თავი VII — 9. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე
1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.
[
1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ − რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი) მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომ − მულტიდისციპლინური ჯგუფი) შუამდგომლობას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
2. სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
[
3. მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით დადგენილი წესით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3039 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 25.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1261
- 29.11.2019 კანონი №5407
- 05.07.2018 კანონი №3039
- 28.12.2011 კანონი №5666
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2135. სასამართლოსათვის მიმართვა 1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. [ 1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ − რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი) მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომ − მულტიდისციპლინური ჯგუფი) შუამდგომლობას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 2. სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. [ 3. მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება