მუხლი 7. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება
საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლი · სგკ 7
თავი I — საქართველოს საგადასახადო სისტემა
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.
2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (16.02.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში. 2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს. თავი II ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-910(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო სზაკის მე-6, მე-7 მუხლების საფუძველზე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქმე №ას-1210-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
მოხმობილ ნორმათა, ასევე, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-5, მე-7 მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30 დღიანი ვადა დაუკავშირა დამსაქმებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების დასაქმებულის მიერ მოთხოვნის (იხ.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული…
…- ბიუროს უფროსი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
საფუძვლად მიეთითა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 136-ე მუხლი და №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-7 და მე-9 მუხლები (დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა/არაიდენტიფიცირებადი რეალიზაცია). საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი…
მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლზე, 22-ე მუხლზე, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის საგადასახადო…
მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლზე, 22-ე მუხლზე, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის საგადასახადო…
ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა განხილული, როგორც ბარტერული ოპერაცია, თუმცა სასამართლოს შიაჩნია, რომ, გასაჩივრებული აქტები დღგ-ით დაბეგვრის მოთხოვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან ასევე უდავოდ დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანომ იმავე გარიგების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 269, 7 მუხლის საფუძველზე სრულად გაათავისუფლა დარიცხული ჯარიმის და საურავისგან. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (14.07.2011 წლის შეთანხმება.
კერძოდ, მე-7 მუხლის თანახმად, წარდგენილი რეზიდენტობის ცნობის შესაბამისად არ ექვემდებარება დაბეგვრას. პირადი საუბრის შემდეგ აუდიტორმა განაცხადა, რომ მას აქვს უფლება არ გაითვალისწინოს წარდგენილი დოკუმენტაცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 7, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-7/