გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6808-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ა----------
წარმომადგენელი - ც-–--–-–---ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - გ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანება. (იხ. 2019 წლის 29 იანვრისა და 11 მარტის სასამართლო სხდომის ოქმები).
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ქ.თ---–---------–-----–---------------- კმ.-ზე 2017 წლის 26 იანვარს 08:45 საათზე გადამოწმდა ფორდის მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით B------ და დადგინდა, რომ ა---------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით. ა----------ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმის დანართში მითითებულია, რომ იგი შედგა №0--------- სასაქონლო ზედნადების საფუძველზე და სამართალდამრღვევს აღნიშნული ოქმი არ ჩაბარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.79).
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 იანვრის №0----- შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედო ა---------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბ--–--------------------------------8, ფართობით 62.1კვ.მ, ს/კ0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.14).
3.3. 2017 წლის პირველ თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ფოსტით გაეგზავნა ა----------ს, მისამართზე - თბილისი, თ----------------------------. საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე კურიერის ვიზიტის თარიღად მითითებულია 2017 წლის 2 თებერვალი, რომლის დროსაც კურიერს არავინ დახვდა მისამართზე და დატოვა შეტყობინება ყავისფერ კარზე. 2017 წლის 9 თებერვალს აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს იმ მიზეზით, რომ შეტყობინების დატოვების მიუხედავად, ადრესატი არ გამოცხადებულა ფოსტაში.
2017 წლის 7 მარტს აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კვლავ გაიგზავნა ა----------სთან, მისამართზე - თბილისი, თ----------------------------. საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე კურიერის ვიზიტის თარიღად მითითებულია 2017 წლის 9 მარტი, რომლის დროსაც კურიერს არავინ დახვდა მისამართზე და დატოვა შეტყობინება თეთრ კარზე. 2017 წლის 16 მარტს თებერვალს აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს იმ მიზეზით, რომ შეტყობინების დატოვების მიუხედავად, ადრესატი არ გამოცხადებულა ფოსტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საფოსტო უკუგზავნილები (ს.ფ.80-85).
3.4. 2017 წლის პირველ მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოქვეყნდა საჯაროდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.86).
3.5. 2018 წლის 4 იანვარს ა----------მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. საჩივარში მითითებული იყო ა---------ის მისამართად - თ---–------------------------------- და ტელეფონის ნომერი.
საჩივრის თანახმად, სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო - ა---------- არ მართავდა ფორდის მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით B------ და არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნული ავტომობილი ეკუთვნის შპს „ს--------–---–ს“ და მას მართავდა კომპანიის დისტრიბუტორი (მძღოლი), რომელიც ახორციელებდა მომხმარებლის მიერ შეკვეთილი წყლის ტრანსპორტირებას. სამართალდაღვევის საფუძვლად მითითებული ზედნადები გამოწერილია შპს „სუფთა სახლის“ მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს და აღნიშნულის შესახებ მითითება არ არის გაკეთებული ოქმში. ოქმში არ არის მითითებული, რაში გამოიხატა ა---------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. მოცემულ ოქმში არ არის განმარტებული, რა მიზეზით არ ჩაბარდა ა----------ს სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, საჩივარში განმარტებულია, რომ ა----------ს კომპანია ,,ს--------–---–--ან“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იგი სისტემატიურად შეიძენს სასმელ წყალს პირადი მიზნებისათვის, ხოლო შპს „ს--------–---–ი“ შესაბამისად ახორციელებს შეკვეთილი წყლის ტრანპორტირებას, ამასთან დაკავშირებით იწერება სასაქონლო ზედნადები. რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას 19 ლიტრიანი ბოცებით, აღნიშნული ბოცები მომხმარებელს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით და ახალი შეკვეთის მიღებისას ცარიელი ბოცები უბრუნდება შპს „ს--------–---–ს“, ეს კი გამორიცხავს მესამე პირების მიერ მათი რეალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, ა---------- მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ფაქტის არარასებობის გამო უკანონოა სამართალდარღვევის ოქმი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ბრძანების თანახმად, ვინაიდან სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების თარიღს წარმოადგენს 2017 წლის პირველი მაისი, კანონმდებლობის შესაბამისად იგი ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს, ხოლო გადამხდელს უფლება ჰქონდა მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაესაჩივრებინა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფ/პ „ა---------ის“ საჩივარი წარდგენილია 30 დღიანი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა---------ის 2018 წლის 4 იანვრის საჩივარი (ს.ფ.87-88);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანება (ს.ფ.91-92).
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანება გამოქვეყნდა საჯაროდ 2018 წლის 25 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.86).
3.7. 2018 წლის 20 აგვისტოს ა----------მ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივარში დამატებით მითითებულია, რომ ა---------ის ფაქტობრივი და იურიდიული საცხოვრებელი მისამართია ქ. თ---–----------------------ა ანუ, ის მისამართი, რომელიც მითითებული იყო სასაქონლო ზედნადებში. შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია, როგორ განხორციელდა საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია მაშინ, როდესაც აღნიშნულ მისამართზე არ ჩაბარებია სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 აგვისტოს №03/108125 წერილის თანახმად, ა---------ის საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაიგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანებით ა---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანებით თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ა---------- არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა---------ის სახელზე სისტემატიურად ხორციელდებოდა, ძირითადად წყალი „ბინულზე“ (19 ლიტრიან ბოცაში) ზედნადებების გამოწერა (215 ზედნადები, ჯამში 9329.55 ლარის ღირებულების). ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე გამოწერილი ზედნადებების რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ ა---------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით და მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ბრძანების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი „ა----------ს“ ფოსტის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე თუმცა, ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა 2017 წლის პირველ მაისს.
ბრძანების მიხედვით, ვინაიდან სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების თარიღს წარმოადგენდა 2017 წლის პირველი მაისი, კანონმდებლობის შესაბამისად იგი ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს, ხოლო გადამხდელს უფლება ჰქონდა მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაესაჩივრებინა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება. რადგან გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილ იქნა 30 დღიანი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, ა---------ის 2018 წლის 4 იანვრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 07 თებერვლის №2--- გადაწყვეტილებით დარჩა განუხილველი. განსახილველ შემთხვევაში კი მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება იმის თაობაზე, რომ მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის არსებობა-არარსებობის შესახებ. გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე. ამდენად, საბჭომ საქმეზე არსებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზე არაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო დავის დაწყების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა---------ის 2018 წლის 28 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ.93-94);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 აგვისტოს №03/108125 წერილი (ს.ფ.27);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანება (ს.ფ.28-30).
3.8. ფორდის მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით B------ რეგისტრირებულია შპს „ს--------–-ლის“ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ს.ფ.16).
3.9. 2017 წლის 24 იანვრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 იანვრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.90).
3.10. 2017 წლის 27 დეკემბრის №ელ0----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2017 წლის 11 ნოემბრის №ელ0--------0 სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2017 წლის 13 ოქტომბრის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2017 წლის 2 სექტემბრის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.17-20).
3.11. 2018 წლის 12 იანვრის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 20 იანვარს №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 3 თებერვლის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 17 თებერვლის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 5 მარტის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 2 აპრილის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 24 აპრილის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 24 ლარად შეიძინა 3 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 11, სართული 6, ბინა 21.
2018 წლის 2 მაისის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 28 მაისს №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 12 ივნისის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 24 ლარად შეიძინა 3 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 11, სართული 6, ბინა 21.
2018 წლის 18 ივნისის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 2 ივლისის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 17 აგვისტოს №ელ---------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის პირველი სექტემბრის №ელ0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის პირველი ოქტომბრის №ელ----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 3 ლარად შეიძინა 1 ცალი SNICKERS შოკოლადი და 1 ცალი BOUNTY შოკოლადი, ტრანსპორტირების გარეშე.
2018 წლის 8 ოქტომბრის №ელ----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 8 ნოემბრის №ელ----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 8 დეკემბრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2018 წლის 28 დეკემბრის №ელ----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 24 ლარად შეიძინა 3 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 11, სართული 6, ბინა 21.
2018 წლის 3 დეკემბრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2019 წლის 14 იანვრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2019 წლის 31 იანვრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 24 ლარად შეიძინა 3 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 11, სართული 6, ბინა 21.
2019 წლის 4 თებერვლის №ელ----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------.
2019 წლის 6 თებერვლის №ელ----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 42.5 ლარად შეიძინა ბონინის ყავის კაფსულა ფორტე 50-ცალიანი - 12 ცალი; ბონინის ყავის კაფსულა სეტა 50-ცალიანი 13 ცალი; ბონინი ყავის კაფუსლა რისტრეტო 50-ცალიანი 13 ცალი; ბონინის ყავის კაფსულა ლუნგო 50-ცალიანი 12 ცალი, ტრანსპორტირების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.102-110);
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.112-114);
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.118-126);
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.128-130).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- და 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის მიერ ა---------ის მიმართ 2017 წლის 26 იანვრს შედგა №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის დანართში მითითებულია, რომ სამართალდამრღვევს ოქმი არ ჩაბარებია.
2018 წლის 4 იანვარს ა----------მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს, სადავო პერიოდში მოქმედ, გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-6 ნაწილის მიხედვით, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ე) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს. მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. მე-11 ნაწილის მიხედვით, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. მე-16 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის წესებს ეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, რომლის მე-14 მუხლი განსაზღვრავს, რომ 1. ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები) ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი. 2. საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის ქსეროასლის, ფოტოასლის ან ტექსტური ასლის სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.mof.ge (შემდგომში – სამინისტროს ვებგვერდი) განთავსებით ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbe.gov.ge განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით. 3. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ელექტრონულ და წერილობით მიმოწერას, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იგი, ერთი მხრივ, განაპირობებს პირის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას და მეორე მხრივ, მხარის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის, გასაჩივრების უფლების გამოყენებას. სწორედ ამიტომ კანონმდებლობით დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის გაცნობის უკიდურეს შემთხვევას, რის დასაბუთებულად მიჩნევისთვის ამოწურული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირისთვის დოკუმენტის გადაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა საშუალება. აღნიშნული ემსახურება გადასახდის გადამხდელის კანონიერი უფლებების დაცვასა და მათი რეალიზაციის რეალური შესაძლებლობის მინიჭებას.
სასამართლო მიიჩნევს, უფლებების ეფექტური დაცვა გულისხმობს მხარის შესაძლებლობას გამოიყენოს გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მისი კანონიერი უფლებებისა თუ ინტერესების დარღვევის თაობაზე, რა თვალსაზრისითაც ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ აქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რომლის გაცნობის შედეგადაც პირისათვის ხელშესახები გახდება საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე - 2017 წლის პირველ თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ფოსტით გაეგზავნა ა----------ს, მისამართზე - თბილისი, თ----------------------------. საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე კურიერის ვიზიტის თარიღად მითითებულია 2017 წლის 2 თებერვალი, რომლის დროსაც კურიერს არავინ დახვდა მისამართზე და დატოვა შეტყობინება ყავისფერ კარზე. 2017 წლის 9 თებერვალს აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს იმ მიზეზით, რომ შეტყობინების დატოვების მიუხედავად, ადრესატი არ გამოცხადებულა ფოსტაში.
2017 წლის 7 მარტს აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კვლავ გაიგზავნა ა----------სთან, მისამართზე - თბილისი, თ----------------------------. საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე კურიერის ვიზიტის თარიღად მითითებულია 2017 წლის 9 მარტს, რომლის დროსაც კურიერს არავინ დახვდა მისამართზე და დატოვა შეტყობინება თეთრ კარზე. 2017 წლის 16 მარტს თებერვალს აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს იმ მიზეზით, რომ შეტყობინების დატოვების მიუხედავად ადრესატი არ გამოცხადებულა ფოსტაში.
2017 წლის პირველ მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოქვეყნდა საჯაროდ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახდო ორგანომ სრულყოფიალდ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სხვა საშუალებების გამოყენებით გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ რაც ამოწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფაქტზე მითითებით, რომ, მართალია, საგადასახადო ორგანოს მიერ ა---------ისათვის სადავო სამართალდარღვევის ოქმი გაიგზავნა ორჯერ მისთვის ცნობილ მისამართზე (რომელიც ა----------ს, ასევე, მითითებული აქვს სსიპ შემსავლების სამსაურისათვის წარდგენილ საჩივრებში), თუმცა კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება 2017 წლის 2 თებერვალს მოხდა ყავისფერ კარზე, ხოლო 2017 წლის 2017 წლის 9 მარტს თეთრ კარზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა, ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის კარი არის ყავისფერი.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება სტაბილურობის და გარანტირებულობის პრინციპების უზრუნველყოფას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ‑ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა ისე დატოვა გადასახადის გადამხდელის საჩივარი განუხილველი, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ უმსჯელია მოსარჩელის არგუმენტებზე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საგადასახადო კოდექსი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ დავის განმხილველ ორგანოებს აძლევს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------ისათვის არ მომხდარა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანება და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
6.3. განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
სასამართლო მიუთთებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებს, რომელთა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათ თვის საიდენტიფიკაციო ნომრებ ის მინიჭების მიზნით. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.
ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).
მითითებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევისათვის არა მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის, არამედ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, კანონმდებლობით დადგენილია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია ემსახურება გადასახადების გადამხდელების კონტროლს, რათა არ მოხდეს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება და პირმა, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, დროულად და სრულად გადაიხადოს გადასახადები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-205-203(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ეკონომიკური საქმიანობა, როგორც შემოსავლების მიღების მიზნით წარმოებული პროცესი, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მოგების მიზანს. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს მთავარია მიზანი, რომ რაიმე საქმიანობა ანუ რაიმეს შესყიდვა განხორციელდეს მოგების მისაღებად, შესაბამისად, კვალიფიკაციის მოხდენისას უნდა დადგინდეს სწორედ საქმიანობის მიზანი. რაიმე საქონლის შეძენა შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ეკონომიკურ საქმიანობად, რამდენადაც შეძენას ფართო დატვირთვა აქვს, იგი სხვადასხვა მიზნებით და საჭიროებებით არის განპირობებული.“ „საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მუხლით პირის პასუხისმგებლობის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, ახორციელებდა თუ არა პირი ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკურ საქმიანობად კი დაკვალიფიცირდება ქმედება - საქონლის ყიდვა შემდგომ მოგების მიზნით, ან რაიმე მომსახურების გაწევა ან სხვა რაიმე მოქმედების შესრულება რომელიც ხორციელდება პირის მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.“ ამავე გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტავს, რომ „კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტიდან გამომდინარე ფიზიკური პირის საქმიანობის კვალიფიკაცია ეკონომიკურ საქმიანობად მოითხოვს ამგვარი საქმიანობის დამადასტურებელი/გამაქარწყლებელი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, მათ ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომლის საფუძველზე უტყუარად უნდა დადგინდეს საქმიანობის სტატუსი. მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების კანონიერებას სწორედ მათი დასაბუთებულობა განსაზღვრავს.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით პირის პასუხისმგებლობის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, ახორციელებდა თუ არა პირი ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკურ საქმიანობად კი დაკვალიფიცირდება ქმედება - საქონლის ყიდვა შემდგომ მოგების მიზნით, ან მომსახურების გაწევა ან სხვა რამე მოქმედების შესრულება, რომელიც ხორციელდება პირის მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ქ.თ---–---------–-----–---------------- კმ.-ზე 2017 წლის 26 იანვარს 08:45 საათზე გადამოწმდა ფორდის მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით B------ და დადგინდა, რომ ა---------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით. ა----------ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმის დანართში მითითებულია, რომ იგი შედგა №0--------- სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 24 იანვრის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებზე, რომლის თანახმად, ა----------მ შპს „ს--------–-ლისაგან“ 16 ლარად შეიძინა 2 ცალი წყალი „ბინული“ (19 ლიტრიან ბოცაში) - ტრანსპორტირებით, მიწოდების ადგილად განისაზღვრა თბ--–------------------. ამასთან, ფორდის მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით B------ რეგისტრირებულია შპს „ს--------–-ლის“ სახელზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ა---------ის მიერ №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მსგავსი საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი არსებობს და აღნიშნული გახდა საფუძველი ა---------ის საგადასახადო სამართალდამრღვევად ცნობისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების თანახმად, რომელიც გამოწერილია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, ა---------ის მიერ თვეში ერთხელ ორი 19-ლიტრიანი ბოცებით ბინულის წყლის შეძენა ხდებოდა, რომლის ა---------ის საცხოვრებელ სახლში მიტანის ვალდებულება აღებული ჰქონდა შპს „ს--------–---–ს“ (იხ. 3.10 ფაქტობრივი გარემოება). შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ წყლის ყიდვის პერიოდულობა და ოდენობა არ ქმნის ვარაუდს, რომ მოსარჩელე მას იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში საგადასახადო მიზნებისათვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აკეთებს განმარტებას, რომ ცარიელი ბოცები მიღება-ჩაბარებების საფუძელზე გამყიდველ კომპანიას უბრუნდებოდა შემდგომი ახალი წყლის ყიდვისა და ა---------ისათვის მისი მიტანის დროს.
სასამართლო, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ ა---------ის მიერ შპს „ს--------–-ლისაგან“ შეიძნა შოკოლადი და ყავა, რაც დამატებითი არგუმენტია მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ა---------ის მიერ ყავისა და შოკოლადის შეძენა ერთხელ მოხდა 2018 წელს, მას შემდეგ, რაც ა---------ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ამასთან, შესყიდული ყავისა და შოკოლადის რაოდენობა არ იძლევა მისი ეკონომიკურ საქმიანობის მიზნით გამოყენების ვარაუდს (იხ.3.11 ფაქტობრივი გარემოება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ამდენად დაუსაბუთებელია სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
6.4. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა---------ის 2018 წლის 20 აგვისტოს საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების გამო დავის დაწყების შესახებ.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილს, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამავე მე-7 ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების მიმართ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით, აგრეთვე თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა----------ს არ ჩაბარებია კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად, იგი კანონიერ ძალაში არ შესულა, ამრიგად აღნიშნული ოქმის მიმართ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოების გამო დავის განახლება დაუსაბუთებელია და ამდენად, კანონშესაბმისია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანება.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანება არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №2---- ბრძანების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება აღნიშნული სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №2--- ბრძანება.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ა---------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე