დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-662-654(კ-15)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
ბს-662-654(კ-15) 17 მარტი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,..." 29.08.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.08.2013წ. №21-14/62744 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობა. 17.09.2013წ. წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით შპს „...“ დამატებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2013წ. №44150 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება (საქმე №3/3132-13).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.09.2013წ. განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2013წ. განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს 16.09.2013წ. განჩინება.
09.12.2013წ. შპს ,,...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოპასუხის 08.11.2013წ. №56683 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით და იშუამდგომლა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება (საქმე 3/4654-13).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2013წ. განჩინებით შპს ,,...“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.11.2014წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3/3132-13 და №3/4654-13 გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2014წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილებით შპს ,,..." სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2013წ. №44150 და 08.11.2013წ. №56683 ბრძანებები მათი ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.07.2013წ. ბრძანებაში ასახულია სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტება, რომელიც აღნიშნავს, რომ სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება შპს ,,..." სრულყოფილი შემოწმება, რის გამოც ითხოვს გადაუდებელი საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელებას. ასეთივე განმარტებაა ასახული სააპელაციო პალატის 25.07.2013წ. ბრძანებაში. აღნიშნულ ბრძანებაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დამუშავებულია მონაცემები გადამხდელის (შპს ,,...") მიერ დეკლარირებული გადასახადების შესახებ და ნაწილობრივ შექმნილია შესაბამისი ელექტრონული ბაზა, აგრეთვე ნაწილობრივ შესწავლილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ხარჯები და მიმდინარეობს საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სიზუსტის შესწავლა, ამასთანავე, ბუღალტერიის არასრულყოფილად წარმოებისა და დოკუმენტაციის დიდი მოცულობის გამო შემოწმება ვერ სრულდება განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო შპს ,,..." გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაც საგადასახადო კოდექსის 255.6 მუხლის მიხედვით ართმევდა ორგანოს იმავე პერიოდზე განმეორებითი გასვლითი საგადასახადო შემოწმების უფლებას სასამართლოს ბრძანების გარეშე, რომლის არსებობაც არ დასტურდება. საქმეზე დადგენილია და არც სსიპ შემოსავლების სამსახური უარყოფს, რომ გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდი მოიცავდა გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა გასვლითი საგადასახადო შემოწმება ჩანიშნა შპს ,,..." საქმიანობის იმ პერიოდზე, რომელზეც სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ერთხელ უკვე დაწყებული ჰქონდა გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რასაც არ გააჩნდა სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2015წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="ErF7OgCVVvmBxz63uda5cDDBc1R3oy6vu17KdEhM";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize