ბრძანება N 3164

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3164
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3164

21.02.2023

შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“)

(მის: „---------“)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის (ოქმი №10) სხდომაზე განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) №14135/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №011-5991 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ სადავო ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „---------“-ის საკუთრებაში არსებულ № „---------“საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებას. მოცემულ შემთხევაში სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყადაღის დადება განხორციელდა შპს „---------“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „---------“ (ს/ნ „---------“) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო შპს , „---------“ (ს/ნ „---------“), როგორც თავდების, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №01.12.12.021.019) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის №006- „---------“ შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 16 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ № „---------“ მესაკუთრე არის შპს „---------“ (ს/ნ ---------) (2020 წლიდან ახალი სახელწოდებით შპს „---------“ (ს/ნ ----------)) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 30 აგვისტო. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2019 წლის 30 აგვისტო).

ამავე ამონაწერის თანახმად №----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ 2 ქონებაზე ფიქსირდება შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) (2020 წლამდე სახელწოდებით შპს „---------“ (ს/ნ --------)) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-------- შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ № „---------“ ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „---------“ (ს/ნ --------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 25 ოქტომბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შეთანხმება ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, დამოწმების თარიღი: 2021 წლის 22 ოქტომბერი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ამავე ამონაწერის თანახმად №-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ ფიქსირდება შპს „---------“-ს (ს/ნ --------) (2020 წლამდე სახელწოდებით შპს „---------“(ს/ნ „---------“)) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-------- შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 29 დეკემბრის №011-5991 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „---------“-ს (ს/ნ --------) საკუთრებაში არსებულ №-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 2020 წლის 16 აპრილის №006---------საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთულ ქონებას

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ 3 საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო

გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით

რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით

განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა

საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში

მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს

კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის

შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით

გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ

წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების (ს/კ №---------) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების 4 განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №36), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.