განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001437071
საქმე N3ბ/320-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „პ-----“
წარმომადგენელი - გ------- ჟ-------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ნ-----–-- გ---–-----ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ----------–----ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2---------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პირველი ივნისის №----- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
1.4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, უფლება მისცეს შპს „პ------ს“ მოახდინოს 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „პ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2007 წლის 29 ოქტომბრის „პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი“ №- ოქმის თანახმად, შპს „პ------ს“, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და ოქმით (ხელშეკრულებით) საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - ქ. რუსთავი, ქ---------ს ქ-----ის უ--- მ-------ე ს-–------ ს------------ ტ------------ 580465,25 კვ.მ., ს/კ 0-----------, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო - სამეურნეო. აღნიშნული უძრავი ქონება შპს „პ------მა“ საკუთრებაში დაირეგისტრირა 2007 წლის 27 ნოემბერს დაუზუსტებელი მონაცემებით.
შპს „პ------მა“ 2013 წლის 12 აპრილს, მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან ქ. რუსთავში, ქ---------ს ქ-----ის უ--- მ-------ე ს-–------ს ს------------ ტერიტორიის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს.კ.0-----------, 8----------- და 8-----------). სულ გადაფარვა ფიქსირდებოდა 115258 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. (ტომი I, ს.ფ.12-15; 99-100; 191-197; 198-219).
4.2. 2014 წელს შპს „პ------მა“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა „პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №- ოქმის“ და 2008 წლის 4 სექტემბრის საერთო შეთანხმების გაუქმება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „პ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „პ------მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2007 წლის 29 ოქტომბრის №- ოქმი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ 115258 კვ.მ ფართის პრივატიზების ნაწილში. ამასთან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „პ------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის სახით 729 538,71 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ 2007 წლის 29 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონებს სააუქციონო კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №- ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის პირობებში, კერძოდ, 115258 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში, შპს „პ------ს“ უნდა აუნაზღაურდეს პროპორციულად 691548 ლარის ოდენობით ზიანი. რაც შეეხება ქონების გადასახადის სახით გადახდილ თანხას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008, 2009 და 2010 წლების ქონების გადასახადიდან 115258 კვ.მ ფართის ფლობის საფუძვლით, 2008 წელს გადახდილი - 12678,38 ლარი, 2009 წელს - 13830,96 ლარი და 2010 წელს - 12678,38 ლარი, ჯამში - 39187,71 ლარი, შპს „პ------ს“ უნდა აუნაზღაურდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. (ტომი I, ს.ფ. 29-31; 191-197; 198-219).
4.3. 2008 წლის 17 სექტემბერს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2007 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.49, ქონების გადასახადად კი - 69655.83 ლარი.
2009 წლის 24 მარტს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2008 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.49, ქონების გადასახადად კი - 69655.83 ლარი.
2010 წლის 28 მარტს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2009 წლის საანგარიშო პერიოდის ს-–------ს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.49, ქონების გადასახადად კი - 69655.83 ლარი.
2011 წლის 15 ნოემბერს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2010 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.595, ქონების გადასახადად კი - 81265.14 ლარი.
2012 წლის 30 მარტს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2011 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.595, ქონების გადასახადად კი - 81265.14 ლარი.
2013 წლის 28 მარტს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2012 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.595, ქონების გადასახადად კი - 81265.14 ლარი.
2014 წლის 31 მარტს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2013 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის თანახმად დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 580465.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.595, ქონების გადასახადად კი - 81265.14 ლარი. (ტომი I, ს.ფ. 101-118; 122-124);
4.4. 2016 წლის პირველ მარტს, შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2012 საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 466207.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.665, ქონების გადასახადად კი - 74593.16 ლარი.
2016 წლის პირველ მარტს შპს „პ------იმ“ საგადასახადო ორგანოში, ასევე, წარადგინა 2013 საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 466207.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.7, ქონების გადასახადად კი - 78322.82 ლარი. (ტომი I, ს.ფ. 119-121; 125-127).
4.5. შპს „პ------ის“ წარმომადგენელმა 2016 წლის 18 მარტს, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2009, 2010, 2011 წლების დეკლარაციების დაზუსტება და 2012-2013 წლების დაზუსტებული დეკლარაციებზე 0.595 განაკვეთის გავრცელება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2----------- გადაწყვეტილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 და 309-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, 2009-2011 წლების დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენაზე გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში მიწაზე ქონების გადასახადის კოეფიციენტები დაფიქსირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პ------ის“ სახელზე რიცხული მიწის ფართი ადგილმდებარეობის მიხედვით (ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტ------------ სრულად) ქ. რუსთავის ტერიტორიის ზონირებით 2012 წლამდე მიეკუთვნებოდა მე-3 ზონას, ხოლო 2012 წლის პირველი იანვრიდან ახალი ზონირებით მიეკუთვნა მე-2 ზონას, რამაც გამოიწვია 1 კვ.მ-ზე დადგენილი გადასახადის განაკვეთის ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პ------ის“ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხული 2013-2014 წლის გადასახადები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. (ტომი I, ს.ფ. 71-73).
4.6. შპს „პ------ის“ წარმომადგენელმა, 2016 წლის 28 მარტს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2---------- გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივრის მიხედვით, 2012 და 2013 წლებში, დეკლარაციების ჩაბარებისას გადასახადის განაკვეთს შეადგენდა 0,595, ხოლო 2016 წლის მარტში დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენისას 2012 წელზე გადასახადის განაკვეთმა შეადგინა 0,665 ლარი და გადასახადი 6671,98 ლარით შემცირდა, ნაცვლად 15996,12 ლარისა. 2013 წელზე კი განაკვეთმა შეადგინა 0,7 ლარი და გადასახადი შემცირდა 2942,32 ლარით, ნაცვლად 15996,12 ლარისა. გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა, 2012-2013 წლებში დეკლარირებისას არსებული განაკვეთის გავრცელება. ასევე, მოითხოვა 2009, 2010 და 2011 წლების დეკლარაციების დაზუსტების უფლება, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2016 წლის 8 თებერვალს, რაც ხანდაზმულობის ვადის არგავრცელების საფუძველს წარმოადგენს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პირველი ივნისის №----- ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის კომპიუტერული ბაზის მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2007 წლის დარიცხვა (11609,30 ლარის ოდენობით) განხორციელდა დასკვნით (ქ.რუსთავში მდებარე 580465,25კვ/მ მიწის ფართზე), ხოლო 2008-2014 წლებში დარიცხვები (2008-2010წწ. - ყოველწლიურად 69655,83 ლარის ოდენობით, ხოლო 2011-2014წწ. - ყოველწლიურად 81265 ლარის ოდენობით) განხორციელებულ იქნა შპს „პ-----ის“ (ს/ნ 2--------) მიერ წარდგენილი 2007-2013 წლების „ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების“ საფუძველზე (გადამხდელს დადეკლარირებული ჰქონდა 580465,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ. რუსთავში, 2012 წლამდე ძველი ზონირებით - III ზონა (ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტ------------ სრულად). 2016 წლის პირველ მარტს გადამხდელმა ელექტრონული ფორმით დააზუსტა 2012-2013 წლების დეკლარაციები, კერძოდ, 2012 წლის დეკლარაციაში ასახა 466207,25 კვ/მ მიწის ფართი მ-------ე ქ.რუსთავში, ახალი ზონირებით - II ზონა (სასაფლაოს ტ------------), ხოლო 2013 წელს დეკლარაციაში ასახა 466207,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ.რუსთავში, ახალი ზონირებით - II ზონა (ტყე-ჭალა). აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე (და იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლიდან შეიცვალა ქ.რუსთავში ტერიტორიის ზონირება და შესაბამისად, 1 კვ/მ-ზე დადგენილი გადასახადის განაკვეთი) განხორციელდა 2013-2014 წლების გადასახადების კორექტირება, კერძოდ შემცირებულ იქნა 2013 წლის გადასახადი - 6672 ლარით, ხოლო 2014 წლის გადასახადი - 2943 ლარით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა სსკ-ის მე-4 და 309-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 4 წელი, რომელიც აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, შესაბამისად განმარტა, რომ გადამხდელის მოთხოვნა 2009-2011 წლების დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამასთან, დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში მიწაზე ქონების გადასახადის კოეფიციენტები დაფიქსირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შპს „პ-----ს“ (ს/ნ 2--------) არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, დარიცხული 2013 - 2014 წლების გადასახადები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის N2---------- გადაწყვეტილება გამოცემულია საკანონმდებლო მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. (ტომი I, ს.ფ. 74-78).
4.7. შპს „პ------ის“ წარმომადგენელმა, 2016 წლის 7 ივნისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2----------- გადაწყვეტილებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პირველი ივნისის №----- ბრძანების ბათილად ცნობა. ამასთან, მოითხოვა უფლება მიეცეს დააზუსტოს 2007-2011 წლების დეკლარაციები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, 2012 წლიდან ქ. რუსთავში შეიცვალა ტერიტორიის ზონირება და გადასახადის განაკვეთი, გადამხდელს წარდგენილი დეკლარაციებით არასწორად ჰქონდა მითითებული განაკვეთი და გამოანგარიშებული გადასახადი, შემოსავლების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კი მიწაზე ქონების გადასახადის კოეფიციენტები დაფიქსირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სწორი განაკვეთით. 2013-2014 წლების გადასახადების შესაბამისი განაკვეთით კორექტირება განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, კანონშესაბამისად მიიჩნია წინა წლებზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენაზე მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2---------- წერილით გაცხადებული უარი. (ტომი I, ს.ფ. 142-143; 149-155).
4.8. „ქალაქ რუსთავის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კუთხით დეკლარაციების დაზუსტების მოთხოვნით“ პირებზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების შესახებ წერილის თანახმად, 2012 წლის პირველ თებერვლამდე ქალაქ რუსთავის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები, დაყოფილი იყო სამ ზონად და დადგენილი იყო შესაბამისი არასასოფლო - სამეურნეო მიწის გადასახადის კოეფიციენტები, კერძოდ, პირველი ზონა, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად - 0.91; მეორე ზონა, მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად - 0.7; მესამე ზონა, ტყე-ჭალა და სასაფლაოს ტ------------ - 0.595.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 28 იანვრის №138 დადგენილებით, მტკვრის მარცხენა სანაპირო მეორე ზონიდან გადატანილ იქნა პირველ ზონაში, ტყე-ჭალა მესამე ზონიდან გადატანილ იქნა მეორე ზონაში. გარდა ამისა, შეიცვალა (გაიზარდა) ზონებში არასასოფლო მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი, კერძოდ, პირველი ზონა - 1.05, მეორე ზონა - 0.7, მესამე ზონა - 0,665.
იმ დროისათვის არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ელ.დეკლარირებისას ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსებისას, რუსთავის ტ------------ზე ძველ ზონებთან ერთად, ამოდიოდა ახალი ზონებიც, შესაბამისი მინიშნებებით (დღეის მდგომარეობით ძველი ზონები აღარ ჩანს).
მონაცემთა ბაზებიდან ამოღებულ იქნა რეპორტი იმ გადასახადის გადამხდელთა შესახებ, რომლებსაც 2011 წლის საწარმოთა ქონების და 2012 წლის ფიზიკურ პირთა ქონებაში არასწორად (არჩეული აქვთ ძველი 2012 წლამდე მოქმედი ზონები) აქვთ დეკლარირებული და დარიცხული რუსთავის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამურნეო მიწაზე გადასახადი. აღნიშნულ პირებს პირველ დეკემბერს დაეგზავნათ ელექტრონული შეტყობინებები 2011 წლის საწარმოთა ქონების და 2012 წლის ფიზიკურ პირთა ქონების დეკლარაციების დაზუსტების მოთხოვნით (შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში დაზუსტების მოთხოვნით), ხოლო 2015 წლის მარტის თვეში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელდა ქონების გადასახადის დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ძველი განაკვეთის მქონე ტერიტორიების ამოღება. (ტომი I, ს.ფ. 273- 274).
4.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „პ------ს“ 2015 წლის პირველ დეკემბერს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეთხოვა ქალაქ რუსთავში ზონალურობისა და არასასოფლო - სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების ცვლილებებთან დაკავშრებით, 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა 2011 წლის საწარმოთა ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 13 დეკემბერს.
2016 წლის 4 თებერვალს კი შპს „პ------ს“ გაეგზავნა შეტყობინება ელექტრონულად და ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2012 და 2013 წლების „საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ შევსებისას, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაწილში შეცდომით იქნა არჩეული ქალაქ რუსთავის ზონები. (ტომი I, ს.ფ. 275-277).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი გადასახადია საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.
მხარის მოთხოვნაზე - დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, უფლება მისცეს შპს „პ------ს“ მოახდინოს 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტება, სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შპს „პ-----“-ს 580465.25 კვ.მ ფართობის ნაცვლად, საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ 466207.25 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, ვერ გახდება საფუძველი ხანდაზმულობის ვადის აღდგენა/გაგრძელებისათვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს არ დაკისრებია რაიმე მოქმედების განხორციელება და უფრო მეტიც, აღნიშნული სამართალწარმოების მონაწილეც არ ყოფილა.
რაც შეეხება მხარის მოთხოვნას 2012 და 2013 წლების დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის შედეგად ქონების (მიწის) გადასახადის თანხობრივ ოდენობას, კერძოდ, მოთხოვნას - 2012 წლის მიმართ ქონების (მიწის) გადასახადი უნდა შემცირებულიყო 15996,12 ლარით და არა 6671,98 ლარით, ხოლო 2013 წლის მიმართ - 15996,12 ლარით, ნაცვლად 2942,32 ლარისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაზე, რომლის დანართის მე-5 პუნქტის მიხედვით, ქონების (არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებია: I – ზონა (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა), ტერიტორიული კოეფიციენტი 0.91; II – ზონა (მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე - ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა), ტერიტორიული კოეფიციენტი 0.7; III – ზონა (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად), ტერიტორიული კოეფიციენტი 0.595.
სასამართლომ მიუთითა, რომ „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვარის №138 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილება. ამავე დადგენილების დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, ქონების (არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებია: I – ზონა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა, ტერიტორიული კოეფიციენტი 1,05, II – ზონა ტყე-ჭალა, ტერიტორიული კოეფიციენტი 0,70; III – ზონა სასაფლაოს ტერიტორია, ტერიტორიული კოეფიციენტი 0,665.
საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2007-2014 წლებში დარიცხვები (2007-2010წწ. - ყოველწლიურად 69655,83 ლარის ოდენობით, ხოლო 2011-2014წწ. - ყოველწლიურად 81265 ლარის ოდენობით) განხორციელებულ იქნა შპს „პ----“-ის (ს/ნ 2--------) მიერ წარდგენილი 2007-2013 წლების „ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების“ საფუძველზე (გადამხდელს დადეკლარირებული ჰქონდა 580465,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ. რუსთავში, 2012 წლამდე ძველი ზონირებით - III ზონა (ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორია სრულად). 2016 წლის პირველ მარტს გადამხდელმა ელექტრონული ფორმით დააზუსტა 2012-2013 წლების დეკლარაციები, კერძოდ, 2012 წლის დეკლარაციაში ასახა 466207,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ.რუსთავში, ახალი ზონირებით - II ზონა (სასაფლაოს ტერიტორია), ხოლო 2013 წელს დეკლარაციაში ასახა 466207,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ.რუსთავში, ახალი ზონირებით - II ზონა (ტყე-ჭალა). აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე (და იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლიდან შეიცვალა ქ. რუსთავში ტერიტორიის ზონირება და შესაბამისად, 1 კვ/მ-ზე დადგენილი გადასახადის განაკვეთი) განხორციელდა 2013-2014 წლების გადასახადების კორექტირება, კერძოდ შემცირებულ იქნა 2013 წლის გადასახადი - 6672 ლარით, ხოლო 2014 წლის გადასახადი - 2943 ლარით.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაციის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 466207.25 კვ.მ ფართობით, გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.665 ლარი, ქონების გადასახადად კი - 74593.16 ლარი. სადავო პერიოდში მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განიხილებოდა III – ზონად (სასაფლაოს ტერიტორია). ამასთან, 2013 საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაციის მიხედვით კი, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 466207.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.7 ლარი, ქონების გადასახადად კი - 78322.82 ლარი. სადავო პერიოდში მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განიხილებოდა II – ზონად (ტყე-ჭალა).
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „პ-----“ 2012 და 2013 საანგარიშო წლებზე ვალდებული იყო ქონების (მიწის) გადასახადი გადაეხადა სადავო პერიოდში მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი, შესაბამისი პირობების არსებობისას, ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით, რომლის თანახმად, გადასახადის გადახდის ვალდებულება კონსტიტუციური ვალდებულებაა. მიუთითა, რომ სახელმწიფო გადასახადის მიღებით არ იღებს თავის თავზე რაიმე შემხვედრ ვალდებულებას გადასახადის გადამხდელის წინაშე და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის მოქმედება მის სასარგებლოდ. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა ცალსახად და არაორაზნოვნად მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღმოაჩენს შეცდომას, ის ვალდებულია და არა უფლებამოსილი, დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება და ახალი სახით წარუდგინოს იგი საგადასახადო ორგანოს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურაღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შპს „პ-----“-ის 2015 წლის პირველ დეკემბერს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეთხოვა, ქალაქ რუსთავში ზონალურობისა და არასასოფლო - სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების ცვლილებებთან დაკავშრებით, 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა 2011 წლის საწარმოთა ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 13 დეკემბერს. 2016 წლის 4 თებერვალს კი შპს „პ-----“-ს გაეგზავნა შეტყობინება ელექტრონულად და ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2012 და 2013 წლების „საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ შევსებისას, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაწილში შეცდომით იქნა არჩეული ქალაქ რუსთავის ზონები.
სასამართლომ განმარტა, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. მიუთითა, რომ ვინაიდან ივარაუდება, რომ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ ყოველ დოკუმენტზე წვდომა გააჩნია შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის. შესაბამისად არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია საგადასახადო ორგანოს მხრიდან შეტყობინება.
6. შპს ,,პ-----ის“ სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. შპს ,,პ-----ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, გადაწყვეტილების შედეგს და მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: 2007 წლის 29 ოქტომბერს, შპს „პ-----მა“ მონაწილეობა მიიღო პირობებიან აუქციონში და გამოცხადდა გამარჯვებულად. პირობებიანი აუქციონის მიხედვით, შპს „პ-----ს“ საკუთრებაში გადაეცა 580465,25 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ: 0-----------) 3 492 792 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ამასთანავე, დაევალა ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან ოთხი წლის ვადაში ინდუსტრიული პარკის მშენებლობა. 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მხარეთა შორის 2009 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა საერთო შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2007 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულებაში (ოქმის N--ში) და ინდუსტრიული პარკის მშენებლობის ვადა განისაზღვრა ცხრა წლით.
აპელანტის განმარტებით, 2013 წლის 10 აპრილს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა დაზუსტებული კოორდინატებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. ამავე წლის 12 აპრილს საჯარო რეესტრმა N----------------- შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ შპს „პ-----ის“ მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ: 0-----------; 8---------- და 8-----------).
წარმომადგენლის განმარტებით, ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შეძენილ უძრავი ქონების ნაწილი უკვე გასხვისებული იყო 2007 წლამდე და რეალურად შეძენილი ჰქონდათ 465 207,25 კვ.მ ნაცვლად 580465,25 კვ.მ-სა. მიუთითებს, რომ 2014 წელს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N- ოქმი"-ს და 2008 წლის 04 სექტემბრის საერთო შეთანხმების გაუქმება. გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 თებერვალის გადაწყვეტილებით: ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2007 წლის 29 ოქტომბრის N- ოქმი, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ 115 258 კვ.მ ფართის პრივატიზების ნაწილში, ანუ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნაცვლად 580 465,25 კვ.მ-სა საკუთრებაში გადაეცათ 465 207,25 კვ.მ. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინების საფუძველზე შესულია კანონიერ ძალაში. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის 18 ივლისამდე, მათ არ ჰქონდათ კანონიერი უფლება მოეთხოვათ იმ დეკლარაციების დაზუსტება, სადაც რეალურად არასწორად იყო მითითებული შეძენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა.
რაც შეეხება მიწის ზონირების საკითხს, აპელანტი განმარტავს, რომ დეკლარაციაში კოეფიციენტად მათ მიერ მითითებული იყო 0,595, რაც საგადასახადო ორგანოს არ გაუხდია სადავოდ. აპელირებს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თანხის დარიცხვის საფუძველი არის საგადასახადო დეკლარაცია. ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. ანუ დეკლარაციის საფუძველზე ხდება თანხის გაანგარიშება. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო არ ეთანხმება საგადასახადო დეკლარაციას, მას შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაატაროს კამერალური საგადასახადო შემოწმება და შესაბამისი განაკვეთებიც გაავრცელოს, რაც აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორცილებია, შესაბამისად, წარმომადგენელს მიაჩნია, რომ დეკლარაციის მონაცემები ითვლება ზუსტად და ამ მონაცემებით უნდა მომხდარიყო გადასახადის შემცირება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის არსებითად სწორად გადაწყვეტის მიზნით უპირველესად უნდა დადგინდეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, თუ როგორ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა პირობებში მიიჩნევა დეკლარაციის დაზუსტების მიზნით მოთხოვნა ხანდაზმულად და ასევე როგორ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა პირობებში ვერ დაექვემდებარება გადაანგარიშებას არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხული გადასახდელები.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის სახეებია საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კი ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.
7.3. უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომლითაც მხარე სადავოდ ხდის 2012 და 2013 წლების დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის შედეგად ქონების (მიწის) გადასახადის თანხობრივ ოდენობას. კერძოდ, მხარე მიიჩნევს, რომ 2012 წლის მიმართ ქონების (მიწის) გადასახადი უნდა შემცირებულიყო 15996,12 ლარით და არა 6671,98 ლარით, ხოლო 2013 წლის მიმართ - 15996,12 ლარით, ნაცვლად 2942,32 ლარისა.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, ერთიანი განაკვეთის სახით, ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია, ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი, მისი გამოქვეყნებისთანავე, გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცნებას - გადასახადების შემოღება, დამოუკიდებელი იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების უფლებამოსილებას, გადაწყვიტონ საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული, შესაბამისი ადგილობრივი გადასახადის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე შემოღების თაობაზე. ადგილობრივი გადასახადების სისტემა ეროვნული საგადასახადო სისტემის შემადგენელი ნაწილია. ადგილობრივი გადასახადები, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების სტაბილურ და დამოუკიდებელ წყაროს წარმოადგენენ. ამავდროულად, ადგილობრივი გადასახადების არსებობა, საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც პასუხობს, ვინაიდან, მთელი რიგი სოციალური ამოცანების შესრულება, ადგილობრივი ფინანსური რესურსების გარეშე შეუძლებელია. საგადასახადო კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის შემოღებისას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ გადასახადის კონკრეტული განაკვეთი საგადასახადო კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით, ან/და ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების, ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ, არა მხოლოდ შემოიღონ ადგილობრივი გადასახადი და განსაზღვრონ მისი კონკრეტული განაკვეთი, არამედ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შეცვალონ ადგილობრივი გადასახადის გადახდის პირობები და გააუქმონ შემოღებული ადგილობრივი გადასახადი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებას „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაზე, რომლის დანართის მე-5 პუნქტის მიხედვით, ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებია: I – ზონა (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა), ტერიტორიული კოეფიციენტი 0.91; II – ზონა (მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა), ტერიტორიული კოეფიციენტი 0.7; III – ზონა (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად), ტერიტორიული კოეფიციენტი 0.595.
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვარის №138 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილება. ამავე დადგენილების დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებია: I – ზონა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა, ტერიტორიული კოეფიციენტი 1,05, II – ზონა ტყე-ჭალა, ტერიტორიული კოეფიციენტი 0,70; III – ზონა სასაფლაოს ტერიტორია, ტერიტორიული კოეფიციენტი 0,665.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2007-2014 წლებში დარიცხვები (2007-2010წწ. - ყოველწლიურად 69655,83 ლარის ოდენობით, ხოლო 2011-2014წწ. - ყოველწლიურად 81265 ლარის ოდენობით) განხორციელებულ იქნა შპს „პ----“-ის (ს/ნ 2--------) მიერ წარდგენილი 2007-2013 წლების „ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების“ საფუძველზე (გადამხდელს დადეკლარირებული ჰქონდა 580465,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ. რუსთავში, 2012 წლამდე ძველი ზონირებით - III ზონა (ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორია სრულად). 2016 წლის პირველ მარტს გადამხდელმა ელექტრონული ფორმით დააზუსტა 2012-2013 წლების დეკლარაციები, კერძოდ, 2012 წლის დეკლარაციაში ასახა 466207,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ. რუსთავში, ახალი ზონირებით - II ზონა (სასაფლაოს ტერიტორია), ხოლო 2013 წელს დეკლარაციაში ასახა 466207,25 კვ/მ მიწის ფართი მდებარე ქ. რუსთავში, ახალი ზონირებით - II ზონა (ტყე-ჭალა). აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე (და იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლიდან შეიცვალა ქ. რუსთავში ტერიტორიის ზონირება და შესაბამისად, 1 კვ/მ-ზე დადგენილი გადასახადის განაკვეთი) განხორციელდა 2013-2014 წლების გადასახადების კორექტირება, კერძოდ შემცირებულ იქნა 2013 წლის გადასახადი - 6672 ლარით, ხოლო 2014 წლის გადასახადი - 2943 ლარით.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ხოლო, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით. ამავე კოდექსის 205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად არის მითითებული, რომ გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შპს „პ------ს“ 2012-2013 წლების დეკლარაციიების თანახმად, გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.595 ლარი და გადასახადის გადამხდელს, თითოეული საგადასახადო პერიოდისათვის, ქონების გადასახადის სახით გადახდილი აქვს 81265.14 ლარი, მაშინ როდესაც „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილების დანართის მე-5 პუნქტის მიხედვით, სადავო მიწა განიხილებოდა III – ზონად (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად).
რაც შეეხება 2016 წლის პირველ მარტს წარდგენილ 2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდების დაზუსტებულ დეკლარაციებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ 2012 საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაციის თანახმად, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 466207.25 კვ.მ ფართობით, გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.665 ლარი, ქონების გადასახადად კი - 74593.16 ლარი. სადავო პერიოდში მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განიხილებოდა III – ზონად (სასაფლაოს ტერიტორია). ამასთან, 2013 საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაციის მიხედვით კი, დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრული იყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, 466207.25 კვ.მ ფართობით. გადასახადის განაკვეთად მითითებული იყო 0.7 ლარი, ქონების გადასახადად კი - 78322.82 ლარი. სადავო პერიოდში მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განიხილებოდა II – ზონად (ტყე-ჭალა).
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ შპს „პ-----“ 2012 და 2013 საანგარიშო წლებზე ვალდებული იყო ქონების (მიწის) გადასახადი გადაეხადა სადავო პერიოდში მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში არსებობს მხოლოდ ერთი ვალდებული მხარე – გადასახადის გადამხდელი. სახელმწიფო გადასახადის მიღებით არ იღებს თავის თავზე რაიმე შემხვედრ ვალდებულებას გადასახადის გადამხდელის წინაშე და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის მოქმედება მის სასარგებლოდ. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღმოაჩენს შეცდომას, ის ვალდებულია და არა უფლებამოსილი, დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება და ახალი სახით წარუდგინოს იგი საგადასახადო ორგანოს.
პალატა დამატებით ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ შპს „პ------ს“ 2015 წლის პირველ დეკემბერს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეთხოვა, ქალაქ რუსთავში ზონალურობისა და არასასოფლო - სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების ცვლილებებთან დაკავშრებით, 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა 2011 წლის საწარმოთა ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 13 დეკემბერს. 2016 წლის 4 თებერვალს კი შპს „პ------ს“ გაეგზავნა შეტყობინება ელექტრონულად და ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2012 და 2013 წლების „საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ შევსებისას, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაწილში შეცდომით იქნა არჩეული ქალაქ რუსთავის ზონები. პალატა აღნიშნულზე მიუთითებს გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
პირველი ინტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. აღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. ვინაიდან ივარაუდება, რომ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ ყოველ დოკუმენტზე წვდომა გააჩნია შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ, იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის. ასევე, უნდა აღინიშნოს „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.
ამასთან, პალატა დამატებით ამახვილებს ყურადღებას „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ - გვერდიდან მაშინ, როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია საგადასახადო ორგანოს მხრიდან შეტყობინება.
7.4. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, უფლება მისცეს შპს „პ------ს“ მოახდინოს 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტება, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და შესაბამისად არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილში და განმარტავს შემდეგს:
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „პ----“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2007 წლის 29 ოქტომბრის №- ოქმი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ 115258 კვ.მ ფართის პრივატიზების ნაწილში. ამასთან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „პ-----“-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის სახით 729 538,71 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2007 წლის 29 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონებს სააუქციონო კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №- ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის პირობებში, კერძოდ, 115258 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში, შპს „პ-----“-ს უნდა აუნაზღაურდეს პროპორციულად 691548 ლარის ოდენობით ზიანი. რაც შეეხება ქონების გადასახადის სახით გადახდილ თანხას, გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, 2008, 2009 და 2010 წლების ქონების გადასახადიდან 115258 კვ.მ ფართის ფლობის საფუძვლით, 2008 წელს გადახდილი - 12678,38 ლარი, 2009 წელს - 13830,96 ლარი და 2010 წელს - 12678,38 ლარი, ჯამში - 39187,71 ლარი, შპს „პ-----“-ს უნდა აუნაზღაურდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, შესულია კანონიერ ძალაში (ტომი I, ს.ფ 198-217).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2007 წლის 29 ოქტომბრის „პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი“ №- ოქმის თანახმად, შპს „პ-----“-ს, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და ოქმით (ხელშეკრულებით) საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - ქ. რუსთავში, ქ---------ს ქ-----ის უ--- მ-------ე ს-–------ ს------------ ტ------------ არა 580465,25 კვ.მ. (ს/კ 0-----------, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნე) არამედ 115258 კვ.მ ნაკლები, შესაბამისად - 465 207,25 კვ.მ.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. გადასახადის დარიცხვის საფუძველია, საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის N43-15 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება) შპს-ს არ ჰქონდათ კანონიერი უფლება მოეთხოვა იმ დეკლარაციების დაზუსტება, სადაც რეალურად არასწორად იყო მითითებული შეძენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ-მეცხრე ნაწილებზე, 309-ე მუხლის 62-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია საგადასახადო დავის დაწყების საკითხი. კერძოდ, მე-4 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლს, აღნიშნულით განმარტებულია დავის განახლების საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს. ამასთან, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
პალატა განმარტავს, რომ ახლადაღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მომჩივნის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ახლადაღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ მტკიცების საგანს და სხვა გარემოებების მსგავსად უნდა დადგინდეს დავის განმხილველი ორგანოს მიერ. (ბს-605-602(კ-17) 14.09.2017 2015 წელი).
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სადავო აქტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2---------- გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შპს „პ------ს“ უარი ეთქვა დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენაზე. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლად მხარემ იმათავითვე მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ის ფაქტი, რომ შპს „პ-----“-ს 580465.25 კვ.მ ფართობის ნაცვლად, საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა მხოლოდ 466207.25 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. პალატის მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა ხანდაზმულობის ვადის აღდგენა/გაგრძელებისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ზემოთ მითითებული გარემოება (115258 კვ.მ ნაკლები) არ წარმოადგენდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას. აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს აპელანტის პოზიცია კონკრეტულ ნაწილში და შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს უფლება მისცეს შპს „პ-----“-ს მოახდინოს 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2---------- გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის №----- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შპს „პ----“-ისათვის 2007, 2008, 2009, 2010 და 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში და უნდა დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, უფლება მისცეს შპს „პ-----“-ს მოახდინოს 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ 2012 და 2013 წლების ქონების (მიწის) დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენისას, ტერიტორიული კოეფიციენტის 0,665-ის ნაცვლად 0,595-ის გავრცელების ნაწილში, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები უნდა დარჩეს ძალაში.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 5000 (ხუთიათასი) ლარის ნახევარის - 2500 (ორიათასხუთასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო დარჩენილი თანხა - 2500 (ორიათასხუთასი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 7000 (შვიდიათასი) ლარის ნახევარის - 3500 (სამიათასხუთასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო დარჩენილი თანხა - 3500 (სამიათასხუთასი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „პ-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „პ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №2---------- გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის №----- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შპს „პ----“-ისათვის 2007, 2008, 2009, 2010 და 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, უფლება მისცეს შპს „პ-----“-ს მოახდინოს 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციის დაზუსტება.
5. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ 2012 და 2013 წლების ქონების (მიწის) დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენისას, ტერიტორიული კოეფიციენტის 0,665-ის ნაცვლად 0,595-ის გავრცელების ნაწილში, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები დარჩეს ძალაში.
6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 5000 (ხუთიათასი) ლარის ნახევარი 2500 (ორიათასხუთასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო დარჩენილი თანხა 2500 (ორიათასხუთასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 7000 (შვიდიათასი) ლარის ნახევარი - 3500 (სამიათასხუთასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო დარჩენილი თანხა - 3500 (სამიათასხუთასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -