განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-352-2018 წელი
№020100116001352256
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
12 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ-------- წ-------–ის,ადვოკატის – ჯ---- გ---–---ს,მსჯავრდებულის – ლ----- მ-----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ლ----- მ-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ----- მ-----, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟვა, მე-5, I ჩიხი №2-ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ლ----- მ-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ლ----- მ-----, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციე-ლებს და 2014 წლის 07 თებერვლიდან და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 11 თებერვლიდან. ლ----- მ-----, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებული იყო სწორად და სრულად განეხორციელებინა საგადასახადო ანგარიშგება. საგადასახადო პერიოდის გათვალისწინებით, შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულება და სახელმწიფო ბიუ-ჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩაერიცხა გადასახადის თანხა.
ლ----- მ-----მ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ საგადა-სახადო ანგარიშგება არ განახორციელა სრულად, არ წარადგინა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლა-რაციაში არასრულად და არასწორად ასახა მონაცემები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესა-ხებ, რითაც თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
კერძოდ, ინდ. მეწამე ლ----- მ-----მ 2014 წლის 07 თებერვლიდან 2015 წლის 12 თებერვ-ლამდე საგადასახადო პერიოდზე, დეკლარაციის მიხედვით დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა 1020666 ლარით, ხოლო დასაბეგრ ბრუნვაზე დაანგარიშებული დღგ -183 720 ლარით. მაშინ როდესაც 2015 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედ-ვით ამავე პერიოდზე დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1880476 ლარს, ხოლო დასა-ბეგრ ბრუნვაზე გაანგარიშებული დღგ-ს გადასახადი 338486 ლარს. შესაბამისად სხვაობამ დეკლარაციით აღიარებულ დღგ-ს გადასახადსა და საგადასახადო შემოწმებით გამოვ-ლენილ ოდენობას შორის შეადგინა 154766 ლარი. აღნიშნული თანხა, სახელმწიფო ბიუ-ჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა ინდ. მეწარმეს. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს - ლ----- მ-----ს 2014 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადზე დეკლარაცია საერთოდ არ წარუდგენია. რაც საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გულისხმობს, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ზემოაღნიშნული საგა-დასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კი 2014 წლის წლიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1706256 ლარს. ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადი 341251 ლარს, რაც ასევე დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ინდ. მეწარმეს. ამდენად ლ----- მ-----მ, ზემოაღნიშნული გზით, 2014 წლის 07 თებერვლიდან 2015 წლის 12 თებერვ-ლამდე საგადასახადო პერიოდზე, ერთობლიობაში განზრახ თავი აარიდა 496017 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ----- მ-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ---- გ---–---მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ლ----- მ-----ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ლ----- მ----- აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, კმაჰოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მოხუცი, პენსიონერი, ავადმყოფი დედა, მისი (ლ. მ-----ს) ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის სახარბეილო. ავტოსაგზაო შემთხვე-ვის შემდეგ ამოღებული აქვს ელენთა.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ----- მ-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჯ---- გ---–---ს, რომლებიც ითხოვენ ლ----- მ-----ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს მ-------- წ--------–ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მიერ ლ----- მ-----ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება ლ----- მ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვა-ლისწინებს ლ----- მ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს:
აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლე-ვი, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია დახასიათდება, რომლის მიხედვითაც ხასიათ-დება დადებითად, კმაჰოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია; ჰყავს მოხუცი, პენსიონერი ავადმყოფი დედა.
სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანს - სამართლიანობის არდგენას, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და მიზანშეწონილად მი-იჩნევს, რომ ლ----- მ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ლ----- მ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ლ----- მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ლ----- მ-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 13 მაისიდან.
ლ----- მ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება – ერთი ცალი DVD დისკი შემოსავლების სამსახურის ვიდეო ჩანაწერით განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – ერთი ცალი CD დისკი ლ----- მ-----ს სალარო აპარატის ჩეკების ელექ-ტრონული ვერსია, შენახულ იქნას საქმესთან ერთად.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში 01 (ერთი) თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგა-ნოებში გამოცხადების მომენტიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili