1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
4. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება.
5. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.
6. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას შემმოწმებლებს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს გადასახადის გადამხდელთან.
8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის დედანი, რომელიც გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. დოკუმენტაციის ამოღების შემთხვევაში ფორმდება ამოღების ოქმი.
9. თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ. საგადასახადო შემოწმება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე. საგადასახადო შემოწმების ვადის დინება განახლდება აღნიშნული შემოწმების გაგრძელების დღიდან.
10. თუ საგადასახადო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2011 კანონი №5556
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 264. გასვლითი საგადასახადო შემოწმება 1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი შან ელექტყრობინებაული ფორმით. 3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება. 4. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება. 5. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც. 6. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა. 7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას შემმოწმებლებს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს გადასახადის გადამხდელთან. 8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის დედანი, რომელიც გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. დოკუმენტაციის ამოღების შემთხვევაში ფორმდება ამოღების ოქმი. 9. თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ. საგადასახადო შემოწმება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე. საგადასახადო შემოწმების ვადის დინება განახლდება აღნიშნული შემოწმების გაგრძელების დღიდან. 10. თუ საგადასახადო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(84)
- საქმე №ას-1522-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2025
…უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე…
- საქმე №ბს-381(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…მარეგულირებელ კანონმდებლობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44.9. მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს,…
- საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 43-ე, 44-ე, 61-ე, 64-ე, 264-ე, 299-ე მუხლებზე, 301-ე მუხლის,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ…
- საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
…წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე…
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
…ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს,…
- საქმე №ბს-1303(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ბს-382(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №ბს-270(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №ბს-953(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ბს-1021(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-205-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-1138(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
- საქმე №ბს-504(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ბს-1282(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ბს-1025(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ბს-15(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
- საქმე №ბს-535(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2020
- საქმე №ბს-545(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-1051(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
- საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-503(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
- საქმე №ბს-892(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ბს-611-608(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-649-641(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2016
- საქმე №ბს-226-223(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
- საქმე №ბს-226-220(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2009
- საქმე №ბს-1127-1078(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
- საქმე №ბს-916-878(3კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2008
- საქმე №ბს-824-786(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2007
- საქმე №ბს-882-845(3კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2007
- საქმე №ბს-667-254(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2006
- საქმე №ბს-416-6(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2005
- საქმე №ბს-1095-936-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2005
- საქმე №ბს-364-495-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2004
- საქმე №3გ-ად-466-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2003
- საქმე №3გ-ად-314-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2003
- საქმე №3გ-ად-229-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2002
- საქმე №3გ/ად-1-ბ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2002
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.