1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.
2. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.
3. პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.
5. საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და ელექტრონული დეკლარირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
მთავარი მონაცემები
თანხა1 ლარამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. საგადასახადო დეკლარაცია 1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. 2. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება. 3. პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება. 5. საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და ელექტრონული დეკლარირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
…50 000 ლარს, ჩათვლის კორექტირება 11 ლარს. ამასთან დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას არსებული 2017 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა... გაუქმებულია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის…
საქმე №ბს-778(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…ლარი, ჯამში 39 187,71 ლარი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა შპს „...“-მა აღნიშნა, რომ დეკლარაციაში კოეფიციენტად მითითებული იყო 0,595, რაც საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია. საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. იმ…
საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
…დეკლარაცია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით კანონი გადამხდელს ანიჭებს უფლებას აირჩიოს დეკლარაციის წარდგენის ფორმა. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე…
საქმე №ბს-355(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2021
…გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები მიუთითებენ საგადასახადო კოდექსის 67-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 269-ე მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „...ის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება…
…მიხედვით, ვალდებული იყო, დამდგარიყო დღგ-ის გადამხდელად. შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს უნდა დაერიცხოს ძირითადი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით. ასევე, სადავო პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც გადასახადის თანხა ნულის ტოლია და გადასახადის შემცირებისთვის…
…ბოლომდე) მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.“; თ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ წარადგენს „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური…
…საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს…
…მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.…
…რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება, რომელიც განისაზღვრებოდა, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და გამოქვითვების თანხებს შორის (97 მუხ.). 2013-2014 წლებში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 67.1 მუხლის მიხედვით პირი გადასახადის გამოანგარიშების მიზნით ანგარიშგებას ახდენდა საგადასახადო დეკლარაციის მეშვეობით. ამავე კოდექსის 153.1 მუხლის…
…68 254 ლარი და საურავი - 87 465 ლარი. მოსარჩელის განმარტებით: იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სადავო საკითხების დაკმაყოფილება მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას. საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად: 1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის…