1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით ჩაატაროს პირის ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება.
2. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 260. დათვალიერება 1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით ჩაატაროს პირის ტერიტორიებისა და, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება. 2. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. დათვალიერებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემოწმება. 4. დათვალიერების პროცედურა არ მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრისა და სხვა მსგავსი სათავსის შიგთავსის ვიზუალურ დათვალიერებასა და შემოწმებას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ბს-1256(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
…დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას სასაქონლო ზედნადების უქონლობის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996…
საქმე №ბს-498(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
…გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ თუ საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე როუმინგთან დაკავშირებული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით, სს „...“…
…შეუჩერდა აქციზის გადასახადში ჩათვლა 126846,00 ლარი, კერძოდ, აქციზის გადასახადში დამატებით დარიცხული 130884,00 ლარი, მასზე დარიცხული ჯარიმა _ 32721,00 ლარი და საურავი _ 38826,00 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, შემმოწმებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით არასწორად იქნა მიჩნეული 123503,00 ლარის აქციზის ჩათვლა ზედმეტად, იქიდან გამომდინარე, რომ შპს «...» აქციზური…
…არ უარყოფენ, რომ შპს „გ.-მა“ შეიძინა აქციზით დაბეგრილი ნედლეული, გადაამუშავა იგი აქციზური საქონლის საწარმოებლად და განახორციელა რეალიზაცია. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლი, ისევე როგორც 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლით ითვალისწინებს აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლის ან დაბრუნების წესს.…
…აგრეთვე, 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: «გადასახადის გადასახდელი თანხა დადგენილ ვადებში გადაიხდება (გადაირიცხება) გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ". ამავე კოდექსის 260-ე მუხლში ჩამოთვლილ საქართველოს საგადასახადო ორგანოების ნუსხაში არ ფიგურირებს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურო. საგადასახადო კოდექსის 260-ე…
…ორგანო არცერთხელ არ დაინტერესებულა კომპანიის საქმიანობით და არ ჩაუტარებია საგადასახადო კოდექსის XXXVII თავით დადგენილი მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 257-ე, 257-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე და 261-ე მუხლებით, ასე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების. ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის…
…შემოწმების აქტში არასწორი ფაქტების ასახვის ნაცვლად, სათანადოდ გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები. გადასახადის გადამხდელი არ არის ვალდებული დამატებითი ხარჯები გაიღოს შემოწმების ფარგლებში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ თავად ჩაეტარებინა გადასახადის გადამხდელის ობიექტში მაგალითად…
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 285 2010 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი დასავარგებელი აქციზური საქონლის გირავნობით დატვირთვის, საბანკო გარანტიის წარდგენისა და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21…