განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001400084
საქმე №2ბ/1602-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - ს----------–----------------------------
წარმომადგენელი - ე-----–-------------
მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------–--–-–---–-
თავდაპირველი მოპასუხე - ს----–--------–----------------
წარმომადგენელი - მ-------------–---–-
თავდაპირველი მოპასუხე - მ--------------
დავის საგანი - მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ყადაღისგან გათავისუფლება და მესაკუთრედ აღრიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.01.2018 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.01.2018 წლის გადაწყვეტილებით:
1. გ--------------–--–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1. გათავისუფლდა ყადაღისაგან ავტომანქანა აუდი A8, 2.8 (30V) კუატრო, ფერი რუხი 7/8, გამოშვების წელი - 1998, სანომრე ნიშანი - T-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------, გაცემული 2004 წლის 23 მარტს და მოსარჩელე რეგისტრირებული იქნა ავტომანქანის მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 04 თებერვალს გაცემული ცნობით, მ-------------ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - აუდი A8 2.8 (30V) კუატრო,ფერი - რუხი 7/8, გამოშვების წელი - 1998, სანომრე ნიშანი - T-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 2---------–- 16.02.2012 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ბ---------ს N----------------- დოკუმენტით. 06.02.2014 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა აღმასრულებელ ი------------------------–------------------- დოკუმენტით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა.
(მტკიცებულება: ცნობა, ს.ფ.17).
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 03.06.2010 წელს გაცემული N2ბ/364-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს (1----------) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8690 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 28 დეკემბერს A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ. ნომრით: T-----; 2. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.11.2011 წლის N1ბ-608-11 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2014 წლის 10 ნოემბერს A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ, ნომრით T-----, 3. A-------- სააღსრულებო საქმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 20.10.2015 წელს გაცემული ას-413-393-2015 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 759.62 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 23 ოქტომბრის A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ, ნომრით: T----- და 4. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 22.10.2015 წელს გაცემული N2ბ/627-14 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 2025.64 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 05 ნოემბერს A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ, ნომრით: T-----.
(მტკიცებულება: მომართვა, ს.ფ. 133-134).
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ავტომანქანაზე, AUDI A8 2.8 (30V) QUATTRO, სახ. ნომრით T-----, იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
(მტკიცებულება: ინფორმაცია, ს.ფ. 18).
სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-------–----–----ის განმარტებით, ავტომანქანა, AUDI A8 2.8 (30V) QUATTRO, სახ. ნომრით T-----, შეიძინა მ-------------ისგან და შემდეგ მიჰყიდა მოსარჩელე გ--------------–--–-–---–ს.
(მტკიცებულება: სხდომის ოქმი, ს.ფ. 136-145).
საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები, დაკისრებული ავტომანქანაზე, AUDI A8 2.8 (30V) QUATTRO, სახ. ნომრით T-----, გადახდილია გ--------------–--–-–---–-ს მიერ, რითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტომანქანას ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე გ--------------–--–-–---–- 2006 წლიდან, აღნიშნულით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის შეძენის დროს მოძრავ ნივთზე რაიმე უფლებრივი შეზღუდვა არ არსებობდა.
(მტკიცებულება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ს.ფ. 16).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
სასამართლომ განმარტა, რომ მოძრავ ნივთზე დასახელებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა; მესაკუთრის ნამდვილი ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------ისგან ავტომანქანა შეიძინა მ-------–----–----ემ, ხოლო მისგან მოსარჩელე გ--------------–--–-–---–მა და სრულად გადაიხადა ნასყიდობის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. ამასთან, ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
მოპასუხე ს----–--------–----------------ს მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავის საგანი არის არა საბიუჯეტო დავალიანების მქონე პირის (მოვალის), არამედ მესამე პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის ყადაღისგან გათავისუფლება.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
აღნიშნული მუხლი მიღებული იქნა 2009 წლის 17 ივლისს და არ შეიცავს რაიმე მითითებას მისი მოქმედების გავრცელების თაობაზე მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ავტომანქანაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2006 წელს, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის შემოღებამდე, შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება მოსარჩელეს და მოპასუხეს (მოვალეს) შორის წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ. ამასთან, ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი წარმოადგენს გ--------------–--–-–---–-ს საკუთრებას და მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.01.2018 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნულ საქმეზე ს----------–---------------------------- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყევტილება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღსრულება არ მიმდინარეობს ს----------–----------------------------ს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც ს----------–----------------------------ს მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასევე, აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივ ფლობს სადავო ავტომანქანას და აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არც საქმეში წარმოდგენილი ჯარიმების გადახდის ქვითრები შეიძლება იქნეს მიჩნეული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 04 თებერვალს გაცემული ცნობით, მ-------------ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - აუდი A8 2.8 (30V) კუატრო,ფერი - რუხი 7/8, გამოშვების წელი - 1998, სანომრე ნიშანი - T-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 2---------–- 16.02.2012 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ბ---------ს N----------------- დოკუმენტით. 06.02.2014 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა აღმასრულებელ ი------------------------–------------------- დოკუმენტით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 03.06.2010 წელს გაცემული N2ბ/364-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს (1----------) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8690 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 28 დეკემბერს A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ. ნომრით: T-----; 2. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.11.2011 წლის N1ბ-608-11 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2014 წლის 10 ნოემბერს A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ, ნომრით T-----, 3. A-------- სააღსრულებო საქმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 20.10.2015 წელს გაცემული ას-413-393-2015 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 759.62 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 23 ოქტომბრის A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ, ნომრით: T----- და 4. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 22.10.2015 წელს გაცემული N2ბ/627-14 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 2025.64 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 05 ნოემბერს A---------M----- მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული იქნა მოვალის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A8, სახ, ნომრით: T----- (ს.ფ. 133-134).
სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე მ-------–----–----ის განმარტებით, ავტომანქანა, AUDI A8 2.8 (30V) QUATTRO, სახელმწიფო ნომრით T-----, შეიძინა მ-------------ისგან და შემდეგ მიჰყიდა გ--------------–--–-–---–ს, შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2006 წლიდან დღემდე, სადავო ავტომაქანას ფაქტობრივად ფლობს მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------–--–-–---–-.
საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები, დაკისრებული ავტომანქანაზე, AUDI A8 2.8 (30V) QUATTRO, სახ. ნომრით T-----, გადახდილია გ--------------–--–-–---–-ს მიერ, რითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტომანქანას ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე გ--------------–--–-–---–- 2006 წლიდან, აღნიშნულით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის შეძენის დროს მოძრავ ნივთზე რაიმე უფლებრივი შეზღუდვა არ არსებობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ორივე წინაპირობა, მ-------------ისგან ავტომანქანა შეიძინა მ-------–----–----ემ, ხოლო, მისგან მოსარჩელე გ--------------–--–-–---–მა და სრულად გადაიხადა ნასყიდობის თანხა. სადავო ავტომანქანას მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივ ფლობს 2006 წლიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. ამასთან, ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული კანონის მითითებული ნორმა (91-ე მუხლი) არ ცვლის და მით უფრო არ გამორიცხავს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენს საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში“ სატრანსპორტო საშუალებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის საკუთრების უფლება გამოირიცხება სასამართლოს მიერ სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე სხვა პირის ნამდვილი უფლების (საკუთრების უფლების) დადგენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები, პალატის მოსაზრებით, მიუთითებენ სადავო სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ მოსარჩელისთვის ნივთის ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაცემაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მსჯელობას მასზედ, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი წარმოადგენს გ--------------–--–-–---–-ს საკუთრებას და მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს----------–---------------------------- განსახილველ საქმეში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, პალატა მიუთითებს შემდეგს:
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს აღნიშნული კატეგორიის დავაზე მოპასუხეთა წრეს და სარჩელში მოპასუხეებად მითითებული უნდა იქნას მოვალე და კრედიტორი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A--------, A--------, A--------, A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო საქმეები, რომლის თანახმადაც მ--------------ს დაეკისრა ჯარიმები და სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოვალეს წარმოადგენს - მ--------------, ხოლო, კრედიტორს - ს----------–----------------------------, როგორც ვალდებულების შესრულების მიღებაზე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ორგანო, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულება არ მიმდინარეობს ს----------–----------------------------ს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც ს----------–----------------------------ს მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოების არსებობა არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე კრედიტორი არის ს----------–----------------------------, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი, რომელიც დაკისრებული ჰქონდა მოვალეს, უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და სააღსრულებო ფურცელში სწორედ ბიუჯეტი წარმოადგენს კრედიტორს, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის წარმომადგენლობას ახორციელებს ს----------–---------------------------- (იხ. ს------------------------------------–------------------------------ წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე დაყრდნობით პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და ერთობლივი ანალიზის შედეგად მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, კრედიტორს წარმოადგენს ს----------–----------------------------, ხოლო, მოვალეს მ--------------. შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღნიშნული კატეგორიის დავაზე მოპასუხეთა წრის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ ს----------–---------------------------- წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.01.2018 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა