გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2019
საქმის ნომერი
090310119002939647
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/7–19) 0903101--002939647

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

ა-------–------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

მოსარჩელე - ხ--------------

წარმომადგენელი - დ-------------–---–-

მოპასუხეები - ს----------–-----------–---------------------------------------------------–----------------------------------------------–----------------------------------–---------------------------------–-----------------------------------------------–---------

წარმომადგენელი - ომარ ხიდურელი

მესამე პირი – ლ-----------

წარმომადგენელი–ე-------------–---–---–-

მესამე პირი – ა-------–-------------–----–---------------

წარმომადგენელი – მ---------–----------------------–---

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------- 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება N8-------------- რეგისტრაციის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი, ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა N----

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი, ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა N----

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------- 2019 წლის 07 მარტის N8----–გადაწყვეტილება.

 

1.5 ბათილად იქნეს ცნობილი, ს-------------------------------–------------- 2019 წლის 14 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება.

 

1.6 დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემა და ხ--------------ს უფლების რეგისტრაცია.

 

მოსარჩელემ სარჩელი, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

 

მოსარჩელის ბებია–2000წლის 15 სექტემბერს გარდაცვლილი–ნ------------ (ქორწინებამდელი გვარი ქ-------) თავისი სიცოცხლის მანძილზე, ფლობდა და სარგებლობდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, მასზე მდგომი შენობა–ნაგებობით, მდებარე ა-------–------- რაიონი, სოფელი ს-----. სახლი იყო მისი დედის –გ-------ა ქ------ის (გარდაცვლილი 1--- წლის 30 სექტემბერს) აშენებული, ის იყო კომლის უფროსი, ხოლო ნ----- ქ------- (ჩ-----) ირიცხებოდა კომლში, როგორც კომლის უფროსის შვილი, ძმებთან ერთად. (ვ------- და ა---- ქ-------ები, რომლებიც ასევე გარდაცვლილები არიან (ვ-------ი დაიკარგა სამამულო ომში, ა---- გარდაიცვალა 1--- წელს). ნ----- ქ------- (ჩ-----) წარმოადგენდა კომლის ბოლო წევრს. თავის სიცოცხლეში, ნ------------ ზაფხულობით ჩადიოდა თავის საკარმიდამოში უვლიდა სახლკარს და მშობლების საფლავებს. ჩადიოდა ზაფხულობით, თვითონ მისი ძმა და მისი მამა– 2--- წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილი თ--------ზ ჩ-----, უფრო ხშირად სტუმრობდა იქაურობას მისი ძმა დ------ ჩ-----, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 2004 წლის 3 დეკემბერს. ამ ტრაგედიის შემდეგ, ვეღარ დადიოდნენ სოფელში. ჯერ კიდევ, ბებიის სიცოცხლეში და მისი მამის თანხმობით. ნებას რთავდნენ ნათესავებს ზაფხულის პერიოდში, ესარგებლათ მათი სახლკარით. ამ რიცხვს ეკუთვნოდა ლ-----------ც, თუმცა, ყოველთვის იცოდნენ, რომ ს-----ში ჰქონდათ მამაპაპისეული სახლი. 2018 წლის 27 აგვისტოს, კანონით დადგენილი წესით, მიიღო მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობა მამის –2--- წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილი თ--------ზ ჩ-----ს დანაშთ სამკვიდროზე, რომელიც თავის მხრივ, დაუფლებული იყო 2000 წლის 15 სექტემბერს გარდაცვლილი დედის –ნ------------ს (ქ------ის) დანაშთ სამკვიდრო ქონებას–ფაქტობრივი დაუფლებით.

 

საარქივო ცნობებით არ დასტურდება, რომ კომლი გაუქმებულ--, კომლის უკანასკნელი წევრი იყო ბებია (მამის დედა) ნ------------ (ქ-------), რომელიც გარდაიცვალა 2000 წელს, საქართველოში მიწის რეფორმის დაწყების და მიმდინარეობის პერიოდში, ის ჩადიოდა თავის სახლში და უვლიდა მას, თუ კავშირგაწყვეტილ კომლად ვინმეს აღიარება უნდა მომხდარიყო, რადგან იქ მუდმივად არ ცხოვრობდნენ, ეს უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მამა–2--- წელს გარდაცვლილი თ--------ზ ჩ-----. ოჯახის ტრაგედიის გამო– (2004 წელს ტრაგიკულად დაიღუპა მოსარჩელის ძმა–დ------ ჩ-----)–ისინი ვეღარ ჩადიოდნენ, ისეთი ინტენსიურობით სოფელში, თუმცა, სადავო უძრავი ქონება მუდამ მიაჩნდათ მამაპაპისეულ ქონებად.

 

მოსარჩელემ 2018 წლის 2 ოქტომბერს მიმართა ს-------------------------------– სააგენტოს განცხადებით N8----------2, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ა-------–------- რაიონი, სოფელი ს-----. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა იმ მიზეზით, რომ მის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე მდებარე: ა-------–------- რაიონი, სოფ. ს----- მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების ს/კ N------------) უკვე რეგისტრირებული იყო ლ-- ქ------ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილებები მის მიერ, გასაჩივრებული იქნა ს-------------------------------– სააგენტოში, თუმცა, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და კვლავ შეჩერდა–სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, რასაც არ ეთანხმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–-------------ა და სამინისტროს ს-------------------------------–------------- იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა ლ-----------მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3.2. მესამე პირმა ა-------–-------------–----–---------------მ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ არის დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ხ--------------ს არ წარუდგენია უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი –გ-------ა ქ------ის კანონიერი მემკვიდრეობა.

 

მოსარჩელე ხ--------------ს მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ იგი არის ნ----- და თ--------ზ ჩ----ების კანონიერი მემკვიდრე, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად, რომლითაც ს-------------------------------–-------------------------------------------------------–--ს, წარდგენილი აქვს გ-------ა ქ------ის საკომლო წიგნის ჩანაწერი, სადაც კომლის წევრებად, კომლის უფროსი გ-------ა ქ------ის შვილები ფიქსირდებიან. 2------------ საარქივო ცნობაში საცხოვრებელი სახლი, რომლის კომლის უფროსად, ფიქსირდება გ-------ა ქ------- აგებულ-- 1933 წელს და 1940 წლის მონაცემებით საკარმიდამო ნაკვეთი არის 0.38 ჰა მაშინ, როცა ს-------------------- მიერ, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი, 2019 წლის პირველი მარტის 1------- წერილით ირკვევა, რომ ლ-- ქ------ის 2001–2005 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლი აგებულ-- 1--- წელს საერთო ფართით, 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი 0----- ჰა. რაც შეეხება ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას, იგი სწორედ საკომლო წიგნის მონაცემებზე დაყრდნობითაა გაცემული, სადაც ,,კავშირგაწყვეტილ კომლად“ სწორედ ლ-----------ზეა მითითებული. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლ----------- ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გაცემული N1-- ცნობით, ითვლება კავშირგაწყვეტილად და ფლობს 683,5 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს და N1-- ცნობით, საცხოვრებელი სახლის ფართობით– 55,46 კვ.მ, ხოლო მოსარჩელე ხ--------------ს წარმოდგენილი საარქივო ცნობის საბოლოო ჩანაწერით, რომელიც 1948–1950 წლებით არის დათარიღებული, საკარმიდამო ნაკვეთი 0,34 ჰა–ია. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის პირველი მარტის N1------- წერილის თანახმად, ა-------–------- რაიონის ს------ საკრებულოს სოფელ ს-----ს 2001–2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილ-- ლ-- ქ-------. ასევე, სხვაობაა ლ-- ქ------ისა და გ-------ა ქ------ის საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებული საცხოვრებელი სახლის აშენების წლებსა და ფართობში.

 

მესამე პირს ა-------–-------------–----–---------------ს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაგან არ არის დაზუსტებული არის თუა არა ნ------------ გ-------ა ქ------ის პირდაპირი მემკვიდრე.

 

4. . ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2018 წლის 2 ოქტომბერს, მოსარჩელემ მიმართა ს-------------------------------–------------- განცხადებით N8----------2, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, ა-------–------- რაიონი, სოფელი ს----- სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მდებარე, ა-------–------- რაიონი სოფელი ს-----, მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონება) ს/კ 8-----------– რეგისტრირებული ყოფილა ლ-- ქ------ის საკუთრების უფლება, შემდეგ კი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, აღნიშნული გადაწყვეტილებები მის მიერ, გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში–ს-------------------------------– სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სასარჩელო განცხადება.

–ს-------------------------------–------------- იმერეთის რეგიონული ოფისის –2018 წლის 8 ოქტომბრის N8----------2--- გადაწყვეტილება.

–ს-------------------------------–------------- იმერეთის რეგიონული ოფისის – 2018 წლის 9 ნოემბრის N 8----------2--- გადაწყვეტილება.

–მხარეთა განმარტებები.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ს-------------------------------–------------- 2009 წლის 28 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილ--, რომ სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ-- ლ-- ქ------ის საკუთრების უფლება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------, ფართობი 6-- კვ.მ რეგისსტრაციის საფუძვლად მითითებულ--, ა-------–------- რაიონის ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ, 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა N1--, ცნობა N1-- და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ ცნობაში მითითებულ--, რომ თითქოს, ლ----------- წარმოადგენს–კავშირგაწყვეტილ კომლს. რის საფუძველზეც, მოხდა მისი აღრიცხვა როგორც კომლის. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში შესაბამისი ცნობა–ამონაწერი საკომლო წიგნიდან, ან საარქივო ცნობა წარდგენილი არ ყოფილა და მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია ცნობა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად და მის საფუძველზე, განახორციელა რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სასარჩელო განცხადება

–ს-------------------------------–------------- იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება.

– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემული ლ-- ქ------ის სახელზე.

– 2009 წლის 13 ოქტომბრის ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის N1-- ცნობა.

– 2009 წლის 13 ოქტომბრის ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის N1-- ცნობა.

–მხარეთა ახსნა–განმარტებები

 

4.2.2. ს-------------------------------–------------- 2019 წლის 7 მარტის N 8---- გადაწყვეტილებით დადგენილ--, რომ ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა ხანგრძლივად, 2018 წლის ოქტომბრიდან –2019 წლის მარტამდე, რამდენჯერმე დაინიშნა სხდომა, თუმცა, საბოლოოდ უარი ეთქვა მოსარჩელეს ლ-- ქ------ის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გაუქმებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სასარჩელო განცხადება

–ს-------------------------------–------------- 2019 წლის 7 მარტის N8---- გადაწყვეტილება .

–მხარეთა განმარტებები.

 

4.2.3. 2019 წლის 11 მარტს სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, თუმცა, 2019 წლის 14 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილ--, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მიეთითა–ამონარიდი გადაწყვეტილებიდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეცნობა, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა ლ----------- და აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად, ბათილად, ან არარად ცნობილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სასარჩელო განცხადება

–ს-------------------------------–------------- იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 14 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება.

– მხარეთა განმარტებები.

 

4.2.4.2019 წლის 20 მაისის N2------------ საარქივო ცნობით დადგენილ--, რომ ა-------–------- რაიონის ს-----ს საკრებულოს, სოფელ ს-----ს 2001–2005 წლების კავშირგაწყვეტილ კომლთა საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილ-- ლ-----------. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 2002–2005 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლი აგებული 1--- წელს. საერთო სასარგებლო ფართი 2001 წლის ჩანაწერებით –55,46 კვ.მ 2002–2005 წლების ჩანაწერით, 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი –0----- ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სასარჩელო განცხადება

–2019 წლის 20 მაისის N2------------ საარქივო ცნობა

– მხარეთა განმარტებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, დარღვეულ-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლ--ნობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ხ--------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;

ს-------------------- შესახებ" საქართველოს კანონი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,ს-------------------- შესახებ ინსტრუქცია"

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული 2009 წლის 28 ოქტომბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ, ს-------------------------------–------------- 2019 წლის 14 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------- 2019 წლის 07 მარტის N8----–გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული N1-- და N1-- ცნობები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული, ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულ-- დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულ-- წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის, ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

 

7.2,,ს-------------------- შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ს-------------------- წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, ს-------------------- მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის

 

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს-------------------------------–------------- (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე კანონის მერვე მუხლის პირველი და მეორე ნაწილს თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველ-- განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს, ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე, ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად რეგისტრაციის შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება– დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე, საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,ს-------------------- შესახებ ინსტრუქციის" მე–18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი დმინისტრაციული კოდექსის 201–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება, მე–601 მუხლიდან გამომდინარე კი, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში–ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, თუ ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულ-- მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაიული ორგანო ვალდებულ-- ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53–ე მუხლის მ–5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლ-- გასცდეს მათ.

 

,,ს-------------------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე–2 მუხლის ,,კ“ პუნქტში სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულ--, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს, ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლ--, კანონისმიერი, ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთი), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ, ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების, ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილ--, რომ N8----------2 სარეგისტრაციო განცხადებით, ხ--------------ს მიერ, მოთხოვნილი იყო ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე –6-- კვ.მ უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 8-----------) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია.

 

დადგენილ-- რომ N1-------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ხ-------------- არის მამკვიდრებლის თ--------ზ ჩ-----ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე–შვილი და მან საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის თ--------ზ ჩ-----ს სამკვიდრო მასაში შემავალი გარდაცვლილი ნ------------ს კუთვნილი აქტივები და პასივები. შესაბამისად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მამკვიდრებლის კომლის საკუთრებას და მოითხოვს სამკვიდრო მოწმობისა და საარქივო ცნობის საფუძველზე 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას. თუმცა, აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მის მიერ, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება–ჩაბარების აქტი, ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება, ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

,,ს-------------------- შესახებ" საქართველოს კანონის მე–5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარა აქტად არ იქნება ცნობილი.

 

დადგენილ-- რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე 6-- კვ.მ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 8-----------) რეგისტრირებულ-- ლ-- ქ------ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ა-------–------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული N1-- და N1-- ცნობები.

 

ასევე დადგენილ--, რომ 2019 წლის 20 მაისის N2------------ საარქივო ცნობის თანახმად, ქ----------–--------–-----------–- დაცული, ა-------–------- რაიონის ს-----ს საკრებულოს, სოფელ ს-----ს 2001–2005 წლების კავშირგაწყვეტილ კომლთა საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილ-- ლ-----------. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 2002–2005 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლი აგებული– 1--- წელს. საერთო სასარგებლო ფართი 2001 წლის ჩანაწერებით 55,46 კვ.მ 2002–2005 წლების ჩანაწერით, 56 კვ.მ, მიწის ნაკვეთის ფართობი 0----- ჰა.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულ-- შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

დადგენილ--, რომ ს-------------------------------–------------- 2009 წლის 28 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით N8-------------- სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ-- ლ-- ქ------ის საკუთრების უფლება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------, ფართობი 6-- კვ.მ. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ--, ა-------–------- რაიონის ს------ თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ, 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული – N1-- და N1-- ცნობები და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ ცნობებში მითითებულ--, რომ ლ----------- წარმოადგენს–კავშირგაწყვეტილ კომლს. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული– ცნობები უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად და მის საფუძველზე, განახორციელა რეგისტრაცია. აღნიშნული ცნობები გაცემული იქნა საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ს-------------------------------–------------- როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად, იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 7 მარტს მიღებული იქნა N 8---- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ს-------------------------------–------------- 2019 წლის 7 მარტს მიღებული N 8---- გადაწყვეტილებით, სწორად შეფასდა საჩივრის ავტორის მიერ, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული–სამართლებრივი აქტის გამოცემისას, საკითხის გადასაწყვეტად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად მოიძია და გამოიკვლ-- სათანადო ინფორმაცია, ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი გამოიცა საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

დადგენილ--, რომ 2019 წლის 11 მარტს სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და 2019 წლის 14 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით, ეცნობა ხ--------------ს, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა ლ----------- და აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით. ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოსარჩელის მიერ არ მომხდარა.

 

ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა (დ-------- დ---–------- მ------ ქ-------, ჩ------ ქ-------, ნ-------------- ჩვენებებზე, რომლითაც დადასტურდა, რომ სადავო ქონებაში ცხოვრობდა ლ----------- და შესაბამისად, პატრონობდა კიდეც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მამა თ--------ზ ჩ----- ფაქტობრივი ფლობით იყო დაუფლებული –2000 წლის 15 სექტემბერს გარდაცვლილი დედის ნ------------ს (ქ------ის) დანაშთ სამკვიდრო ქონებას და 2009 წლის 28 ოქტომბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ, ს-------------------------------–------------- 2019 წლის 14 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------- 2019 წლის 07 მარტის N8----–გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, 2009 წლის 13 ოქტომბერს გაცემული N1-- და N1-- ცნობები წარმოადგენს კანონის დარღვევით მიღებულ ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა–განმერტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ--, რომ ა-------–------- რაიონის ს-----ს საკრებულოს, სოფელ ს-----ს 2001–2005 წლების კავშირგაწყვეტილ კომლთა საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილ-- ლ-----------. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 2002–2005 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლი აგებული 1--- წელს. საერთო სასარგებლო ფართი 2001 წლის ჩანაწერებით, 55,46 კვ.მ 2002–2005 წლების ჩანაწერით 56 კვ.მ, მიწის ნაკვეთის ფართობი 0----- ჰა. აღნიშნული საკომლო ჩანაწერის საფუძველზე 2009 წლის 13 ოქტომბერს გაიცა N1-- და N1-- ცნობები, რაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია უფლების დამდგენ დოკუმენტად და განახორციელა საკუთრების რეგისტრაცია ლ-- ქ------ის სახელზე.

 

ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ------------ (ქ-------) თავისი სიცოცხლის მანძილზე, ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, მასზე მდგომი შენობა–ნაგებობით, ვინაიდან თითქოსდა, ნ------------ გარდაცვალებამდე (2000წლის 15 სექტემბრამდე), ირიცხებოდა საკომლო წიგნში. სინამდვილეში კი, მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ 1940–1950 საკომლო წიგნების მონაცემები, სადაც ირიცხება ნ------------. რომელიც 1950 წელს გათხოვდა და მას შემდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნ------------ს საკომლო წიგნში არსებობის ფაქტს. პირიქით, საქმეში წარმოდგენილ-- საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული წერილობითი მიმართვა ს-------------------------------–------------- მიმართ, სადაც აღნიშნულ--, რომ ა-------–------- რაიონის ს-----ს სასოფლო საბჭოს 1980–1982, 1983–1985, 1986–1990წლების საკომლო წიგნებში ნ------------, თ--------ზ ჩ----- (მოსარჩელის მამა) და ხ-------------- (მოსარჩელე) რეგისტრირებული არ არის, ხოლო 1991–1992 წლების საკომლო წიგნები ქ----------–--------–-----------–-, დაცვაზე არ შესულა. ანალოგიური სახის მიმართვაში აღნიშნულ--, რომ ქ----------–--------–-----------–- დაცული ა-------–------- რაიონის ს-----ს საკრებულოს 1997–2000 და 2001 და 2005 წლების საკომლო წიგნებში გ-------ა სპირიდონის–ას ქ------- (მოსარჩელის ბებია) რეგისტრირებული არ არის, ხოლო 1992–1996, 2---–2007 წლების საკომლო წიგნები, არქივში დაცვაზე არ შესულა. ამასთან, ს-----ს თემის რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 13 ოქტომბრის N1-- და 1-- ცნობების თანახმად მესამე პირი ლ----------- ითვლება ს------ თემში კავშირგაწყვეტილ კომლად და N1 საკომლო წიგნის (56–ე გვერდი) ჩანაწერით ფლობს, სასოფლო –სამეურნეო მიწის ნაკვეთს 683,5 კვმ–ს და საცხოვრებელ სახლს 55,46 კვ.მ–ს, როგორც კავშირგაწყვეტილი კომლი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, იგი აღრიცხულ-- ს-------------------- ამონაწერში და რაიმე სიყალბე არ დასტურდება, ამავე დროს, სადავო ქონების ფაქტობრივ ფლობას ლ-- ქ------ის მიერ, ადასტურებენ საქმის განხილვის დროს დაკითხული მოწმეები თავიანთ ჩვენებებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულ-- ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილ-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ, სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნულ საკითხზე, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ--------------ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, დაუსაბუთებელ-- მოთხოვნაც, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც, სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხ--------------ს მიერ, სარჩელის აღძვრისას, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

2019 წლის 11 აპრილის N(--------------------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზღრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ხ--------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გაუქმდეს 2019 წლის 11 აპრილის N(--------------------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№ 32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ა-------–------- რაიონული სასამართლოს (ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N13) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე