განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001659740
საქმე N3ბ/171-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - კ---- ბ---------–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,კ---- ბ---------–-ძის წარმომადგენლის გ--------- გ-----–--–ის 2016 წლის 23 ოქტომბრის №M---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 21 დეკემბრის №M---------------- ბრძანება;
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება 1015 ლარის ოდენობით;
1.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ 2010 წლის 19 სექტემბრიდან 2010 წლის 25 ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 1967,2 ლარის ოდენობით;
1.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ 2010 წლის მიუღებელი შვებულების ანაზღაურება 457,43 ლარის ოდენობით;
1.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ ზიანის სახით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
კ---- ბ---------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ, დაევალა მიუღებელი შვებულების ანაზღაურება 457,43 (ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ---- ბ---------–-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯების (წარმომადგენლისათვის გაწეული და სხვა ხარჯები) ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. კ---- ბ---------–-ძე 1982-1984 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, 1987-2005 წლებში მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2008-2010 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის შემადგენლობაში. ამდენად, კ---- ბ---------–-ძის წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, მისი ნამსახურების წლების საერთო რაოდენობა შეადგენდა 21 წელს, 11 თვესა და 21 დღეს. (ტომი I, ს.ფ. 85-88).
4.2. 2010 წლის 4 თებერვლიდან 9 თებერვლამდე და ამავე წლის 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე კ---- ბ---------–-ძე იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის 2016 წლის 26 ოქტომბრის №M---------------- ცნობის მიხედვით დგინდება, რომ 2010 წლის კუთვნილი შვებულებიდან კ---- ბ---------–-ძეს ნასარგებლები აქვს 10 დღით. (ტომი I, ს.ფ. 68-73).
4.3. ,,ს/მოსამსახურეების ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის შესახებ“ სამხედრო ნაწილი 1------- მეთაურის 2010 წლის 19 სექტემბრის N--- ბრძანების თანახმად, ქ. გ------ ს/ჰოსპიტლის ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, კ---- ბ---------–-ძე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2010 წლის 19 სექტემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის N---- ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მძღოლი-მეკავშირე, კაპრალი კ---- ბ---------–-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2010 წლის 19 სექტემბრიდან ავადმყოფობის გამო. (ტომი I, ს.ფ. 12).
სამხედრო ნაწილი 1------- მეთაურის 2010 წლის 25 ნოემბრის N--- ბრძანების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის N---- ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, კ---- ბ---------–-ძე ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან 2010 წლის 19 სექტემბრიდან. (ტომი I, ს.ფ. 30).
4.4. დადგენილია, რომ სამხედრო ნაწილი 1------- 2010 წლის დეკემბრის თვის გასასვლელი დახმარების N46 უწყისის თანახმად, კ---- ბ---------–-ძეს მიღებული აქვს გასასვლელი დახმარება წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოს ხუთმაგი ოდენობით, სულ 725 ლარი, ხოლო 2010 წლის დეკემბრის თვის ხელფასის გაცემის N47 უწყისის საფუძველზე, ვინაიდან კ---- ბ---------–-ძეს ნასარგებლები ჰქონდა კუთვნილი შვებულების 10 დღით, მასზე გაიცა დარჩენილი გამოუყენებელი 20 დღის საშვებულებო თანხა - 437,07 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 34-36)
4.5. 2013 წლის 28 ივნისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა კ---- ბ---------–-ძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის შესახებ წარდგინების გაცემა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 17).
4.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 17 ივლისის წერილით კ---- ბ---------–-ძეს ეცნობა, რომ მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, რის გამოც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა (ტომი I, ს.ფ. 18).
4.7. 2016 წლის 5 იანვარს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J- 1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა კ---- ბ---------–-ძემ და კვლავ მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაგზავნა (ტომი I, ს.ფ. 19).
4.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 3 თებერვლის №M---------------- წერილით, სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა კ---- ბ---------–-ძის დოკუმენტაცია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, რის საფუძველზეც კ---- ბ---------–-ძეს 2016 წლის 1 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით (ტომი I, ს.ფ. 20).
4.9. 2016 წლის 2 მარტს კ---- ბ---------–-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ზიანის სახით 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლის მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 24).
4.10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 13 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით, კ---- ბ---------–-ძეს უარი ეთქვა ზიანის სახით სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე. კ---- ბ---------–-ძის წარმომადგენელმა გ--------- გ-----–--–მა 2016 წლის 23 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ზიანის სახით ანაზღაურება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 25).
4.11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 21 დეკემბრის №M---------------- ბრძანებით, კ---- ბ---------–-ძის წარმომადგენლის გ--------- გ-----–--–ის 2016 წლის 23 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კ---- ბ---------–-ძის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 17 ივლისის წერილი, რომლითაც მას უარი ეთქვა არასაკმარისი წელთა ნამსახურობის გამო სახელმწიფო კომპენსაციისთვის წარდგინების გაცემაზე, რის გამოც ამ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. (ტომი I, ს.ფ. 14-16).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება - მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ - სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლომ ყურადღება გაამახივლა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 26-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №22-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.
ანიშნული N22 დანართით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები, რომლის თანახმად, კაპრალის შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ნორმას წარმოადგენს 145 ლარი. ამასთან, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის დათხოვნამდე არსებული სამხედრო წოდების მიხედვით ამ დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კ---- ბ---------–-ძის ნამსახურობის წლების საერთო რაოდენობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლის გარეშე შეადგენს 20 წელზე ნაკლებს, ხოლო მას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით, ნაცვლად, როგორც 15-დან 20-წლამდე სტაჟის მქონე მოსამსახურეს წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოს ათმაგი ოდენობისა, მიღებული აქვს გასასვლელი დახმარება მხოლოდ ხუთმაგი ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი მიუღებელი გასასვლელი დახმარება N22 დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე (145*5), სულ 725 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მის სასარგებლოდ 2010 წლის 19 სექტემბრიდან 2010 წლის 25 ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის 1967,2 ლარის მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). აღნიშნული მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კ---- ბ---------–-ძეს სამსახურიდან დათხოვნის დღემდე მიღებული აქვს შრომითი გასამრჯელო, რის გამოც, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოსარჩელის 2010 წლის 19 სექტემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლებისა და კმაყოფიდან მოხსნის კანონიერების საკითხი, არ არსებობს მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. ამასთან, მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XV თავის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება. ამდენად, აღნიშნული სპეციალური ნორმატიული აქტები განსაზღვრავს თავდაცვის ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წესს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2010 წელს ისარგებლა რა კანონით გათვალისწინებული მოკლევადიანი 10 დღიანი შვებულებით, რომელიც მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლებოდა, დარჩენილი გამოუყენებლი შვებულების სახით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 30 დღის საშვებულებო თანხა, რაც მოპასუხის მიერ სრული მოცულობით არ ანაზღაურებულა. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის მიუღებელი შვებულების 457,43 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების თაობაზე, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება , თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კ---- ბ---------–-ძეს სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგინების გაგზავნაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი, შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების თაობაზე, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა.
6. კ---- ბ---------–-ძის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. კ---- ბ---------–-ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. აღნიშნავს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს უნდა გამოერკვია, 2013 წლის ივლისს, თავდაცვის სამინისტრომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რატომ არ დააკმაყოფილა კ---- ბ---------–-ძის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით. ხოლო, 2016 წლის 05 იანვარს თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, 2016 წლის 01 მარტიდან კ---- ბ---------–-ძეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, 2016 წლის 13 აპრილის წერილით კ---- ბ---------–-ძეს, მიუთითა რომ 2016 წლის 05 იანვრის განცხადების განხილვისას შსს-დან გამოთხოვილ იქნა ნამსახურობის ნუსხა, სამსახურში დანიშვნის, პირველადი სპეციალური წოდების და დათხოვნის შესახებ ბრძანებები. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 28 ივნისის კ---- ბ---------–-ძის განცხადების განხილვისას თავდაცვის სამინისტროს, ანალოგიურად ევალებოდა შსს-დან ზემოთხესენებული ინფორმაციის გამოთხოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 26-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №22-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.
აღნიშნული N22 დანართით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები, რომლის თანახმად, კაპრალის შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ნორმას წარმოადგენს 145 ლარი. ამასთან, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის დათხოვნამდე არსებული სამხედრო წოდების მიხედვით ამ დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე.
საქმის მასალების თანახმად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კ---- ბ---------–-ძე 1982-1984 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, 1987-2005 წლებში მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2008-2010 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის შემადგენლობაში. ასევე დადგენილია, რომ კაპრალი კ---- ბ---------–-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო და სამხედრო ნაწილი 16200 -ის 2010 წლის დეკემბრის თვის გასასვლელი დახმარების N46 უწყისის თანახმად, მიიღო გასასვლელი დახმარება წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოს ხუთმაგი ოდენობით (145*5), სულ 725 ლარი.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ კ---- ბ---------–-ძის ნამსახურობის წლების საერთო რაოდენობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლის გარეშე შეადგენს 20 წელზე ნაკლებს, ხოლო მას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით, ნაცვლად, როგორც 15-დან 20-წლამდე სტაჟის მქონე მოსამსახურეს წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოს ათმაგი ოდენობისა, მიღებული აქვს გასასვლელი დახმარება მხოლოდ ხუთმაგი ოდენობით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი მიუღებელი გასასვლელი დახმარება N22 დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე (145*5), სულ 725 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მის სასარგებლოდ 2010 წლის 19 სექტემბრიდან 2010 წლის 25 ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის 1967,2 ლარის მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). აღნიშნული მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.
საქმის მასალების მიხედვით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ს/მოსამსახურეების ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის შესახებ“ სამხედრო ნაწილი 1------- მეთაურის 2010 წლის 19 სექტემბრის N--- ბრძანების თანახმად, ქ. გ------ ს/ჰოსპიტლის ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, კ---- ბ---------–-ძე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2010 წლის 19 სექტემბრიდან. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის N---- ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მძღოლი-მეკავშირე, კაპრალი კ---- ბ---------–-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2010 წლის 19 სექტემბრიდან ავადმყოფობის გამო. ამდენად, კ---- ბ---------–-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2010 წლის 19 სექტემბრიდან, რაც მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში და წესით სადავოდ არ გაუხდია.
შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ კ---- ბ---------–-ძეს სამსახურიდან დათხოვნის დღემდე მიღებული აქვს შრომითი გასამრჯელო, რის გამოც, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოსარჩელის 2010 წლის 19 სექტემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლებისა და კმაყოფიდან მოხსნის კანონიერების საკითხი, არ არსებობს მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიუღებელი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მართებულად მიუთითა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, რომლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო ,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 04 ივნისის კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. ამასთან, კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, „ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. ამასთან, მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XV თავის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება. ამდენად, აღნიშნული სპეციალური ნორმატიული აქტები განსაზღვრავს თავდაცვის ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წესს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 4 თებერვლიდან 9 თებერვლამდე და ამავე წლის 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე კ---- ბ---------–-ძე იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის 2016 წლის 26 ოქტომბრის №M---------------- ცნობის მიხედვით დგინდება, რომ 2010 წლის კუთვნილი შვებულებიდან კ---- ბ---------–-ძეს ნასარგებლები აქვს 10 დღით. ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის დეკემბრის თვის ხელფასის გაცემის N47 უწყისის საფუძველზე, ვინაიდან კ---- ბ---------–-ძეს ნასარგებლები ჰქონდა კუთვნილი შვებულების 10 დღით, მასზე გაიცა დარჩენილი გამოუყენებელი 20 დღის საშვებულებო თანხა - 437,07 ლარის ოდენობით.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ 2010 წელს ისარგებლა რა კანონით გათვალისწინებული მოკლევადიანი 10 დღიანი შვებულებით, რომელიც მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლებოდა, დარჩენილი გამოუყენებლი შვებულების სახით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 30 დღის საშვებულებო თანხა, რაც მოპასუხის მიერ სრული მოცულობით არ ანაზღაურებულა. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის მიუღებელი შვებულების 457,43 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების თაობაზე, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
განსახილველ საქმეში აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს კ---- ბ---------–-ძისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიყენებული ზიანის სახით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურება.
პალატა აღნიშნავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის მიმართ გამოცემულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 17 ივლისის აქტზე, რომლითაც კ---- ბ---------–-ძეს უარი ეთქვა სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის წარდგინების გაგზავნაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. ასევე დადგენილია, რომ კ---- ბ---------–-ძეს აღნიშნული აქტი კანონის დადგენილი წესით და ვადაში არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაგზავნა კვლავ მოითხოვა 2016 წლის 5 იანვარს, რაც დაკმაყოფილდა და საბოლოოდ კ---- ბ---------–-ძეს 2016 წლის 1 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კ---- ბ---------–-ძეს სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგინების გაგზავნაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი, შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების თაობაზე, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან,სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ; 201-ე მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კ---- ბ---------–-ძის წარმომადგენელმა გ--------- გ-----–--–მა 2016 წლის 23 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ზიანის სახით ანაზღაურება მოითხოვა. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 21 დეკემბრის №M---------------- ბრძანებით, კ---- ბ---------–-ძის წარმომადგენლის გ--------- გ-----–--–ის 2016 წლის 23 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების თაობაზე, ასევე არ არსებობს ,,კ---- ბ---------–-ძის წარმომადგენლის გ--------- გ-----–--–ის 23.10.2016 წლის №M---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 21 დეკემბრის №MOD 8 1--------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასამართლოს გარეშე ხარჯის - წარმომადგენლისათვის გაწეული და სხვა ხარჯების 100 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში. მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ---- ბ---------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -