1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.
3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს:
ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.
4. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2763 - ვებგვერდი, 11.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.10.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.10.2014 კანონი №2763
- 05.05.2011 კანონი №4646
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(110)
- საქმე №ბს-1-1(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2016
…გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განცხადება განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. განჩინების თანახმად, მოცემულ განცხადებაზე ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესები, ამდენად, განცხადება წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქუთაისის საქალაქო…
- საქმე №ბს-95-88(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2013
…წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლი ითვალისწინებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის…
- საქმე №330310018002242273 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
…ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უშუალოდ…
- საქმე №080310017002128025 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
…პოლიტიკური რეპრესირიის მსხვერპლად აღიარებიდან გამომდინარე ფულადი კომპენსაციის გაცემა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ-----–- ბ-----ეს სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი…
- საქმე №080310017002205935 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.12.2018
…მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და…
- საქმე №080310015698883 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №080310015781043 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №080310015698851 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.08.2018
- საქმე №080310015703298 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.08.2018
- საქმე №080310017002235493 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 08.08.2018
- საქმე №080310017001954185 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №080310017002235486 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.03.2018
- საქმე №080310018002241725 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №080310017002216006 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №080310018002241092 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №080310018002241154 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 02.03.2018
- საქმე №080310017002237269 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №080310017002235468 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №080310018002241747 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №080310017002226606 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №080310017002204834 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.02.2018
- საქმე №080310017002226594 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241729 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241733 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002239738 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241749 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002238611 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241737 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241731 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002233262 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002239510 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002228505 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002226598 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002239707 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241750 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241723 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241152 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310017002233260 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241745 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №080310018002241717 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 110-დან.