ბრძანება N 2540
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2540
10.02.2023
ფ/პ "------" (პ/ნ ----------)
(მის.: -------- )
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ფ/პ "--------" (პ/ნ -------- ) №78543/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №006-26597 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას და 2019 წლის მიმდინარე გადასახდელებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2018 წელს მიიღო დაუბეგრავი შემოსავალი, რომელიც დაადეკლარირა 2019 წლის 28 მარტს. გადასახადი გადაიხადა დროულად. ახლა კი აღმოაჩინა, რომ 2019 წელსაც დაარიცხეს იგივე თანხა. 2019 წელს რეალურად არ მიუღია დაუბეგრავი შემოსავალი, შესაბამისად არ იცოდა თუ უნდა წარედგინა 2019 წლის ნულოვანი დეკლარაცია. 2023 წელს თავის ელექტრონულ გვერდზე შესვლისას დახვდა გირავნობის შეტყობინება. შემდეგ სცადა 2019 წლის დეკლარაციის დაზუსტება, მაგრამ ხანდაზმულობის გამო ვერ მოახერხა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს 2019 წელს არასწორად დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და გირავნობა/იპოთეკის სადავო შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ "-------" (პ/ნ ------- ) 2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 197.83 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2019 წლის 19 ივლისის № ----- შეტყობინებით ფ/პ "--------" (პ/ნ --------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 9 იანვარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით ფ/პ "-------" (პ/ნ ------- ) ერიცხება საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) 42.35 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა 2019 წლის 19 ივლისის №006-26597 შეტყობინების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2019 წლის მიმდინარე გადასახდელების გაუქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირადი აღრიცხვის ბარათზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის 2018 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 2019 წლის მიმდინარე გადასახდელები 390.32 (97.58*4) ლარის ოდენობით. ამასთან, 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის.
2021 წლის 21 ივნისის N5 სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, 2019 წლის მიმდინარე გადასახდელები დაექვემდებარა შემცირებას 2019 წლის წლიური დეკლარაციის წარმოდგენის სავადო თარიღით - 2020 წლის 31 მარტის სავადო თარიღით შემცირდა 390.32 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "-------" (პ/ნ -------- ) საჩივარი 2019 წლის მიმდინარე გადასახდელების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში