გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7----17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
0----------, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - გ------- ც-–--–--ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ--------------–--
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - რ------------–----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------ის №0------ საგადასახადო მოთხოვნა;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–-------- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------რის გადაწყვეტილება №1---------.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, 2--- წლის 8-------ს მდგომარეობით, ქ. ბ------ში, მ--–---–---–----------------------–----------ში მდებარე, 110.60 კვ.მ კომერციული ფართის მესაკუთრეა გ------- ც-–--–--ე( უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1004.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------; შენობა-ნაგებობა: მშენებარე; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:8972.45 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0------------------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: ი.მ.ა. ,,რ---------–-ს’’ კრების ოქმი N5, N1--------, გაფორმების თარიღი: 2--------- წელი, ნოტარიუსი ნ. სვანიძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 13-14)
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, (მომზადების თარიღი: 1--------- წელი) რომ ქ. ბ------ში, მ--–---–---–----------------------–----------ში მდებარე, 110.60 კვ.მ კომერციული ფართის მესაკუთრე გახდა შპს ,,ლ--------’’ 2----–-–------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 15-16)
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------სა და 1-----------ს №2---- და N2---- ბრძანებებით დაინიშნა ფიზიკური პირის-გ------- ც-–--–--ის კამერალური თემატური შემოწმება 0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2----–-–---------------ს საგადასახადო შემოწმების აქტი, სააღრიცხვო N2---.
შემოწმების აქტში დამატებით თანხის დარიცხვის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ: ვინაიდან დასაბეგრმა ოპერაციებმა ერთი ოპერაციის ფარგლებში გადააჭარბა 100 000 ლარს და შეადგინა 488 683 ლარი (საქონლის მიწოდების დროისთვის არსებული ოფიციალური კურსით) დაიბეგრა სსკ-ის 169-ე მუხლის მიხედვით 18%-იანი განაკვეთით. დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლით დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, რომელიც შეადგენს გადასახდელი თანხის 50%-ს და ასევე სსკ-ის 282-ე მუხლით დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, რომელიც შეადგენს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 5%-ს. ამასთან დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტი, კერძოდ 2----–-–------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოწმების აქტი (ს/ფ 75-95)
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №3---- ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 132524 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 74545 ლარი, ჯარიმა 57979 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №3---- ბრძანება (ს/ფ 96-97)
3.5. 2----–-–---------------ს გამოიცა №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გ------- ც-–--–--ეს ძირითადი გადასახადი დაერიცხა 74545 ლარი; დღგ 74545 ლარი; ჯარიმა 57979 ლარი; საურავი 68081,95; სულ 200605,95 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო მოთხოვნა (ს/ფ 98-99)
3.6. 2----–-–-------------ს, გ------- ც-–--–--ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2----–-–--------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნის, N3---- ბრძანებისა და საგადასახადო შემოწმების აქტი ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მან შეიძინა მოთხოვნა ჯერ არარსებულ უძრავ ქონებაზე 2--- წელს და მშენებარე ფართი გაყიდა 2----–--–ს. მისი მფლობელობის პერიოდში ფართი არ წარმოადგენდა არათუ კომერციულ ფართს, არამედ იგი არ აკმაყოფილებდა ე.წ. შავი კარკასის პირობებს. ფართი ხუთი წლის შემდეგ, 2----–--–--– მშენებარე იყო. აღნიშნული ჯერ არარსებული უძრავი ქონებაზე მოთხოვნის რეალიზაცია არ უნდა დაიბეგროს დღგ-თი, შესაბამისად საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ მასზე არასწორად იყო დარიცხული 200605,95 ლარი. მათ შორის: ძირითადი გადასახადი (დღგ) 74545 ლარი, ჯარიმა 57979 ლარი და საურავი 68081,95 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ს/ფ 100)
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------–-ს №2--- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ბრძანების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ------- ც-–--–--ის მიერ რეალიზებულია უძრავი ქონება, კომერციული ფართი, ვინაიდან კომერციული ფართის მიწოდება წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას, გადასახადის გადამხდელს კომერციული ფართის მიწოდება უნდა დაებეგრა დღგ-თი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ის დაკისრება, შესაბამისად საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამასთან, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევები გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გ------- ც-–--–--ე გათავისუფლდა 2----–-–--------------ის №0------ საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავისგან).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------–-ს №32--- ბრძანება (ს/ფ 101-103).
3.8. გ------- ც-–--–--ემ, 2----–-–-----------ს, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------–-ს №2--- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------რის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისას. ვინაიდან, გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობისას განხორციელებულმა დასაბეგრმა ოპერაციამ, ერთ ოპერაციის ფარგლებში (კომერციული ფართის რეალიზაცია) გადააჭარბა 100 000 ლარს, საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------რის გადაწყვეტილება (ს/ფ 104-106).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–-------- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------რის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.
ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------სა და 1-----------ს №2---- და N2---- ბრძანებებით დაინიშნა ფიზიკური პირის-გ------- ც-–--–--ის კამერალური თემატური შემოწმება 0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2----–-–---------------ს საგადასახადო შემოწმების აქტი და გ------- ც-–--–--ის მიმართ გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №3---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 200 605,95 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 74545 ლარი, დღგ 74545 ლარი, ჯარიმა 57979 ლარი და საურავი 68081 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–-------- ბრძანებით გ------- ც-–--–--ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გ------- ც-–--–--ე გათავისუფლდა 2----–-–--------------ის №0------ საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავისგან). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნა გ------- ც-–--–--ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2----–-–--------------რის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ------- ც-–--–--ის მიერ 2----–-–-----------ს კომერციული ფართის რეალიზაციის გამო დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი.
მოსარჩელის განმარტებით არ არსებობდა მის მიერ მშენებარე, არარსებული კომერციული ფართის რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის წინაპირობა, რადგან აღნიშნული ფართი გ------- ც-–--–--ის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის არ ყოფილა გამოყენებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
მითითებული მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში თუ იგი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად პირს რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვება იმ შემთხვევაშიც თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს.
ეკონომიკური საქმიანობის დეფინიციას ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი კი მოიცავს იმ საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება: ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა; ბ) საქველმოქმედო საქმიანობა; გ) რელიგიური საქმიანობა; დ) დაქირავებით მუშაობა; ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე; ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
„საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2--- წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებად ითვლება პირის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და რომლის მიზანია მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგისა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ იგი არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გ------- ც-–--–--ის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის ფაქტი. თავის მხრივ, კომერციული ფართის რეალიზაცია არ განეკუთვნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებს, შესაბამისად, სახეზეა გ------- ც-–--–--ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ------- ც-–--–--ის მიერ კომერციული ფართის რეალიზაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომლის განხორციელების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, გ------- ც-–--–--ეს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამდენად, დღგ-ის დეკლარაციის წარდგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ------- ც-–--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე