გადაწყვეტილება №19106/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19106/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19106/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება;
2. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.06.2021 წლის NCAR0009100, 20.07.2021 წლის NCAR0026257, 17.11.2021 წლის NCAR0037585, 17.12.2021 წლის NCAR0041593, 18.01.2022 წლის NCAR0051624, 17.02.2022 წლის NCAR0063188, 17.03.2022 წლის NCAR0069752, 18.04.2022 წლის NCAR0073254, 19.05.2022 წლის NCAR0084982, 17.06.2022 წლის NCAR0093409, 19.07.2022 წლის NCAR0100870, 18.08.2022 წლის NCAR0109751 და 19.09.2022 წლის NCAR0113182 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;
2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №003802, №003803, №003804, №003805, №003806, №003807, №003808, №003809, №003810, №003811, №003812, №003813 და №003814 ბრძანებები.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 200 ლარი.
გაფრთხილება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (2021 წლის მაისის, ივნისის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის და 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივლისის და აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარსადგენი დეკლარაცია (ყოველთვიური მოგების გადასახადი, საშემოსავლო (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია), რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.
აღნიშნულზე მომჩივანს 17.06.2021 წლის NCAR0009100 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეეფარდა გაფრთხილება, ხოლო 20.07.2021 წლის NCAR0026257, 17.11.2021 წლის NCAR0037585, 17.12.2021 წლის NCAR0041593, 18.01.2022 წლის NCAR0051624, 17.02.2022 წლის NCAR0063188, 17.03.2022 წლის NCAR0069752, 18.04.2022 წლის NCAR0073254, 19.05.2022 წლის NCAR0084982, 17.06.2022 წლის NCAR0093409, 19.07.2022 წლის NCAR0100870, 18.08.2022 წლის NCAR0109751 და 19.09.2022 წლის NCAR0113182 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.02.2023 წლის №003802, №003803, №003804, №003805, №003806, №003807, №003808, №003809, №003810, №003811, №003812, №003813 და №003814 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 291-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 9.03.2017 წელს დააფუძნა კომპანია სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ოჯახური პირობების (დირექტორის დეკრეტული შვებულება) და პანდემიის გამო შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა. 2021 წლის მაისში გააგზავნა ნულოვანი დეკლარაციები და მონიშნა სტატუსი უმოქმედო, ჩათვალა რომ მოვალეობა შეასრულა და ამის შემდგომ აღარც შესულა rs.ge-ს საიტზე. აღნიშნული ოქმების თაობაზე შეიტყო 2023 წლის 3 იანვარს პორტალზე შესვლით. უთითებს, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან არ მომხდარა ინფორმირებულობა აღნიშნული ოქმების გამოცემის თაობაზე. პირველივე გაფრთხილებისთანავე ოქმი, რომ ჩაბარებოდა არ მოხდებოდა მომდევნო 12 სამართალდარღვევის ოქმის გამოწერაც.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.
ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღნიშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.
ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინსტრუქციის 111 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებები უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №003802, №003803, №003804, №003805, №003806, №003807, №003808, №003809, №003810, №003811, №003812, №003813 და №003814 ბრძანებები და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება;
2. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (2021 წლის მაისის, ივნისის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის და 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივლისის და აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარსადგენი დეკლარაცია (ყოველთვიური მოგების გადასახადი, საშემოსავლო (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია), რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს შეეფარდა ჯერ გაფრთხილება, ხოლო ყოველ შემდეგ ჯერზე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებები უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 67(4), 269, 270, 291.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N996 ბრძანება.