1. ეს კანონი განსაზღვრავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ფსიქიატრიული დახმარების ფორმებს, მათ უფლებებს, აგრეთვე ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა საქმიანობის წესებსა და პირობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროებენ ფსიქიატრიულ დახმარება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.07.2006).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-1444-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
…თანხმობით, ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით. 16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებისათვის და მესამე პირისათვის გასამჟღავნებლად, აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობით თანხმობა. კანონის მე-2 მუხლის,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა განიმარტება, როგორც მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ…