გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2392102-3/058-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ე-–-------------–-
მოსარჩელის წარმომადგენელი - შ---------------
მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო
მოპასუხის წარმომადგენელი - გ-------------------------
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს---------------------–------------- 2018 წლის 5 მარტის ბრძანება N-----
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს---------------------–------------- 2017 წლის 29 ნოემბრის სამართალდარღვევის ოქმი N0------
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 25 თებერვალს ჩემსა და შპს „ჯი-----------------თვა-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად იჯარით გადაეცა ფართი ბ-----------------–-- სადაც მასა და შპს „ჯი-----------------თვა“-ს შორის შეწყდა საიჯარო ხელშეკრულება, აღნიშნული მოხდა 2017 წლის ზაფხულში, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბერს მას უკვე უნდა ჩაებარებინა ფართი, რაზეც კიდევაც გამოცხადნენ შპს „ჯი-----------------თვა“-ს წარმომადგენელები, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მოასწრო ფართის დაცლა, შესაბამისად შეთანხმდა, რომ ფართის დაცლა მოხდებოდა 2017 წლის 30 ნოემბერს, რაც მის მიერ კიდევაც განხორციელდა, ხოლო წინა დღეს, ანუ 2017 წლის 29 ნოემბერს მოხდა ს---------------------–------------- წარმომადგენლის მიერ აღნიშნულ ფართში შემოწმება, რა დროსაც მათ მოსარჩელის მიერ განემარტათ, რომ რესტორანი აღარ ფუნქციონირებდა, რომ იყო დაკეტილი და რომ ხვალ უკვე უნდა მომხდარიყო ფართის ჩაბარება, რაზეც მათ მოიხადეს ბოდიში და განმარტეს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით არ დაეკისრებოდა ჯარიმა, ხოლო ის რომ ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული ცნობილი გახდა სააღსრულებლო წარმოებიდან, რაზეც კიდევაც მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ მიიღო სრულიად უკანონოდ უარი მოთხოვნაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ ს---------------------–------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ სარჩელზე თანდართულ მასალებში ი.მ. ე-–-------------–--ს და შპს „ჯი-----------------თვა“-ს შორის 2018 წლის 25 თებერვალს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შესახებ დოკუმენტაცია არ ფიქსირდება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რესტორანი „--------- ინსპექტირების განხორციელების დროს არ ფუნქციონირებდა, აღნიშნული არ შეესაბამებ სიმართლეს, ვინაიდან წარმოდგენილი ვიდეომასალაში ჩანს, რომ რესტორნის მაგიდები არის გაწყობილი, ხოლო სამზარეულოში კი უამრავი პროდუქცია იყო მოთავსებული და მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ე-–---------–---–---ნსპექტირების პროცესს ესწრებოდა, რაც დასტურდება როგორც წარმოდგენილი ვიდეომასალით, ასევე ინსპექტირების მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქ-------------- მისი ხელმოწერით, სადაც ის მიუთითებს, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მან უარი განაცადა აღნიშნული ოქმის ჩაბარებაზე და ეს ფაქტი ინსპექტირების მიერ დაფიქსირდა ოქმში.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2018 წლის 25 თებერვალს ელ---------–--ლსა და შპს „ჯი-----------------თვას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად იჯარით გადაეცა ფართი ბ-----------------–-. 2017 წლის 13 ნოემბერს ელ---------–--ლსა და შპს „ჯი-----------------თვას“ შორის გაფორმდა აქტი, რომლის თანახმადაც მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გამოცხადდნენ შპს „ჯი-----------------თვის“ კუთვნილ „-----------------“ რკინიგზის სადგურში 2016 წლის 25 თებერვალს გაფორმებული რ------ ხელშეკრულებით, მოიჯარე ე-–-------------–-სთვის გადაცემული ფართის შპს „ჯი-----------------თვისთვის“ უკან დასაბრუნებლად, მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმელბლად და გაიჯარებული ფართის დასალუქად.
აღმოჩნდა, რომ ელ---------–--ლმა უარი განაცხადა გაენთავისუფლებინა იჯარით აღებული ფართი დ ითხოვა ვადა აღნიშნული პროცედურისთვის 2017 წლის 30 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 ნოემბრის აქტი (ს.ფ. 17);
3.2. სსიპ ს---------------------–------------- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა ი.მ ე-–-------------–-ს ობიექტის შემოწმება. შემოწმების შედეგად შედგა №----- შესაბამისობის შეფასების აქტი. მასში დაფიქსირდა 3 სახის კრიტიკული შეუსაბამობა., რაც დადასტურებულია ასევე ვიდეო მასალით.
1. პროდუქტების დასამუშავებელი მაგიდის ზედაპირზე ნაჭდევებში დაგროვილია ჭუჭყი;
2. საკვების დასამზადებელი ტაფების რეცხვა-დეზინფექცია არ ხდება;
3. სავენტილაციო სისტემის ამწოვ ქოლგაზე აღინიშნება კონდენსატი.
ასევე დაფიქსირდა არაკრიტიკული შეუსაბამობები: სამზარეულოს შესასვლელში არ იყო მოწყობილი დეზობარიერი, ამწოვი ვენტილაციის კიდეში გამავალ არხთან იყო ღიობი, კედლების ნაწილი არ იყო ადვილად რეცხვა-დეზინფიცირებადი, იატაკის ნაწილი არ იყო ადვილად რეცხვა-დეზინფიცირებადი, კედლები პროდუქტების საწყობში არ იყო ადვილად რეცხვა-დეზინფიცირებადი, პერსონალისთვის არ იყო მოწყობილი გასახდელი ინდივიდუალური კარადები; ბიზნეს ოპერატორი არ აწარმოებდა სადეზინფექციო სამუშაოებს, გასანათებელი მოწყობილობები არ იყო დაფარული დამცავი ფარით (პლაფონით); მწნილის ქილაზე ზედაპირზე მწნილს ჰქონდა ობის აპკი; მაცივარში შენახვისას არაერთგვაროვანი პროდუქცია არ იყო განცალკევებული; პროდუქციის შესანახი კონტეინერები იყო არასაკმარისია; მაცივარში შენახული ნახევარფაბრიკატები არ იყო მარკირებული; საკვების დამზადება არ ხდებოდა ისეთი მასალისგან დამზადებული ინვენტარით, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაბინძურების რისკს; ნაგვის გატანა არ ხდებოდა თავდახურული, ადვილად რეცხვად-დეზინფიცირებადი კონტეინერით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ს---------------------–------------- №----- შესაბამისობის შეფასების აქტი (ს.ფ. 64-70);
- იხ. სიდი დისკი(72).
3.3. 3.3. სსიპ ს---------------------–------------- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს ი.მ ე-–-------------–-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №------ ი.მ. ე-–-------------–- დაჯარიმდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 1000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------ (ს.ფ. 155-156)
3.4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ჩაბარებაზე ელ---------–--ლმა უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------ (ს.ფ. 155-156);
- მოწმე ნ----------–------------------------- ჩვენებები(იხ.2018 წლის 22 ივნისის და 29 ივნისის სას.სხ.ოქ.Cd. დისკი)
3.6. 2017 წლის 30 იანვარს შეწყვეტილი იქნა 2018 წლის 25 თებერვალს ელ---------–--ლსა და შპს „ჯი-----------------თვას“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტაზე(იხ.სფ.16).
3.7. 2017 წლის 01 დეკემბერს ი.მ ელ---------–--ლმა განცხადებით მიმართა შ--------–---------------- და მიუთითა, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი.მ ელ---------–--ლმა განცხადებით(იხ.სფ.180).
3.8. სიპ ს---------------------–------------- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს ი.მ ე-–-------------–-ს ობიექტის შემოწმების ობიექტი ფუნქციონირებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------ (ს.ფ. 155-156);
-იხ. სიდი დისკი(72).
- მოწმე ნ----------–------------------------- ჩვენებები(იხ.2018 წლის 22 ივნისის და 29 ივნისის სას.სხ.ოქ.Cd. დისკი)
3.9. სსიპ ს---------------------–------------- 2017 წლის 29 ნოემბრის №0---- სამართალდარღვევის ოქმი 2018 წლის 20 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ი.მ. ე-–-------------–-ს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი.მ. ე-–-------------–-ს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 93);
3.10 . 2018 წლის 05 მარტის სსიპ ს---------------------–------------- უფროსის №---- ბრძანებით ი.მ ელ---------–--ლს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ს---------------------–------------- უფროსის 05.03.2018წ N---- ბრძანება (ს.ფ. 21-22);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი.მ. ე-–-------------–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------- 2018 წლის 05 მარტის №---- ბრძანება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს; გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს; ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს; ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს; თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს; ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,ე-–-------------–-“ არის ინდივიდუალური მეწარმე. მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს განეკუთვნება რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურება.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-181 -ე მუხლი ადგენს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.
ამდენად, ბიზნესოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობით.
№----- შესაბამისობის შეფასების აქტით დადგენილია, ე-–-------------–-ს ობიექტში დაფიქსირდა შემდეგი სახის კრიტიკული შეუსაბამობები:
1 პროდუქტების დასამუშავებელი მაგიდის ზედაპირზე ნაჭდევებში დაგროვილია ჭუჭყი;
2. საკვების დასამზადებელი ტაფების რეცხვა-დეზინფექცია არ ხდება;
3. სავენტილაციო სისტემის ამწოვ ქოლგაზე აღინიშნება კონდენსატი.
რაზეც სსიპ ს---------------------–------------- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №------.
შესაბამისობის შეფასების N----- აქტით დადგინა, რომ ე-–-------------–-ს რესტორანში იყო არაკრიტიკული შეუსაბამობები: სამზარეულოს შესასვლელში არ იყო მოწყობილი დეზობარიერი, ამწოვი ვენტილაციის კიდეში გამავალ არხთან იყო ღიობი, კედლების ნაწილი არ იყო ადვილად რეცხვა-დეზინფიცირებადი, იატაკის ნაწილი არ იყო ადვილად რეცხვა-დეზინფიცირებადი, კედლები პროდუქტების საწყობში არ იყო ადვილად რეცხვა-დეზინფიცირებადი, პერსონალისთვის არ იყო მოწყობილი გასახდელი ინდივიდუალური კარადები; ბიზნეს ოპერატორი არ აწარმოებდა სადეზინფექციო სამუშაოებს, გასანათებელი მოწყობილობები არ იყო დაფარული დამცავი ფარით (პლაფონით); მწნილის ქილაზე ზედაპირზე მწნილს ჰქონდა ობის აპკი; მაცივარში შენახვისას არაერთგვაროვანი პროდუქცია არ იყო განცალკევებული; პროდუქციის შესანახი კონტეინერები იყო არასაკმარისია; მაცივარში შენახული ნახევარფაბრიკატები არ იყო მარკირებული; საკვების დამზადება არ ხდებოდა ისეთი მასალისგან დამზადებული ინვენტარით, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაბინძურების რისკს; ნაგვის გატანა არ ხდებოდა თავდახურული, ადვილად რეცხვად-დეზინფიცირებადი კონტეინერით; დარღვევები ცალსახად დასტურდება ვიდეოფირით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შემოწმებისას ობიექტი არ ფუნქციონირებდა, რადგან წარმოდგენილი მასალებით, №----- შესაბამისობის შეფასების აქტით, მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეოფირით ცალსახად დასტურდება, რომ შემოწმებისას ობიექტი ფუნქციონირებდა, დარბაზში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის სასმელები, სამზარეულოში მიმდინარეობდა პროდუქციის მომზადება და განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, ამასთან იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 30 იანვარს, 2017 წლის 01 დეკემბერს ი.მ ელ---------–--ლმა განცხადებით მიმართა შ--------–---------------- და მიუთითა, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად დადასტურებულია, რომ შემოწმების დროს ოფიექტი ფუნქციონირებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ შემოწმებისას ობიექტში არ იმყოფებოდა მომხმარებელი ვერ ჩაითვლება ობიექტის არ ფუნქციონირებად.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას დამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
ამავე კოდექსის 2341-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოხდა ქ. ბო-------–ი, კ------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში, ხოლო ელ---------–--ლმა უარი განაცხადა სამართალდარღვევის ოქმზე ხელის მოწერაზე. შესაბამისად საჯარიმო ქვითრის ასლი ელ---------–--ლს ჩაბარდა 2017 წლის 29 ნოემბერს. მისი გასაჩივრების ვადის ათვლა კი დაეწყო 2017 წლის 30 ნოემბრიდან. მან ადმინისტრაციული საჩივრით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2018 წლის 20 თებერვალს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 194-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ს---------------------–------------- მიერ ი.მ. ე-–-------------–-ს საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა მოხდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ვინაიდან ელ---------–--ლს გაშვებული ჰქონდა საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ათდღიანი ვადა. ამდენად, გასაჩივრებული სსიპ ს---------------------–------------- 2018 წლის 05 მარტის №---- ბრძანება გამოცემულია გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ ს---------------------–------------- 2018 წლის 05 მარტის №---- ბრძანება და 2017 წლის 29 ნოემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №------ ოქმი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–-------------–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე-–-------------–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია