გადაწყვეტილება №25193/2/2025
📄 სრული ტექსტი
№25193/2/2025
03 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 და 27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 19.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---------/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2025 წლის №261-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 559 113.63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 320 778
დღგ -103 900
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 54
მოგების გადასახადი - 47 266
საშემოსავლო გადასახადი - 166 475
ქონების გადასახადი - 3 083
ჯარიმა - 158 372
საურავი - 79 963.63
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საბანკო ანგარიშების ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებით აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებისაგან. შესრულებული სამუშაოების ოდენობა ასევე, დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. ზოგიერთ ოპერაციაზე, წინა საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია შემოწმების მიმდინარეობისას.
გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამავდროულად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2024 წლის №16596 ბრძანება და №261-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21973 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: - მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21973 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მე-4 სადავო საკითხის ნაწილში:
ა) საგარანტიო თანხების განმეორებით დაბეგვრის თაობაზე, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და აღნიშნული თანხების განმეორებით დაბეგვრის დადასტურების შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) ტენდერის ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გათვალისწინების ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესამოწმებელ პერიოდში თანხების მიუღებლობის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი თანხების ფულის ნაშთის გაანგარიშებიდან ამოღება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2025 წლის №261-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის -----ის სერვის ცენტრში, 2025 წლის 7 აპრილს რეგისტრირებული (რეგ. №---/21-11) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №---21-14 წერილით წარედგინა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რომლის 2025 წლის 19 მაისის №----21-04 წერილით კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყოველმხრივ ითანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან და მიაწოდა დოკუმენტაცია, ახსნა-განმარტება. მაგრამ, საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ კომპანიამ დამატებით წარადგინა ახსნა-განმარტება მიმდინარე ტენდერებთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტისათვის 13.01.2024 წელს წარდგენილი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია სრულიად დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული. 19.06.2024 წლის შემოწმების აქტში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან (498 630 ლარი) დაკავშირებული, დამატებით დარიცხული თანხა 89 753 ლარი უსაფუძვლოა, აქედან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოა 588 383 (498 630+89 753) ლარის მიჩნევა ხელფასად და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი თანხის 147 096 ლარის დარიცხვა.
კომპანიის მიერ, 13.01.2024 წლის ახსნა-განმარტებაში დეტალურად არის მიწოდებული ინფორმაცია ყველა ტენდერზე და მათთან დაკავშირებულ საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების დეკლარირებაზე, კერძოდ:
1) №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 25.02.2020 წელი (ტენდერი N---------)
აღნიშნული ტენდერზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, შესრულებული სამუშაოების თანხა შეადგენს 392 539.62 ლარს, მათ მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დეკლარირებულია:
- გამოწერის თარიღი 27.03.2020 წელი ავ------ (ავანსი) – 78 519.74 ლარი;
- გამოწერის თარიღი 23.06.2020 წელი ეა------ – 78 498.25 ლარი;
- გამოწერის თარიღი 7.08.2020 წელი ეა------ – 69 771.97 ლარი;
- გამოწერის თარიღი 4.09.2020 წელი ეა------ – 25 707.76 ლარი;
- გამოწერის თარიღი 15.11.2020 წელი ეა------ – 22 086.94 ლარი;
- გამოწერის თარიღი 28.12.2020 წელი ეა------- – 196 533.62 ლარი.
სულ 471 118.28 ლარი.
ზედმეტი არის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 78 519.74 ლარი, რომელიც უნდა დააკლდეს 471 118.28 ლარს, რა დროსაც მიიღება 392 598.54 ლარი, ხსენებული თანხა კი ასახულია (392 598.68 ლარი) 24.12.2020 წლის მიღება-ჩაბარების აქტში (№---).
საგადასახადო ორგანო სადავოდ თვლის იმ ფაქტს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ მოიცავს 2021 წელს ჩამორიცხულ ხარისხის გარანტიის 2.5%-ს - 9 814.91 ლარს, რაც არასწორია, რადგანაც ზემოხსენებულ ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხა, ანუ შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შემსყიდველის მიერ დაკავებულია 2.5%-ი, რომელმაც საბოლოო ჯამში შეადგინა 9 814.91 ლარი და რომელიც ჩაირიცხა 2021 წელს, რასაც საგადასახადო ორგანო არ მიიჩნევს დეკლარირებულად.
ყველა ზემოხსენებულ თანხაზე გაგზავნილია საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა და გადახდილია დღგ 2020 წელს და 2021 წლის 15 იანვარს. ასევე დასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ გადახდილია 471 118.28 ლართან მიმართებით;
2) №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 25.02.2020 წელი (ტენდერი N-------)
აღნიშნულ ტენდერზე, საბოლოო 4.02.2021 წლის №-- მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოების თანხა შეადგენს 370 238.84 ლარს. ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით გადაგზავნილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები:
- გამოწერის თარიღი 27.03.2020 წელი ავ------- (ავანსი) – 78 577.89 ლარი;
- გამოწერის თარიღი 22.07.2020 წელი ეა------ – 32 402.08 ლარი;
- გამოწერის თარიღი 9.09.2020 წელი ეა----- – 72 495.34 ლარი;
- გამოწერის თარიღი 28.10.2020 წელი ეა------- – 94 347.97 ლარი;
- გამოწერის თარიღი 4.02.2021 წელი ეა------- – 170 993.45 ლარი.
ჯამში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გადაგზავნილია 448 816.73 ლარზე, რასაც უნდა დააკლდეს ზედმეტი, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული 78 577.98 ლარი, რა დროსაც მიიღება 370 238.84 ლარი, რომელიც ასახულია 4.02.2021 წლის №---- მიღება-ჩაბარების აქტში.
საგადასახადო ორგანო სადაოდ მიიჩნევს 2021 წელს ჩარიცხულ ხარისხის გარანტიის 2.5%-ს - 9 255.97 ლარს, რომელზეც მათი აზრით არ არის გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რადგანაც ყველა ზემოხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხას აკლდებოდა თანხის 2.5%, რომელმაც შეადგინა 9 255.97 ლარი, რაც ასახულია 31.03.2021 წლის -----ის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის დასკვნაში და რომელიც თავისთავად შედის ზემოთ მითითებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში.
ზემოხსენებულით დასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გადაგზავნილია 448 816.73 ლართან მიმართებაში და გადახდილია შესაბამისი დღგ, ხოლო შესრულებულია 370 238.84 ლარის სამუშაოები და სხვაობა შეადგენს 78 577.89 ლარს;
3) №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 31.03.2023 წელი (N------ ელექტრონული ტენდერით (-----ი, სოფ.----ში) სოფელი ---ის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები)). პროექტი მიმდინარეობდა 2023-2024 წლებში, 2023 წელს მიღებაჩაბარების აქტებით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამმა შეადგინა 490 392.68 ლარი, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 255 099.21 ლარი, ხოლო ჩარიცხული თანხა შეადგენს 425 638.95 ლარს. სხვაობა 235 293.42 ლარი ასახულია 2024 წელს გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში (157 237.34 ლარი და 14 469.69 ლარი, რომლებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაგზავნა შეზღუდულია შემოსავლების სამსახურის მიერ), ხოლო დარჩენილი 63 586.44 ლარი გაგზავნილია და ჩათვლილია 2024 წლის მაისში (მაშინ, როცა ფული ჩაირიცხა) და შედის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ეა---- – 329 374.29 ლარი. აღნიშნული პროექტის საბოლოო ჯამური ღირებულება 2023-2024 წწ მიღება-ჩაბარების აქტებით შეადგენს 756 180.53 ლარს, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეადგენს ჯამურად 756 180.53 ლარს.
გადასახადის გადამხდელს, ვებგვერდის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში, შეზღუდული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა, რომლებიც იმავდროულად ჩათვლილი აქვს მე-2 მხარეს, ქვეკონტრაქტორს ი/მ -----ს, კერძოდ საკითხი შეეხება შემდეგ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომელთა გადაგზავნა შეეზღუდათ:
გამოწერის თარიღი 11.06.2024 წელი №------ - თანხა 157 237.34 ლარი;
- გამოწერის თარიღი 11.06.2024 წელი №----- - თანხა 14 469.24 ლარი.
ი/მ ------ს მიერ გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებია:
- გამოწერის თარიღი 17.06.2024 წელი ეა------ - თანხა 14 469.24 ლარი;
- გამოწერის თარიღი 17.06.2024 წელი ეა----- - თანხა 157 237.34 ლარი.
მიღება-ჩაბარების აქტებით, 2023 წელს სოფელ -----ში შესრულებულია 490 392 ლარის სამუშაო, აქედან ფაქტიურად მიღებულია 424 471.75 ლარი, 1 167.20 ლარი -----ის მერიის მიერ დაკავებულია ჯარიმის სახით და გადარიცხულია ხაზინაში. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაგზავნილი აქვს 255 099.21 ლარზე (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 46 500 ლარი (ავანსი) ავ-------; 36 357.31 ლარი ეა-----; 87 256.29 ლარი ეა------; 84 985.61 ლარი ეა------). 2024 წელს, გაგზავნილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 157 237.34 ლარზე და 14 469.69 ლარზე, რომელთა მიღება შეზღუდულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მიერ, ანუ საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების ჯამმა შეადგინა 490 392.68 ლარი.
ფაქტიურად მიღებულ 424 471.75 ლარსა და მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებულ სამუშაოების ღირებულებას 490 392.68 ლარს შორის სხვაობა არის 63 586.53 ლარი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს მიუღებელ თანხას, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ანგარიშში მიღებული და დასაბეგრად გამოყენებული. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესამოწმებელ პერიოდში თანხების მიუღებლობის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი თანხების ფულის ნაშთის გაანგარიშებიდან ამოღება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“;
4) №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 31.03.2023 წელი (N----- ელექტრონული ტენდერი (----ი, სოფ. -----ში) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები)), რომლითაც განსაზღვრული პროექტი მიმდინარეობდა 2023-2024 წლებში, 2023 წელს მიღება-ჩაბარების აქტებით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებმა ჯამში შეადგინა 566 746.25 ლარი, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამია 352 007.33 ლარი, ხოლო ჩარიცხული თანხა შეადგენს 374 999.56 ლარს, სხვაობა 214 738.92 ლარი, რომელიც ასახულია 2024 წელს გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (22 999.23 ლარზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა შეზღუდულია შემოსავლების სამსახურის მიერ), ხოლო 2024 წელს 191 739.68 ლარი შევიდა ეა--- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში - 269 649.64 ლარზე.
სამუშაოები გაგრძელდა 2024 წელსაც, რა დროსაც აღნიშნული პროექტის საბოლოოო ჯამური ღირებულება 2023-2034 წწ მიღება-ჩაბარების აქტებით შეადგენს 1 430 520.77 ლარს, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამი შეადგენს 1 430 520.77 ლარს.
იმის გამო, რომ დაწყებული იყო საგადასახადო შემოწმება, შეეზღუდა საგადასახადო ანგარიშფაქტურების გადაგზავნა და დღეის მდგომარეობით (გამოწერის თარიღი 11.06.2024 წელი იდ--------, თანხა-22 999.23 ლარი) დევს გადასახადის გადამხდელის ვებგვერდზე.
იგივე თანხასთან დაკავშირებით, ქვეკონტრაქტორ ი/მ -----ს გადმოგზავნილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გამოწერის თარიღი 17.06.2024 წელი ეა------, თანხა -22 999.23 ლარი);
5) №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 19.04.2023 წელი (ტენდერი N------- (----ის მუნიციპალიტეტში სოფლის ------- გზის მოასფალტება)). შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ მიღება-ჩაბარების აქტებით შეადგინა 462 291.46 ლარი, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჯამმა შეადგინა 505 852.55 ლარი (ავ----- - 43 561 ლარი (ავანსი), ეა---- – 124 136.99 ლარი, ეა------ – 301 715.56 ლარი). შესაბამისად, არსებული დოკუმენტაციით ცხადი იყო, რომ ზედმეტობა 43 561.09 ლარი დასაკორექტირებელი იყო, რისი შესაძლებლობაც თავად შემოსავლების სამსახურსაც ჰქონდა. ხსენებული თანხა ჯერჯერობით დაკორექტირებული არ არის.
ზემოხსენებულიდან დასტურდება, რომ N------ ტენდერზე 2023 წელს რელურად მიღებულმა თანხამ შეადგინა 374 999.56 ლარი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გადაგზავნილია 352 007.33 ლარზე, სხვაობამ შეადგინა 22 999.23 ლარი, მიღება-ჩაბარების აქტით 2023 წელს შესრულებულია 566 746.25 ლარი, შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით თანხის ოდენობა ზედმეტია 191 746.69 ლარით, ანუ სწორედ ეს თანხა 2023 წელს არ მიუღია. ასევე, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ხარისხის გარანტიის სახით შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დატოვება დამკვეთისათვის, სამუშაოების დასრულებამდე, შესაბამისად, №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები იყო 566 746.25 ლარის ღირებულების, ამ თანხის 5%-ი კი არის 28 337.31 ლარი, რომელიც არ ჩარიცხვიათ, მაგრამ დეკლარირებულია.
იგივე შემთხვევას აქვს ადგილი №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 31.03.2023 წელი N----- ელექტრონულ ტენდერზე (-----ი, სოფ. -----ში), სადაც შესრულებული სამუშაოების ჯამმა შეადგინა 490 392.68 ლარი, დამკვეთმა დაიტოვა ამ თანხის 5%, რამაც შეადგინა 24 519.63 ლარი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიუღებელმა თანხამ 2023 წლისათვის შეადგინა:
- 191 746.69 ლარი (N---------ტენდერზე);
- 24 519.63 ლარი (N-------- ტენდერზე);
- 63 586.53 ლარი (N------- ტენდერზე, იხ. მე-3 ნაწ);
- 28 337.31 ლარი (N----------- ტენდერზე).
შესაბამისად, ჯამში 308 190.16 ლარის, ანუ 2023 წელს მიუღებელი თანხები მიჩნეული იქნა ხელფასად რაც არასწორია. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესამოწმებელ პერიოდში თანხების მიუღებლობის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი თანხების ფულის ნაშთის გაანგარიშებიდან ამოღება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
ასევე, ითხოვს გათვალისწინებული იქნეს შემდეგი:
- როგორც ზემოთ აღნიშნა 194 000 ლარზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაა გაგზავნილი, რომელთაგან შემოსავლების სამსახურის მიერ შეჩერებულია 157 237.34 ლარზე, 14 469.69 ლარზე და 22 998 ლარზე. შეჩერება მოხდა, რადგან მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები კი ჩათვლილი საგადასახადო ორგანოს არ აქვს.
აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გადაგზავნილია, ფული გადახდილია, მაგრამ როგორც მათ მიერ, ასევე ქვეკონტრაქტორის მიერ გადმოგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეჩერებულია და შესაბამისი მსვლელობის მიცემისას ხარვეზიც აღმოიფხვრება, ეს კი დამოკიდებულია შემოსავლების სამსახურზე თუ როდის მიეცემათ ამის საშუალება (ხსენებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებია: გამოწერის თარიღი 11.06.2024 წელი იდ------, თანხა-22 999.23 ლარი; გამოწერის თარიღი 11.06.2024 წელი იდ------ - თანხა 157 237.34 ლარი; გამოწერის თარიღი 11.06.2024 წელი იდ------ - თანხა 14 469.24 ლარი. ი/მ ------ს მიერ გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები: გამოწერის თარიღი 17.06.2024 წელი ეა------, თანხა - 22 999.23 ლარი; გამოწერის თარიღი 17.06.2024 წელი ეა-------- - თანხა 14 469.24 ლარი; გამოწერის თარიღი 17.06.2024 წელი ეა------ - თანხა 157 237.34 ლარი).
- როგორც ზემოთ აღნიშნა, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმას, რომ ზედმეტად დეკლარირებული და გადახდილი აქვს 2021-2023 წლებში დღგ 200 658.72 ლარი, კერძოდ:
- №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 19.04.2023 წელი, ტენდერი N----- (------ის მუნიციპალიტეტში სოფლის ------- გზის მოასფალტება). შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ მიღება-ჩაბარების აქტებით შეადგინა 462 291.46 ლარი, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჯამმა შეადგინა 505 852.55 ლარი (ავ------ 43 561 ლარი (ავანსი), ეა---- – 124 136.99 ლარი, ეა----- – 301 715.56 ლარი). შესაბამისად, არსებული დოკუმენტაციით ცხადი იყო, რომ ზედმეტობა 43 561.09 ლარი.
ასევე დასტურდება, რომ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (გამოწერის თარიღი 27.03.2020 წელი ავ----- (ავანსი) – 78 519.74 ლარი; გამოწერის თარიღი 27.03.2020 წელი ავ---- (ავანსი) – 78 577.89 ლარი; ავ----- - 43 561 ლარი (ავანსი)), მოცემულ შემთხვევაში, ავანსის გადმორიცხვის დროს, შემკვეთმა გადააგზავნინა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო ამის შემდგომ, შემკვეთმა მთლიან ღირებულებაზე (ავანსად მიღებულ თანხის ჩათვლით) გადააგზავნინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ანუ 200 658.72 ლარი გადახდილი აქვს ზედმეტად, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გაანგარიშებაში, რადგანაც ხსენებულის თაობაზე მიცემულია შესაბამისი ახსნა-განმარტება აუდიტისათვის 13.01.2024 წელს გადაგზავნილ წერილით.
აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის შემოწმების აქტით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2023 წელს (სხვა წლებში არ არსებობს და პირიქით ზედმეტობაა) არის 498 630 ლარი, აქედან გამომდინარე, გადასახადის თანხა 89 753 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დარიცხვას არ ეთანხმება, შემმოწმებლის აზრით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება არის არასწორი, რა დროსაც ითხოვს გათვალისწინებული იქნეს შემდეგი:
- სოფ. ----ში მიღება-ჩაბარების აქტებით 2023 წელს, შესრულებული სამუშაოებმა შეადგინა 566 746.25 ლარი, ფაქტიურად 2023 წელს მიღებული აქვს 374 999.56 ლარს, დარჩენილი იყო მისაღებად 191 746.69 ლარი, ანუ სხვაობამ შეადგინა 214 738.92 ლარი;
- სოფ. -------, მიღება-ჩაბარების აქტებით 2023 წელს, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 490 392.68 ლარი, მიღებულმა თანხამ შეადგენ 425 638.95 ლარი (1 167.20 არი დაკავებული იქნა მერიის მიერ ჯარიმის სახით), 2023 წელს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაგზავნილი იქნა 255 099.21 ლარზე, სხვაობამ შეადგინა 235 293.42 ლარი. ანუ, 2023 წელს უნდა გაეგზავნა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 450 031.39 ლარზე (214 738.92+235 293.47) და არა 498 630 ლარზე (რომელიც მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების აქტში), ანუ ასეთი ლოგიკითაც კი, აქტში არის შეცდომა, ანუ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულია ზედმეტად 48 898.60 ლარი. ანუ 498 630 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 450 032 ლარი;
აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის შემოწმების აქტის შედგენამდე, ზემოხსენებული ინფორმაცია შემმოწმებლებისთვის ცნობილი იყო, რასაც ადასტურებს მათ მიერ გადმოგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ცხრილი, რომელშიც წითლადაა აღნიშნული მხოლოდ 2023 წელს გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ამავე ცხრილში წითლადაა მონიშნული.
ისე, რომ ზემოხსენებული საკითხები არ გამოურკვევია, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა სადავო აქტები და დამატებით გადასახდელად ერიცხება 559 113.63 ლარი, რასაც არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტმა მათი ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულფასოვნად ვერ უზრუნველყო, რისი დასტურიც არის ის, რომ დასკვნა შედგენილია 12.03.2025 წელს, თუმცა მათთვის, მისი შედგენის შემდეგ, სანქციის დაკისრებამდე არ გადაგზავნიათ და ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის შესაბამის ბრძანებასა და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან დაკავშირებული გარემოებები არის შეუსწავლელი იმის გამო, რომ ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი არ გადაეცა სანქციის დაკისრებამდე და არ შეეძლო გადაწყვეტილების მიმღებისათვის წარედგინა მისი არგუმენტები და დოკუმენტაცია.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო არა აქტის გამოცემამდე წინასწარი ახსნა-განმარტება, არამედ უშუალოდ, შემოწმების აქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება, რომელიც უნდა გაითვალისწინოს არა შემმოწმებელმა, არამედ სანქციის დამკისრებელმა, ანუ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმღებმა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის დასკვნა ისევე, როგორც გასაჩივრებული აქტები არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული საქმეში არსებული დოკუმენტები და მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, ამიტომ, ამ მხრივ პრაქტიკულად შეუძლებელია გარკვევა შეისწავლა თუ არა საქმესთან დაკავშირებული გარემოებები აუდიტის დეპარტამენტმა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულებელყოფილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის მე-13 მუხლი პირველი ნაწილი, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 95-99 მუხლები. აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 162-ე მუხლები, ამავე კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი ამდენად, გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა 8.10.2024 წლის №21973 ბრძანებით, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მომჩივანი და ხსენებული ბრძანება სრულად გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ითვლება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დრო განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამასთან:
- საგარანტიო თანხების განმეორებით დაბეგვრის თაობაზე, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და აღნიშნული თანხების განმეორებით დაბეგვრის დადასტურების შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ტენდერის ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გათვალისწინების და დაბეგვრის საკითხზე, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესამოწმებელ პერიოდში თანხების მიუღებლობის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი თანხების ფულის ნაშთის გაანგარიშებიდან ამოღება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.
2025 წლის 6 ივნისს, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც წარმოადგინეს საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები და დამატებით განმარტეს, რომ ყველა თანხა, დღგ-სთან დაკავშირებული არის დეკლარირებული, საბჭოს 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რაც მიაჩნიათ, რომ არ განხორციელებულა.
2025 წლის 6 ივნისის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომჩივნის არგუმენტების/მოთხოვნის გათვალისწინებით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია საჩივრის განხილვის შეჩერება, მომჩივანს მიეცა წინადადება მისი არგუმენტების (ტენდერების მიხედვით სამუშაოების შესრულების, მაგრამ თანხების მიუღებლობის შესახებ) შესაბამისი დამატებით ინფორმაციის/მტკიცებულებების (საბანკო ამონაწერების რეესტრი, ამონაწერები, რაც დაადასტურებს როგორ, რა პერიოდზეა არის თანხები მიღებული) აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
მომჩივანის მიერ, ------ის სერვის ცენტრის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება (19.06.2025 წლის №---/21-11) 2025 წლის 23 ივნისის №---03 წერილით გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.
აუდიტის დეპარტამენტი 27.06.2025 წლის №------21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, არ წარმოადგენს დასკვნას მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც გაეგზავნა 2025 წლის 23 ივნისის №---03 წერილით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია მოცულობითია, ვერ მოხდა მისი სრულად შესწავლა და საჭიროებს დამატებით დეტალურ შესწავლას.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №24216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საბანკო ანგარიშების ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებით აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებისაგან. შესრულებული სამუშაოების ოდენობა ასევე, დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. ზოგიერთ ოპერაციაზე, წინა საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია შემოწმების მიმდინარეობისას.
გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამავდროულად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16596 ბრძანება და №261-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №21973 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №21973 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №24216/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგარანტიო თანხების განმეორებით დაბეგვრის თაობაზე, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და აღნიშნული თანხების განმეორებით დაბეგვრის დადასტურების შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ხოლო ტენდერის ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გათვალისწინების ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესამოწმებელ პერიოდში თანხების მიუღებლობის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი თანხების ფულის ნაშთის გაანგარიშებიდან ამოღება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დავების განხილვის საბჭოს №24216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №261-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, 2025 წლის 7 აპრილს რეგისტრირებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის წერილით წარედგინა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რომლის 2025 წლის 19 მაისის წერილით კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს №24216/2/2024 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: