თავი VII — 4. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით
1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.
2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.
3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.
5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№950
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს
2018
წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
თავი VII5. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 07.03.2018 კანონი №2036
- 01.06.2017 კანონი №950
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება 1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. 2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც. 3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შეტანიდან ერთი1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებულიდადგენილი წესით;წესით. ამასთანავეამასთანავე, სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვსაქვს, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთამხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დამატებითითუ სასამართლო-ფსიქიატრიულიეს ექსპერტიზა ტარდებადანიშნულია სახელმწიფოსსასამართლოს ხარჯზე,ინიციატივით, გარდაიგი იმტარდება შემთხვევისა,სახელმწიფოს როდესაცხარჯზე. დამატებითიმხარის სასამართლო-ფსიქიატრიულიმოთხოვნით ექსპერტიზისდანიშნული დანიშვნასექსპერტიზა მოითხოვსტარდება პროცესისამ მონაწილემხარის ერთ-ერთიხარჯზე. მხარე. 5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით. 6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 თავი VII5. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345მუხ.3
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება