გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------------
საქმე №3/993-06
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები - ეკატერინე კალმახელიძე, ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელეები: შ--–------------ის უფლებამონაცვლე ვ-–------------------ი, ნ-------------ის უფლებამონაცვლე პ--------------ე, ე-–------------------ი, მ-----------–-–---–ი, მ--–-------------ე, ზ--------–------ე, გ---–-------–--ე (ნ-----–------------ის, ო-–-----–------ის სავარაუდო უფლებამონაცვლის, დ-------–--–----იას, გ---------------ის უფლებამონაცვლე კ------------ის, ა--------------ის უფლებამონაცვლე კ--------------ის უფლებამონაცვლე 25.12.2018 წ. განჩინებით);
მოპასუხეები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, კახეთის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები: შპს „ა---ა“, „ქ---–----ი“, სს „ო-----------ის“ უფლებამონაცვლე სს „უ-----“ და რკ კოოპერატივი „ქ----------ი“
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 04.06.2008 წ. განცხადება, ტ. 5, ს.ფ. 117-118);
1.1. დაევალოთ მოპასუხეებს დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინებისა და №---- სააღსრულებო ფურცლის; ასევე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №----06 გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კოოპერატივ ქ----------იდან 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების ღირებულებასა და გადასაცემ თანხებს შორის სხვაობის თანხების ამოღება;
1.2. მოპასუხეებს დაევალოთ სს ა-----–------–--დან ქ---–----ზე გადაცემული 3 ცალი ტრაქტორი ტ-150-ის მოძიება იძულებით აუქციონზე გაყიდვის მიზნით;
1.3. მოპასუხეეებს დაევალოთ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და დედოფლისწყაროს სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს; 1. აგურის ქარხანა; 2. ავტომანქანა კამაზი (ხ-----------ე) 3. ავტომანქანა კამაზი (------–---–ი); 4. ტრაქტორი მტზ-80 (ნ-------------–---–ი); 5. ტრაქტორი მტზ - 80; 6. მეღორეობის ფერმა თავისი სახლით (ნ----–---–ი); 7. მეღორეობის ფერმა თავისი სახლით (ქ---------ე); 8. მარცვლეულის საწყობი (მ-------–ი); 9. აფთიაქი (ნ. მ-------–ი); 10. ტრაქტორი ტ-25 (დ-------–ი); 11. ტრაქტორი ტ-25 (მ-----------–ი); 12. ტრაქტორი ტ-25 (ო----–---–ი); 13. სათესი (მ---------------ე); 14. ტრაქტორი მტზ-80 (ხ--–--------–-----ო); 15. ტრაქტორი მტზ-80 (ხ----------–-------ა); 16. ტრაქტორი დტ-75 (ხ--–-–---–------ა და პ-------–---–ი); 17. ხორბლის სათესი (ტ----–---–--------ე); 18. ტრაქტორი მტზ-80; 19. ლაფეტი ორღერძიანი; 20. მზესუმზირის სათესი (ბ---------–---------ი); 21. გუთანი (ხ--–-–---–------ა); 22. ავტომანქანა გაზ-53 (ო----–---–----------ი); 23. ზილ-130 (ხ--–-–---–------ა); 24. ავტომანქანა გაზ-53 (ო----–---–----------ი); 25. ზილ-130 (წ---–-------------ი); 26. ზილ-130 (ქ-----–---–--------ო); 27. ზილ-130 (გ---------–---–------ო); 28. ავტობუსი (ნ----------–-–---–--------–ი). 29. სათესი (ა-------–--–-ა) 30. მეცხოველეობის კომპლექსი; 31. ვენახი;
1.4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა;
1.5. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზარალის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - სს „ო-----------ის“ უფლებამონაცვლე სს „უ-----“ სარჩელს არ დაეთანხმა.
მესამე პირის - რკ კოოპერატივი „ქ----------ი“-ს წარმომადგენელი - ა---------–--------–-----ი სარჩელს არ დაეთანხმა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და დედოფლისწყაროს სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებებში ასახულ ფიზიკურ პირებს სასამართლოსთვის მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით არ მოუმართავთ (სასკ-ის მე-16.2 მუხლი).
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 აპრილის №------ა გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სატრასტო კომპანია „ქ---–----ს“ მოსარჩელე ე-–--------------–--------–---------ის სასარგებლოდ გადახდა 38485 ლარი /ოცდათვრამეტიათას ოთხასოთხმოცდახუთი ლარი/. მასვე სს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა სახ. ბაჟი 12522 ლარი. 26.07.1997 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განჩიებით, ე-–------------------ის მიერ კორპორაცია ქ---–----იდან მიუღებელი თანხა 8000 ლარი (მიღებული ჰქონდა 30500 ლარის ქონება ნატურით) დაანგარიშებულ იქნა 6153,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 მარტის №2---- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სატრასტო კომპანია „ქ---–----ს“ მოსარჩელე გ-----------------–----------ის ასულის სასარგებლოდ გადახდა 2097 აშშ დოლარი /ორიათასოთხმოცდაჩვიდმეტი/. მასვე დაეკისრა თანხის 25% გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 17.04.1997 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 მარტის №2---- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ა---ას“ გადახდა 4240 დოლარი (1000-810-810-810-810) გ---------------ის სასარგებლოდ. მასვე გადახდა სახელმწიფო ბაჟი 127 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 მარტის №2--- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ა---ას“ გადახდა 604 ამერიკული დოლარი (400+200) მისი ეკვივალენტური თანხა ლარებში აღსრულების პერიოდისათვის არსებული კურსით მ-----------------------–-–---–ის სასარგებლოდ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 ივნისის №----7 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ა---ას“ გადახდა 5113 ლარი ზ---------------------------–------ის სასარგებლოდ.
ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 ივნისის №2-----ა გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სატრასტო კომპანია „ქ---–----ს“ დაეკისრა 23333 ეროვნული ვალუტის ლარის გადახდა წ--–----------------------------–ის სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა სახ ბაჟი 25% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 მარტის №2---- გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს ა---ას გადახდა 4760 ლარი ა----------------------------ის სასარგებლოდ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის №2---- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საფინანსო სატრასტო კომპანია „ქ---–----ის“ შპს ა---ას ყოფილს დირექტორს ყ----–---–ს დაეკისრა მოსარჩელე შ--–-----–------------------ის სასარგებლოდ 696,16 ამერიკული დოლარის და 585 000 რუსული რუბლის შესაბამისი ლარის გადახდა ანგარიშსწორებისათვის არსებული კურსის მიხედვით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის №2----- გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კორპორაცია ქ---–----ის შპს ა---ას დირექტორს დავით უშანგის ძე ყ----–---–ს დაეკისრა ნ--------------------------–---------ის სასარგებლოს 1810 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 ივნისს №----6 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს ა---ას დაეკისრა 875772 ლარის გადახდა კ------------------------------–------ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 26 ივლისს გაცემული №------ა სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 136-137);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 138);
- ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 აპრილის №2---- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 61-62);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 მარტის №2---- გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 63-64);
- ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის №2---- გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელის (ტ. 1, ს.ფ. 65-66);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 მარტის №2--- გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 147);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 მარტის №2--- გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 146);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 ივნისის №----7 გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 86);
- ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 ივნისის №2-----ა გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 87);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 მარტის №2---- გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 91)
- ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის №2---- გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 143);
- ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის №2----- გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 144);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 ივნისს №----6 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 85);
4.2. ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 ნოემბრის №2---- განჩინებით აღსრულების მიზნებისათვის განიმარტა, რომ საფინანსო სატრასტო კომპანიის „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრეა სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ქ---–----ი“.
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით შპს ა---ას სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ 1997 წლის 27 ივნისს №7------ რეგისტრაცია გაუქმდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 ნოემბრის №2---- განჩინება (ტ. 4, ს.ფ. 134);
- ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება (ტ. 4, ს.ფ. 128);
4.3. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის კომერციულ სასოფლო-სამეურნეო საწარმო ,,ქ----------ს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა---ას“ (კორპორაცია „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება 74 879 ლარი.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, დაკმაყოფილდა კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე შპს ა---ას მეანაბრეთა მოთხოვნა: საქ. უზ. საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებიდან, რომლის შესაბამისად დ/წყაროს რაიონის კომერც. სსს „ქ----------ს“ დაკისრებული აქვს 74 879 (სამოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა კორპ. „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ სასარგებლოდ, ამოიწეროს აღმასრულებელი ფურცელი და გადაეცეს აღმასრულებელს სისრულეში მოსაყვანად. გადაწყვეტილებით სსს „ქ----------ისათვის“ დაკისრებული თანხა 74 879 (სამოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაცხრამეტი) ლარი განისაზღვროს მყარი ვალუტით გადახდის პერიოდში არსებული კურსით, რაც შეადგენს 57 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარს და 98 ცენტს. მომავალში სსს ქ----------ან გადახდევინება მოხდეს 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარის და 98 ცენტის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ-----–------------ის მოთხოვნა, განმარტებულ იქნა, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებიდან აღმასრულებელი ფურცლის ამოწერის შესახებ დ/წყაროს 1999 წლის 16 აპრილის №----- განჩინება გამოტანილ იქნა 12 მეანაბრის: მ---------–---–ის, კ----------ის, ზ--–------ის, მ---------–-–---–ის, მ----------ის, გ--------–---–-სა და ა-----–--ის ერთობლივი განცხადების საფუძველზე. ასევე განემარტა სასამართლო აღმასრულებელს, რომ კორპორაცია ქ---–----ის კუთვნილი თანხა და ქონება, სადაც არ უნდა აღმონდეს იგი, დავალიანების დაფარვის მიზნით მიეკუთვნოს კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეებს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება; აღნიშნულ საქმეზე 1999 წლის 19 აგვისტოს მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმდა მოპასუხის - შპს ა---ას დირექტორის მოთხოვნით.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კორპორაცია ქ---–----ის და მისი სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ მეანაბრეების: ნ-----–------------ის, ე-–------------------ის, დ-------–--–--------------–---–ის, მ-----------–-–---–ის, მ--–-------------ის, კ---------------–------ისა და ზ--------–------ის სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 30.10.97 წ. გადაწყვეტილებით და დ/წყაროს რაიონის სასამართლოს 16.04.99 წ. განჩინებით, კოოპერატივ ქ----------ისათვის კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ სასარგებლოდ დაკისრებული 57 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდისას კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალდამემკვიდრე შპს „ა---ას“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი მენაბრეები: ნ-----–------------ე, ე-–------------------ი, დონარა წ--–--------------–-ილი, მ-----------–-–---–ი, მ--–-------------ე, კ---------------–------ე და ზ--------–------ე მათთვის სააღსრულებო ფურცლებით მინიჭებული თანხის ფარგლებში. დაევალოს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს უფლებამონაცვლე მეანაბრეთა სასარგებლოდ გადახდა აწარმოოს კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ მიმართ სააღს. ფურცლებით მეანაბრეებისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შპს ა---ას (კორპორაცია „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე) საერთო ქონებაზე „ა---ას“ ქონების მოძიების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის №2-- განჩინებით შესწორდა 2005 წლის 3 ოქტომბრის №2-- გადაწყვეტილება იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილების თავზე, რომელიც მხარეებს აქვთ გადაგზავნილი გაუკეთდეს აღნიშვნა - დაუსწრებელი, დანარჩენ მოთხოვნებზე განმცხადებელს ეთქვა უარი უსაფუძველობის გამო.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დგინდება, რომ ამავე სასამართლოს 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების: კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას მეანაბრეების - ნ------------ის, ე----------ის, დ--–--–--------------–---–ის, მ---------–-–---–ის, მ----------ის, კ---–------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ქ----------ის კოოპერატივიდან ქ---–----ის სასარგებლოდ გადასახდელი 57 687,98 აშშ დოლარის გადახდა მოხდეს მათ სასარგებლოდ და ამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი. კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას მეანაბრეები - ნ------------ე, დ---------–---–ი, მ---------–-–---–ის, ზ---–------ე და კ----------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 129-132);
- 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 45-46);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინება (ტ. 1, ს.ფ. 55-57);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 93-100);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 47-48);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის 2-- განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 57-58);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო №--- ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 173);
4.4. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით დედოფლისწყაროს აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ იქნა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადება, საჯარო აუქციონის გამართვა და სხვა.
საცხოვრებელი სახლის გასხვისებაზე დაყადაღების აღნიშვნის საალფაბეტო წიგნში კოოპერატივ ქ----------ის დაყადაღებულია აღმასრულებლის მიერ 1999 წლის 2 ოქტომბერს.
სსკ ქ----------ის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა კოოპერატივის უძრავ-მოძრავი ქონების სია, ასევე დებიტორ-კრედიტორების სახელობითი სია.
სსრკ ქ----------ის მიერ 1999 წლის 10 ივლისს შედგა ქ---–----ის მეანაბრეთა საკუთრებაში ქონების გადაცემის ნუსხა და რაოდენობის აღწერის უწყისი (მათ შორის 3 ცალი ტრაქტორი ტ-150, ჩამოსაწერი).
დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 1999 წლის 29 ივნისის №-- ცნობის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის №-----ის საფუძველზე კოოპერატივ ქ----------ის დირექტორმა კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრე ნ------------ეს ნებაყოფლობით ვალში გადასცა კოოპერატივის კუთვნილი ავტოპარკის შენობა ღირებული 3000 ლარად, საიდანაც ნ------------ემ გადაიხადა 150 ლარი - ამოღებული თანხის 5%, რომელიც გაიგზავნა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ანგარიზე. აღმასრულებლის 1999 წლის 25 ივლისის №-- წერილის საფუძველზე თაობაზე შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი კოოპერატივ ქ----------ის დირექტორს - ა-------–---–სა და კორპორაცია ქ---–----ის მეანაბრე ნ------------ეს შორის ავტოპარკის შენობის გადაცემის თაობაზე.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს მეანაბრე აქციონერთა ზედამხედველობის სამსახურის რწმუნებულის კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრე ნ------------ესა და კოოპერატივ ქ----------ს შორის 1999 წლის 29 ივნისს მომხდარი მორიგების დამტკიცებაზე, როგორც მხარეთათვის მიუღებელი და სინამდვილის შეუსაბამო.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის N---- განჩინებით კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას დაზარალებული მეანაბრის, დაზარალებულ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის - ნ-----–------------ის განცხადება 1999 წლის 10 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად, როგორც დაუშვებელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 23 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ------------ის კერზო საჩივარი, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინება და განცხადება განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებო მოქმედებების ამსახველი აქტები (ტ. 2, ს.ფ. 138-195, 202, 204-226);
- საცხოვრებელი სახლის გასხვისებაზე დაყადაღების აღნიშვნის საალფაბეტო წიგნი (ტ. 3, ს.ფ. 64);
- აღწერის უწყისი (ტ. 2, 254-255);
- მიმართვა, თანდართული სიები (ტ. 2, ს.ფ. 251-255);
- 1999 წლის 30 აპრილის დაყადაღების აქტი (ტ. 2, ს.ფ. 210-215);
- დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 1999 წლის 29 ივნისის №-- ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 230);
- 3000 ლარის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. 2. ს.ფ.126);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 124);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის N---- განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 106-107);
- თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 23 მაისის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 89-92);
4.5. დედოფლისწყაროს რაიონის ქ----------ის კოოპერატივის დირექტორს - ა-–-------–---–სა და კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს შორის 1999 წლის 12 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზეც ნ-----–------------ეს გადაეცა საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების შესაბამისი სააღსრულებო ფურრცლის საფუძველზე, ასევე დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თანახმად დაკისრებული 57687 აშშ დოლარის სანაცვლოდ ქ----------ის კოოპერატივის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, შემდეგი ღირებულებით: 1. მიღება-ჩაბარების აქტით 66424 ლარის ღირებულების ქონება; 2. 135 ჰა ვენახი, 20250 ლარის ღირებულების; 3. უძრავ-მოძრავი ქონება 41684 ლარის ღირებულებით. აქტების ხელმოწერილის ადგილას დასმულია თარიღი 14.10.1999 წელი.
სსს ქ----------ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კორპორაცია „ქ---–----ის“ მენაბრეებისათვის ქ----------იდან 57 688, 98 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაცემულ იქნა 112 543 ლარის ქონება, გადასახდელი დარჩა 2814 ლარი.
2001 წლის 16 ივლისს კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას დაზარალებულ მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულმა - ნ-----–------------ემ განცხადებით მიმართა კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს; განცხადებით ნ-----–------------ემ აღმასრულებელს აცნობა მასსა და კოოპერატივ ქ----------ს შორის შედგენილი 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით ქონების გადაცემის ფაქტი. განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულება წარმოების შეწყვეტა და ყადაღის მოხსნა მოვალისაგან ნებაყოფლობით გადაცემული ქონების ნაწილში, ხოლო დარჩენილი 12460 ლარის ნაწილში მოითხოვა სააღსრულებო წარმოების გაგრძელება.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლო აღმასრულებლის 2005 წლის 25 აპრილის განკარგულებით კორპორაცია ქ---–----ის შპს ა---ას მეანაბრის, მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენლის ნ-----–------------ის მიმართ დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის წარმოება, რომლითაც კოოპერატივ ქ----------ს დაეკისრა 57687,98 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ, შეწყდა იმ ნაწილში რაც მოვალემ კოოპერატივმა „ქ----------მა“ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ქონების ღირებულებით დაფარა ნებაყოფლობით იმ თანხის ფარგლებში, რაც რეალურად გადაეცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.10.1999 წლის მიღება-ჩაბარების აქტები (ტ. 2, ს.ფ. 175-182);
- სსს ქ----------ის მიერ 17.11.1999 წ. გაცემული ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 291);
- კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას დაზარალებულ მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის - ნ-----–------------ის განცხადება (ტ. 2, ს.ფ. 238-241);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლო აღმასრულებლის 2005 წლის 25 აპრილის განკარგულება (ტ. 3, ს.ფ. 107);
4.6. სსს „ა-----–------–--ს“ სალიკვიდაციო კომისია და კორპორაცია ქ---–----ის პრეზიდენტს შორის 1997 წლის 7 მარტსა და 8 მარტს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები დავალიანების ანგარიშში უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის თაობაზე.
აღმასრულებელ - ბულაშვილის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მის წარმოებაში იმყოფებოდა 1997 წლის იანვრის თვიდან სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც კორპორაცია „ქ---–----ს“ საწარმო „ა-----–------–--დან“ ეკუთვნოდა 50000 ლარი. 1997 წლის 8 მარტის აქტის საფუძველზე კორპორაცია ქ---–----მა საწარმო „ა-----–------–--დან“ მიიღო 38 950 ლარის ქონება, ხოლო 7136 ლარი მიიღო საწარმოს სალაროდან. მისაღები დარჩა 3914 ლარი, რომელიც დღემდე არ მიუღია. ამავე ცნობაში დადასურებულია სსს ა-----–------–--ს მიერ კრედიტორ - ილია თუშიშვილზე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქონების გადაცემის ფაქტი.
1998 წლის 28 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ილია თუშიშვილის სასარგებლოდ დაკისრებული 29941 ლარის სანაცვლოდ სსს ა-----–------–--დან ილია თუთიშვილს გადაეცა დაყადაღებული ქონება, რომელიც არ გაიყიდა ნატურით, აღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენდა 29900 ლარს.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სს ა-----–------–--ს ადმინისტრაციის მხრიდან 1994 წლის 22 თებერვალს დადებული ხელშეკრულების დარღვევის გამო სს ა-----–------–--ს დაევალა კორპორაცია ქ---–----ისათვის მის მიერ გადახდილი შხამქიმიკატების ღირებულება 11000 ლარი.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა შპს ა---ას კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე მეანაბრეების ნ------------ის, ე----------ის და დ--–--–-------------–---–ის სარჩელი; დედოფლისწყაროს რაიონის გადაწყვეტილებით, რომლითაც სსს ა-----–------–--ს კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე ა---ას სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 11 000 ლარის, ანუ შესაბამისად 9800 აშშ დოლარის გადხდა, კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე ა---ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ნ------------ე, ე----------ი და დ--–--–-------------–---–ი.
1998 წლის 30 აგვისტოს შედგენილი აქტის თანახმად, ნ-----–------------ეს, როგორც კორპორაცია ქ---–----ის მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის წევრს ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნატურით ვალში 8000 ლარად გადაეცა კორპორაცია ქ---–----ის მიერ საწარმო ა-----–------–ოსგან მიღებული 11 000 ლარად შეფასებული მეძროხეობის ფერმა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალმემკვიდრის შპს „ა---ას“ მეანაბრეთა მოთხოვნა. კორპორაცია „ქ---–----ის“ სასარგებლოდ დაყადაღებული სსს „ა-----–------–--ს“ კუთვნილი ქონების (ამბულატორიის შენობის და საჩარხ მოწყობილობის) სარეალიზაციოდ დაინიშნა იძულებითი აუქციონი.
დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2000 წლის 9 სექტემბრის №--- წერილით ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ მის წარმოებაში იმყოფებოდა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც კორპორაცია ქ---–----ს საწარმო ა-----–------–--დან ეკუთვნოდა 50000 ლარი. მას მისაღები დარჩა ა-----–------–--ს კუთვნილი ამბულატორიის შენობა და საჩარხი მოწყობილობა. კანონის შეცვლასთან დაკავშირებით ქ---–----ის პრეზიდენტი სიტყვიერად გაფრთხილებული იქნა, რომ გაეფორმებინა ხელშეკრულება სააღსრულებო ბიუროში, მაგრამ მან არ შეასრულა. აღნიშნულის გამო სააღსრულებო ფურცლი დაუბრუნდა უკან 1999 წლის დეკემბერში, აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება გაუქმდა. ამჯერად აღნიშნული ქონება დაყადაღებულია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 30 ივნისის №------------- წერილით ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 23 მაისს სააღსრულებო ფურცელი №---- შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა უკან.
კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 17 ივლისის №--- წერილით დგინდება, რომ 2006 წლის 17 მაისს შპს ა---ას მეანაბრეთა რწმუნებულმა წარადგინა ს/ფურცელი №---- გაცემული დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს მიერ 1999 წლის 3 აპრილს, სს ქ----------ის მიმართ 74879 ლარის გადახდევინებაზე მეანაბრეთა რწმუნებულის ნ------------ის სასარგებლოდ. ს/ფურცელი იყო ქსეროასელი, რის გამოც 2006 წლის 23 მაისს დაუბრუნდა უკან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1997 წლის მიღება-ჩაბარების აქტები (ტ. 2, ს.ფ. 183-187);
- აღმასრულებელ - ბულაშვილის მიერ გაცემული ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 134);
- 1998 წლის 28 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. 2, ს.ფ. 188);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 125-128);
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბრის №----- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 154);
- 30.08.1998 წ. აქტი (ტ. 2, ს.ფ. 219);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 114-115);
- დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2000 წლის 9 სექტემბრის №--- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 223);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 30 ივნისის №------------- წერილი (ტ. 3. ს.ფ. 233);
- კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 17 ივლისის №--- წერილი (ტ. 4, ს.ფ. 149);
4.7. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის 2---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ/წყაროს საგადასახადო ინსპექციის სარჩელი. დაევალა მოპასუხე სოფ. ქ-------ის კოოპერატივ „ქ----------ს“ გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტს 287 850 ლარი. მასვე გადახდა სახ. ბაჟი 5000 ლარი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, დაკმაყოფილდა დ/წყაროს საგადასახადო ინსპექციის სარჩელი. დაევალა მოპასუხე სოფ. ქ-------ის კოოპერატივ „ქ----------ს“ გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტს 287 850 ლარი. მასვე გადახდა სახ. ბაჟი 5000 ლარი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 19 მაისს შედგა სსს ქვემოქედის ქონების დაყადაღების აქტი, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული 287 850 ლარის გადახდევინების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის 2---- გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 117);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 151-152);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 19 მაისის აქტი (ტ. 2, ს.ფ. 278-279);
4.8. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 20 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მოპასუხეს - სატრასტო კომპანია „ქ---–----ს“ გადახდა სულ 6929 ამერიკული დოლარისა და 2332000 რუსული რუბლის შესაბამისი ეროვნული ვალუტის ლარის გადახდა ლ---–--------ს სასარგებლოდ.
1999 წლის 7 ივლისს დედოფლისწყაროს აღმასრულებლის მიერ აღიწერა და დაყადაღდა კოოპერატივ ქ----------ის უძრავ-მოძრავი ქონება, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ლ---–----------–ის სასარგებლოდ დაკისრებული 6929 აშშ დოლარის ამოღებიის მიზნით.
კოოპერატივ ქ----------ის დირექტორსა და ლ--–----------–ს შორის შედგა მორიგების აქტი მასზედ, რომ 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული 6929 დოლარისა და 2332000 რუსული რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი წარმოებაში იყო დედოფლისწყაროს აღმასრულებელთან, სულ 8300 დოლარი. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული იყო ქ----------ის კუთვნილი ქონება, სულ 16050 ლარის ღირებულებით. მორიგების მხარეები თანხმობას აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ქონება გადასცემოდა ლ--–----------–ს, როგოც კრედიტორს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999 წლის სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა - ლ---–----------–სა და კოოპერატივ ქ----------ს შორის დადებული ხელწერილი 16 050 ლარის ღირებულების ქონების გადაცემის თაობაზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თელავის საოლქო პროკურატორის უფროსი გამომძიებლის მიერ 2005 წლის 24 თებერვალს გამოტანილი დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არაღძვრის შესახებ ზ------–---–ის, ნ------–-–---–ის, ი---------–---–ის, ვ--------ის, ი-------–--ის, ლ---------–ის მიმართ და 2005 წლის 25 თებერვლის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნაზე უარის თქმის და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დარჩა უცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 20 თებერვალს გაიცა №2/54 სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 174);
- 07.07.1999 წლის ქონების აღწერა-დაყადაღების აქტები (ტ. 2, ს.ფ. 307-308);
- 02.09.1999 წ. მორიგების აქტი (ტ. 2, ს.ფ. 294);
- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999 წლის სექტემბრის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 116);
- თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის დადგენილება (ტ. 4, ს.ფ. 1-15);
4.9. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილებით მოსარჩელის ნ-----–------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებისაგან - ნ-----–----------–ისაგან აფთიაქის შენობა; ე-–------------–ისაგან - საწყობი; ნ-------–---–-----ისაგან - ავტომანქანა ზილ 131, გ----–-------------–-–---–ისაგან - ავტობუსი, გ--------–-–---–ისაგან - ტრაქტორი მტ-57; თ-------------–---–ისაგან - ტ-25 და ავტომანქანა გაზ. 53; კ--------–--------–ისაგან - ტრაქტორი მტზ-80; ზ-----------–--ლისაგან და ე---------------–---–ისაგან - მეცხოველეობის ფერმის და საცხოვრებელი სახლის; გ---------------–---–ისაგან კომბაინი; „ნივა“; ე-–--------------–---–ისგან - კომბაინი „ნივა“; გ-----------------–ისგან - ტრაქტორი ტ-25; უ–-------–------------------–ისაგან - საწყობის; გ--------------–---–ისაგან ავტომანქანა - კამაზის; ნ--------–--------–ისაგან ტრაქტორი ტ-50-ის; მ-----–----–--------–ისაგან - კულტივატორის და მზესუმზირის სათესის; თ-----------------ისაგან - მტზ-80; ი----------–---–ისაგან - კომბაინი ნივას; მეცხოველეობის ფერმის; საცხოვრებელი სახლის; სტრავილების; ნივნების და კონსოლების უკანონო ფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რადგანც სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა, დავის საგნების მოთხოვნა მოითხოვს დამატებით დადასტურებას და შემოწმებას. ამიტომ მოთხოვნის მოცულობა განისაზღვროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეების - პ------------–---–ის, გ--------------ის, ა-----–-------------–ის, ბ--------–ის, ხ--–-–---–ის, ნ-------------–---–ის, თ-----------------–ის მიმართ სამოქალაქო საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილებით ნ-----–----------–ის, ე-–------------–ის, ზ--------------–---–ის, ნ-------–---–-----ის და სხვათა წარმომადგენლის შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამ საქმეზე დედოფლისყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა შემდეგი მითითება: „რადგანც სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა, დავის საგნების მოთხოვნა მოითხოვს დამატებით დადასტურებას და შემოწმებას. ამიტომ მოთხოვნის მოცულობა განისაზღვროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ“. გაუქმდა ამ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ხ---------–---------–---–ის და ზ-------------------------იძის მიმართ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა სარჩელი ხ---------–---------–---–ისაგან ტრაქტორის ტ-25-ის და ზ-------------------------იძისაგან ავტომანქანის „კამაზი“-ს გამოთხოვის თაობაზე. გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეების - პეტრე ტ---–---–ის, გ--------------ის, ა-----–-------------–ის, ბ--------–ის, ხ--–-–---–ის, ნ-------------–---–ის, თ-----------------–ის მიმართ სამოქალაქო საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდა სასამართლოს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ-----–------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაეკისრათ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა: 1. პ-------------–---–ისაგან ხორბლის და მზესუმზირის სათესი; 2. გ--------------ისაგან მეღორეობის ფერმა; 3. თ----------------–ისაგან ტრაქტორი მტზ-80; მზესუმზირის სათესი და ლაფეტი; 4. პ-------–---–ისაგან აგურის ქარხანა მთლიანად; 5. გ--------–-–---–ისაგან - გუთანი; 6. ა-----–-------------–ისაგან ტრაქტორი - ტ-25; გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 მარტის №----- განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, განიმარტა, რომ 2002 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ნატურით გადაეცა: 1. მეცხოველეობის კომპლექსი, №2 ფერმის გარდა, მთლიანად 1222.0 ლარი; 2. ამბულატორიის ორსართულიანი შენობა, მთლიანად 1400 ლარი; 3. ავტოპარკის - 700 ლარი; 4. ჩარხა-დაზგა - 500 ლარი; 5. ვეტამბულატორიის შენობა - 500 ლარი; 6. მარცვლის სანიავებელი - 500 ლარი; 7. მარცვლის სატვირთი - 500 ლარი; 8. მარცვლის საწმენდი - 500 ლარი; სულ 8733 აშშ დოლარიდან მისაღები დარჩა 1103 აშშ დოლარი. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 93-100);
- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 168-170);
- თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 81-88);
- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 160-162);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 60);
- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 164);
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 მარტის №----- განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 70);
- სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 163);
4.10. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის 2--- განჩინებით ყადაღა დაედო კოოპერატივ ქ----------ის ქონებას 500 000 ლარის ფარგლებში ა---------–--------–-----ის, თემურ კურეტიშვილის, ე---------------–---–ის, ვ------------ის, ა---------–----------–ის, შ-------------–---–ისა და ს------–---–-----ის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებს. სარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა ზარალის ანაზღაურებას. 2006 წლის 28 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს 2006 წლის 27 ივნისის №------------- წერილით კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ სოფ. ქ----------ში მცხოვრებ ა---------–----------–ს, შ-------------–---–სა და ს------–---–-----ს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხებოდათ, ხოლო ა---------–--------–-----ის, თ----------------–---–ისა და ე---------------–---–ის სახელზე ირიცხებოდა კონკრეტულის ავტომანქანები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 16 ივნისის №--- წერილით კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს ეცნობა ა---------–--------–-----ის, ე---------------–---–ის, თემური ხ--–-–---–ის, შ-------------–---–ისა და სიმონი წიკლაურის სახელზე რიცხული ქონების შესახებ. ასევე ეცნობა, რომ ვ------------ისა და ა---------–----------–ის სახელზე ქონება არ იყო რეგისტრირებული.
2006 წლის 12 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს წარეწდგინა მიმართვა მოვალეთა სახელზე რიცხული ქონების დაყადაღების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის №---- განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 55);
- 28.04.2006 წლის სააღსრულებო ფურცელი (ტ. 2, ს.ფ. 167);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს 2006 წლის 27 ივნისის №------------- წერილი, თანდართული სია (ტ. 3, ს.ფ. 228-229);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 16 ივნისის №--- წერილი (ტ. 3. ს.ფ. 232);
- 2006 წლის 12 ივნისის №------- მიმართვა (ტ. 3, ს.ფ. 231);
4.11. დედოფლისწყაროს აღმასრულებლების მიერ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოვალეების მიმართ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2005 წლის 25 აპრილის განკარგულებით დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ფარგლებში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნ-----–------------ეს საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივ ქ----------იდან გადაცემული მეცხოველეობის კომპლექსი მთლიანად, აგურის ქარხანა, 135 ჰა ვენახი, მეღორეობის 3 ფერმა თავისი სახლებით და სათავსოებით, სადურგლო სახელოსნოს შენობა სოფლის ბოლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოვალეთა გაფრთხილებისა და ქონების შესანახად გადაცემის აქტები (ტ. 3, ს.ფ. 133-199);
- კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2005 წლის 25 აპრილის განკარგულება (ტ. 8, ს.ფ. 185);
4.12. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის ხელშეშლის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე მოსარჩელეები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს ბრძანებებით სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა კორპორაცია ქ---–----ის უფლებამონაცვლე შპს ა---ას მეანაბრეთათვის მიკუთვნებული უძრავ-მოძრავი ქონების ამოღება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებები (ტ. 4, ს.ფ. 150-177);
- ბრძანებები (ტ. 4. ს.ფ. 178-212);
4.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2005 წლის 15 ივნისის №--------- წერილით კორპორაცია „ქ---–----ისა“ და ა---ას მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენელს ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამჯერ დაინიშნა აღსრულება და უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილი ჩაბარდა მას, თუმცა მოვალე მხარის წინააღმდეგობის გამო სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა მთლიანად ვერ შესრულდა. უმოკლეს ვადაში მოხდებოდა აღსრულების ჩანიშვნა და თარიღი ეცნობებოდათ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2002 წლის 22 ივლისის №--------- წერილით ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ სს „ა-----–------–--ს“ ქონების აუქციონის დანიშვნისათვის საჭირო იყო ხარჯის გაღება, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდებოდა უკან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2002 წლის 13 თებერვლის №------------ წერილით ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული განცხადება სსს „ა-----–------–--ს“ და სს კოოპერატივი ქ----------ის მიმართ. გაკოტრების საქმის გახსნის შემდეგ, გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიების განხორციელება არ დაიშვება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2000 წლის 28 თებერვლის №--------- წერილით კრედიტორებს ეცნობათ, რომ ავტომანქანა კამაზის გასხვისება, ასევე 4000, 8343 და 4000 ლარის სს ქ----------ისაგან სს ქ------სათვის სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადაცემა მიჩნეულ იქნა კანონიერად. ასევე სს ა-----–------–--საგან ამოსაღები 9800 აშშ დოლარის თაობაზე, წარდგენილი უნდა ყოფილყო სააღსრულებო ფურცლის დედანი. გარდა ამისა, 3 ცალი ტრაქტორი ტ-150-ის თაობაზე, განმცხადებლებს ეცნობათ, რომ ამ ნაწილში აღსრულებისათვი საჭირო იყო აღსრულების ხარჯის გაღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2005 წლის 15 ივნისის №--------- წერილი (ტ. 4, ს.ფ. 62);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2002 წლის 22 ივლისის №--------- წერილი (ტ. 4, ს.ფ. 73);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2002 წლის 13 თებერვლის №------------ წერილი (ტ. 4, ს.ფ. 75);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2000 წლის 28 თებერვლის №--------- წერილი (ტ. 3, ს.ფ. 78-80);
4.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2006 წლის 17 აპრილის დასკვნის თანახმად, კორპორაცია „ქ---–----ისა“ და ა---ას მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენლის ნ-----–------------ის განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის გამო შესაბამისი პირების დასჯას, მოკვლევის შედეგად აღნიშნული წარმოება ვერ იქნა მოძიებული და სამსახურებრივი შემოწმების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა კახეთის საოლქო პროკურატურას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2000 წლის 25 სექტემბრის №-------- წერილით მ---------–---–ს ეცნობა, რომ სამინისროში წარდგენილ საჩივარში მიღითებული იყო აღმასრულებლების, ასევე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ქმდებაში სიყალბის და დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე. ამის გამო აღნიშნული წერილი გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს №-------- წერილით კორპორაცია „ქ---–----ისა“ და ა---ას მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენელს ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ საჩივრის შესწავლის შემდეგ სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი სააღსრულებო წარმოებები დაუბრუნდა სააღსრულებო ბიუროს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1999 წლის 7 მაისის №------ წერილით დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლო აღმასრულებელს მიეცა მითითება, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით მიეღო ყველა ზომა, რათა არ მომხდარიყო გაჭიანურება.
2004 წლის 24 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ აღმასრულებელ მ------–--ის მეუღლის მიერ წარდგენილ იქნა მ------–--ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები და გადაეცა კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2006 წლის 17 აპრილის დასკვნა (ტ. 4, ს.ფ. 46-49);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2000 წლის 25 სექტემბრის №-------- წერილი (ტ. 4, ს.ფ. 77);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1999 წლის 7 მაისის №------ წერილი (ტ. 4, ს.ფ. 85);
- მიღება-ჩაბარების აქტი, თანდართული სია (ტ. 3, ს.ფ. 66-67);
4.15. 1998 წლის 25 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნ-----–------------ემ კუთვნილი აგურის ქარხნის შენობა, მდებარე დედოფლისწყაროს სოფ. ა-----–------–--ში გაყიდა თეიმურაზ ფიროსმანაშვილზე.
2009 წლის 1 ოქტომბრის ქირავნობის ხელშეკრულებით ნათელა გოდერიძემ ვ-----–--------ს სარგებლობაში გადასცა ფერმის შენობა დედოფლისწყაროს რაიონში ალაზნის ტერიტორიაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 3, ს.ფ. 279);
ქირავნობის ხელშეკრულება (ტ. 8, ს.ფ. 355-356)
4.16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, გ---–-------–--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. ლ---–----------–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4. გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება; 5. ლ---–----------–ის სარჩელი დარჩა განუხილველად; 6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დარჩა განუხილველად;
ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კოოპერატივ „ქ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივის ყოფილმა დირექტორმა ა-–----------------–---–მა კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ-----–------------ეს გადასცა კოოპერატივ „ქ----------ის“ ბალანსზე რიცხული ქონება, კოოპერატივ „ქ----------ს“ უარი ეთქვა კორპორაცია „ქ---–----სა“ და კოოპერატივ „ქ----------ს“ შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე უსაფუძვლობის გამო, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების: შემოსავლების სამსახურისა და ლ---–----------–ის სარჩელები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ----------ის“ დირექტორმა ა-–----------------–---–მა კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ-----–------------ეს გადასცა კოოპერატივ „ქ----------ის“ ბალანსზე რიცხული ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნაზის ბარამიძისა და ა--------------ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ----------ის“ სარჩელი კოოპერატივ „ქ----------ის“ დირექტორ ალექსანდრე პაპაშვილსა და კოოპერატივ „ქ---–----ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა---ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ-----–------------ეს შორის გაფორმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სსიპ „შემოსავლების სამსახურისა“ და ლ---–----------–ის მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის №ას-320-303-2017 განჩინება (ტ. 8, 293-301);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 2000 წლის 20 აპრილს წარედგინა სასარჩელო განცხადება სს კორპორაცია ქ---–----ის, შპს ა---ასა და სს ო-----------ის 23 კრედიტრის სახელით, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსს - ი-------–--ეს დაეკისროს კანონიერ ძალაში შეული სასამართლო გადაწყვეტილებებში დასახელებული თანხების გადახდა, რომელიც კანონის თანახმად უნდა გადაიხადოს სს კორპორაცია „ქ---–----მა“, შპს ა---ამ და სს ო-----------მა; თანხის გადახდა მოხდეს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ანგარიშიდან, მათვე დაეკისროთ მორალური, მატერიალური და ქონებრივი ზარალის საკომპენსაციოდ 50 000 $-ის გადახდა (ტ. 1, ს.ფ. 1-20).
2006 წლის 6 ნოემბერს მოსარჩეელბმა წარადგინეს სასარჩელო განცხადება, სადაც მოპასუხეებად დაასახელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კახეთის სააღსრულებო ბიურო და სააღსრულებო დეპარტამენტი; აღნიშნული სასარჩელო განცხადებით გარდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა, მოსარჩელე მხარემ ასევე კახეთის სააღსარულებო ბიუროს მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოებრის განჩინებით მოსარჩელე „ო-----------ის“ კრედიტორების: დ--–--–-----ას, ნ------------ის, ნ----------ის, თ---------–---–ის, ო---------–---–ის, ც---------ის, ნ---------ის, დ--------ის, მ----------იას, ნ---------ის, ნ---------ის, ლ----------ის, გ----------იძის, ნ-----------ის, თ---------ის, ე-----------ის, ნ------------ის, ნ---–----------ის, შ-----------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მიმართ, სს ო-----------ის მიმართ არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველი.
2008 წლის 4 ივნისს მოსარჩელეების - შ--–------------ის, ნ-------------ის, ზ-------–---–-----ის, ო-–-----–------ის, ა--------------ის, დ-------–--–--------------–---–ის, ე-–------------------ის, გ-------------ის, მ-----------–-–---–ის, მ--–-------------ის, ზ--------–------ისა და ნ-----–------------ის მიერ წარმოდგენილ იქნა განხცადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე. მოსარჩელეთა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით:
1. დაევალოთ მოპასუხეებს დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინებისა და №---- სააღსრულებო ფურცლის; ასევე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №----06 გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კოოპერატივ ქ----------იდან 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების ღირებულებასა და გადასაცემ თანხებს შორის სხვაობის თანხების ამოღება;
2. მოპასუხეებს დაევალოთ სს ა-----–------–--დან ქ---–----ზე გადაცემული 3 ცალი ტრაქტორი ტ-150-ის მოძიება იძულებით აუქციონზე გაყიდვის მიზნით;
3. მოპასუხეებს დაევალოთ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და დედოფლისწყაროს სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს; 1. აგურის ქარხანა; 2. ავტომანქანა კამაზი (ხ-----------ე) 3. ავტომანქანა კამაზი (------–---–ი); 4. ტრაქტორი მტზ-80 (ნ-------------–---–ი); 5. ტრაქტორი მტზ - 80; 6. მეღორეობის ფერმა თავისი სახლით (ნ----–---–ი); 7. მეღორეობის ფერმა თავისი სახლით (ქ---------ე); 8. მარცვლეულის საწყობი (მ-------–ი); 9. აფთიაქი (ნ. მ-------–ი); 10. ტრაქტორი ტ-25 (დ-------–ი); 11. ტრაქტორი ტ-25 (მ-----------–ი); 12. ტრაქტორი ტ-25 (ო----–---–ი); 13. სათესი (მ---------------ე); 14. ტრაქტორი მტზ-80 (ხ--–--------–-----ო); 15. ტრაქტორი მტზ-80 (ხ----------–-------ა); 16. ტრაქტორი დტ-75 (ხ--–-–---–------ა და პ-------–---–ი); 17. ხორბლის სათესი (ტ----–---–--------ე); 18. ტრაქტორი მტზ-80; 19. ლაფეტი ორღერძიანი; 20. მზესუმზირის სათესი (ბ---------–---------ი); 21. გუთანი (ხ--–-–---–------ა); 22. ავტომანქანა გაზ-53 (ო----–---–----------ი); 23. ზილ-130 (ხ--–-–---–------ა); 24. ავტომანქანა გაზ-53 (ო----–---–----------ი); 25. ზილ-130 (წ---–-------------ი); 26. ზილ-130 (ქ-----–---–--------ო); 27. ზილ-130 (გ---------–---–------ო); 28. ავტობუსი (ნათათრაშვილი გოგალი). 29. სათესი (ა-------–--–-ა) 30. მეცხოველეობის კომპლექსი; 31. ვენახი;
4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა;
5. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზარალის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა;
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები (პირველი სამი მოთხოვნა), რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ აღმასრულებლის უმოქმედობის თაობაზე განცხადებულ პრეტენზიას და მოსარჩელეთა მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დავალებად იქნა ფორმულირებული, უნდა შეფასდეს ცალკე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროსა და კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო ცალკე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი, ვინაიდან მათ მიმართ ხსენებული მოთხოვნის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლებით.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე საქართველოს კონსტიტუციის (ამჟამად მოქმედი) 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლოს სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების არსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. ამავე კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისიდან) 113-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-20 მუხლის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი მოქმედებას იწყებს კრედიტორის მიერ აღსრულების თაობაზე წერილობით შეტანილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს აღსრულების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცელი. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდება კრედიტორს. აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება უქმდება.
ამავე კანონის 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს თუ მოვალეს არ გააჩნია ქონება ან შემოსავალი, რომლიდანაც შეიძლება მოხდეს გადახდევინება;
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, თუ ეჭვს იწვევს აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის უკან დაბრუნების მართლზომიერება, გადაწყვეტილებას აღმასრულებლის, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო.
7.2.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის კომერციულ სასოფლო-სამეურნეო საწარმო ,,ქ----------ს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა---ას“ (კორპორაცია „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება 74 879 ლარი.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, დაკმაყოფილდა კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე შპს ა---ას მეანაბრეთა მოთხოვნა: საქ. უზ. საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებიდან, რომლის შესაბამისად დ/წყაროს რაიონის კომერც. სსს „ქ----------ს“ დაკისრებული აქვს 74 879 (სამოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა კორპ. „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ სასარგებლოდ, ამოიწეროს აღმასრულებელი ფურცელი და გადაეცეს აღმასრულებელს სისრულეში მოსაყვანად. გადაწყვეტილებით სსს „ქ----------ისათვის“ დაკისრებული თანხა 74 879 (სამოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაცხრამეტი) ლარი განისაზღვროს მყარი ვალუტით გადახდის პერიოდში არსებული კურსით, რაც შეადგენს 57 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარს და 98 ცენტს. მომავალში სსს ქ----------ან გადახდევინება მოხდეს 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარის და 98 ცენტის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ-----–------------ის მოთხოვნა, განმარტებულ იქნა, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებიდან აღმასრულებელი ფურცლის ამოწერის შესახებ დ/წყაროს 1999 წლის 16 აპრილის №----- განჩინება გამოტანილ იქნა 12 მეანაბრის: მ---------–---–ი, კ----------ის, ზ--–------ის, მ---------–-–---–ის, მ----------ის, გ--------–---–-სა და ა-----–--ის ერთობლივი განცხადების საფუძველზე. ასევე განემარტა სასამართლო აღმასრულებელს, რომ კორპორაცია ქ---–----ის კუთვნილი თანხა და ქონება, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს იგი, დავალიანების დაფარვის მიზნით მიეკუთვნოს კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეებს.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კორპორაცია ქ---–----ის და მისი სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ მეანაბრეების: ნ-----–------------ის, ე-–------------------ის, დონარა წ--–--------------–-ილის, მ-----------–-–---–ის, მ--–-------------ის, კ---------------–------ისა და ზ--------–------ის სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 30.10.97 წ. გადაწყვეტილებით და დ/წყაროს რაიონის სასამართლოს 16.04.99 წ. განჩინებით, კოოპერატივ ქ----------ისათვის კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ სასარგებლოდ დაკისრებული 57 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდისას კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალდამემკვიდრე შპს „ა---ას“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი მენაბრეები: ნ-----–------------ე, ე-–------------------ი, დ-----ა წ--–--------------–-ილი, მ-----------–-–---–ი, მ--–-------------ე, კ---------------–------ე და ზ--------–------ე მათთვის სააღსრულებო ფურცლებით მინიჭებული თანხის ფარგლებში. დაევალა სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს უფლებამონაცვლე მეანაბრეთა სასარგებლოდ გადახდა აწარმოოს კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ მიმართ სააღს. ფურცლებით მეანაბრეებისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შპს ა---ას (კორპორაცია „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე) საერთო ქონებაზე „ა---ას“ ქონების მოძიების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დადგენილია, რომ 1998 წლის 30 აგვისტოს შედგენილი აქტის თანახმად, ნ-----–------------ეს, როგორც კორპორაცია ქ---–----ის მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის წევრს ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნატურით ვალში 8000 ლარად გადაეცა კორპორაცია ქ---–----ის მიერ საწარმო ახილოსკალოსგან მიღებული 11 000 ლარად შეფასებული მეძროხეობის ფერმა.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის ქ----------ის კოოპერატივის დირექტორს - ა-–-------–---–სა და კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს შორის 1999 წლის 12 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზეც ნ-----–------------ეს გადაეცა საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების შესაბამისი სააღსრულებო ფურრცლის საფუძველზე, ასევე დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თანახმად დაკისრებული 57687 აშშ დოლარის სანაცვლოდ ქ----------ის კოოპერატივის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, შემდეგი ღირებულებით: 1. მიღება-ჩაბარების აქტით 66424 ლარის ღირებულების ქონება; 2. 135 ჰა ვენახი, 20250 ლარის ღირებულების; 3. უძრავ-მოძრავი ქონება 41684 ლარის ღირებულებით. აქტების ხელმოწერილის ადგილას დასმულია თარიღი 14.10.1999 წელი.
დადგენილია, ასევე ის ფაქტი, რომ სსს ქ----------ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კორპორაცია „ქ---–----ის“ მენაბრეებისათვის ქ----------იდან 57 688, 98 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაცემულ იქნა 112 543 ლარის ქონება, გადასახდელი დარჩა 2814 ლარი.
2001 წლის 16 ივლისს კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას დაზარალებულ მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულმა - ნ-----–------------ემ განცხადებით მიმართა კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს; განცხადებით ნ-----–------------ემ აღმასრულებელს აცნობა მასსა და კოოპერატივ ქ----------ს შორის შედგენილი 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით ქონების გადაცემის ფაქტი. განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და ყადაღის მოხსნა მოვალისაგან ნებაყოფლობით გადაცემული ქონების ნაწილში, ხოლო დარჩენილი 12460 ლარის ნაწილში მოითხოვა სააღსრულებო წარმოების გაგრძელება.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლო აღმასრულებლის 2005 წლის 25 აპრილის განკარგულებით კორპორაცია ქ---–----ის შპს ა---ას მეანაბრის, მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენლის ნ-----–------------ის მიმართ დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის წარმოება, რომლითაც კოოპერატივ ქ----------ს დაეკისრა 57687,98 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ, შეწყდა იმ ნაწილში რაც მოვალემ კოოპერატივმა „ქ----------მა“ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ქონების ღირებულებით დაფარა ნებაყოფლობით იმ თანხის ფარგლებში, რაც რეალურაც გადაეცა.
დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2000 წლის 9 სექტემბრის №--- წერილით ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ მის წარმოებაში იმყოფებოდა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც კორპორაცია ქ---–----ს საწარმო ა-----–------–--დან ეკუთვნოდა 50000 ლარი. მას მისაღები დარჩა ა-----–------–--ს კუთვნილი ამბულატორიის შენობა და საჩარხი მოწყობილობა. კანონის შეცვლასთან დაკავშირებით ქ---–----ის პრეზიდენტი სიტყვიერად გაფრთხილებული იქნა, რომ გაეფორმებინა ხელშეკრულება სააღსრულებო ბიუროში, მაგრამ მან არ შეასრულა. აღნიშნულის გამო სააღსრულებო ფურცლი დაუბრუნდა უკან 1999 წლის დეკემბერში, აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება გაუქმდა. ამჯერად აღნიშნული ქონება დაყადაღებულია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 30 ივნისის №------------- წერილით ნ-----–------------ეს ეცნობა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 23 მაისს სააღსრულებო ფურცელი №---- შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა უკან.
კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 17 ივლისის №--- წერილით დგინდება, რომ 2006 წლის 17 მაისს შპს ა---ას მეანაბრეთა რწმუნებულმა წარადგინა ს/ფურცელი №---- გაცემული დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს მიერ 1999 წლის 3 აპრილს, სს ქ----------ის მიმართ 74879 ლარის გადახდევინებაზე მეანაბრეთა რწმუნებულის ნ------------ის სასარგებლოდ. ს/ფურცელი იყო ქსეროასელი, რის გამოც 2006 წლის 23 მაისს დაუბრუნდა უკან.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: 1. დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კოოპერატივ ქ----------იდან 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების ღირებულებასა და გადასაცემ თანხებს შორის სხვაობის თანხების ამოღება; 2. მოპასუხეებს დაევალოთ სს ა-----–------–--დან ქ---–----ზე გადაცემული 3 ცალი ტრაქტორი ტ-150-ის მოძიება იძულებით აუქციონზე გაყიდვის მიზნით, ეფუძნება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მოთხოვნას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წლების მანძილზე იძულებითი აღსრულების მიმდ-----ეობისას სასამართლო აღმასრულებლის მიერ განხორციელდა არაერთი სააღსრულებო მოქმედება მოვალის ქონების მოძიებნის, მათი დაყადაღების და შესანახად გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი ოქმები, რაც ერთვის საქმეს. ასევე აღასრულებლის მიერ მოთხოვნილ იქნა სასამართლოსათვის განმარტება, ვინაიდან იმჟამად შპს ა---ას რეგისტრაცია გაუქმებული იყო სასამართლო განჩინებით. ამასთან, დადგენილია ასევე ის ფაქტი, რომ მოვალის სს ქ----------ის მიერ ქონების დაყადაღების შემდეგ სხვა პირისათვის გადაცემა გასაჩივრებულ იქნა სათანადო წესით, ასევე ამ ფაქტზე აღმასრულებელმა მიმართა პროკურატურას, რაც აცნობა მიწის მართვის სამმართველოს (ტ. 2, ს.ფ. 225). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ კორპორაცია ქ---–----ის უფლებამონაცვლე ა---ას 12 კრედიტორის მოთხოვნის აღსასრულებლად, კორპორაცია ქ---–----ის უფლებამონაცვლე შპს ა---ას მოვალემ - სსს ქ----------მა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილში გადაწყვეტილება ნებაყოფლობით შეასრულა როგორც თანხების გადაცემით, ისე მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული უძრავ მოძრავი ქონების გადაცემით. საბოლოოდ, კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 23 მაისს სააღსრულებო ფურცელი №---- შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა უკან კრედიტორს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია იმ გარემოების დადგენა, დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კოოპერატივ ქ----------იდან ამოსაღები თანხების რა ნაწილი დარჩა აღსასრულებელი, ვინაიდან აღნიშნული სცდება მოთხოვნის ფარგლებს; მოსარჩელე მხარე 06.11.06. წარმოდგენილი განცხადებით მიუთითებდა, რომ აღნიშნული თანხა შეადგენდა 20 000 ლარს (საქმეში დაცულია სხვადასვა დოკუმენტი, მათ შორის სსს ქ----------ის ცნობა, სადაც დაფიქისრებულია ამოსაღები თანხის სხვადასხვა ოდენობა). მოცემული მოთხოვნის ნაწილში დავის საგანია, ქ----------იდან 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების ღირებულებასა და გადასაცემ თანხებს შორის სხვაობის თანხების ამოღება, ასევე ქ----------ის ბალანსზე რიცხული 3 ცალი ტრაქტორის ტ-150-ის მოძიება იძულებით აუქციონზე გაყიდვის მიზნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დღეის მდგომარეობით სააღსრულებო წარმოება ხსენებული გადაწყვეტილებების თაობაზე დასრულებულია და სააღსრულებო ფურცელი კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში აღარ იმყოფება (დაუბრუნდა კრედიტორს, პირველად შეუსრულებელი სახით, ხოლო მეორედ - ვინაიდან ასლის სახით იყო წარდგენილი) მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების დავალების მოთხოვნით მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
7.2.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, დაკმაყოფილდა კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე შპს ა---ას მეანაბრეთა მოთხოვნა: საქ. უზ. საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებიდან, რომლის შესაბამისად დ/წყაროს რაიონის კომერც. სსს „ქ----------ს“ დაკისრებული აქვს 74 879 (სამოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა კორპ. „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ სასარგებლოდ, ამოიწეროს აღმასრულებელი ფურცელი და გადაეცეს აღმასრულებელს სისრულეში მოსაყვანად. გადაწყვეტილებით სსს „ქ----------ისათვის“ დაკისრებული თანხა 74 879 (სამოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაცხრამეტი) ლარი განისაზღვროს მყარი ვალუტით გადახდის პერიოდში არსებული კურსით, რაც შეადგენს 57 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარს და 98 ცენტს. მომავალში სსს ქ----------ან გადახდევინება მოხდეს 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარის და 98 ცენტის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.
დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ-----–------------ის მოთხოვნა, განმარტებულ იქნა, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებიდან აღმასრულებელი ფურცლის ამოწერის შესახებ დ/წყაროს 1999 წლის 16 აპრილის №----- განჩინება გამოტანილ იქნა 12 მეანაბრის: მ---------–---–ი, კ----------ის, ზ--–------ის, მ---------–-–---–ის, მ----------ის, გ--------–---–-სა და ა-----–--ის ერთობლივი განცხადების საფუძველზე. ასევე განემარტა სასამართლო აღმასრულებელს, რომ კორპორაცია ქ---–----ის კუთვნილი თანხა და ქონება, სადაც არ უნდა აღმონდეს იგი, დავალიანების დაფარვის მიზნით მიეკუთვნოს კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეებს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი 2005 წლის 3 ოქტომბრისათვის შემდეგი შინაარსის იყო: სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს გაცემული 2-- სააღსრულებო ფურცლით დგინდება, რომ ამავე სასამართლოს 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების: კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას მეანაბრეების - ნ------------ის, ე----------ის, დ--–--–--------------–---–ის, მ---------–-–---–ის, მ----------ის, კ---–------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ქ----------ის კოოპერატივიდან ქ---–----ის სასარგებლოდ გადასახდელი 57 687,98 აშშ დოლარის გადახდა მოხდეს მათ სასარგებლოდ და ამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი. კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს კორპორაცია „ქ---–----ის“ შპს ა---ას მეანაბრეები - ნ------------ე, დ---------–---–ი, მ---------–-–---–ის, ზ---–------ე და კ----------ე;
აღნიშნული განჩინების შინაარსიდან დგინდება, რომ იგი მიღებულია დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ.
ამასთან, დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება; აღნიშნულ საქმეზე 1999 წლის 19 აგვისტოს მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმდა მოპასუხის - შპს ა---ას დირექტორის მოთხოვნით.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კორპორაცია ქ---–----ის და მისი სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ მეანაბრეების: ნ-----–------------ის, ე-–------------------ის, დონარა წ--–--------------–-ილის, მ-----------–-–---–ის, მ--–-------------ის, კ---------------–------ისა და ზ--------–------ის სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 30.10.97 წ. გადაწყვეტილებით და დ/წყაროს რაიონის სასამართლოს 16.04.99 წ. განჩინებით, კოოპერატივ ქ----------ისათვის კორპორაცია ქ---–----ის სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ სასარგებლოდ დაკისრებული 57 687 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასოთხმოცდაშვიდი) დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდისას კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალდამემკვიდრე შპს „ა---ას“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი მენაბრეები: ნ-----–------------ე, ე-–------------------ი, დონარა წ--–--------------–-ილი, მ-----------–-–---–ი, მ--–-------------ე, კ---------------–------ე და ზ--------–------ე მათთვის სააღსრულებო ფურცლებით მინიჭებული თანხის ფარგლებში. დაევალოს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს უფლებამონაცვლე მეანაბრეთა სასარგებლოდ გადახდა აწარმოოს კორპორაცია „ქ---–----ის“ და მისი სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ მიმართ სააღს. ფურცლებით მეანაბრეებისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შპს ა---ას (კორპორაცია „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე) საერთო ქონებაზე „ა---ას“ ქონების მოძიების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინებით, ისე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა №2---- მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და შემდგომში დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად აღნიშნულ საპროცესო დოკუმენტებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები ადგენდა კორპ. „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე შპს „ა---ას“ უფლებამონაცველედ - მის მეანაბრეებს - ნ------------ეს, ე----------ს, დ--–--–--------------–---–ს, მ---------–-–---–ს, მ----------ეს, კ---–------ეს და სხვებს (სულ 12 მეანაბრე) საქ. უზ. საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის №6--- გადაწყვეტილებით კორპორაცია ქ---–----ისათვის მიკუთვნებული 74 879 ლარის (57 687,98 აშშ დოლარის) ფარგლებში, ამავე კრედიტორების მიერ კორპორაცია ქ---–----ისაგან სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად მისაღები თანხების პროპორციულად.
სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების მიხედვით 1999 წლის 30 აპრილს გაცემული №---- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იძულებითი აღსრულება წლების მანძილზე მიმდ-----ეობდა და 2006 წელს დასრულდა. ასევე აღსრულება მიმდ-----ეობდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს გაცემულ №2---- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა - დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს №----06 სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემულ ქონების ღირებულებასა და აღსრულებელი მოთხოვნის ღირებულებაში შორის სხვაობის აღსრულების დავალება, თავისი შინაარსით წარმოადგენს მოპასუხე - სააღსრულებო ბიუროსათვის საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 30.10.97 წ. გადაწყვეტილებით მიკუთვნუბული თანხის მოვალისაგან ამოღებისათვის იძულებითი აღსრულების დავალებას.
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სსს ქ----------ს დაეკისრა გადასახდელი თანხა და იგი აღსრულების მიზნებისათვის წარმოადგენს მოვალეს, მიღებულია 1997 წლის 30 ოქტომბერს. ის ფაქტი, რომ იძულებითი აღსრულების პროცედურის ხელშეწყობის მიზნით, წლების მანძილზე საჭირო ხდებოდა სასამართლოს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კრედიტორი პირების დადგენა და განმარტება, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მოვალეს თანხის გადახდა 1997 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა. აღნიშნული თანხის ნაწილში მოვალემ ნებაყოფლობით შეასრულა მოთხოვნა უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე თანხის კრედიტორისათვის გადაცემით. მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს თუ რა თანხის ნაწილი დარჩა აღსასრულებელი სსს ქ----------ის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისა და სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნებით იძულებითი აღსრულების დასრულების (2006 წელს) შემდეგ. აღნიშნული საკითხი სცდება მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებებში ასახულ თანხასა და ნებაყოფლობით გადაცემულ ქონებას შორის სხვაობის ამოღებისათვის იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დავალებას მოპასუხისათვის.
სასამართლო მოიხმობს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. როგორც უკვე დადგენილ იქნა ძირითადი სააღსრულებო ფურცელის, საქმეზე №---- აღმასრულებლის მიერ დაუბრუნდა კრედიტორს, შესაბამისად, აღნიშნული წარმოება, მიუხედავად 2006 წელს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა, დასრულებულია და აღარ მიმდ-----ეობს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: გავიდა გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (2006 წელს მოქმედი რედაქცია); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეთათვის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს №----06 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა მოსარჩელემ თავდაპირველად 2008 წელს დააყენა სასამართლოში წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დავალების მოთხოვნა ასევე ასახული იყო 2006 წელს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებაში, კერძოდ P.S.-ის სახით დამატებით მინაწერი ტექსტის შინაარსში. ამავე განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის 2--- განჩინების აღუსრულებლობაზე, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების განჩინებას, რომლითაც ყადაღა დაედო კოოპერატივ ქ----------ის ქონებას 500 000 ლარის ფარგლებში ა---------–--------–-----ის, თემურ კურეტიშვილის, ე---------------–---–ის, ვ------------ის, ა---------–----------–ის, შ-------------–---–ისა და ს------–---–-----ის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებს. სარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა ზარალის ანაზღაურებას. 2006 წლის 28 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საქმეში დაცულია სასამართლო აღმასრულებლის მიერ იმჟამად განხორციელებული მოქმედებების ამსახველი დოკუმენტები (წერილები, აქტები), რომლებიც ადასტურებს მოვალედ დასახელებული პირების ქონების მოძიებისა და დაყადაღების ფაქტს (იხ. 4.8. ფაქტობრივი გარემოება). შესაბამისად, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის 2--- განჩინების აღსასრულებლად შესაბამისი ღონისძიებები განხორციელებული იყო სააღსრულებო ფურცლის წარდგენისთანავე.
ამდენად, მოპასუხეთათვის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს №----06 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის დაყენების მომენტში (2008 წელს) უკვე ხანდაზმული იყო, ვინაიდან ამ დროისათვის გასული იყო თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადა, ვინაიდან სსს ქ----------ს თანხის გადახდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 30.10.97 წ. გადაწყვეტილებით დაეკისრა. აღნიშნულს დასკვნას ვერ ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ აღნიშნული 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა უფლებამონაცვლე კრედიტორი პირები.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდ-----ე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის კომერციულ სასოფლო-სამეურნეო საწარმო ,,ქ----------ს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა---ას“ (კორპორაცია „ქ---–----ის“ სამართალმემკვიდრე) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება 74 879 ლარი, რომელიც განისაზღვრა მოდავე პირებს შორის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე მოცემულ დავაში მოსარჩელეების მოთხოვნა კორპორაცია „ქ---–----ისაგან“ თანხის ანაზღაურების თაობაზე, ეფუძნებოდა მეანაბრეთა მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდ-----ე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მომენტისათვის გასულია საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების იძულებით აღსრულების 10 წლიანი ვადა; შესაბამისად, მოპასუხეთათვის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს №----06 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა, რომელიც საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გარეშე დაუშვებელია, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.
7.3. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდ-----ე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილებით მოსარჩელის ნ-----–------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებისაგან - ნ-----–----------–ისაგან აფთიაქის შენობა; ე-–------------–ისაგან - საწყობი; ნ-------–---–-----ისაგან - ავტომანქანა ზილ 131, გ----–-------------–-–---–ისაგან - ავტობუსი, გ--------–-–---–ისაგან - ტრაქტორი მტ-57; თენგის ო----–---–ისაგან - ტ-25 და ავტომანქანა გაზ. 53; კ--------–--------–ისაგან - ტრაქტორი მტზ-80; ზ-----------–--ლისაგან და ე---------------–---–ისაგან - მეცხოველეობის ფერმის და საცხოვრებელი სახლის; გ---------------–---–ისაგან კომბაინი; „ნივა“; ე-–--------------–---–სგან - კომბაინი „ნივა“; გ-----------------–ისგან - ტრაქტორი ტ-25; უ–-------–------------------–ისაგან - საწყობის; გ--------------–---–ისაგან ავტომანქანა - კამაზის; ნ--------–--------–ისაგან ტრაქტორი ტ-50-ის; მ-----–----–--------–ისაგან - კულტივატორის და მზესუმზირის სათესის; თ-----------------ისაგან - მტზ-80; ი----------–---–ისაგან - კომბაინი ნივას; მეცხოველეობის ფერმის; საცხოვრებელი სახლის; სტრავილების; ნივნების და კონსოლების უკანონო ფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რადგანც სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა, დავის საგნების მოთხოვნა მოითხოვს დამატებით დადასტურებას და შემოწმებას. ამიტომ მოთხოვნის მოცულობა განისაზღვროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეების - პ------ ტოხშილის, გ--------------ის, ა-----–-------------–ის, ბ--------–ის, ხ--–-–---–ის, ნ-------------–---–ის, თ-----------------–ის მიმართ სამოქალაქო საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილებით ნ-----–----------–ის, ე-–------------–ის, ზ--------------–---–ის, ნ-------–---–-----ის და სხვათა წარმომადგენლის შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამ საქმეზე დედოფლისყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა შემდეგი მითითება: „რადგანც სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა, დავის საგნების მოთხოვნა მოითხოვს დამატებით დადასტურებას და შემოწმებას. ამიტომ მოთხოვნის მოცულობა განისაზღვროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ“. გაუქმდა ამ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ხ---------–---------–---–ის და ზ-------------------------ის მიმართ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა სარჩელი ხ---------–---------–---–ისაგან ტრაქტორის ტ-25-ის და ზ-------------------------იძისაგან ავტომანქანის „კამაზი“ გამოთხოვის თაობაზე. გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოპასუხეების - პ------ ტოხშილის, გ--------------ის, ა-----–-------------–ის, ბ--------–ის, ხ--–-–---–ის, ნ-------------–---–ის, თ-----------------–ის მიმართ სამოქალაქო საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდა სასამართლოს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კორპორაცია „ქ---–----ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ-----–------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაეკისროთ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა: 1. პ-------------–---–ისაგან ხორბლის და მზესუმზირის სათესი; 2. გ--------------ისაგან მეღორეობის ფერმა; 3. თ----------------–ისაგან ტრაქტორი მტზ-80; მზესუმზირის სათესი და ლაფეტი; 4. პ-------–---–ისაგან აგურის ქარხანა მთლიანად; 5. გ--------–-–---–ისაგან - გუთანი; 6. ა-----–-------------–ისაგან ტრაქტორი - ტ-25; გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 მარტის №----- განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, განიმარტა, რომ 2002 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ნატურით გადაეცა: 1. მეცხოველეობის კომპლექსი, №2 ფერმის გარდა, მთლიანად 1222.0 ლარი; 2. ამბულატორიის ორსართულიანი შენობა, მთლიანად 1400 ლარი; 3. ავტოპარკის - 700 ლარი; 4. ჩარხა-დაზგა - 500 ლარი; 5. ვეტამბულატორიის შენობა - 500 ლარი; 6. მარცვლის სანიავებელი - 500 ლარი; 7. მარცვლის სატვირთი - 500 ლარი; 8. მარცვლის საწმენდი - 500 ლარი; სულ 8733 აშშ დოლარიდან მისაღები დარჩა 1103 აშშ დოლარი. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს აღმასრულებლების მიერ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოვალეების მიმართ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2005 წლის 25 აპრილის განკარგულებით დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის №--- გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის №---- დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ფარგლებში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნ-----–------------ეს საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივ ქ----------იდან გადაცემული მეცხოველეობის კომპლექსი მთლიანად, აგურის ქარხანა, 135 ჰა ვენახი, მეღორეობის 3 ფერმა თავისი სახლებით და სათავსოებით, სადურგლო სახელოსნოს შენობა სოფლის ბოლოში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მომენტისათვის გასულია ხსენებული სასამართლო გადაწვყვეტილებების იძულებით აღსრულების 10 წლიანი ვადა; ამასთან, მოთხოვნების ნაწილი (მეცხოველეობის კომპლექსი, აგურის ქარხანის, 135 ჰა ვენახის, მეღორეობის 3 ფერმის, თავისი სახლებით და სათავსოებით) უკვე აღსრულებულია და მათ ნაწილში შეწყვეტილია სააღსრულებო წარმოება. ამდენად, სარჩელის ეს მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლს, რომლის თანახმადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) თანახმად, 1. სააღსრულებო დაწესებულებებია: ა) საქართველოს სააღსრულებო სამსახური; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო სამსახურები; გ) სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოები სააღსრულებო ბიუროები. 2. სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სისტემას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები, რომელთა სამუშაო ადგილია სააღსრულებო ბიურო.
აღნიშნული კანონის (2006 წელს მოქმედი რედაქციით) მე-3 მუხლის თანახმად: 1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო (მისი სტრუქტურული ერთეული). 2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანო (მისი სტრუქტურული ერთეული) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად: 1. სააღსრულებო დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 2. სააღსრულებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო დეპარტამენტებისა და სააღსრულებო დაწესებულებების საქმიანობა წესრიგდება ამ კანონით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, 1. ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები, რომელთა სამუშაო ადგილია სააღსრულებო ბიურო. 2. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი აღმასრულებელი - ბიუროს უფროსი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის (დღეს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ?? ??????? ??-2 ?????? გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 2. ?? ??????? ??-2 ?????? გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომ – აღმასრულებელი).
მოსარჩელეების - შ--–------------ის უფლებამონაცვლე ვ-–------------------ის, ნ-------------ის უფლებამონაცვლე პ--------------ის, ე-–------------------ის, მ-----------–-–---–ის, მ--–-------------ის, ზ--------–------ისა და გ---–-------–--ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეთათვის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დავალების თაობაზე მიმართულია როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს და კახეთის სააღსრულებო ბიუროს, მიმართ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის ამოქმედებიდან სააღსრულებო სამსახურები (ბიუროები), მართალია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შედიან, თუმცა, აღნიშნული არ ქმნის იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დავალების მოთხოვნა მიმართულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
ამდენად სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრული უნდა იქნეს იმ პირთა წინააღმდეგ რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტლებების აღსრულების დავალების ნაწილში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის სასამართლო გადაწყვეტლებების აღსრულების დავალების მიმართულია არასათანადო მოპასუხის მიმართ და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 18.4. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდ-----ე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განიმარტა, რომ ,,ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს".
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდ-----ეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებებისაგან. ამ უფლების შემადგენელი ნაწილია ამ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მიყენებული მატერიალური ან მორალური ზიანის, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, არამედ უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას მორალური ზიანი და მატერიალური ზარალი ზიანი მიადგა სასამართლო გადაწყვეტილებების წლების მანძილზე აღუსრულებლობით და მისთვის ზიანის მიმყენებელ ადმინისტრაციულ ორგანოდ მოპასუხეებს სოლიდარულად ასახელებს.
გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,Janowice and others " ევროსასამართლომ მიუთითა, რომ ,,დადგინდეს მე-3 მუხლის ცალკეული დარღვევა, უნდა არსებობდეს სპეციალური ფაქტორები, რომლებითაც განისაზღვრება ... ტანჯვა, ემოციური სტრესი, რომელიც გარდაუვლად გამომდ-----ეობს თავად დარღვევიდან."
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის №-----ის საფუძველზე წლების მანძილზე, 1999 წლიდან 2006 წლის 23 მაისამდე (სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნებამდე) აღმასრულებელების მხრიდან განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები: ქონებაზე ყადაღის დადება, მოვალის გაფრთხილება, კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების სასამართლოსათვის წარდგენა (სააღსრ. კანონის მე-18.2 მუხლი), სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა (სააღსრ. კანონის 27 მუხლი), მოვალის მიერ ყადაღა დადებული ქონების გასხვისების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა; ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსს ქ----------ის მიმართ 1999 წლიდან მოსარჩელეების მიერ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელზე მიმდ-----ე წარმოებასთან ერთად ასევე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სხვა კრედიტორების - სახელმწიფოს, ლ---–--------ს (არაბულის), სს ქ------ს და სხვა კრედიტორების მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლები; სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში დაცულ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლო აღმასრულებლის 2000 წლის 10 თებერვლის №-- წერილზე, რომლითაც შპს ა---ას ერთ-ერთ კრედიტორს აცნობა, რომ კოოპერატივ ქ----------იდან მოღებული თანხა საკმარისი იყო მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბრის №2---- გადაწყვეტილებით შპს „ა---ას უფლებამონაცვლედ ცნობილი მეანაბრეებისათვის სააღსრულებო ფურცლით მინიჭებული თანხის ფარგლებში. იმ დროისათვის შპს ა---ას დედოფლისწყაროს რაიონში ქონება აღარ გააჩნდა, რის გამოც №------ სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა კრედიტორს შეუსრულებელი სახით (ტ. 2, ს.ფ. 229);
ასევე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული განცხადება სსს „ა-----–------–--ს“ და სს კოოპერატივი ქ----------ის მიმართ, რაც გამორიცხავდა სხვა სააღსრულებო წარმოების გაგრძელებას (გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონის მე-5 მუხლი); ასევე არაერთხელ შეიცვალა აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესი და საშუალება; ამასთან, თავად მოსარჩელე მხარის მიერ აცილებულ იქნა არაერთი აღმასრულებელი, ასევე რიგ შემთხვევაში (3 ცალი ტრაქტორი, სს ა-----–------–--დან ქონების აუქციონზე გასატანად) თავად კრედიტორის მიერ არ იყო გადახდილი სააღსრულებო ხარჯი, რაც აფერხებდა სააღსრულებო წარმოებას; ასევე კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა საჩივრები აღმასრულებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით, რომლებზეც საბოლოოდ სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან აღმასრულებლების ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა.
სასამართლო ასევე მიუთითებს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და დედოფლისწყაროს სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აღმასრულებელების მიერ განხორციელებულ რიგ ქმედებებზე, რომლებიც გამოხატა მოვალეთა ქონების მოძიებით, მათ მიმართ გაფრთხილებების გაცემით, ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის იძულებითი აღსრულების პროცესში ჩართული იყო როგორც სააღსრულებო პოლიცია, ასევე აღმასრულებლის მიერ ინფორმირებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები. ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის ხელისშეშლის გამო მოვალეთა მიმართ აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მოვალეები ცნობილ იქნენ ბრალდებულებად; ასევე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა კრედიტორებისათვის მიკუთვნებული ქონების ამოღება. ამასთან, იმჟამად სააღსრულებო სამსახური რეაგირებას ახდენდა კრედიტორების მიერ სასამართლო აღმასრულებლების მოქმედებაზე წარდგენილ საჩივრებზე და არაერთი მითითება იქნა გაცემული აღმასრულებლების მიმართ.
დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არაერთი საჩივარი ჰქონდათ წარდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აღმასრულებლების ქმედების კანონიერების დადგენის მიზნით. ყველა აღნიშნული საჩივარი შესწავლილი იქნა და დასრულდა შესაბამისი დასკვნით, რიგი აღმასრულებლების მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, რიგ შემთხვევაში საქმის მასალები გადაეგზავნა პროკურატურას, რადგან საჩივარში დასმული საკითხი სცდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რადგან მხარის მიერ ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, რომ მოპასუხედ დასახელებული რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებამ გამოიწვია მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება. კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ სასამართლო გადაწყვეტლებების აღსრულებისათვის განხორიელებულია მთელი რიგი მოქმედებები და უმოქმედობის გამო სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის ფაქტი დადგენილი არ არის. ასევე იმჟამად სააღსრულებო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეაგირება განხორციელებულია კრედიტორების მიერ წარდგენილი საჩივრების თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ ზიანის დასადასტურებლად წარდგენილ დოკუმენტაციაზე (ტ. 4, ს.ფ. 262-432), რომელიც უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს საწვავის ხარჯს, მგზავრობის ხარჯს, დოკუმენტების ქსეროასლებისათვის გაღებულ ხარჯს, ტელეფონის სააბონენტო გადასახადის ქვითრებს (მათ შორის საქმეში არამონაწილე პირების სახელით), ასევე ნ-----–------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაწეულ ხარჯს (სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული დაავადებების კავშირი მოპასუხეთა ქმედებასთან დაკავშირებული არ არის); სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში აღნიშნული ხარჯი მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან მოპასუხეთა ქმედებით/უმოქმედობის დამდგარი ზიანი სახეზე არ არის. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ-----–------------ე, როგორც კორპორაცია ქ---–----ის მეანაბრეთა წარმომადგენელი აწარმოებდა სასამართლოებში არაერთ დავას; შესაბამისად, კონკრეტული, სადავო სააღსრულებო წარმოების მიმდ-----ეობისას რა ხარჯი იქნა გაწეული მის მიერ, და იქნა თუ არა ეს ხარჯი ანაზღაურებული სააღსრულებო წარმოებისას ამოღებული თანხებით, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის თაობაზე, ასევე მოპასუხეების მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების (ან უმოქმედობის) განხორციელება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ან მორალური ზიანი, ვერ იქნა დადასტურებული. აღნიშნულიდან გამომდ-----ე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტაცია, რომელიც სარჩელის აღძვრისას წარმოდგენილ იქნა ბაჟის გადახდევინების საკითხის გადასაწყვეტად დაცულია ტ. 4, ს.ფ. 446-451-ზე;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ დამატებით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების - შ--–------------ის უფლებამონაცვლე ვ-–------------------ი, ნ-------------ის უფლებამონაცვლე პ--------------ე, ე-–------------------ი, მ-----------–-–---–ი, მ--–-------------ე, ზ--------–------ე, გ---–-------–--ე (ნ-----–------------ის, ო-–-----–------ის სავარაუდო უფლებამონაცვლის, დ-------–--–----იას, გ---------------ის უფლებამონაცვლე კ------------ის, ა--------------ის უფლებამონაცვლე კ--------------ის უფლებამონაცვლე) სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ქმედების განხორციელებისა და ზიანის ანაზღაურების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე