განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2018
საქმის ნომერი
330310018002242273
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002242273 (3ბ/599-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - თ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ფულადი კომპენსაციის გაცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით თ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ----------------ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ 2003 წლის 2 მაისს გაცემული N6--------- ცნობის თანახმად, ს--------------------------ე, დაბ: 1--- წ, ხაშურის რაიონის ს-----------–-----ში, სსრკ თავდაცვის მთავარი კომიტეტის 1----–-–-- 18 აგვისტოს N------ დადგენილების საფუძველზე, დიდი სამამულო ომის წლებში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, გერმანიის არმიის ფორმირებაში სამსახურის გამო, 1--- წლის იანვრიდან გადაყვანილი იქნა 6 წლით სპეცგადასახლებულის მდგომარეობაზე ნ--------------ს ოლქში, საიდანაც განთავისუფლდა 1954 წლის 15 იანვარს.

 

2.2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე N2-573/3) განმცხადებლების - მ-----–----------------–------ის, მ---------------------–------ის და თ----------------------------ის მამა - ს--------------------------ე, რომელიც დიდი სამამულო ომის წლებში გერმანიის არმიის ფორმირებაში სამსახურის გამო, 6 წლით გადაყვანილი იქნა სპეცგადასახლებულის მდგომარეობაზე, აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

 

2.3. ს-----------ე გარდაცვლილია. მოსარჩელე თ----------------- წარმოადგენს მის შვილს და პირველი რიგის მემკვიდრეს. პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებმა - მ-----–--------მ და მ-------------მ, ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დათმეს თ----------------ის სასარგებლოდ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინებაში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა და მიუთითა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა (განჩინების 85-ე პარაგრაფი); საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ უთითებს ასანაზღაურებელი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განჩინებით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში და საკუთარი დისკრეციის შესაბამისად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა.

 

ევროსასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა საკანონმდებლო რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონსა და ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. ამასთან, 2014 წლის 31 ოქტომბრის განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. იმავე კოდექსის 2129 მუხლის თანახმად: ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით; ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის ოდენობას, საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი: კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული რეგულაციების პირობებში სადღეისოდ დადგენილია კომპენსაციის ზღვრული ოდენობა, რომელთა კონკრეტული მოსარჩელისათვის მიკუთვნებისას სასამართლო ეყრდნობა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, კერძოდ: ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. ამდენად, კანონმდებლობით დადგენილი კომპენსაციის ფარგლებში გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხსენებული ნორმაში დადგენილი კრიტერიუმები.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის კანონის პრეამბულაზე, რომლის მიხედვითაც, ქართული სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელიც არ შეერაცხება ქართულ სახელმწიფოს, ასევე მათ მიერ შეტანილ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნის საქმეში.

 

2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლომ ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ, მხედველობაში მიიღო მითითებული კანონის 9.4 მუხლში მითითებულ ყველა გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედების სიმძიმე, ასაკი, ასევე ზემოხსენებული ობიექტური ფაქტორები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თ----------------ის სასარგებლოდ, განსაზღვრა ფულად კომპენსაცია 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა თ----------------ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება აღნიშნული ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს, ნაწილობრივ გაუქმდეს თილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მერი გულუაშვილის მიერ მიღებული 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალ გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება აპელანტის სასაჩელო მოთხოვნა სრულად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ 2003 წლის 2 მაისს გაცემული N6--------- ცნობის თანახმად, ს--------------------------ე, დაბ: 1--- წ, ხაშურის რაიონის ს-----------–-----ში, სსრკ თავდაცვის მთავარი კომიტეტის 1----–-–-- 18 აგვისტოს N------ დადგენილების საფუძველზე, დიდი სამამულო ომის წლებში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, გერმანიის არმიის ფორმირებაში სამსახურის გამო, 1--- წლის იანვრიდან გადაყვანილი იქნა 6 წლით სპეცგადასახლებულის მდგომარეობაზე ნ--------------ს ოლქში, საიდანაც განთავისუფლდა 1954 წლის 15 იანვარს.

 

4.3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე N2-573/3) განმცხადებლების - მ-----–----------------–------ის, მ---------------------–------ის და თ----------------------------ის მამა - ს--------------------------ე, რომელიც დიდი სამამულო ომის წლებში გერმანიის არმიის ფორმირებაში სამსახურის გამო, 6 წლით გადაყვანილი იქნა სპეცგადასახლებულის მდგომარეობაზე, აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

 

4.4. ს-----------ე გარდაცვლილია. მოსარჩელე თ----------------- წარმოადგენს მის შვილს და პირველი რიგის მემკვიდრეს. პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებმა - მ-----–--------მ და მ-------------მ, ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დათმეს თ----------------ის სასარგებლოდ.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განჩინებაში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა და მიუთითა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა (განჩინების 85-ე პარაგრაფი); საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ უთითებს ასანაზღაურებელი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განჩინებით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში და საკუთარი დისკრეციის შესაბამისად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა.

 

ევროსასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა საკანონმდებლო რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონსა და ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. ამასთან, 2014 წლის 31 ოქტომბრის განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. იმავე კოდექსის 2129 მუხლის თანახმად: ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით; ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის ოდენობას, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა შემდეგი: კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული რეგულაციების პირობებში სადღეისოდ დადგენილია კომპენსაციის ზღვრული ოდენობა, რომელთა კონკრეტული მოსარჩელისათვის მიკუთვნებისას სასამართლო ეყრდნობა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, კერძოდ: ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. ამდენად, კანონმდებლობით დადგენილი კომპენსაციის ფარგლებში გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ხსენებული ნორმაში დადგენილი კრიტერიუმები.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის კანონის პრეამბულაზე, რომლის მიხედვითაც, ქართული სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელიც არ შეერაცხება ქართულ სახელმწიფოს, ასევე მათ მიერ შეტანილ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნის საქმეში.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მხედველობაში სწორად მიიღო მითითებული კანონის 9.4 მუხლში მითითებულ ყველა გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედების სიმძიმე, ასაკი, ასევე ზემოხსენებული ობიექტური ფაქტორები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თ----------------ის სასარგებლოდ, მართებულად განსაზღვრა ფულად კომპენსაცია 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე