გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/104-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელეები - მ--------------ე, ა----------------ა
წარმომადგენელი - ხ----------------ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - მ-----------------–ი, დ---------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის №0-------------- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის პირველი ნოემბრის №0-------------- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 21 ნოემბრის №0-------------- ბრძანება.
1.4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 დეკემბრის №0-------------- ბრძანება.
1.5. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის №0-------------- ბრძანება.
1.6. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანება.
1.7. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №3---- ბრძანება.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2008 წლის 29 ოქტომბრის №----- სანოტარო აქტის თანახმად, მ--------------ემ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი (მის: ქ.ფ--------------------------5) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, დაშენების ფართი 1434.95 კვ.მ 5/8 წილი, ხოლო ა----------------ამ საკუთრებაში მიიღო აღნიშნული უძრავი ქონების 1/8 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2008 წლის 29 ოქტომბრის №----- სანოტარო აქტი (ს.ფ.21-25)
3.2. 2009 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 30536კვ.მ, მისამართი - ქ.ფ--------------------------------5, ს/კ 0------------ 1/8 ნაწილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ა----------------ა, ხოლო 5/8 ნაწილის მესაკუთრედ მ--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.31-32).
3.3. 2016 წლის 24 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 30536კვ.მ, მისამართი - ქ.ფ--------------------------------5, ს/კ 0------------ მესაკუთრე გახდა სახელმწიფო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.33-34).
3.4. 2014 წლის საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის თანახმად (წარდგენილი 2017 წლის 11 ოქტომბერს) ა----------------ას მიწაზე ქონების გადასახადად განესაზღვრა 1374.12 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია (ს.ფ.131-132).
3.5. „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ა----------------ას დაერიცხა 1374.12 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2014 წლის 15 ნოემბრისა.
„ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ა----------------ას დაერიცხა 1374.12 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა.
„ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ა----------------ას დაერიცხა 1374.12 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2016 წლის 15 ნოემბრისა.
„ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის №0-------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ა----------------ას 2017 წლის საანგარიშო პერიოდისათვის დაერიცხა 0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.11);
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.12);
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.13);
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის №0-------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.14).
3.6. ა----------------ამ 2017 წლის 31 ოქტომბერს განცხადებით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც მოითხოვა დამატებით დარიცხული თანხების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 7 ნოემბრის №------------ წერილით ა----------------ას მიეთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, ასევე, ამავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ჰ1“, „ჰ2“ ქვეპუნქტებზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლის პირველ ნაწილსა და მე-4 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა----------------ას 2017 წლის 31 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ.15-16);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 7 ნოემბრის №------------ წერილი (ს.ფ.19-20).
3.7. 2017 წლის 16 ნოემბერს ა----------------ამ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0-------, №0------- და №0------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ ფ/პ „ა----------------ას“ საკუთრებაში ჰქონდა ქ. ფ----------------------------------------–-----------–-------------5 მდებარე 30536კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი 0------------ ნაკვეთის 1/8 ნაწილი (3817 კვ.მ), რომელიც ფ.პ „ა----------------ას“ მიღებული აქვს 29.10.2008 წელს №----- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ხოლო ფ/პ „ა----------------ას“ მიერ ზემოაღნიშნული მიწა გასხვისებულია 2016 წლის მაისის თვეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ფ/პ „ა----------------ას“ მიწაზე ქონების გადასახადი დაკისრებული აქვს საგადასახადო კანონმდებლის შესაბამისად, ხოლო საჩივარი 2017 წლის 11 ოქტომბრის №0-------, №0------- და №0------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა, მომსახურების დეპარტამენტს დავალებოდა, განეხორციელებინა დარიცხული საურავის კორექტირება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა----------------ას 2017 წლის 16 ნოემბრის საჩივარი (ს.ფ.26-27);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.28-30).
3.8. 2017 წლის 27 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ა----------------ას გპაბ-ზე მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული საურავის კორექტირება განხორციელდა 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2014-2016 წლების კუთვნილი გადასახადი გადაყვანილ იქნა საურავის არ დარიცხვის რეჟიმში - 2014 წლის გადასახადი (1374 ლარი) 11.12.2017 წლამდე; 2015 წლის გადასახადი (1374 ლარი) 11.12.2017 წლამდე; 2016 წლის გადასახადი (1374 ლარი) 11.12.2017 წლამდე. აღნიშნული პროგრამულად უზრუნველყოფს დარიცხული საურავის კორექტირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 დეკემბრის დასკვნა (ს.ფ.171).
3.9. 2018 წლის 20 ივნისის შედარების აქტის თანახმად, ა----------------ას დამატებით დარიცხული აქვს ძირითადი გადასახადის ნაწილში 4122 ლარი და საურავი 393.65 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 აპრილის შედარების აქტი (ს.ფ.184).
3.10. „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მ--------------ეს დაერიცხა 6870.6 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2014 წლის 15 ნოემბრისა.
„ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მ--------------ეს დაერიცხა 6870.6 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა.
„ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მ--------------ეს დაერიცხა 6870.6 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2016 წლის 15 ნოემბრისა.
„ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 ნოემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მ--------------ეს დაერიცხა 6870.6 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.42);
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.43);
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.44);
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 ნოემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.45).
3.11. 2017 წლის 18 ოქტომბერს, 2017 წლის პირველ ნოემბერს, 2017 წლის 21 ნოემბერს, 2017 წლის 7 დეკემბერს და 2017 წლის 20 დეკემბერს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები მ--------------ის საბანკო ანგარიშებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის №0-------------- ბრძანება (ს.ფ.37);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის პირველი ნოემბრის №0-------------- ბრძანება (ს.ფ.38);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 21 ნოემბრის №0-------------- ბრძანება (ს.ფ.39);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 დეკემბრის №0-------------- ბრძანება (ს.ფ.40);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის №0-------------- ბრძანება (ს.ფ.41).
3.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 ნოემბრის №0------- ბრძანებით ყადაღა დაედო მ--------------ის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 21 ნოემბრის №- აქტის თანახმად, ყადაღა დაედო მ--------------ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ.თ-----------------------------8, ს/კ0-----------.0--.01.5-- და კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, მდებარე დ---------------------------ტი, სოფ.წ--------------–ი, ს/კ7-----------. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 21 ნოემბრის №- აქტის თანახმად, ასევე, ყადაღა დაედო მ--------------ის კუთვნილ წილს „ბი-----------------------------------------------№8“-ში (ს/ნ2-------7).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 ნოემბრის №0------- ბრძანება (ს.ფ.53);
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 21 ნოემბრის №- აქტი (ს.ფ.54);
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 21 ნოემბრის №- აქტი (ს.ფ.55);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ნოემბრის №-0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ.56);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის №-0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ.57);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის №-0-----------3 გადაწყვეტილება (ს.ფ.58).
3.13. 2017 წლის 27 ნოემბერს მ--------------ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №0-------, №0-------, №0------- და 2017 წლის 6 ნოემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ ფ/პ „მ--------------ეს“ საკუთრებაში ჰქონდა ქ. ფ----------------------------------------–-----------–-------------5 მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 7/8 ნაწილი, რომელიც ფ/პ „მ--------------ეს“ მიღებული აქვს 29.10.2008 წელს №----- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ხოლო ფ/პ „მ--------------ის“ მიერ ზემოაღნიშნული მიწა გასხვისებულია 2016 წლის მაისის თვეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ფ/პ „მ--------------ეს“ მიწაზე ქონების გადასახადი დაკისრებული აქვს საგადასახადო კანონმდებლის შესაბამისად, ხოლო საჩივარი 2017 წლის 11 ოქტომბრის №0-------, №0------- და №0------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა, მომსახურების დეპარტამენტს დავალებოდა, განეხორციელებინა დარიცხული საურავის კორექტირება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. რაც შეეხება 2017 წლის 6 ნოემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნას, დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ქონების გასხვისება განხორციელდა 2016 წლის მაისის თვეში, შესაბამისად, გადამხდელს არ ეკუთვნის 2017 წლის მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადი. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს 2017 წლის 6 ნოემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნით მიწის გადასახადში დარიცხული თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--------------ის 2017 წლის 27 ნოემბრის საჩივარი (ს.ფ.35-36);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.49-52).
3.14. „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის №0-------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მ--------------ეს 2017 წლის საანგარიშო პერიოდისათვის დაერიცხა 0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის №0-------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.47).
3.15. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 28 დეკემბრის №-1---------- წერილის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №3---- ბრძანების საფუძველზე მ--------------ის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში განხორციელდა 2014-2016 წლების გადასახადებზე დარიცხული საურავების გადაანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 28 დეკემბრის №-1---------- წერილი (ს.ფ.172).
3.16. 2018 წლის 20 ივნისის შედარების აქტის თანახმად, მ--------------ეს დამატებით გადასახდელად ძირითად გადასახადში დარიცხული აქვს 21192.82 ლარი, საურავი 1516.95 ლარი და ჯარიმა 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 20 ივნისის შედარების აქტი (ს.ფ.185).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-6, მე-7, 41-ე, 51-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 238-ე, 243-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №0--------------, 2017 წლის პირველი ნოემბრის №0--------------, 2017 წლის 21 ნოემბრის №0--------------, 2017 წლის 7 დეკემბრის №0--------------, 2017 წლის 20 დეკემბრის №0--------------, 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- და 2017 წლის 22 დეკემბრის №3---- ბრძანებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კი ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, ერთიანი განაკვეთის სახით, ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია, ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი, მისი გამოქვეყნებისთანავე, გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცნებას - გადასახადების შემოღება, დამოუკიდებელი იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების უფლებასმოსილებას, გადაწყვიტონ საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული, შესაბამისი ადგილობრივი გადასახადის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე შემოღების თაობაზე. ადგილობრივი გადასახადების სისტემა ეროვნული საგადასახადო სისტემის შემადგენელი ნაწილია. ადგილობრივი გადასახადები, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების სტაბილურ და დამოუკიდებელ წყაროს წარმოადგენენ. ამავდროულად, ადგილობრივი გადასახადების არსებობა, საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც პასუხობს, ვინაიდან, მთელი რიგი სოციალური ამოცანების შესრულება, ადგილობრივი ფინანსური რესურსების გარეშე შეუძლებელია. საგადასახადო კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის შემოღებისას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ გადასახადის კონკრეტული განაკვეთი, საგადასახადო კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით, ან/და ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების, ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ, არა მხოლოდ შემოიღონ ადგილობრივი გადასახადი და განსაზღვრონ მისი კონკრეტული განაკვეთი, არამედ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით, შეცვალონ ადგილობრივი გადასახადის გადახდის პირობები და გააუქმონ შემოღებული ადგილობრივი გადასახადი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შემოღებულ იქნა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებით, შემდეგ კი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 29 ოქტომბრის №----- სანოტარო აქტის თანახმად, მ--------------ემ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი (მის: ქ.ფ--------------------------5) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, დაშენების ფართი 1434.95 კვ.მ 5/8 წილი, ხოლო ა----------------ამ საკუთრებაში მიიღო აღნიშნული უძრავი ქონების 1/8 წილი. მ--------------ისა და ა----------------ას საკუთრების უფლება მოცემულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 29 დეკემბერს, ხოლო 2016 წლის 24 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მითითებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა სახელმწიფო.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბერს ა----------------ას მიმართ გამოიცა №0-------, №0------- და №0------- საგადასახადო მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც ა----------------ას დამატებით განესაზღვრა გადასახადელად 4122 ლარი 2014, 2015 და 2016 წლის საანგარიშო პერიოდებისათვის.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბერს მ--------------ის მიმართ გამოიცა №0-------, №0-------, №0------- საგადასახადო მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მ--------------ეს დამატებით განესაზღვრა მიწის გადასახადი 2014, 2015 და 2016 წლის საანგარიშო პერიოდებისათვის.
სასამართლო, მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
ამავე კოდექსის 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის პირველი აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
ამავე კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, მე-14 ნაწილის მიხედვით კი ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური პირი თავისუფლდება მიწის გადასახადის მიზნებისათვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, რადგან საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რის საფუძველზე საგადასახადო ორგანო გამოსცემს საგადასახადო მოთხოვნას, რომლის შესრულების ვალდებულებაც ეკისრება გადასახადის გადამხდელს. შესაბამისად, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან ერთად მათ წარმოეშვათ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულებაც. ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 დეკემბრის №3---- ბრძანება და 2017 წლის 22 დეკემბრის №3---- ბრძანება.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ასევე, მ--------------ის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა - გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის თანამხად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები, მათ შორის, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის №0--------------, 2017 წლის პირველი ნოემბრის №0--------------, 2017 წლის 21 ნოემბრის №0--------------, 2017 წლის 7 დეკემბრის №0-------------- და 2017 წლის 20 დეკემბრის №0-------------- ბრძანებებით საინკასო დავალებების წარდგენა მოხდა მ--------------ის საბანკო ანგარიშებზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
სასამართლო მოიხმობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. გასაჩივრების უფლება კი გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საინკასო დავალებების წარდგენსათან დაკავშირებული სადავო აქტები არ გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად ისინი შესულია კანონიერ ძალაში და არ არსებობს მათი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
შესაბამისად, მ--------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 841.9 (რვაასორმოცდაერთი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით და ა----------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 128.36 (ასოცდარვა ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------ისა და ა----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ--------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 841.9 (რვაასორმოცდაერთი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. ა----------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 128.36 (ასოცდარვა ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე