მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო
თავი I — საქართველოს საგადასახადო სისტემა
ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს 201 2
წლის 27 მარტის
კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მგზავრის, საქონლისა დასატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(264)
საქმე №ბს-338(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
…გადაწყვეტილება (საჩივარი №5804/2/2018). საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ…
საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, 126-129-ე მუხლებზე, 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 262-ე, 267-ე, 268-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის…
საქმე №ბს-1169(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2024
…საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 და 32 ნაწილებზე,…
საქმე №ას-426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…ინდმეწარმის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციები, ვინაიდან დეკლარაცია საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო…
საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
…ფუნქციონირებდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გარეშე. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი, მე-3, 43-ე, 64-ე, 269-ე, 271-ე, 276-ე, 299-ე მუხლებზე,
საქმე №ბს-298(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქმე №ბს-333(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
საქმე №ბს-484(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
საქმე №ას-825-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2021
საქმე №ბს-1584(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2019
საქმე №ბს-895(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2019
საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
…697 ლარი), რაც წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია 01.01.2022 წლისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად, შემოწმების მიერ განხილული იქნა დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით განაცემად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98- 1, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრება საშემოსავლო და მოგების გადასახადებით. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის N 21897 ბრძანების თანახმად…
…ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი). საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ…
…არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო გადაწყვეტის წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესი არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი). ამ კოდექსის 2.2 მუხლის თანახმად, გადასახადების დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის…
…ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და…
…ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი მუხლი). საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს…