს მმაფრთველხოების სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტრი „112“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გდადგენსაზღვრუილი წესით. 2. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. 3. დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.