ბრძანება N 7534

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 7534
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7534

06.04.2023

შპს ------------ს (ს/ნ----------------)

(მის: ---------------------------------)

2023 წლის 27 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის (ოქმი №33) სხდომაზე განიხილა შპს ------------ს (ს/ნ----------------) №79376/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 1 თებერვლის №011-321 ბრძანებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ---------ს საკუთრებაში რიცხულ ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელსაც არ ეთანხმება, ვინაიდან უსამართლოა და შეუსაბამოდ ზღუდავს მის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, რამეთუ ბრძანება ისე იქნა მიღებული არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება. საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევის მიზანშეწონილობის, ლეგიტიმურობის, თანაზომიერების შემოწმება, გულისხმობს იმას, რომ არ დაუშვას ორი კონსტიტუციური პრინციპის კოლიზია. კონსტიტუციის მე-19 მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 67-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდაუვლობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. შპს -------ა არ წარმოადგენს შპს ------ს ცრუმაგიერ პირს. ამასთან, 2023 წლის 17 თებერვლის განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

გადამხდელი საჩივარში მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებზე. ამასთან, განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეზე №3/ბ-246- 19წ. განმარტავს, რომ იმის მიუხედავად, თუ რა საფუძვლები არსებობს სამეწარმეო სუბიექტების/ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, განსხვავდება მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის ბრძანების თანახმად (საქმე 3/7928-21), ----- --------- (პ/ნ --------), შპს ------უს (ს/ნ ----------), -------- (პ/ნ ------------) და შპს --------------ა (ს/ნ --------------) აღიარებულ იქნენ შპს ------------ს (ს/ნ -------------) ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის №3/7928-21 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-321 ბრძანებით, შპს --------ს (ს/ნ ---------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, შპს ---------------ა (ს/ნ ------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის ბრძანების თანახმად (საქმე 3/7928-21), ----- -------- (პ/ნ ------------), შპს ------------ს (ს/ნ -------------------), ----- -------------(პ/ნ -------------------) და შპს ------------------ა (ს/ნ ---------------) აღიარებულ იქნენ შპს ------------ს (ს/ნ --------------) ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს -------ს (ს/ნ --------------) 2023 წლის 30 მარტის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ------------ს (ს/ნ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივანის საკუთრებაში რიცხულ ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელსაც არ ეთანხმება.

ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის ბრძანების თანახმად (საქმე 3/7928-21), მომჩივანი და სამეწარმეო სუბიექტები/ფიზიკური პირები აღიარებულ იქნენ კომპანიის ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის №3/7928-21 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-321 ბრძანებით, კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, მომჩივანის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 238(1 „გ“); 241(1,2); 246(1,5); 302(6);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებ

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 67-ე მუხლები;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლები;