1. ამ კარით განსაზღვრულ საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით ზოგადი დებულებები გამოიყენება ყველა პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.
3. საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
4. საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
5. საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კონტროლის კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი.
8. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
9. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
10. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
თავი XXXVII
მიმდინარე კონტროლის პროცედურე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.05.2016 კანონი №5092
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 255. ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით 1. ამ კარით განსაზღვრულ საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით ზოგადი დებულებები გამოიყენება ყველა პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. 4. საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. 5. საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს. 7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კონტროლის კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი. 8. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 9. სისხლის ს(ამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცღესო კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით/დავალებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის აქტი ითვლება საგადასახადო შემოწმების აქტად - 13.05.2016, №5092). 10. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე. თავი XXXVII. მიმდინარე კონტროლის პროცედურები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(58)
- საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახდილი თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 20%-იანი განაკვეთით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე მუხლის მეორე…
- საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…არა უმეტეს ორი თვისა და ისიც მხოლოდ ერთხელ, რაც განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია. ასეთი დარღვევის იურიდიული შედეგი კი, დადგენილია 14.3 მუხლის ბოლო წინადადებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, 31-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის პირველი…
- საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
…ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც არის გადასახადის გადახდის მოთხოვნის საფუძველი, შესასრულებლად სავალდებულო აქტი და სწორედ მისი გასაჩივრებით იწყება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე…
- საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, 126-129-ე მუხლებზე, 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 262-ე, 267-ე, 268-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული,,საერთაშორისო…
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
…შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №21405 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის №17585/2/2022 გადაწყვეტილების კანონიერება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, ასევე 262-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ…
- საქმე №ბს-1019(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2024
- საქმე №ბს-1303(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-1282(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ას-898-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №ბს-15(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
- საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-611-608(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-662-654(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2016
- საქმე №ბს-649-641(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2016
- საქმე №ბს-144-141(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2015
- საქმე №ბს-676-642(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2010
- საქმე №ბს-1432-1390(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2009
- საქმე №ბს-1113-1064(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2008
- საქმე №ბს-1313-889(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2006
- საქმე №ბს-923-509(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2005
- საქმე №3გ/ად-81-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2003
- საქმე №3გ-ად-435-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2003
- საქმე №330310015748472 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №330310016001470062 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №330310014550284 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №330310018002508405 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310015758157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310018002390510 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330310015001034586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310017001788823 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330310016001386209 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017001801733 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.05.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 58-დან.