ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2014 წლის 25 სექტემბერი ქ. თელავი |
|
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
ა) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტი.
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9 პროცენტი.
4. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:
ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 20 ლარს;
ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 16 ლარს;
გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის - 86 ლარს;
დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით:
დ.ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 20 ლარს;
დ.ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 16 ლარს;
დ.გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) - 40 ლარს.
5. ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს :
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 0.7.
6. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე - 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 0,168 ლარს.
7. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
8. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები 10000 კვ.მეტრამდე და 30 კვ.მეტრი ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ასევე 93-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 და 204-ე მუხლების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებული იქნეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართიხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.09.2014. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.163.016219.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.01.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №36, 25.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.163.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2518573/