თავი VII — 25. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მომსახურების მიმწოდებლისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით
1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია მოსთხოვა და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.06.2023 კანონი №3112
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21982198. . სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე 1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია მოსთხოვა და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი. 2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება