თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. თავდები შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. ერთი და იმავე ვალდებულების თავდები შეიძლება იყოს რამდენიმე პირი. ასეთ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
3. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 249. თავდებობა 1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხას და შესაბამის სანქციას. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. თავდები შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. ერთი და იმავე ვალდებულების თავდები შეიძლება იყოს რამდენიმე პირი. ასეთ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ. 3. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსთხოვოს თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის კუთვნილი თგანდამხდელის საგადა შესაბხამდო დავალისი სანქცებიის გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. 4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
…კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ კოდექსით გათვალისიწინებულ შემთხვევებსა და ვადაში. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარუდგინოს…
…გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის თანხის გადახდას, წარმოეშობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 249-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 129-ე მუხლის მიზნებისათვის, დღგ-ის თანხებზე საურავის დარიცხვის ათვლის წერტილი შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის…
…სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ქ. ზესტაფონში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი ¹074921. საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად 2007 წლის იანვარში საგადასახადო ინსპექციაში წარადგინა დეკემბრის დღგ-ს გადამხდელის ყოველთვიური დეკლარაცია‚ ასევე‚…
…შემოწმებამ მოიცვა პერიოდი 2004 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად 2007 წლის ივლისი არ შემოწმებულა და არც დასაბეგრი ბრუნვა დადგენილა. გარდა ამისა, შემოწმების აქტი 2007 წლის 9 აგვისტოს იქნა შედგენილი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დეკლარაციის წარდგენა შეეძლო 15 აგვისტოს ჩათვლით (იხ. ს.ფ. 2-6). შპს «...-ის» სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს…
…კოდექსის 97-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი მაშინ მიიჩნევს თავდაპირველად წარდგენილ დეკლარაციას, თუ შესწორება ან დამატება საგადასახადო ორგანოს წარედგინა დეკლარაციის წარდგენის ვადაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა” ქვეპუნქტით დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში…
…ყადაღა დაედო შპს,,-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში (ბალანსზე) რიცხულ ქონებას. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 19.07.2024 წელს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი. საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ…
…ყადაღა დაედო შპს,,-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 19 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ…
…წლის განცხადება და გადავადებულ იქნა 7.04.2020 წლის მდგომარეობით არსებული 179 835.19 ლარის ოდენობით აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება 31.03.2023 წლის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული ბრძანების და სსკ-ის 239-ე, 249-ე მუხლების საფუძველზე, შპს N1 -ის "--------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე,შემოსავლების სამსახურის 16.04.2020 წლის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა…
…სახით (თანამდებობა, სახელი და გვარი) და მეორე მხრივ, _____________________________________________________________ (პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) (შემდგომში „თავდები”), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის XV1 თავის შესაბამისად,ვდებთ…
…არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო შპს,,---“ (ს/ნ ---), როგორც თავდების, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. საქართველოს იუსტიციის…