1. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, მისი თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. 16 წლამდე პაციენტს ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით).
3. ექიმი-ფსიქიატრები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და ფსიქიატრიული დახმარების გაწევისას ხელმძღვანელობენ მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო ჩვენებითა და პროფესიული ეთიკით, მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პაციენტის გამოკვლევის, მკურნალობისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდები.
საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3123
- 20.03.2015 კანონი №3341
- 26.07.2014 კანონი №2530
წინა რედაქცია (27.07.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ფსიქიატრიული დახმარება 1. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ფსიქიატრიული დახმარება უნდა გაეწიოს ევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, მისი თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის მე-16 და, მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ქმედუუნარო ან 16 წლამდე პაცირენტს ფსიქიატრიული დახმარება უნდა გაეწიოსევა მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით). 3. ექიმი-ფსიქიატრები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და ფსიქიატრიული დახმარების გაწევისას ხელმძღვანელობენ მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო ჩვენებითა და პროფესიული ეთიკით, მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. პაციენტის გამოკვლევის, მკურნალობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდები.