მუხლი 10. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა
თავი III — სახელშეკრულებო ურთიერთობები
1. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება) საფუძველზე.
2. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1153(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
…კერძო დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, ორგანიზაციული ფორმები და სახეები, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლება-მოვალეობები. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლი არეგულირებს დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობას, კერძოდ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნები არ გაითვალისწინა. კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით და დაცული უნდა იყოს ყველა მოთხოვნა, რათა მიღწეულ იქნას კანონის მიზნები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 10. დამკვეთი. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი— განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“, მუხლი 10, №536, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.05.001.003.332 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19414/muxli-10/