1. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და პაციენტს გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (შემდგომ – სტაციონარი).

2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე;

ბ) სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით;

გ) მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე;

დ) ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;

ე) შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები;

ვ) შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს;

ზ) მიიღოს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია;

თ) მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში;

ი) ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

3. ექიმს უფლება აქვს, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა. ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

31. დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებისთვის მოთავსებულია სტაციონარში, არ ჰქონდეს დაზარალებულთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა      საქართველოს      სისხლის      სამართლის      კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად.

4. სტაციონარში მყოფი პაციენტის შრომითი საქმიანობა ნებაყოფლობითია, აქვს მხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანიშნულება და მიმდინარეობს ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით.

41. სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებს ეზღუდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა.

5. აკრძალულია პაციენტის სტაციონარში დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის.

6. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი იგზავნება ამბულატორიულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც ეცნობება პაციენტს და მის კანონიერ წარმომადგენელს.

7. სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულება უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5028 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5465 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5465 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4007 – ვებგვერდი, 26.12.2023