განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2020
საქმის ნომერი
330310017002023661
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002023661

საქმე №3ბ/2489-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ნინო ყანჩაველი

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ბ---- ტ-------“;

წარმომადგენლები - მე---- გ---–--ა, თ-------------–--ლი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - თო------ ვ---ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - რე---- ღ----–--ია;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება, კერძოდ აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში;

 

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №2--- ბრძანება;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №1--------- საჩივარზე;

 

1.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატმენტს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბ---- ტ-------სათვის“ მიყენებული ზიანის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის ანაზღაურება;

 

1.7. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 2017 წლის 10 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი თანხის 1---------- (ერთი მილიონ ასთხუთმეტი ათას შვიდასორი ლარი და 70 თეთრი) ლარის 4,875% ექვს-ნახევარ თვეზე (9%:12 თვეზე=0.75%X6,5 თვეზე=4.875%), რაც შეადგენს (1----------X4.875%=5----- ლარი) 5----- (ო-----–--------------------------------------–-------) ლარს;

 

1.8. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან 1---------- (ერთი მილიონ ასთხუთმეტი ათას შვიდასორი ლარი და 70 თეთრი) ლარის წლიური 9% (1---------- X 9% =100 4-----:3--=275) დღეზე 275 ლარი სამი წლის ვადით, რაც შეადგენს 3------ (სამასერთი ათას ასოცდახუთი) ლარს. (იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, ტ. II, ს.ფ. 73-109).

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს „ბ---- ტ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა 2010 წლის 18 მარტს, მის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა საქართველო, ქ.თბილისი, გლდანის რაიონი, ფ---------------, დირექტორად განისაზღვრა სომხეთის მოქალაქე ე----------–------ი, ხოლო სომხეთის მოქალაქეები მი----–----------ან და კა--------------ან რეგისტრირებულნი არიან 5----% წილის მფლობელებად (ტ. I, ს.ფ. 122-123)

 

4.2. 2016 წლის 3 ოქტომბრის №1-------9--- წინასწარი ინვოისის თანახმად, №9--- შეკვეთის საფუძველზე შპს „ბ---- ტ-------მ“ შპს „ს----------------------–--–-------------------“ შეიძინა 4-------- ცალი აქციზური მარკა სიგარეტისათვის - ფილტრიანი, იმპორტირებული (მშრალი), ინვოისის ღირებულებამ შეადგინა 26 762.4 ევრო, გადახდის ვალუტად განისაზღვრა ლარი, გადახდის დღეს სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

2016 წლის 4 ოქტომბრის №1--- საგადახდო დავალებით შპს „ბ---- ტ-------მ“ გადაიხადა 7-------- ლარი აღნიშნული აქციზური მარკების საფასურის სახით.

 

მოცემულ აქციზურ მარკებზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოიწერა №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, ხოლო შპს „ბ---- ტ-------მ“ აღნიშნული მარკები მიიღო 2016 წლის 6 ოქტომბრის №9--- მიღება-ჩაბარების აქტით (ტ. I, ს.ფ. 39-45).

 

4.3. 2016 წლის 4 ოქტომბრის №1200951-9--- წინასწარი ინვოისის თანახმად, №9--- შეკვეთის საფუძველზე შპს „ბ---- ტ-------მ“ შპს „ს----------------------–--–-------------------“ შეიძინა 3------ ცალი აქციზური მარკა სიგარეტისათვის - უფილტრო, იმპორტირებული (მშრალი), ინვოისის ღირებულებამ შეადგინა - 1------ ევრო, გადახდის ვალუტად განისაზღვრა ლარი, გადახდის დღეს სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

2016 წლის 4 ოქტომბრის №1--- საგადახდო დავალებით შპს „ბ---- ტ-------მ“ გადაიხადა 5------ ლარი.

 

მოცემული აქციზური მარკებზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოიწერა №ე-–----------- სასაქონლო ზედნადები, ხოლო შპს „ბ---- ტ-------მ“ აღნიშნული მარკები მიიღო 2016 წლის 6 ოქტომბრის №9--- მიღება-ჩაბარების აქტით. (ტ.I, ს.ფ. 46-50; 55).

 

4.4. 2016 წლის 4 ოქტომბრის №1200952-9--- წინასწარი ინვოისის თანახმად, №9--- შეკვეთის საფუძველზე შპს „ბ---- ტ-------მ“ შპს „ს----------------------–--–-------------------“ შეიძინა 3------ ცალი აქციზური მარკა სიგარეტისათვის - უფილტრო, იმპორტირებული (მშრალი), ინვოისის ღირებულებამ შეადგინა - 1------ ევრო, გადახდის ვალუტად განისაზღვრა ლარი, გადახდის დღეს სების ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

2016 წლის 4 ოქტომბრის №1--- საგადახდო დავალებით შპს „ბ---- ტ-------მ“ გადაიხადა 5------ ლარი.

 

მოცემული აქციზური მარკებზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოიწერა №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, ხოლო შპს „ბ---- ტ-------მ“ აღნიშნული მარკები მიიღო 2016 წლის 6 ოქტომბრის №9--- მიღება-ჩაბარების აქტით (ტ. I, ს.ფ. 51-55).

 

4.5. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის შეძენილი აქციზური მარკების პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში გადაგზავნის მიზნით, 2016 წლის 19 ოქტომბრის №F---------- ინვოისის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ „ჯ-----------------------“ მიიღო საბროკერო მომსახურება დეკლარირება (აეროპორტი) და სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება, რომელთა ღირებულებამ სხვა დასაბეგრ შემოსავალთან ერთად შეადგინა 1------- ლარი, რომელიც გადახდილ იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს (ტ.I, ს.ფ. 56-57).

 

4.6. 2016 წლის 31 ოქტომბრის №1----------- წინასწარი ინვოისის თანახმად, №9--- შეკვეთის საფუძველზე შპს „ბ---- ტ-------მ“ შპს „ს----------------------–--–-------------------“ შეიძინა 1------ ცალი აქციზური მარკა სიგარეტისათვის - უფილტრო, იმპორტირებული (მშრალი), ინვოისის ღირებულებამ შეადგინა - 6---- ევრო. გადახდის ვალუტად განისაზღვრა ლარი, გადახდის დღეს სების ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

2016 წლის 31 ოქტომბრის №1--- საგადახდო დავალებით შპს „ბ---- ტ-------მ“ გადაიხადა 1------ ლარი.

 

შპს „ბ---- ტ-------მ“ აღნიშნული აქციზური მარკები მიიღო 2016 წლის 8 ნოემბრის №9--- მიღება - ჩაბარების აქტით. (ტ.I, ს.ფ. 60-63).

 

4.7. უფილტრო სიგარეტებისათვის შეძენილი აქციზური მარკების პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში გადაგზავნის მიზნით 2016 წლის 9 ნოემბრის №F----------- ინვოისის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ „ჯ-----------------------“ მიიღო საბროკერო მომსახურება დეკლარირება (აეროპორტი) და სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება, რომელთა ღირებულებამ სხვა დასაბეგრ შემოსავალთან ერთად შეადგინა 1------- ლარი, რომელიც გადახდილ იქნა 2016 წლის 10 ნოემბერს (ტ.I, ს.ფ.65-66).

 

4.8. 2016 წლის 23 დეკემბრის №7---------- ინვოისის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმოს შპს „გ------ ტ-------საგან“ შეიძინა სიგარეტი: „V-------------“, 1--- ყუთი - 6------ კოლოფი - 1--------- სიგარეტი, 1------ აშშ დოლარის ღირებულების; C-----------------, 2----უთი - 1------ კოლოფი - 2-------- სიგარეტი, 1----- აშშ დოლარის ღირებულების. სულ _ 1---- ყუთი, კოლოფი ჯამში 7------, სიგარეტი ჯამში 1---------, 1------ აშშ დოლარის ღირებულების, ბრუტო საერთო წონა 1-----კგ., ნეტო საერთო წონა 15 430კგ.

 

2016 წლის 24 დეკემბრის CMR-ის ფორმის თანახმად, შპს „გ------ ტ-------მ“ შპს „ბ---- ტ-------ს“ გაუგზავნა სიგარეტი 1----- კგ., სომხეთის რესპუბლიკა - ქალაქ ერევნიდან საქართველოში, მისამართზე: ლილო 1-------–---ს ქ.14 (ტ.I, ს.ფ. 73-80).

 

4.9. 2016 წლის 23 დეკემბრის №7---------- ინვოისის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმოს შპს „გ------ ტ-------საგან“ შეიძინა “V-------------” 1--- ყუთი, სულ 7------ კოლოფი, 1--------- სიგარეტი, ღირებულებით სულ 1------ აშშ დოლარი, ბრუტო წონა 1----- კგ., ნეტო წონა 1-----კგ.

 

2016 წლის 26 დეკემბრის გადაზიდვის CMR ფორმის თანახმად, სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმოს შპს „გ------ ტ-------მ“ შპს „ბ---- ტ-------ს“ გაუგზავნა სიგარეტი 1----კგ., სომხეთი რესპუბლიკა - ქალაქ ერევნიდან საქართველო, ლილო 1-------–---ს ქ.14 (ტ.I, ს.ფ. 91-98).

 

4.10. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 26 დეკემბერს №I-------- განცხადებით (წინასწარი დეკლარირება - იმპორტი) მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის ელექტრონულად შევსება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის წერილით შპს „ბ---- ტ-------ს“ ეცნობა, რომ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, სერვერული ხარვეზის გამო ვერ ხერხდება წინასწარი დეკლარირება. გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ სრულყოფილი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეუძლია განმეორებით მოითხოვოს დეკლარაციის ელექტრონულად შევსება (ტ. I, ს.ფ. 71-72).

 

4.11. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 26 დეკემბერს №I-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის ელექტრონულად შევსება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის წერილით შპს „ბ---- ტ-------ს“ ეცნობა, რომ მოწოდებული დოკუმენტების საფუძვეზე, სერვერული ხარვეზის გამო ვერ ხერხდება წინასწარი დეკლარირება. გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ სრულყოფილი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეუძლია განმეორებით მოითხოვოს დეკლარაციის ელექტრონულად შევსება (ტ.I, ს.ფ. 89-90).

 

4.12. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. განცხადების თანხმად, შპს „ბ---- ტ-------ს“ სახელზე გეზ „თბილისის“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსულია საქონელი - სიგარეტი აღრიცხვის მოწმობებით: D----- 27/12/2016 და D----- 27/12/2016 და მოითხოვა აღნიშნული საქონლის დროებით შენახვის უფლება, იგივე ავტომობილებში ლუქის მთლიანობის დაურღვევლად (ტ.II, ს.ფ.179).

 

4.13. 2016 წლის 28 დეკემბრის №C---------------1 საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია “V-------------” 1--- ყუთი და C----------------- 2----უთი, ნეტო 15 430კგ., ბრუტო 1-----კგ., ექსპორტიორი ერთობლივი საწარმო შპს „გ------ ტ-------“, იმპორტიორი შპს „ბ---- ტ-------“. წინმსწრები დოკუმენტი: D----- 27/12/2016. ამავე თარიღის #№C95109/A369-11111 საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია სიგარეტი “V---------------” 1--- ყუთი. წინმსწრები დოკუმენტი: D----- 27/12/2016 (ტ. II, ს.ფ.176, 178).

 

4.14. 2017 წლის 4 იანვრის №C---/A--------- იმპორტის სასაქონლო ოპერაციის საბაჟო დეკლარაციის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია სიგარეტი “V-------------” 1--- ყუთი და უფილტრო სიგარეტი “C------” 2----უთი, გამომგზავნი ქვეყანა სომხეთი, დანიშნულების ქვეყანა - საქართველო (ტ. I, ს.ფ. 68-70).

 

4.15. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინების თანახმად, შპს „ბ---- ტ-------ს“ №C---, 11111, 2017 დეკლარაციის საფუძველზე დაერიცხა აქციზის გადასახადი 1 336 600 ლარი, დღგ 3------ ლარი, მომსახურების საფასური 400 ლარი. თანხის გადახდის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 9 იანვარი (ტ. I, ს.ფ. 67).

 

4.16. 2017 წლის 4 იანვრის №C-------------- იმპორტის სასაქონლო ოპერაციის საბაჟო დეკლარაციით შპს „ბ---- ტ-------მ“ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია სიგარეტი “V-------------” 1--- ყუთი, გამომგზავნი ქვეყანა სომხეთი და დანიშნულების ქვეყანა საქართველო (ტ. I, ს.ფ. 87-88).

 

4.17. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინების თანახმად, შპს „ბ---- ტ-------ს“, №C---------, 2017 დეკლარაციით დაერიცხა აქციზის გადასახადი 1-------- ლარი, დღგ 3------ ლარი, მომსახურების საფასური 400 ლარი, რომლის გადახდის ბოლო ვადად განსაზღვრა 2017 წლის 9 იანვარი (ტ. I, ს.ფ. 82).

 

4.18. 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „ბ---- ტ-------ს“ დირექტორმა №გწ-2016/12/29-1 განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს.

 

განცხადებით მოთხოვნილი იყო რეაგირება იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს, მიუხედავად ყველა დოკუმენტის წესრიგში ყოფნისა, საბაჟო ორგანოს მიერ არ განხორციელდა შპს „ბ---- ტ-------ს“ საქონლის განბაჟება იმ მოტივით, რომ სერვერული ხარვეზის გამო ვერ ხერხდება წინასწარი დეკლარირება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქონელი გადატანილ იქნა გეზ-ში დეკლარირების მიზნით, სადაც ასევე, გაურკვეველი მიზეზების გამო არ განახორციელეს დროულად აღნიშნული საქონლის დეკლარირება. ვინაიდან მთავრობის მხრიდან დაანონსებულია ცვლილებები აქციზურ საქონელზე აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ, კომპანიის დირექტორმა ითხოვა, მოხდეს მყისიერი რეაგირება მოცემულ ფაქტზე და შპს „ბ---- ტ-------ს“ მიეცეს შესაძლებლობა კანონის შესაბამისად საქონლის დეკლარირებისა და განბაჟების (ტ. I, ს.ფ. 99-100).

 

4.19. შპს „ბ---- ტ-------მ“ 2016 წლის 26 დეკემბერს ორჯერ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს წინასწარი დეკლარირების მიზნით (იმპორტი), რაზეც 2016 წლის 27 დეკემბერს გაეცა უარყოფითი პასუხი.

 

2016 წლის 28 დეკემბერს 4-ჯერ (09:07:45 სთ-ზე, 09:09:39 სთ-ზე, 09:11:47 სთ-ზე, 09:12:22 სთ-ზე) მიმართა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ავტომანქანების გაფორმების მიზნით რიგის დაკავებაზე 2016 წლის 28 დეკემბერს, 2017 წლის 3 იანვარსა და 4 იანვარს, რაზედაც უარყოფითი პასუხი გაეცა. ამასთან, 28 დეკემბერს წარდგენილ რიგის დაკავების ორ მოთხოვნას იმავე დღეს გაეცა უარყოფითი პასუხი, მესამეს - 3 იანვარს, ხოლო მეოთხეს - 4 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 126- 132).

 

4.20. 2017 წლის 4 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებულიყო საქონლის დეკლარირება და მასზე 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებული გადასახადის განაკვეთი გავრცელებულიყო, რადგან 2016 წლის 27 დეკემბერს კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად სერვერული პრობლემის არსებობის მოტივით არ განბაჟდა ხსენებული საქონელი (ტ. I, ს.ფ.101).

 

4.21. 2017 წლის 4 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს.

 

განცხადების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა №7---------- და №7---------- ინვოისებით განსაზღვრულ საქონელზე 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი განაკვეთების გავრცელებას მაშინ, როდესაც საქონელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა 2016 წლის 27 დეკემბერს, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ განბაჟებაზე გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი (ტ. I, ს.ფ.102).

 

4.22. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანებით შპს „ბ---- ტ-------ს“ საბანკო ანგარიშებზე გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნეს საინკასო დავალებები (ტ. I, ს.ფ.133).

 

4.23. 2017 წლის 6 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა №17-03 საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება, კერძოდ აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება - აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში.

 

საჩივრის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------ს“ საქონელი საქართველოში შემოვიდა 2016 წლის 27 დეკემბერს; საგადასახადო ორგანოს მხრიდან ხელოვნურად-შეგნებულად შეიქმნა ბარიერები. პრინციპულად არ აბაჟებდნენ აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებულ საქონელს, ადგილი ჰქონდა იმპორტის ღონისძიების განხორციელების დროის გაჭიანურებას.

 

2017 წლის 13 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა №1---- საჩივრით კლავ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, საზოგადოებას დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამოჭრილი 1----------- ლარი; საურავის სახით ჩამოჭრილი - 4---- ლარი და დავის დასრულებამდე შეჩერებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანების მოქმედება.

 

საჩივრის თანახმად, მიუხედავად კომპანიის წარმომადგენლების არაერთჯერადი მიმართვისა, 2016 წელს საჯარო მოხელეების მხრიდან უკანონო ქმედებების შედეგად საზოგადოებას შეგნებულად არ მიეცა ტვირთის განბაჟების შესაძლებლობა და 2016 წლის 27 დეკემბერს, განსაბაჟებელი საქონელი, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, განაბაჟეს 2017 წლის 4 იანვარს, რითაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებულია აღნიშნული ზედმეტად დარიცხული გადასახადები, საგადასახადო ორგანოს მხრიდან, გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობიდან, 2017 წლის 9 იანვარს, უკანონოდ ჩამოიჭრა 145 815.18 ლარი, ასევე, შემოსავლების სამსახურის, 2017 წლის 10 იანვრის, №0-------------- ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს საზოგადოების ანგარიშიდან ჩამოიჭრა 9--------- ლარი, ხოლო საურავის სახით - 4---- ლარი. ჯამში ჩამოიჭრა უკანონოდ დარიცხული 1----------- ლარი და საურავის სახით 4---- ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №2--- ბრძანებით შპს „ბ---- ტ-------ს 2017 წლის 4 იანვრის საჩივარი №4------ და №4------ შეტყობინებების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო 2017 წლის 13 იანვრის საჩივარი საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ გაიზიარა საბაჟო დეპარტამენტის წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს შპს „ბ---- ტ-------მ“ საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №2-------------- განცხადებით და მოითხოვა №D----- (27/12/2016) და №D---- (27/12/2016) აღრიცხვის მოწმობებით კონტროლზე აყვანილი და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“ გამოცხადებული საქონლის დროებითი შენახვა. შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე იმავე დღეს დარეგისტრირდა დროებითი შენახვის განაცხადები №C----------- და

№C-----------. 2017 წლის 4 იანვარს, ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, შპს „ბ---- ტ-------მ“ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა №C---/11111 და №C--------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციები. მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „A------”-ში ინტეგრირებული რისკის მართვის სისტემის მეშვეობით, აღნიშნული დეკლარაციებისათვის განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“. შესაბამისად, იმავე დღეს მოხდა საქონლის გაშვება დეკლარაციებისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების გარეშე. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ 2017 წლის 4 იანვრის №4------ და №4------ შეტყობინებებით გადასახდელად განსაზღვრული თანხების საფუძველს წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციები. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ საჩივარი 2017 წლის 4 იანვრის №4------ და №4------ შეტყობინებების ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ პუნქტისა და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

ბრძანების მიხედვით, საბჭო დაეყრდნო ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის

25 იანვრის წერილით წარდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კომპიუტერულ ბაზაში არსებული ნაერთი ინფორმაციის მონაცემების მიხედვით, შპს „ბ---- ტ-------ს“ 2017 წლის 22 იანვრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 6--------- ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება ირიცხება დროებით ბარათზე და იგი არ არის აღიარებული. კომპიუტერულ ბაზაში არსებული ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 1----------- ლარის ოდენობით, საიდანაც 9--------- ლარი წარმოადგენდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას (აქციზის გადასახადი საბაჟოზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 10 იანვარს გამოცემულია №0-------------- შპს „ბ---- ტ-------ს“ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. დავების განხილვის საბჭომ საქმესთან დაკავშირებით არსებული გარემოებების და სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ნაწილი აღიარებულია, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საინკასო დავალების წარდგენა მართლზომიერია და არ არსებობს საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი (ტ.I, ს.ფ.124-132; 134-137).

 

4.24. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 30 იანვრის №17-15 განცხადებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის სხდომის ოქმის სრული ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, დამოწმებული სათანადო წესით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 თებერვლის №2---------- წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის სხდომაზე შპს „ბ---- ტ-------ს“ საჩივრების გარდა, განიხილა სხვა გადამხდელის საჩივრებიც, რომლებზეც საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, ამდენად წერილში აღნიშნულია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადასახადის გადამხდელს მიაწოდოს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის ოქმის სული ვერსია. გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2017 წლის 27 იანვრის №8 დავების განხილვის საბჭოს სხდომის ოქმის ამონაწერი. აუდიო ჩანაწერის მიწოდებასთან დაკავშირებით განმცხადებელს განემარტა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 3 მაისის №2168 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტი სხდომების აუდიო ჩაწერას არ ითვალისწინებს. ამდენად სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს განმცხადებელს მოთხოვნილი აუდიო ჩანაწერი (ტ.I, ს.ფ. 151-152).

 

4.25. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის

№8 სხდომის ოქმიდან ამონაწერში დაფიქსირებულია საბჭოს წევრების ვინაობა, რომლებიც ესწრებოდნენ საქმის განხილვას, ვინ გამოთქვა აზრი და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული დავების განხილვის საბჭოს მიერ (ტ.I, ს.ფ.153).

 

4.26. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 7 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის №8 სხდომის ნაწილი, სადაც ასახულია განმცხადებლის საჩივრის განხილვა (ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია), რომელიც შეიცავს საბჭოს წევრების პოზიციებს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის №2---------- წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილ ინფორმაცია წერილობითი სახით გადაეცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 თებერვლის №2---------- წერილით. ასევე დამატებით განემარტა, რომ დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს სხდომა დახურულია, რაც გულისხმობს თათბირის საიდუმლოებას (ტ.I, ს.ფ.154-155);

 

4.27. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 20 თებერვალს №1---- საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №2--- ბრძანება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი; საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უკანონო გადაწყვეტილებების, ქმედებების შედეგად უხეში გაუფრთხილებლობით საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ნაწილში ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის, №4------ და №4------ შეტყობინებები; შეჩერებულ იქნეს ამავე სამსახურის, 2017 წლის 10 იანვრის, №0--------

0----- ბრძანების მოქმედება დავის დასრულებამდე და საზოგადოებას დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის №03/26694 წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ საბჭოში რეგისტრირებული საჩივრების სიმრავლიდან გამომდინარე, საჩივრების განხილვა ხორციელდება ეტაპობრივად, აღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაძლებლად მოკლე ვადაში.

 

შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 20 მარტს №17-46 განცხადებით კვლავ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, კერძოდ მიუთითა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „ბ---- ტ-------ს“ უარი ეთქვა 2016 წლის 26 დეკემბერს წარდგენილ წინასწარი დეკლარაციის რეგისტრაციაზე საგადასახადო ორგანოს მხრიდან

2016 წლის 27 დეკემბერს უარის თქმის მიუხედავად (სერვერული ხარვეზის გამო) ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟება. აღნიშნული განზრახი ქმედებით კი საზოგადოებას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 26 ივნისს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა 2017 წლის 20 თებერვლის საჩივრის განხილვა მოხდეს გონივრულად შემჭიდროვებულ ვადებში და გადამხდელს წინასწარ ეცნობოს საჩივრის განხილვის თარიღი და დრო.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ მიუთითა, რომ გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით საზოგადოებამ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები 2017 წლის 4 იანვარს, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა №C---/11111 და №C--------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციები და აღნიშნული დეკლარაციებით გადასახდელ თანხაზე გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 04.01.2017 წლის №4------ და №4------ შეტყობინებები. ადმინისტრირების დეპარტამენტის 06.03.2017 წლის წერილის თანახმად, კომპიუტერულ ბაზაში არსებული ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ირიცხებოდა 1----------- ლარის ოდენობით, საიდანაც აქციზის (საბაჟო) შედარების აქტის მიხედვით 9--------- ლარი ირიცხებოდა, როგორც აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლი საბაჟო დეკლარაციაში ასახულ საგადასახადო ვალდებულებას განმარტავს, როგორც აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, ამასთან ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში არ განიხილება, ხოლო 243-ე მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამდენად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ორივე ნაწილში მართებულია და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი (ტ. I, ს.ფ.158-168; 176-177; 179-188).

 

4.28. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის №5------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2016 წლის 28 დეკემბერს აღნიშნულ საქონელზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილმა თანამშრომელმა დაარეგისტრირა დროებითი შენახვის განაცხადები C----------- და C-----------. შპს

„ბ---- ტ-------მ“ ზემოაღნიშნული ტვირთის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ წარადგინა დოკუმენტები მიმდინარე წლის 4 იანვარს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა დეკლარაციები C---/11111 და C---------. დეკლარაციებს განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ (საქონლის გაშვება დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების გარეშე) და იმავე დღეს მოხდა აღნიშნული საქონლის გატანა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ ტერიტორიიდან. იგივე ინფორმაციაა მითითებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 31 იანვარს №1---------- სამსახურებრივ ბარათში (ტ. II, ს.ფ.181-184).

 

4.29. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის №8--------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომპიუტერულ ბაზაში არსებული ნაერთი ინფორმაციის მონაცემების მიხედვით, შპს „ბ---- ტ-------ს“ 2017 წლის 22 იანვრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 6--------- ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება ირიცხება დროებით ბარათზე და იგი არ არის აღიარებული. კომპიუტერულ ბაზაში არსებული ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 1----------- ლარის ოდენობით, საიდანაც 9--------- ლარი წარმოადგენდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას (აქციზის გადასახადი საბაჟოზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 10 იანვარს გამოცემულია №0-------–0----- შპს „ბ---- ტ-------ს“ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის ვებ გვერდზე გაგზავნილია 2017 წლის 10 იანვარს, გაეცნო 2017 წლის 11 იანვარს. საინკასო დავალება გამოწერილ იქნა 9--------- ლარზე, რომელიც სრულად განაღდდა საქართველოს ბანკის მიერ (ტ. II, ს.ფ.170).

 

4.30. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 13 თებერვალს №1---- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია 2016 წლის 27, 28, 29, 30 და 31 დეკემბერს ხდებოდა თუ არა საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟება. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოითხოვა გადაეცეს მითითებულ პერიოდში განბაჟებული საქონლის საბაჟო დეკლარაციების რამდენიმე ასლი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის №2---------- წერილით განმცხადებელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განემარტა, რომ გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. განმცხადებელს ეცნობა, რომ განბაჟების დინამიკის დათვალიერება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე ჩანართში „სტატისტიკური მონაცემები: ექსპორტ-იმპორტი“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სტატისტიკის წლის, თვის და დღის ჭრილში (ტ.I, ს.ფ.156 -157).

 

4.31. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 20 თებერვლის განცხადებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის №1---------- წერილი, რომელიც მოხსენებულია შემოსავლების სამსახურის 2017 წლის პირველი თებერვლის №2--- ბრძანებაში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 მარტის №2---------- წერილით განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განემარტა, რომ საბაჟო დეპარტამენტის №1---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას და განმცხადებლისათვის გადაცემას არ ექვემდებარება (ტ.I, ს.ფ.169 -170).

 

4.32. შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 2 მარტს №1---- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2016 წლის 27 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დღეების ჭრილში იმპორტირებული და განბაჟებული საქონლის სასაქონლო კოდის, ქვეყნის, ღირებულებისა და რაოდენობის მითითებით, მათ შორის ზემოთ მითითებულ დღეებში (დღეების მიხედვით) №2----- სასაქონლო კოდით იმპორტირებული და განბაჟებული საქონლის ღირებულება და რაოდენობა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №2--------- წერილით განმცხადებელს მიეწოდა ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაცია 2016 წლის 27-31 დეკემბერს იმპორტირებული საქონლის შესახებ, კერძოდ 2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოში იმპორტირებული საქონლის რაოდენობაა ჯამში - 4-----------კგ, ღირებულება - 9----------- ლარი, ხოლო სეს ესნ კოდით - 2----- (სიგარეტი, თამბაქოს შემცველობით) იყო 6----- კოლოფი, 1-------- ლარის ღირებულების; 2016 წლის 28 დეკემბერს - 2-----------კგ, 7----------- ლარის ღირებულების, ხოლო სეს ესნ კოდით - 2----- (სიგარეტი, თამბაქოს შემცველობით) იყო 4-------- კოლოფი, 2---------- ლარის ღირებულების; 2016 წლის 29 დეკემბერს - 1-----------კგ., 5----------- ლარის ღირებულების, ხოლო სეს ესნ კოდით - 2----- (სიგარეტი, თამბაქოს შემცველობით) იყო 5------ კოლოფი, 3-------- ლარის ღირებულების; 2016 წლის 30 დეკემბერს - 1------------კგ., 1------------ ლარის ღირებულების, ხოლო სეს ესნ კოდით - 2----- (სიგარეტი, თამბაქოს შემცველობით) იყო 1-------- კოლოფი, 5-------- ლარის ღირებულების; 2016 წლის 31 დეკემბერს - 1-----------კგ., 5--------- ლარის ღირებულების, სეს ესნ კოდით - 2----- (სიგარეტი, თამბაქოს შემცველობით) იყო 3-------- კოლოფი, 1---------- ლარის ღირებულების (ტ.I, ს.ფ.171-174).

 

4.33. შპს „ბ---- ტ-------ს“ პირადი აღრიცხვის ბარათიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 9 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ ანგარიშიდან: 2------ ლარი გადახდილია საგადასახადო დავალებით - დღგ იმპორტირებულ საქონელზე (№C--- დეკლარაცია), 2------ ლარი გადახდილია საგადასახადო დავალებით - დღგ იმპორტირებულ საქონელზე (№C--- დეკლარაცია), 8------ ლარი გადახდილია საგადასახადო დავალებით - აქციზი იმპორტირებულ საქონელზე (№C--- დეკლარაცია), 9------ ლარი გადახდილია საგადასახადო დავალებით - აქციზი იმპორტირებულ საქონელზე (№C--- დეკლარაცია), 2017 წლის 10 იანვარს 9--------- ლარი გადახდილია საგადასახადო დავალებით - №0----------- ინკასოს განაღდება (ტ.I, ს.ფ.205-215).

 

4.34. 2017 წლის 25 ივლისის შედარების აქტის თანახმად, 2017 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, შპს „ბ---- ტ-------ს“ სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის იყო ზედმეტობა 1--------- ლარის ოდენობით, სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის იყო 0 (2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით), ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული, შეადგენდა 6------ ლარს.

 

2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, შპს „ბ---- ტ-------ს“ სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის იყო ძირითადი თანხა 9--------- ლარი, სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის იყო ზედმეტობა 1-------- ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული, შეადგენდა 6------ ლარს (ტ.I, ს.ფ. 216-217).

 

4.35. 2017 წლის 12 თებერვალს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა იურიდიულ კომპანია „თ--------------------------ბს“ სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

 

ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: 1. შპს „ბ---- ტ-------ს“ მიერ სომხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული სიგარეტების, 2016 წლის 26 დეკემბრის, წინასწარი საბაჟო დეკლარაციების და 2016 წლის 31 დეკემბრამდე, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციაზე საბაჟო დეპარტამენტის უარი („C” ნომრის არ მინიჭება) სერვერული პროგრამის ხარვეზზე მითითებით, წარმოადგენს თუ არა შპს „ბ---- ტ-------ს“ უფლების დარღვევას? 2. აქვს თუ არა შპს „ბ---- ტ-------ს“ უფლება, მოსთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (ან შესაბამის უფლებამოსილ პირს) ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იყო 2017 წლის 4 იანვარის მდგომარეობით საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო განაკვეთების სხვაობით? 2017 წლის 18 თებერვლის სამართლებრივი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წინამდებარე დასკვნა ეფუძნება განმცხადებლის მიერ მითითებულ ფაქტებს და წარმოდგენილ მასალებს.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ 2016 წლის დეკემბერს წარდგენილი დეკლარაციის შეუვსებლობა, რაც გამოწვეული იყო სერვერული ხარვეზით, სხვა ფაქტებთან ერთობლიობაში, მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს (პასუხისმგებელი პირის) მიერ არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი ელექტრონული დეკლარირების სისტემის გამართული მუშაობა, რამაც ზიანი მიაყენა გადამხდელს (ორი ავტომანქანით შემოტანილ საქონელზე აქციზის გადასახადის ნაწილში ზედმეტად დარიცხულმა თანხამ შეადგინა 9-----0 ლარი; დღგ-ს ნაწილში კი 1------ ლარი. დარიცხულმა საურავმა - 4---- ლარი).

 

დასკვნის ავტორების შეფასებით, შპს „ბ---- ტ-------ს“ უფლება აქვს, მოსთხოვოს ადმინისტრაციულ ორგანოს (ან შესაბამის უფლებამოსილ პირს) ზიანის ანაზღაურება (ორი ავტომანქანით შემოტანილ საქონელზე აქციზის გადასახადის ნაწილში ზედმეტად დარიცხულმა თანხამ შეადგინა 9-----0 ლარი; დღგ-ს ნაწილში კი 170 118 ლარი; საურავმა – 484,7 ლარი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208 მუხლების და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ტ. I, ს.ფ.138- 150).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემობები და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის შეტყობინებების კანონიერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად; მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“, „კ“, „ნ“, „ჟ“ და „ღ“ „ე“ „მ“ ქვეპუნქტები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-10 ნაწილები, ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 227-ე მუხლი და მითითებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ვალდებულია, უზრუნველჰყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა პირს ავალდებულებს, წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია საქონლის მიმართ, თუ ეს საქონელი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 23 დეკემბრის ინვოისებით შპს „ბ---- ტ-------ს“ მიერ სომხურ -კანადური ერთობლივი საწარმოს შპს „გ------ ტ-------საგან“ შეძენილი საქონელი (სიგარეტი) გამოიგზავნა საქართველოში 2016 წლის 24 დეკემბერს. შპს „ბ---- ტ-------მ“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განახორციელა ზოგადი დეკლარირება. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 4 იანვრით დათარიღებული იმპორტის სასაქონლო ოპერაციის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ და №4------ შეტყობინებები და გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადები. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ და №4------ შეტყობინებებით დარიცხული გადასახადები. ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იმ განმარტებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს განზრახი უმოქმედობით გადასახადის გადამხდელმა ვერ მოახერხა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული საქონლის განბაჟება 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი განაკვეთით, რამაც გამოიწვია დამატებითი გადასახადის დარიცხვა მოსარჩელისათვის აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადში. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანია არა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღის განსაზღვრის სისწორე ან უკვე რეგისტრირებულ დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება, არამედ - მოსარჩელე ითხოვს შეტყობინებების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ნოემბრის №386 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის №277 ბრძანება, რომლითაც აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის დადგინდა საცალო სარეალიზაციო ფასი, მიუთითა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების მოცულობის დადგენის წესს, რაც დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან, შესაბამისად, სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომ შეტყობინებაში გადასახადის ოდენობა უნდა ასახულიყო 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი განაკვეთის მიხედვით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან 2017 წლის 4 იანვრის №C---/A--------- და №C-------------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციების რეგისტრაციის დღე წინამდებარე სარჩელით სადავოდ არ არის გამხდარი, მიიჩნია, რომ ვალდებულების წარმოშობის დღედ მართებულად განისაზღვრა დეკლარაციის რეგისტრაციის დღე, ხოლო აქციზისა და დღგ-ს თანხა სწორად განისაზღვრა 2017 წლის 4 იანვარს მოქმედი განაკვეთის მიხედვით. ამდენად, მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სადავო შეტყობინებები კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული და არ არსებობის მათი გაუქმების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანების კანონიერების საკითხს, სასამართლომ მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიიჩნია, მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი, კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და აღნიშნა, რომ საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა საგადასახადო დავალიანების შესრულების ერთ - ერთი იძულებითი მექანიზმია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას: (1) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა შეუძლია მხოლოდ საგადასახადო ორგანოს და (2) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობისას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანებით შპს „ბ---- ტ-------ს“ საბანკო ანგარიშებზე გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაცია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა დავა დაიწყო სსიპ შემოსავლების სამსახურის შეტყობინებებით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საინკასო დავალება წარედგინა მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება, სადავო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიმართ გაატაროს იძულებითი ღონისძიებები სადავო საგადასახდო დავალიანების ფარგლებში, განსახილველ შემთხვევაში კი, შპს „ბ---- ტ-------ს“ საგადასახდო დავალიანება აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში წარმოეშვა საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე (რომელიც არ გამოცხადებულა ძალადაკარგულად და ბათილადაც არ ყოფილა ცნობილი), რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, შესაბამისად მის ოდენობასთან დაკავშირებული დავა საგადასახადო სისტემაში ან/და სასამართლოში არ ზღუდავს საგადასახადო ორგანოს, გამოიყენოს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის წარადგინოს საინკასო დავალება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე. ამდენად, კანონშესაბამისია სადავო ბრძანება საინკასო დავალების წარდგენის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის პირველი თებერვლის №2--- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ, მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე 304-ე მუხლები და არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის ის პოზიცია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში შპს „ბ---- ტ-------ს“ საჩივრის განხილვისას საბჭოს წევრები არსებითად მსჯელობდნენ საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ საქმის არსებითი განხილვა საბჭოს სხდომაზე იყო საფუძველი არსებითი გადაწყვეტილების მიღებისა, არის დაუსაბუთებელი. ასევე მიიჩნია, რომ კოლეგიური ორგანოს წევრთა მიერ საკითხის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას ვერ მიენიჭება დამოუკიდებელი მნიშვნელობა, თუკი იგი ასახავს მხოლოდ მსჯელობის პროცესს და არ არის ასახული საბოლოო გადაწყვეტილებაში, რადგან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ საჩვრის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განზრახ უმოქმედობას, რაც გამოიხატა მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად 2017 წლის 4 იანვრამდე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შეუვსებლობაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 28 დეკემბერს მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელმა რიგის ნომრის მინიჭების მიზნით წარადგინა ოთხი განცხადება (09:07:45 სთ-ზე, 09:09:39 სთ-ზე, 09:11:47 სთ-ზე, 09:12:22 სთ-ზე), რომელთაგან ორი უარყოფილი იქნა იმავე დღეს, ერთი - 3 იანვარს, ერთი კი - 4 იანვარს. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის საბაჟო დეკლარაციები დარეგისტრირდა 2017 წლის 4 იანვარს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე, 215-ე, 218-ე, 227-ე მუხლები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იმ მოსაზრებაზე, რომ მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი განცხადების საფუძველზე იმპორტის სასაქონლო ოპერაციის წინასწარი დეკლარაციის ელექტრონულად შევსება არ განახორციელა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რის მიზეზადაც მიუთითა სერვერული ხარვეზი, ხოლო გადამხდელისთვის გადასახადის ოდენობის გამოანგარიშება განხორციელდა არა 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი დოკუმენტების, არამედ 2017 წლის 4 იანვარს შევსებული იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მას იმთავითვე წარდგენილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის დეკლარაციის შესავსებად. მოსარჩელის განმარტებით, 4 იანვრის დეკლარაციის შევსებისას მას რაიმე დამატებითი დოკუმენტი არ წარუდგენია. შესაბამისად, მან ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში განახორციელა ყველა მოქმედება, რათა 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი განაკვეთით მომხდარიყო გადასახადის დარიცხვა, თუმცა, შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედების გამო მას გადასახადი დაერიცხა 2017 წლის იანვარში ამოქმედებული ნორმატიული რეგულირების მიხედვით, რამაც გამოიწვია ქონებრივი ვალდებულებების გაზრდა და ამით ქონებრივი ზიანი მიადგა საწარმოს. ასევე სასამართლომ გაამახვილა ყურადღება მოსარჩელის იმ პოზიციაზე, რომ გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო 2016 წლის ბოლოსთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით.

 

აღნიშნულზე სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება გაუმართლებელია იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია ყველა სამართლებრივი საშუალება ზიანის თავიდან აცილების მიზნით. მიუთითა, რომ მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ფაქტი უტყუარად დადასტურებულად ვერ ჩაითვლება იმ ვითარებაში, როდესაც მას ჯერ კიდევ გააჩნია საგადასახადო - სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გარკვეული მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა ქონებრივი დანაკლისის თავიდან აცილების და უკვე გადახდილი თანხის ნაწილობრივ უკან დაბრუნების მიზნით. კერძოდ, თუკი მოსარჩელის მოსაზრებით, საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარდგენილად უნდა ჩაეთვალა და გადასახადის ოდენობა უნდა განესაზღვრა 2016 წელს მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოითხოვოს დეკლარაციაში ცვლილებების განხორიცლება. დასახელებული ნორმის თანახმად, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების 41-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანას საქონლის გაშვების შემდეგ და მიიჩნია, რომ კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ მექანიზმს საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისათვის, რომლის გამოყენების თაობაზე სარჩელში ინფორმაცია არ არის წარდგენილი. სასამართლომ მართლზომიერად ჩათვალა კონკრეტული თარიღით რეგისტრირებული დეკლარაციის საფუძველზე წარდგენილი შეტყობინებით განხორციელებული დარიცხვა და განმარტა, რომ აღნიშნული არ გულისხმობს დეკლარაციის (მათ შორის რეგისტრაციის თარიღის) მართლზომიერების დადგენას. მიუთითა, რომ აღნიშნულის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ ყოფილა წარმოდგენილი. ამდენად, განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გააჩნია დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი, ხოლო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე და 65-ე მუხლების საფუძველზე ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, მისთვის ქონებრივი დანაკლისის სახით ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

რაც შეეხება მხარის აპელირებას შპს „ბ---- ტ-------ს“ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე - ენის, მოქალაქეობისა და ეროვნული კუთვნილების ნიშნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, შპს „ბ---- ტ-------“ რეგისტრირებულია საქართველოში, მისი იურიდიული მისამართიც საქართველოშია მითითებული, ასევე სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ ფაქტობრივ საქმიანობას ეწევა საქართველოში, იგი წარმოადგენს საქართველოს საწარმოს, შესაბამისად სახეზე არ არის ზემოაღნიშნული დისკრიმინაციის ნიშნები. საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირები არის სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საკუთარი უფლება - მოვალეობები, ქონებრივი ავტონომია. აღნიშნული გულისხმობს პარტნიორების, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირებისა და საზოგადოების მკაცრ გამიჯვნას, რადგან ასეთი იურიდიული პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ იქონიონ ქონება და ჰქონდეთ უფლება - მოვალეობები, როგორც ნებისმიერ უფლებაუნარიან ფიზიკურ პირს. ამდენად, სასამართლომ, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელის დირექტორი და წილის მფლობელები იყვნენ სომხები, სწორედ ეს გახდა საფუძველი შპს „ბ---- ტ-------სათვის“ დისკრიმინაციული მოპყრობისა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იმსჯელა მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხისა და საექსპერტო მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაკისრების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხეთათვის ადვოკატის მომსახურების და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნა.

 

6. შპს „ბ---- ტ-------ს“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს „ბ---- ტ-------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ ელექტრონული დეკლარაციის შევსების დაბრკოლების შედეგად გადამხდელმა განიცადა ზიანი. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის დეკემბერში გადამხდელის მიერ წარდგენილი ელექტრონული დეკლარაციის შევსება ვერ მოხერხდა, ეს დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ მე 12 მუხლის მე-2 პუნქტი). გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად. ყოველივე აღნიშნული წარმომადგენლის განმარტებით მიუთითებს იმაზე, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება), ანუ 2017 წლის 04 იანვარი.

 

წარმომადგენელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაიმიჯნოს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და საგადასახადო ვალდებულების შესრულების დრო და საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის (და არა საგადასახადო ვალდებულების შესრულების დღისათვის) მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დროში მოქმედების ფარგლები შეზღუდულია ნორმატიული აქტის ძალაში შესვლით და მისი ძალადაკარგულად გამოცხადებით. წარმომადგენლის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული შეფერხება არ იყო გამოწვეული გადამხდელის მიერ და მიზეზს წარმოადგენდა სერვერის გაუმართაობა, რომლის შედეგად დეკლარაცია რეგისტრირებულ იქნა ახალი კანონის მოქმედების პირობებში (2017 წლის 04 იანვარს), რაც თავისთავად ამძიმებს გადამხდელის მდგომარეობას, გადამხდელს წარმოეშვება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა აცნობა განმცხადებელს (შპს „ბ---- ტ-------ს“), რომ სერვერული ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა წინასწარი დეკლარირება და, რომ მას (შპს „ბ---- ტ-------ს“) შეეძლო განმეორებით მოეთხოვა დეკლარაციის ელექტრონულად შევსება. 2016 წლის 27 და 28 დეკემბერს შპს „ბ---- ტ-------“ კვლავ გამოცხადდა „თ---–--------–-“ ადგილზე დეკლარაციის შევსების მიზნით, თუმცა კვლავ უარი ეთქვა მის შევსებაზე. 2016 წლის 28 დეკემბერს, შპს „ბ---- ტ-------მ“ 4-ჯერ (09:07:45 სთ-ზე, 09:09:39 სთ-ზე, 09:11:47 სთ-ზე, 09:12:22 სთ-ზე) მიმართა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ავტომანქანების გაფორმების მიზნით რიგის დაკავებაზე. 28 დეკემბერს წარდგენილ რიგის დაკავების ორ მოთხოვნას იმავე დღეს გაეცა უარყოფითი პასუხი, მესამეს - 3 იანვარს, ხოლო მეოთხეს - 4 იანვარს. ამის თაობაზე შპს „ბ---- ტ-------მ“ 2016 წლის 29 დეკემბერს №გწ-2016/12/29-1 წერილით აცნობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავითარი პასუხი არ მიუღია. 2017 წლის 04 იანვარს, ტვირთის განბაჟებამდე, 12-40 საათზე, შპს “ბ---- ტ-------მ“ №1------------ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, რომლითაც მოითხოვა იმპორტირებული საქონლის, 2017 წლის 01 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით განბაჟება. აპელანტი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში (2016 წ. 26.12. – 2017წ. 04.01.) ხდებოდა სხვა სატვირთო მანქანების განბაჟება.

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ მასზედ, რომ 2016 წლის 26 დეკემბერიდან 2017 წლის 04 იანვრამდე შპს “ბ---- ტ-------“ ასრულებდა ვალდებულებას, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობას. ამ ვალდებულების შესრულების ხერხის არჩევა გადამხდელის ნებაზეა დამოკიდებული და წარმოადგენს მის უფლებას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებით. წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით მოცემული პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევა. მიიჩნევს, რომ მხოლოდ სერვერული ხარვეზის არსებობა არ არის საკმარისი უფლებამოსილი მოსამსახურის ბრალეულად ვალდებულების შეუსრულებლობის დადგენისათვის. მაგრამ, ყურადსაღებად მიიჩნევს მითითებული გარემოებების ორ თავისებურებას: 1. შპს „ბ---- ტ-------ს“ არა ერთჯერადი (2016 წლის 26 დეკემბერიდან 2017 წლის 04 იანვრამდე) მიმართვა დეკლარირებისათვის; 2. ამავე პერიოდში (2016 წლის 26 დეკემბერიდან 2017 წლის 04 იანვრამდე) ხორციელდებოდა სხვა სატვირთო მანქანების განბაჟება.

 

წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ შესაბამისი მოსამსახურის მიერ გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის ალბათობაზე, რომლის შედეგად 2017 წლის 04 იანვარს დეკლარაციის რეგისტრაციას მოჰყვა კანონში ცვლილებების საფუძველზე შპს „ბ---- ტ-------ს“ მიერ საკმაოდ დიდი თანხების გადახდა. წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ გადამხდელის მიერ 2016 წლის დეკემბერს წარდგენილი დეკლარაციის შეუვსებლობა, რაც გამოწვეული იყო სერვერული ხარვეზით, სხვა ზემოთმითითებული ფაქტებიდან ერთობლიობაში, მიუთითებს რომ ადმინისტრაციული ორგანოს (პასუხისმგებელი პირის) მიერ არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი ელექტრონული დეკლარირების სისტემის გამართული მუშაობა, რამაც ზიანი მიაყენა გადამხდელს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყუარადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის, 2017 წლის 14 მარტის №2---------7 წერილზე, რომლითაც გადაეგზავნათ ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით 2016 წლის 27-31 დეკემბერს იმპორტირებული საქონლის შესახებ. წერილში მითითებულია, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოში იმპორტირებულია 4-----------კგ. სხვადასხვა საქონელი და მისი ღირებულებაა - 9----------- ლარი. აღნიშნული ინფორმაციით წარმომადგენელი უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მათ სერვერული ხარვეზის არსებობისა და საბაბით უკანონოდ ეთქვათ უარი საქონლის დეკლარირებასა და განბაჟებაზე, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები უპრობლემოდ აბაჟებდნენ საქონელს, მათ შორის თამბაქოს შემცველ ნაწარმს, სიგარეტს.

 

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას შპს "ბ---- ტ-------თან" მიმართებაში, რადგანაც 2016 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მათ ვერ მოახდინეს საქონლის განბაჟება, მათი ყველა განცხადება თუ მოთხოვნა ტვირთის დეკლარირებაზე რჩებოდა რეაგირების გარეშე ან იღებდნენ უარს მაშინ, როდესაც ყველა სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ყოველგვარი შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე ახდენდა საქონლის, მათ შორის სიგარეტის განბაჟებას. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არცერთი გადამხდელისათვის, გარდა შპს "ბ---- ტ-------სა", სერვერულ ხარვეზს არ შეუქმნია პრობლემა საქონლის განბაჟება-დეკლარირებაში. მიუთითებს, რომ მათი მხრიდან საქონლის განბაჟების განზრახულობა გამოხატულ იქნა 6 დღის განმავლობაში, კერძოდ 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არაერთი განცხადების, ელექტრონული დეკლარირების წარდგენისა თუ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელ პირთათვის მიმართვის გზით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, სიგარეტზე სააქციზო განაკვეთის გაზრდის თაობაზე ცვლილებები განხორციელდა 2016 წლის 16 დეკემბრის №97-Iს კანონით, რომელიც ძალაში შედიოდა 2017 წლის 01 იანვრიდან და რომლის თანახმად, 20 ღერ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1,1 ლარის ნაცვლად გახდა 1,7 ლარი, ხოლო 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე 0,3 ლარის ნაცვლად გახდა 0,6 ლარი. მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ის გარემოება, რომ შეგნებულად, უკანონო ქმედებების განხორციელებით არ მიეცათ შესაძლებლობა მოეხდინათ საქონლის დეკლარირება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ვინაიდან, საბაჟო დეპარტამენტისათვის 2016 წლის 16 დეკემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდებოდა ახალი სააქციზო განაკვეთი და თუკი ტვირთი არ განბაჟდებოდა 31 დეკემბრის ჩათვლით, დამატებით დაარიცხავდნენ გაზრდილ გადასახადებს. მიუთითებს, რომ დეკლარაციას "C" ნომერი მიენიჭათ 2017 წლის 04 იანვარს რაც, წარმომადგენლის განმარტებით, იყო წინასწარ დაგეგმილი, უკანონო, საზოგადოებისათვის ზიანის მიმყენებელი ქმედება. მიუთითებს, რომ 2017 წლის 04 იანვარს, საბაჟო დეკლარაციის გამოცემა არ არის უკანონო, მიიჩნევს, რომ 2016 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა მიაყენა მათ ზიანი.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილების პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტზე, რომ შპს "ბ---- ტ-------ს" ჯერ კიდევ არ გამოუყენებია ყველა სამართლებრივი საშუალება ზიანის თავიდან აცილების მიზნით და ასეთად განიხილავს გადამხდელის უფლებას საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ შემოსავლების სამსახურისაგან მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის გადამხდელისათვის უკან დაბრუნება, რაც აპელანტის განმარტებით მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას შპს „ბ---- ტ-------ს“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაუდგენლობის თაობაზე და განმარტავს, რომ მსგავსი სახის უკანონო ხელშეშლა, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, განხორციელებული იქნა მხოლოდ მათი საზოგადოების მიმართ მაშინ, როდესაც სხვა პირები და კომპანიები თავისუფლად ახორციელებდნენ შემოტანილი საქონლის დეკლარირებასა და განბაჟებას. წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, რომლებიც განხორციელდა 2016 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა დააზუსტა 1.8. სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან 1---------- (ერთი მილიონ ასთხუთმეტი ათას შვიდასორი ლარი და 70 თეთრი) ლარის წლიური 9% (1---------- X 9% = 100 4-----:3--=275) დღეზე 275 ლარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტრეს სამი წლისა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება არ ნიშნავს სარჩელის შეცვლას და შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვებოდა მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. იმავდროულად, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 381-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

 

პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის არსებითად სწორად გადაწყვეტის მიზნით უპირველესად უნდა დადგინდეს გადამხდელის მიერ 2016 წლის დეკემბერს წარდგენილი დეკლარაციის შეუვსებლობა, რაც გამოწვეული იყო სერვერული ხარვეზით, საქმეში არსებული ფაქტების ერთობლიობაში, მიუთითებს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს (პასუხისმგებელი პირი) მიერ დეკლარირების სისტემის გაუმართაობაზე, რის გამოც, კერძოდ დეკლარაციის 2017 წლის 4 იანვარს რეგისტრაციამ კანონში ცვლილებების საფუძველზე მიაყენა ზიანი შპს „ბ---- ტ-------ს“. საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყანებელი ნორმების აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგელნობას).

 

7.3. პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით. საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახდელი არის იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით, ხოლო „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას. აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. მე-2 ნაწილის თანახმად, რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საგადასახადო დეკლარაცია არის გადასახადის გადამხდელის ანგარიშგება მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, შემოსავლის წყაროების, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების, საგადასახადო შეღავათების, გამოანგარიშებული გადასახადის თანხის ან/და გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში. პალატა მიუთითებს, რომ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით კანონი გადამხდელს ანიჭებს უფლებას აირჩიოს დეკლარაციის წარდგენის ფორმა. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით. შესაბამისად, პირის ნებაზეა დამოკიდებული წარდგენის ხერხის ამორჩევა და დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის მიერ მასზე ზემოქმედების განხორციელება. შპს „ბ---- ტ-------მ“ აირჩია დეკლარაციის წარდგენის ელექტრონული ფორმა. ამრიგად, დეკლარაციის წარდგენის ხერხის არჩევა არის გადამხდელის უფლება.

 

საქონლის გაფორმებისას გამოსაყენებელი სასაქონლო ოპერაციების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, საქონლის გაფორმებისას გამოსაყენებელი ერთ - ერთი სასაქონლო ოპერაცია არის იმპორტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება. საქონლის გაფორმებისას, სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად, წარმოიშობა კუთვნილი გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი დადგენილია, რომ გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს. სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 26 დეკემბერს №I-------- და №I-------- განცხადებებით (წინასწარი დეკლარირება - იმპორტი) მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის ელექტრონულად შევსება.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის წერილით შპს „ბ---- ტ-------ს“ ეცნობა, რომ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, სერვერული ხარვეზის გამო ვერ ხერხდება წინასწარი დეკლარირება. გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ სრულყოფილი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეუძლია განმეორებით მოითხოვოს დეკლარაციის ელექტრონულად შევსება.

 

საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. განცხადების თანხმად, შპს „ბ---- ტ-------ს“ სახელზე გეზ „თბილისის“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსულია საქონელი - სიგარეტი აღრიცხვის მოწმობებით: D----- 27/12/2016 და D----- 27/12/2016 და მოითხოვა აღნიშნული საქონლის დროებით შენახვის უფლება, იგივე ავტომობილებში ლუქის მთლიანობის დაურღვევლად. 2016 წლის 28 დეკემბრის №C---------------1 საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია “V-------------” 1--- ყუთი და C----------------- 2----უთი, ნეტო 15 430კგ., ბრუტო 1-----კგ., ექსპორტიორი ერთობლივი საწარმო შპს „გ------ ტ-------“, იმპორტიორი შპს „ბ---- ტ-------“. წინმსწრები დოკუმენტი: D----- 27/12/2016. ამავე თარიღის #№C95109/A369-11111 საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის თანახმად, შპს „ბ---- ტ-------მ“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია სიგარეტი “V---------------” 1--- ყუთი. წინმსწრები დოკუმენტი: D----- 27/12/2016.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს 4-ჯერ (09:07:45 სთ-ზე, 09:09:39 სთ-ზე, 09:11:47 სთ-ზე, 09:12:22 სთ-ზე) მიმართა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ავტომანქანების გაფორმების მიზნით რიგის დაკავებაზე 2016 წლის 28 დეკემბერს, 2017 წლის 3 იანვარსა და 4 იანვარს, რაზედაც უარყოფითი პასუხი გაეცა. ამასთან, 28 დეკემბერს წარდგენილ რიგის დაკავების ორ მოთხოვნას იმავე დღეს გაეცა უარყოფითი პასუხი, მესამეს - 3 იანვარს, ხოლო მეოთხეს - 4 იანვარს.

 

პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 4 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებულიყო საქონლის დეკლარირება და მასზე გავრცელებულიყო 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებული გადასახადის განაკვეთი, რადგან 2016 წლის 27 დეკემბერს კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად სერვერული პრობლემის არსებობის მოტივით არ განბაჟდა ხსენებული საქონელი. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 იანვარს შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა №7---------- და №7---------- ინვოისებით განსაზღვრულ საქონელზე 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი განაკვეთების გავრცელებას და მიუთითა, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შევიდა 2016 წლის 27 დეკემბერს, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ განბაჟებაზე გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანებით შპს „ბ---- ტ-------ს“ საბანკო ანგარიშებზე გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.

 

საკითხზე მსჯელობის მიზნით, პალატა მიუთითებს, რომ გადამხდელის უფლებები უზრუნველყოფილია შესაბამისი ვალდებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის თითოეულ უფლებას შეესაბამება საგადასახადო ორგანოს ვალდებულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლი არ მოიცავს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებების ამომწურავ ჩამონათვალს, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანოებს აგრეთვე ეკისრებათ ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლი (საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები) არ ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის უფლების შესაბამის რაიმე ვალდებულებას, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის უფლებების რეალური დაცვა. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ გადამხდელის მიერ ამ უფლების გამოყენება უზრუნველყოფილია საგადასახადო ორგანოს ვალდებულებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატებოდა გადამხდელის მიერ ელექტრონული დეკლარაციის შევსება/რეგისტრაციის უზრუნველყოფაში. პალატა გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გადასახადის გადამხდელის უფლებები უზრუნველყოფილია ასევე საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობით. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამდენად, დაუშვებელია ისეთი მიდგომა, როცა წყდება კავშირი უფლებასა და მის მატერიალურ სუბიექტს შორის, რასაც შედეგად ამ უფლების უარყოფა მოსდევს.

 

პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-12 ნაწილი). აღნიშნულით ცალსახაა, რომ საგადასახადო ორგანოში არსებულ ელექტრონულ დოკუმენტაციას აქვს სამართლებრივი ძალა და, შესაბამისად, ელექტრონული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით ცალსახაა, რომ გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის განსაზღვრის კომპეტენცია კანონმდებელს დელეგირებული აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კონკრეტულად საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე. ამდენად, კანონმდებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-16 ნაწილით გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერის წესის განსაზღვრის კომპეტენციის დელეგირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე ნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალურთიერთობებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს ელექტრონული მიმოწერის წესს, ანუ ნორმატიულ სტანდარტებს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილს და განმარტავს, რომ ტერმინში: „გადასახადების ადმინისტრირება“ – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში - ნიშნავს იმას, რომ კანონმდებელი აღნიშნულ ფუნქციასა და პროცედურას სწორედ სისტემატიზირებულ და მეთოდურად დაგეგმილ ღონისძიებათა კომპლექსად მოიაზრებს, რომლის კვალიფიციური და ჯეროვანი აღსრულება საგადასახადო ორგანოების საჯარო ვალდებულებას წარმოადგენს.“

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ პირისათვის კანონით მინიჭებული უფლება, როგორც ძალაუფლების მატარებელი, დაკავშირებულია მოთხოვნის ინსტიტუტთან. სწორედ მოთხოვნით ხდება უფლების ძალაუფლების რეალიზაცია. არ შეიძლება კანონმა პირს მიანიჭოს უფლება და ამავე დროს, მას არ ჰქონდეს ამ უფლების დაცვის ძალაუფლება. აღნიშნულ ნორმათა ანალიზის თანახმად, კანონით დაცული უფლება - დეკლარირების ელექტრონური ფორმის არჩევა გულისხმობს პირისათვის სამართლებრივი ძალაუფლების მინიჭებას, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით. ეს უფლება, თავისი სუბსტანციური აზრით, არ შეიძლება წარმოვიდგინოთ შესაბამისი ვალდებულების უზრუნველყოფის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს თავის სუბსტანციას.

 

პალატა კიდევ ერთხელა ამახვილებს ყურადღებას ფაქტობრივ გარემოებებზე და მოუთითებს, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა აცნობა განცხადებელს - შპს „ბ---- ტ-------ს“, რომ სერვერული ხარვეზის გამო ვერ ხერხდება წინასწარი დეკლარირება და რომ მას შეეძლო განმეორებით მოეთხოვა დეკლარაციის ელექტრონულად შევსება. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 და 28 დეკემბერს შპს „ბ---- ტ-------“ კვლავ გამოცხადდა „თ---–--------–-“ ადგილზე დეკლარაციის შევსების მიზნით, თუმცა კვლავ უარი ეთქვა მის შევსებაზე. 2016 წლის 28 დეკემბერს, შპს „ბ---- ტ-------მ“ 4-ჯერ (09:07:45 სთ-ზე, 09:09:39 სთ-ზე, 09:11:47 სთ-ზე, 09:12:22 სთ-ზე) მიმართა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ავტომანქანების გაფორმების მიზნით რიგის დაკავებაზე. 28 დეკემბერს წარდგენილ რიგის დაკავების ორ მოთხოვნას იმავე დღეს გაეცა უარყოფითი პასუხი, მესამეს - 3 იანვარს, ხოლო მეოთხეს - 4 იანვარს. აღნიშნულის თაობაზ, შპს „ბ---- ტ-------მ“ 2016 წლის 29 დეკემბერს №გწ-2016/12/29-1 წერილით აცნობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, პასუხი არ მიუღია. 2017 წლის 04 იანვარს, ტვირთის განბაჟებამდე, 12:40 საათზე, შპს “ბ---- ტ-------მ“ №1------------ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, რომლითაც მოითხოვა იმპორტირებული საქონლის, 2017 წლის 01 იანვრამდე, მოქმედი კანონმდებლობით განბაჟება. ამ პერიოდში (2016 წ. 26.12. – 2017წ. 04.01.) ხდებოდა სხვა სატვირთო მანქანების განბაჟება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ ელექტრონული დეკლარაციის შევსების დაბრკოლების შედეგად გადამხდელმა განიცადა ზიანი. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის დეკემბერში გადამხდელის მიერ წარდგენილი ელექტრონული დეკლარაციის შევსება ვერ მოხერხდა, ეს დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ მე 12 მუხლის მე-2 პუნქტი). გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, მიუხედავად მიზეზისა, დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად. აღნიშნული კი, მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება), ანუ 2017 წლის 04 იანვარი.

 

პალატა კიდევ ერთხელა ამახვილებს ყურადღებას სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ განმარტებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი არ დგას 2017 წლის 04 იანვრის საბაჟო დეკლარაციის კანონიერება/უკანონობაზე, არამედ აპელანტი მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეგნებულად, განბაჟების დროის არასწორად განსაზღვრიდან გამომდინარე, ხელოვნური ბარიერების გამოყენებით, შექმნა ის გარემოება, რომ მათ უკანონო ქმედებებს მისცემოდა ფორმალურად კანონიერი სახე და თუ საქონელს განაბაჟებდნენ 2017 წლის 01 იანვრის შემდეგ, მეწარმეს ზედმეტად გადაახდევინებდნენ 1 115 702,7 ლარს. აპელანტი მიუთითებს, რომ იმავე დღეს - 2017 წლის 04 იანვარს, საქონლის დეკლარირებისა და განბაჟების შემდეგ კვლავ მიმართა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს, რომლითაც არ დაეთანხმა №7---------- და №7---------- ინვოისებით განსაზღვრულ საქონელზე 2017 წლის 01 იანვრიდან მოქმედი განაკვეთების გავრცელებას, რადგანაც მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქონლის 2016 წლის 31 დეკემბრამდე განბაჟების შესაძლებლობა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ხელშეშლის შედეგად ვერ მოხერხდა.

 

აქვე მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და საგადასახადო ვალდებულების შესრულების დრო. საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის (და არა საგადასახადო ვალდებულების შესრულების დღისათვის) მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დროში მოქმედების ფარგლები შეზღუდულია ნორმატიული აქტის ძალაში შესვლით და მისი ძალადაკარგულად გამოცხადებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საზოგადოებამ დროებითი შენახვის განაცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილ თანამშრომელს და ტვირთის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ დოკუმენტები წარადგინა 2017 წლის 4 იანვარს და მოახდინა მისი დეკლარირება. პალატას ცალსახად მიაჩნია, რომ 2017 წლის 04 იანვრამდე საქონლის განუბაჟებლობა არ მომხდარა შპს „ბ---- ტ-------ს“ სურვლითა და ბრალით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებით ცალსახად სახეზეა 2016 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქონლის დეკლარირებასა და განბაჟების უშედეგო მცდელობები და ასევე ცალსახად სახეზეა ხელოვნური ბარიერების შექმნის გზით ხელის შეშლა, რათა კომპანიას არ მისცემოდა შესაძლებლობა დეკლარირება განეხორციელებინა 2017 წლის 01 იანვრამდე.

 

პალატა მიუთითებს საკითხზე მსჯელობისათვის მნიშვნელოვან იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, სიგარეტზე სააქციზო განაკვეთის გაზრდის თაობაზე ცვლილებები განხორციელდა 2016 წლის 16 დეკემბრის №97-Iს კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 01 იანვრიდან და რომლის თანახმად, 20 ღერ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1,1 ლარის ნაცვლად გახდა 1,7 ლარი, ხოლო 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე 0,3 ლარის ნაცვლად გახდა 0,6 ლარი. პალატა ყურადსაღებად მიიჩნევს აპელანტის იმ განმარტებას, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროსაც უთითებდნენ და დღეის მდგომარეობითაც უთითებენ, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განზრახ უმოქმედობას, რაც გამოიხატა 2017 წლის 01 იანვრამდე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის "C" ნომრის მიუნიჭებლობაში და არა დეკლარაციის შეუვსებლობაში, როგორც ამას უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ წარმომადგენელის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი განცხადების საფუძველზე იმპორტის სასაქონლო ოპერაციის წინასწარი დეკლარაციის ელექტრონულად შევსება არ განახორციელა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რის მიზეზადაც მიუთითა სერვერული ხარვეზი, ხოლო გადამხდელისთვის გადასახადის ოდენობის გამოანგარიშება განხორციელდა არა 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი დოკუმენტების, არამედ - 2017 წლის 4 იანვარს შევსებული იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მას იმთავითვე წარდგენილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის დეკლარაციის შესავსებად. მოსარჩელის განმარტებით, 4 იანვრის დეკლარაციის შევსებისას მას რაიმე დამატებითი დოკუმენტი არ წარუდგენია. შესაბამისად, მან ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში განახორციელა ყველა მოქმედება, რათა 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი განაკვეთით მომხდარიყო გადასახადის დარიცხვა, თუმცა, შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედების გამო მას გადასახადი დაერიცხა 2017 წლის იანვარში ამოქმედებული ნორმატიული რეგულირების მიხედვით, რამაც გამოიწვია ქონებრივი ვალდებულებების გაზრდა და ამით ქონებრივი ზიანი მიადგა საწარმოს.

 

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დაფიქსირებამ და შეფასებამ გამოიწვია საქმზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება გაუმართლებელია იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია ყველა სამართლებრივი საშუალება ზიანის თავიდან აცილების მიზნით. ასევე ვერ გაიზიარებს იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ფაქტი უტყუარად დადასტურებულად ვერ ჩაითვლება იმ ვითარებაში, როდესაც მას ჯერ კიდევ გააჩნია საგადასახადო - სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გარკვეული მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა ქონებრივი დანაკლისის თავიდან აცილების და უკვე გადახდილი თანხის ნაწილობრივ უკან დაბრუნების მიზნით.

 

ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (ტ. 3, ს.ფ.242), რომლის თანახმადაც კომპანიას უარი ეთქვა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებაზე, რის შესაძლებლობასა და ზიანის თავიდან აცილებაზეც მითითებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ სერვერული ხარვეზის არსებობა არ არის საკმარისი უფლებამოსილი მოსამსახურის ბრალეულად ვალდებულების შეუსრულებლობის დადგენისათვის. ყურადსაღებია მითითებული გარემოებების ორი თავისებურება: შპს „ბ---- ტ-------ს“ არაერთჯერადი (2016 წლის 26 დეკემბერიდან 2017 წლის 04 იანვრამდე) მიმართვა დეკლარირებისათვის და ის გარემოება, რომ ამავე პერიოდში (2016 წლის 26 დეკემბერიდან 2017 წლის 04 იანვრამდე) ხორციელდებოდა სხვა სატვირთო მანქანების განბაჟება.

 

მეტი სიცხადისთვის პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის, 2017 წლის 14 მარტის №2---------7 წერილზე, სადაც მითითებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზების საფუძველზე მონაცემები - 2016 წლის 27-31 დეკემბერს იმპორტირებული საქონლის შესახებ, კერძოდ: 2016 წლის 27 დეკემბერს, განბაჟებულ იქნა 129 647,1 ლარის ღირებულების 6----- კოლოფი სიგარეტი თამბაქოს შემცველობით. ამავე დღეს განბაჟებულ იქნა 90 548 816,2 ლარის ღირებულების სხვა საქონელი. 2016 წლის 28 დეკემბერს, განბაჟებულ იქნა 2 588 311,5 ლარის ღირებულების 4-------- კოლოფი სიგარეტი თამბაქოს შემცველობით. ამავე დღეს განბაჟებულ იქნა 72 154 721,9 ლარის ღირებულების სხვა საქონელი. 2016 წლის 29 დეკემბერს, განბაჟებულ იქნა 388 627,1 ლარის ღირებულების 5------ კოლოფი სიგარეტი თამბაქოს შემცველობით. ამავე დღეს განბაჟებულ იქნა 51 100 147,1 ლარის ღირებულების სხვა საქონელი. 2016 წლის 30 დეკემბერს, განბაჟებულ იქნა 569 951,2 ლარის ღირებულების 1-------- კოლოფი სიგარეტი თამბაქოს შემცველობით. ამავე დღეს განბაჟებულ იქნა 140 712 701,1 ლარის ღირებულების სხვა საქონელი. 2016 წლის 31 დეკემბერს, განბაჟებულ იქნა 1 856 637,6 ლარის ღირებულების 3-------- კოლოფი სიგარეტი თამბაქოს შემცველობით. ამავე დღეს განბაჟებულ იქნა 5--------- ლარის ღირებულების სხვა საქონელი. შეფასებისთვის პალატისთვის ნათელია, რომ 2016 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განბაჟებულ იქნა 416 241 804,8 ლარის ღირებულების სხვადასხვა კოდირების საქონელი, მათ შორის 5 533 174,5 ლარის ღირებულების სიგარეტი თამბაქოს შემცველობით, ხოლო შპს „ბ---- ტ-------ს“ სერვერული ხარვეზის გამო ეთქვა უარი განბაჟებაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი ცალსახად ადასტურებს შპს „ბ---- ტ-------სთან" მიმართებაში ხელოვნურად ბარიერის შექმნას. განსახილველ შემთხვევაში კომპარატორებს, ანუ შედარების ობიექტს წარმოადგენს ყველა ის პირი, რომელიც შეუფერხებლად ახდენდა ფილტრიანი თუ უფილტრო სიგარეტის იმპორტს, 2016 წლის 27-31 დეკემბერს, მაშინ, როდესაც შპს „ბ---- ტ-------ს“ არარსებული „სერვერული ხარვეზის” მოტივით ეთქვა უარი საქონლის დეკლარირებაზე - „C” ნომრის მინიჭებაზე.

 

ის გარემოება, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ შემთხვევაში შეფერხება არ იყო გამოწვეული გადამხდელის მიერ და მიზეზს წარმოადგენდა სერვერის გაუმართაობა, რომლის შედეგად დეკლარაცია რეგისტრირებულ იქნა ახალი კანონის მოქმედების პირობებში (2017 წლის 04 იანვარს), თავისთავად ამძიმებს გადამხდელის მდგომარეობას, გადამხდელს, პალატის მოსაზრებით, ცალსახად წარმოეშვება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი), რომლის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიყენება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. "მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში" (იხ., სუსგ ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593 2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები მიუთითებენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებულ ზიანზე, რაც გამოწვეულია 2017 წლის 04 იანვარს, ანუ დაგვიანებით დეკლარაციის რეგისტრაციით, რამაც განაპირობა გადასახადის გადამხდელისათვის საბაჟო თანხის გაზრდილი ტარიფით გადახდა.

 

7.4. რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 5----- ლარი, პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ აღნიშნული დაანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: გამომდინარე იქედან, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ფულადი სახსრები, მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში აპელანტი მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფულადი საშუალებების უნიკალური თვისება, რაც ნიშნავს, რომ ფულადი სახსრები, როგორც საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლებელია გაცვლილ იქნეს ქონებრივი ურთიერთობების თითქმის ნებისმიერ ობიექტზე, რომლებიც ატარებენ სასყიდლიან ხასიათს, ანუ ფულადი სახსრების საშუალებით შეიძლება დაიფაროს თითქმის ყველა ვალი. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ქონების უნიკალური თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია მოუტანოს სარგებელი მის მესაკუთრეს. პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ საქართველოს სივრცეში ბანკთაშორის არსებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 9 %-ს. მათ მიერ მოძიებული იქნა, 2017 წლის 10 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე - 2017 წლის 25 ივლისამდე პერიოდი, რაც შეადგენს 6,5 თვეს. შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა 1 თვის სარგებელი წლიური 9 %-ის გათვალისწინებით, რამაც შეადგინა (9 % : 12 = 0,75 %) 0,75 % თვეზე, 6,5 თვეზე კი - (0,75 % X 6,5 = 4,875 %) 4,875 %. აქედან გამომდინარე, 1 115 702,7 ლარის 4,875 %-მა შეადგინა 5----- ლარი, რომლის დაკისრებასაც სოლიდარულად ითხოვს მოპასუხეებისათვის. წლიურ 9%-იან განაკვეთთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ მათ მიერ ამოღებულ იქნა სს „საქართველოს ბანკი”-ს Www.bog.ge ; სს „თიბისი ბანკი”-სა www.tbc.ge და სს „ვითიბი ბანკი’’-ს www.vtb.ge ოფიციალური ვებგვერდებიდან ინფორმაცია 12-24 თვიანი ვადიანი ანაბრების წლიური საპროცენტო განაკვეთის თაობაზე, რომელთა თანახმად, საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 9 %-დან 11,65 %-მდე და შესაბამისად აღებულ იქნა მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 9 %-ის ოდენობით.

აღნიშნულზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss) რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიდგომა განსხვავებულია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან, რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას. იხ. სუსგ №ას-992-950-2013, 4 მარტი, 2014 წელი.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის სამართლებრივი საკითხებისათვის შდრ: სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი, სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

პალატა მიუთითებს, რომ ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ასეთ მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის – ფულის შეგროვების და ანაბარზე განთავსების შედეგად. ამაზე მეტი ოდენობით ზიანის მიყენება კი დადასტურებულ უნდა იქნეს. პალატა მიუთითებს, რომ პროცენტის დაკისრება ხდება მითითებული პერიოდისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (ვებ-გვერდი https://www.nbg.gov.ge) დადგენილი საშუალო წლიური პროცენტის მიხედვით და ვინაიდან, ამ პერიოდისათვის საშუალო წლიური პროცენტი პალატის გაანგარიშებით იყო 5.5 პროცენტი, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის წლიური 5.5.%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში, სარჩელის აღძვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებმდე, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა - მოთხოვნა წარმატებულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებმდე, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა, მიუღებელი შემოსავლის სახით გადახდილი თანხის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის წლიური 5.5.%-ის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.5. დისკრიმინაცისთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საზოგადოების დამფუძნებლები, ისევე როგორც დირექტორი, არიან სომხები და მიიჩნევს, რომ შპს "ბაესტ ტ-------ს" მიმართ განხორციელებულ იქნა უკანონო ქმედებები დისკრიმინაციული ნიშნით, რაც გამოიხატა 2016 წლის 26 დეკმბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საბაჟო დეკლარაციისათვის "C" ნომრის მინიჭებაზე უარის თქმით იმ პირობებში, როდესაც სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები იმავე პერიოდში შეუფერხლებლად ახდენდნენ საქონლის, მათ შორის სიგარეტის განბაჟებასა და დეკლარირებას.

აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს, თუმცა რადგან მასზე მიზანმიმართულად აპელირებს მოსარჩელე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყობას, თუმცა აღნიშნულით არ დასტურდება დისკრიმინაციის ფაქტი, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულებითა და პალატის მიერ დადგენილი არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება, რომ ამგვარი განსხვავებული მოპრობა ეფუძნებოდა კომპანიის დამფუძნებელთა ანდა დირექტორის ეთნიკურობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ბ---- ტ-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება, კერძოდ აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანება. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №2--- ბრძანება. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №1--------- საჩივარზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატმენტს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შპს „ბ---- ტ-------სათვის“ მიყენებული ზიანის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის ანაზღაურება; სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, 2017 წლის 10 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე გადახდილი თანხის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის 4.875%-ის კერძოდ 5----- (ორმოცდათოთხმეტი ათას სამასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა, მიუღებელი შემოსავლის სახით გადახდილი თანხის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის წლიური 5.5.%-ის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 5 000 (ხუთიათასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხის 7 000 (შვიდიაათასი) ლარის ანაზღაურება თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ბ---- ტობაკის“ სასარგებლოდ.

 

8.2. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.

 

საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 5 იანვარს “საადვოკატო ოფისი მე---- გ---–--ას“ რომელსაც წარმოადგენს მე---- გ---–--ა, „საადვოკატო ოფისი რუსუდან შარაშენიძესა“ და შპს „ბ---- ტ-------ს“ დირექტორს ე----------–------ს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების თაობაზე N17-01 შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების 4.1.1 პუნქტის თანახმად, პირველ ეტაპზე გადასარიცხ თანხად განისაზღვრა 5 000 ლარს (ტომი 1, ს.ფ 218-220).

 

აქვე წარმოდგენილია 2017 წლის 10 იანვრის საგადახდო დავალება N34 საადვოკატო მომსახურების საფასურის - 2500 ლარის გადახდის თაობაზე და ასევე და საგადახდო დავალება N35 საადვოკატო მომსახურების საფასურის - 2500 ლარის გადახდის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ 221-222).

 

ზემოთმითითებული ფაქტობრივ გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ საპროცესო ხარჯის სახით (საადვოკატო მომსახურების) 2500 ლარის ანაზღაურება.

 

8.3. მოსარჩელე შპს „ბ---- ტ-------ს“ მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხეებს დაეკისროთ საექსპერტო მომსახურებისათვის გადახდილი საფასური 12 500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 თებერვალს ფ/პ რუსუდან შარაშენიძეს და შპს „ბ---- ტ-------ს“ დირექტორს ე----------–------ს შორის დაიდო მომსახურების შესახებ N17-02 შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმებით დარგის სპეციალისტების (ექსპერტების) მონაწილეობით დასკვნის შედგენისათვის გაწეული მომსახურების საფასურად განისაზღვრა უნაღდო ანგარიშწორება - 12 500 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ 223-225).

 

აქვე წარმოდგენილია 2017 წლის 14 თევერვლის საგადახდო დავალება N279 ექსპერტიზის საფასურის - 12 500 ლარის გადახდის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ 226).

 

ზემოთმითითებული ფაქტობრივ გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის 6.250 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბ---- ტ-------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ბ---- ტ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება, კერძოდ - აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში.

 

5. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №4------ შეტყობინება - აქციზის გადასახადში 4------ ლარისა და დღგ-ში 8----- ლარის (5------ ლარის) ზედმეტად დარიცხვის ნაწილში.

 

6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №0-------------- ბრძანება.

 

7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №2--- ბრძანება.

 

8. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №1--------- საჩივარზე.

 

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბ---- ტ-------სათვის“ მიყენებული ზიანის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის ანაზღაურება.

 

10. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, 2017 წლის 10 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე გადახდილი თანხის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის 4.875%-ის კერძოდ 5----- (ორმოცდათოთხმეტი ათას სამასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

11. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებმდე, მაგრამ არაუმეტეს სამი წლის, მიუღებელი შემოსავლის სახით, გადახდილი თანხის 1---------- (ე----------–---------------------------–-------------–--------------------) ლარის წლიური 5.5.%-ის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

12. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 5 000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 

13. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ საპროცესო ხარჯის სახით (საადვოკატო მომსახურების) 2500 ლარის ანაზღაურება.

 

14. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის 6.250 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

15. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7 000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

გიორგი გოგიაშვილი -

 

ნინო ყანჩაველი -