გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2019
საქმის ნომერი
120310019003153663
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3153663-3/177-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

მოსარჩელე - რ----------------–---–-

მოსარჩელის წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-

მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ი------------–---–-

მესამე პირი - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის N2----- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისს რ----------------–---–-ს სახელზე დაარეგისტრიროს 5054 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე დაბა ბ---------- ე.წ. „ლ------“.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2019 წლის 07 მარტს რ----------------–---–-- საჯარო რეესტრში წარადგინა განაცხადი N8----------- დაბა ბ---------- ე.წ. „ლ------“ მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელიც არასწორად შეჩერდა იდენტურობის მოთხოვნით და გასაჩივრების შემდეგ მიეცა სულ სხვა მიმართულება და კვლავ იქნა შეჩერებული, იმის გამო, რომ თითქოსდა შემოსავლების სამსახურში და არქივში დაცული საგადასახადო სიები არის ასლები და არ შეიძლება იქნეს გამოყენებული. თუმცა სხვა დოკუმენტი ბ---------–- სათიბ მიწის ნაკვეთებზე არ არსებობს და ყველა სათიბ მიწის ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საფუძვლად უდებს ზუსტად ეს 2004 წლის საგადასახადო სიები. მოპასუხე მხარემ კითხვით მიმართა არქივს და შემოსავლების სამსახურს დაცული სიები იყო დედნები თუ არა, რაზეც შემოსავლების სამსახურისგან მიღებული პასუხით დადგინდა, რომ დაცული იყო ასლის სახით და ფიქსირდებოდა ხელმოწერა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, ხოლო არქივისგან მიღებული წერილით გაირკვა, რომ მათთან დაცული საგადასახადო სიები ბეჭედდასმული და ხელმოწერილი იყო ბ----------ს თემის საკრებულოს გამგებლის მიერ და ასევე დამოწმებული შემოსავლების სამსახურის ბეჭდით. საჯარო რეესტრმა ჩათვალა, რომ შემოსავლების სამსახურში და არქივში დაცული საგადასახადი სია არ იყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი.

 

შემოსავლების სამსახურშიც და არქივშიც ინახება კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლები საგადასახადო სიებისა იმის გამო, რომ დედნები საყოველთაოდ ცნობილი სისხლის სამართლის საქმის გამო, რომელიც აღძრული იყო ბ----------ს მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამოიღო პროკურატურამ და შესაბამისად კანომდებლობით გათვალისწინებულია, რომ ასეთ დროს ასლები რჩება შესაბამის სამსახურში, საიდანაც პროკურატურა იღებს დედნებს, რათა არ შეფერხდეს ამ ორგანიზაციის სამუშაო პროცესი და ამ ასლების საფუძველზე ერიცხებოდათ გადასახადი მოქალაქეებს ბ---------–- და დღესაც ეყრდნობიან ამ მონაცემებს. ზუსტად ეს ასლები დარჩა შემოსავლების სამსახურში, რომლებიც ჩააბარეს არქივში და თვითონ შემოსავლების სამსახურშიც დაიტოვეს ერთი ასლი.

 

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ერთჯერადად გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. საჯარო რეესტრისათვის ოფიციალურად არის ცნობილი ის გარემოება, რომ 2004 წლის საგადასახადო სიის დედნები პროკურატურაშია, პროკურატურიდან ოფიციალური წერილით იყო ბ----------- სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნილი ამ სიების დამოწმებული ასლები და გარკვეული პერიოდი ამ პროკურატურიდან გამოგზავნილი სიების საფუძველზე რეგისტრირდებოდა სათიბი მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში.

 

მოსარჩელემ დამატებითი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, განუმარტა და შეახსენა თუ სად ინახებოდა დედნები საგადასახადო სიისა და რატომ იყო არქივში და შემოსავლების სამსახურში დამოწმებული ასლები, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–-------------- რეგიონულმა ოფისმა რ----------------–---–-ს საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია და დადგინდა, რომ 2000-2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, რომლებშიც რ----------------–---–- ფიქსირდებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად, არსებობდა ასლის სახით. ამის გამო აღნიშნულ სიებს მარეგისტრირებელი ორგანო მიწის მართლზომიერ მფლობელობის/სარგებლობის დოკუმენტაც ვერ გამოიყენებდა. ამასთან, მან არ წარადგინა თანხმობა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საჩივარს, წარმოების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაგრამ დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ იქნა აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამგვარი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული ვერც ს--–-------------- რეგიონული ოფისის მიერ.

 

2.2. მესამე პირის ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო სიები მერიაში არ ინახება. შესაბამისად, სარჩელთან დაკავშირებით რაიმე პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 16 სექტემბერს რ----------------–---–-- N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს, დაბა ბ---------–-, ე.წ. „ლ------ს“ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

სარეგისტრაციო წარმოებისას ხ-–------ რეგიონული არქივიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია რ----------------–---–-ს კომლზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ. ხ-–------ რეგიონული არქივის 2016 წლის 30 სექტემბრის N6------- მიმართვის თანახმად ბ----------- რაიონის გამგეობის 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში რ----------------–---–ს უფიქსირდება საკარმიდამო - 300 კვ.მ., სახნავი - 1200 კვ.მ., სათიბი - 6500 კვ.მ. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის N2------------- მიმართვის თანახმად მიწის გადასახადის გადამხდელთა სიების მიხედვით რ----------------–---–ს ბ----------- რაიონის დაბა ბ---------–- 2004 წელს უფუქსირდება 0,8 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

11.10.2016 წ. N8------------09 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ რ----------------–---–ს 2004 წლის მონაცემებით ერიცხებოდა მიწის ნაკვეთები საერთო ფართით 8000 კვ.მ., საიდანაც მას უკვე რეგისტრირებული ჰქონდა საერთო ჯამში 2906 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი 6371 კვ.მ. ფართიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს 5094 კვ.მ., რისთვისაც წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

 

2016 წლის 27 ოქტომბერს დაინტერესებული პირის მიერ საჯარი რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ასევე 29.10.2016წ. გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სააგენტო გადაწყვეტილებას მიიღებდა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული პასუხის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- განცხადება N8----------- (იხ. ს.ფ.15)

- 20.09.2016წ. N2-----, 30.09.2016წ. N6------- და 07.10.2016წ. N2------------- მიმართვები (იხ. ს.ფ.22-25)

- გადაწყვეტილება N8------------09 11.10.2016წ. (იხ. ს.ფ.16)

- შემოვლის ფურცელი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი (იხ. ს.ფ.121-123)

- გადაწყვეტილება N8------------11 29.10.2016წ. (იხ. ს.ფ.17)

 

3.2. ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N0---- ოქმით და 2017 წლის 29 სექტემბრის N2-- მიმართვით დადასტურდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------- სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით რ----------------–---–-ს მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 30 სექტემბრის N6-------) და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.03.2017წ. N5- წერილი და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N0---- ოქმი (იხ.ს.ფ.28-31)

- 29.09.2017წ. N2-- მიმართვა (იხ. ს.ფ.34)

 

3.3. სარეგისტრაციო სამსახურის 20.10.2017 წლის გადაწყვეტილებით რ----------------–---–ს ეცნობა, რომ წარმოებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინდა წერილობითი განცხადება სარეგისტრაციო მასალის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის შესახებ.

 

სარეგისტრაციო სამსახურის 15.11.2017 წლის გადაწყვეტილებით რ----------------–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წადგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო სამსახურმა მოძიებული დოკუმენტაცია გადააგზავნა ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში და გადაწყვეტილებას მიიღებდა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული პასუხის შემდეგ.

 

სარეგისტრაციო სამსახურის 06.08.2018 წლის გადაწყვეტილებით რ----------------–---–ს უარი ეთქვა დაბა ბ---------–-, ე.წ. „ლ------“ არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ რ----------------–---–-ს განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- განაცხადი N8----------- (იხ. ს.ფ.15)

- გადაწყვეტილება N8------------19 20.10.2017წ. (იხ. ს.ფ.18)

- გადაწყვეტილება N8------------23 15.11.2017წ. (იხ. ს.ფ.19)

- გადაწყვეტილება N8------------25 06.08.2018წ. (იხ. ს.ფ.20)

 

3.4. 2019 წლის 7 მარტს რ----------------–---–-- N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და N8----------- განცხადების წარმოების მასალების საფუძველზე მოითხოვა დაბა ბ---------–-, ე.წ. „ლ------ს“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

 

2019 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N9---- წერილით მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას და სთხოვა რ----------------–---–-ს მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

 

2019 წლის 14 მარტსა და 12 ივნისს ს--–-------------- რეგიონულმა ოფისმა მიიღო N8------------03 და N8------------05 გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სამსახურმა 2019 წლის 14 მარტს N9---- წერილით მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას. ამასთან, N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო N9---- (14.03.2019 წ.) წერილზე პასუხის მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება N8----------- (იხ. ს.ფ.109-111)

- 14.03.2019წ. N9---- წერილი (იხ. ს.ფ.124)

- 12.06.2019წ. N8------------05 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.1--)

- 15.07.2019წ. N2----- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.279-286)

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 12 ივნისს N2----- წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და სთხოვა ეცნობებინა 2016 წლის 07 ოქტომბრის N2------------- შემოსავლების წერილით რ----------------–---–ზე მოწოდებული საგადასახადო სიის მონაცემი დაცულია ასლის სახით თუ დოკუმენტი არის დედანი და ფიქსირდება ხელმოწერა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი.

 

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N2------------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სიები დაცული იყო ასლის სახით, მათზე ფიქსირდებოდა ხელმოწერა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი.

 

ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 12 ივნისს N2----- წერილით მიმართა ხ-–------ რეგიონულ არქივს და სთხოვა ეცნობებინა 2016 წლის 30 სექტემბერს გაცემულ N6------- საარქივო ცნობაში მითითებული საგადასახადო სიის მონაცემები დაცულია ასლის სახით, თუ წარმოადგენს დედანს და ფიქსირდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმოწერა და ბეჭედი.

 

ხ-–------ რეგიონალური არქივის 2019 წლის 27 ივნისის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული დაბა ბ----------ს 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები ბეჭედდასმული და ხელმოწერილია ბ----------ს ბ----------ს თემის საკრებულოს გამგებლის მიერ, ასევე დამოწმებულია შემოსავლების სამსახურის ბეჭდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 12 ივნისის N2----- წერილი (იხ. ს.ფ.145)

-2019 წლის 12 ივნისის N2----- წერილი (იხ. ს.ფ.147)

-2019 წლის 17 ივნისის N2------------ წერილი (იხ. ს.ფ.146)

-2019 წლის 27 ივნისის N6------- წერილი (იხ. ს.ფ.148)

 

3.6. 2019 წლის 21 ივნისს მარეგისტრირებელმა ორგანომ N2----- წერილით მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას და სთხოვა არ განიხილოს 2019 წლის 21 ივნისის N9---- წერილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.06.2019წ. N2----- წერილი (იხ. ს.ფ.153)

 

3.7. ბ----------- მუნიციპალიტეტის 2019 წლის 26 ივნისის N0------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სია ბ----------- მუნიციპალიტეტში არ ინახება და წლების განმავლობაში აღნიშნული სიიდან ამონაწერს გასცემს სსიპ შემოსავლების სამსახური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.06.2019წ. N0------ წერილი (იხ. ს.ფ.42-43)

 

3.8. 2019 წლის 11 ივლისს ს--–-------------- რეგიონულმა ოფისმა მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია და დადგინდა, რომ საგადასახადო სიები არსებობდა ასლის სახით, რის გამოც მათ ვერ გამოიყენებდა უფლების დამდგენ დოკუმენტად. ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მოითხოვა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით თანხმობის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება N8-------------- 11.07.2019წ. (იხ. ს.ფ.156).

 

3.9. 2019 წლის 13 აგვისტოს ს--–-------------- რეგიონულმა ოფისმა მიიღო N8------------13 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება N8------------13 13.08.2019წ. (იხ. ს.ფ.157).

 

3.10. 2019 წლის 21 ივნისს რ----------------–---–-ს მიერ გასაჩივრებული იქნა 2019 წლის 12 ივნისის ს--–-------------- რეგიონული ოფისის N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 15 ივლისის N2----- გადაწყვეტილებით იმსჯელა როგორც საჩივრით გასაჩივრებულ 2019 წლის 12 ივნისის ს--–-------------- რეგიონული ოფისის N8------------05 გადაწყვეტილებაზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის საფუძველზე ასევე იმსჯელა ს--–-------------- რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 ივლისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილებაზეც და რ----------------–---–ს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.07.2019წ. N2----- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 279-286).

 

3.11. ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 28 მაისის N1--- წერილით დადგენილია, რომ 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები ამოღებულია ა---––---- საოლქო პროკურატურის მიერ 2014 წლის 19 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 28 მაისის N1--- წერილი (იხ. ს.ფ. 168).

 

3.12. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, რ----------------–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ა----–-----–-- ქ. N1---ში მდებარე 50 კვ.მ და 690 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები - 6-----------, 6----------7). რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია (N---), ხელშეკრულება N8-- (დამოწმებული 1999 წლის 30 ივლისს, ნოტარიუს თ. ჩ--------–-–---–-- მიერ), ბ----------- რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N2---------).

 

ასევე რ----------------–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- მდებარე 1386 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (6-----------), რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია (N7--); და ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- მდებარე 780 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (6-----------), რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია (N---) და ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 სექტემბრის N0------- წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 294-297, 301-302).

 

3.13. ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის N2------------- წერილის თანახმად, სამსახურში დაცულ ბ----------- რაიონის დაბა ბ----------ს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა 2000 წლის სიაში რ----------------–---–- (მამის სახელი არ არის მითითებული) ფიქსირდება 0.90 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელად, 2001 წელს 0.18 ჰა მიწის, 2002 წელს - 0.83 ჰა მიწის, ხოლო 2003-2004 წლების სიებში - 0.80 ჰა მიწის გადასხადის გადამხდელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N2------------- წერილი (იხ. ს.ფ. 25).

 

3.14. N6------- საარქივო ცნობის თანახმად, ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ, 1998 წლის 16 დეკემბრის N--- დადგენილებაზე თანდართულ დაბა ბ----------ს მიწის სარეფორმო სიაში რ--------- (მამის სახელი მითითებული არ არის) ს-----–---–- უფიქსირდება 0.15 ჰა მიწის ფართობი. ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ, 2000 - 2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში რ--------- (მამის სახელი მითითებული არ არის) ს-----–---–- უფიქსირდება: 2000 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0.90 ჰა, სახნავი - 0.15 ჰა, სათიბი -0.75 ჰა; 2001 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0.18 ჰა, სახნავი - 0.18 ჰა; 2002 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0.83 ჰა, სახნავი - 0.18 ჰა, სათიბი - 0.65 ჰა; 2003 წელში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0.80 ჰა, სახნავი - 0.29 ჰა, სათიბი - 0.51; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში დაკავებული ფართობი - 72 კვ.მ; 2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ, სახნავი - 1200 კვ.მ, სათიბი - 6500 კვ.მ. დაბა ბ----------ს 2006 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში რ--------- (დ-----) ს-----–---–- არ ფიქსირდება. დაბა ბ----------ს 1992-2007 წლების საკომლო წიგნები და 1998-1999, 2005, 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N6------- საარქივო ცნობი (იხ. ს.ფ. 23-24).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის N2----- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისს დაევალოს რ----------------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი;

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ";

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმების და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესი"

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თუ რამდენად დასტურდებოდა დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალებით და ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება და განახორციელა თუ არა მარეგისტრირებელმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებისა და სისტემატიზაციისათვის.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

 

ამავე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მე-3 მუხლის „ნ“ ქ/პუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმების და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის" მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან):

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივიდან (შემდგომში – ეროვნული არქივი) გამოითხოვება ინფორმაცია კომლის შემადგენლობის ან/და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკომლო წიგნის შესაბამისი ჩანაწერის ასლი, ინფორმაცია საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის შესახებ ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

დ) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაცია/ინფორმაცია გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ არის საკმარისი დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს რ----------------–---–-- N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ბ---------–-, ე.წ. „ლ------ს“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

სარეგისტრაციო განცხადებას ერთვოდა ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის N2------------- წერილი, რომლის თანახმად სამსახურში დაცულ ბ----------- რაიონის დაბა ბ----------ს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა 2003-2004 წლების სიებში რ----------------–---–- ფიქსირდება 0.80 ჰა მიწის გადასახადის გადამხდელად. ასევე სარეგისტრაციო განცხადებას ერთვოდა ხ-–------ რეგიონული არქივის 2016 წლის 30 სექტემბრის N6------- საარქივო ცნობა, რომლის თანახმად არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში რ--------- (მამის სახელი მითითებული არ არის) ს-----–---–- უფიქსირდება 2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ, სახნავი - 1200 კვ.მ, სათიბი - 6500 კვ.მ.

 

ასევე დადგენილია, რომ ს--–-------------- რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 12 ივნისის N2----- წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ხოლო N2----- წერილით - საქართველოს ეროვნულ არქივს და სთხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია საგადასახადო სიებს ჰქონდათ თუ არა საჭირო რეკვიზიტები (დაცული იყო თუ არა დედანის სახით, იკითხებოდა თუ არა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი და იყო თუ არა მათზე დასმული უფლებამოსილი პირის ხელმოწერა).

 

დადგენილი იქნა, რომ ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული დაბა ბ----------ს 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები არის ბეჭედდასმული და ხელმოწერილი ბ----------ს თემის საკრებულოს გამგებლის მიერ და ასევე დამოწმებულია შემოსავლების სამსახურის ბეჭდით, ხოლო შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სიები დაცულია ასლის სახით, რომლებზეც ფიქსირდება ხელმოწერა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი.

აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებული ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 28 მაისის N1--- წერილით დადგენილია, რომ 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები ამოღებული იყო ს--–-------------- საოლქო პროკურატურის მიერ.

 

ასევე დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის 2017 წლის 10 მარტის N5- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დადასტურდა რ----------------–---–-ს მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისს 2019 წლის 11 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების გამოცემისას, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის N2----- ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, სათანადოდ არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ ის გარემოება, თუ რატომ არ წარმოადგენდა მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცული დაბა ბ----------ს 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, რომელიც არის ბეჭედდასმული და ხელმოწერილი ბ----------ს თემის საკრებულოს გამგებლის მიერ და ასევე დამოწმებულია შემოსავლების სამსახურის ბეჭდით, აგრეთვე შემოსავლების სამსახურში ასლის სახით დაცული საგადასახადო სიები, რომლებზეც ფიქსირდება ხელმოწერა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი. გარდა ამისა, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს გაუჩნდა გარკვეული ეჭვები ასლის სახით შენახული დოკუმენტების შესაბამისობაში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოკვლეულიყო გარემოება, თუ სად ინახებოდა საგადასახადო სიები დედნის სახით, მითუმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 28.05.2014წ. წერილით დგინდებოდა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაცული დოკუმენტაცია, მათ შორის საგადასახადო სიების ასლები ამოღებულია ს--–-------------- საოლქო პროკურატურის მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია დოკუმენტი, რომელზეც ფიქსირდებოდა ხელმოწერა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი მიიჩნეოდა თუ არა სათანადო წესით დამოწმებულად, ასევე თუკი მარეგისტრირებუელი ორგანო ჩათვლიდა, რომ აღნიშნული სახით არსებულ დოკუმენტს ვერ გამოიყენებდა, მაშინ უნდა გამოეკვლია დედანი დოკუმენტის მოძიების შესაძლებლობა, დადებით შემთხვევაში კი მოეხდინა გამოთხოვა და შედარება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება. შესაბამისად გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის N2----- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა ამ ნაწილში სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ----------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის N2----- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონულ ოფისს დაევალოს რ----------------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე რ----------------–---–-ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ა---––---- რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა