თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ბოლო ცვლილება 25.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (12 მუხლი)
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2018 წლის 18 იანვარი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 და 204-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  განაკვეთები  განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №3 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 200230000.35.176.016141). 
მუხლი 4
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №36 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2014, 200230000.35.163.016219).
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

 ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

 ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

 გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

 დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 %.

მუხლი 3

1. 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს.

2. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ს.

მუხლი 4

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი  ერთ ჰექტარზე შეადგენს:

1.სახნავისთვის (მათ შორის:მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: 86 ლარს.

2. სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს.

3.  საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს.

მუხლი 5

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24, ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს:

ა) ცენტრალურ ზონაში – 1,3.

ბ) შუალედურ ზონაში – 1.

გ) პერიფერიულ ზონაში – 0,7.

მუხლი 6

1. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

მუხლი 7

1.მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება  ქალაქ თელავის  ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან და საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. 

 



მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  განაკვეთები  განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №3 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 200230000.35.176.016141).

მუხლი 4

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №36 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2014, 200230000.35.163.016219).

მუხლი 5

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე

დანართი  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:  ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;  ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;  გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;  დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი

2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 %.
მუხლი 3
1. 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს. 2. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ს.
მუხლი 4
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი  ერთ ჰექტარზე შეადგენს: 1.სახნავისთვის (მათ შორის:მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: 86 ლარს. 2. სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს. 3.  საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს.
მუხლი 5
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24, ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს: ა) ცენტრალურ ზონაში – 1,3. ბ) შუალედურ ზონაში –

1.

გ) პერიფერიულ ზონაში – 0,7.
მუხლი 6
1. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 7
1.მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება  ქალაქ თელავის  ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან და საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.01.2019.
როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“?
„თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“ მიღებულია 18.01.2018. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №08. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.163.016386.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.01.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“, №08, 18.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016386 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4016923/