განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001142897
საქმე №3ბ/39-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარემ - ილონა თოდუა
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივნები - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „-----–--------“;
წარმომადგენელი - რ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - მ--------------–--;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ე-----–-------------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N#-------;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N#----;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N#-------;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N#-----;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება N#---------;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება #----------;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N-------;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის ბრძანება N#-----;
1.9. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება N#----------.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე შპს ,,ჭ----–------ო-ს” (ს/კ-----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0--------- წლის #----- ბრძანებით ჩატარდა შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი 0---------–------------- წ. 2----–-–----------------ს შედგა შპს „-----–---------ს“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (შესამოწმებელი პერიოდი - 0----------–------------- წ.), შემოწმების აქტის საფუძველზე 1--------- წელს გამოიცა ბრძანება N#----- და საგადასახადო მოთხოვნა N0------.
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N#----- ბრძანების (გადასახადის/გადასახადელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 13670 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 9113 ლარი, ჯარიმა 4557 ლარი. დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 0 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 0 ლარით. საფუძველი: შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) გასვლითი საგადსახადო შემოწმების 2----–-–---------------ის შუალედური აქტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) გადასახდელად დაერიცხა დღგ: ძირითადი 9113 ლარი, ჯარიმა 4557; საურავი 10207.76 ლარი; სულ 23877.76. ლარი; მოგების გადასახადი: ძირითადი 0 ლარი, ჯარიმა 0; საურავი 5.18. ლარი; სულ 5.18 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი 0 ლარი, ჯარიმა 0; საურავი 8.58. ლარი; სულ 8.58.; ქონების გადასახადი: ძირითადი 0 ლარი, ჯარიმა 0; საურავი 0.09. ლარი; სულ 0.09.; სულ 23 891.61 ლარი - ძირითადი 9113 ლარი, ჯარიმა 4557; საურავი 10221.76 ლარი.
საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ბრძანება N#-----, 1--------- წელი.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0---------წ. ბრძანება #-----. ( ს. ფ. 23; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1---------წ. საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. ( ს.ფ.64-103;ტ-I) ;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1---------წ. ბრძანება #-----. ( ს. ფ. 26-27; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1---------წ. საგადასახადო მოთხოვნა N0------. ( ს. ფ. 307; ტ-I);
4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N3--- ბრძანების (შპს „-----–--------- ს“ (ს/კ----------) 2----–-–---------------ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) თანახმად, 1) შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორცილეოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). 3) მე-2 პუნქტის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება და შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა. 4) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 5) განიმარტა ბრძანების გასაჩივრების წესი და ვადა. სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.1.; 73.5.; 304-ე მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი. საჩივრის მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1---------წ. საგადასახადო მოთხოვნა N#-------.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N#---- (ს. ფ. 29; ტ-I)
4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის დასკვნის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ვერ დადგინდა დამატებითი მტკიცებულებები 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვვევდა შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) 1--------- წლის შუალედური აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება), შესაბამისად საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად გასვლითი საგადასახადო შემოწმების 1--------- წლის შუალედური აქტის შედეგები ცვლილებას არ დაექვემდებარა.
4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის #------------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ო------–---------–---–--–--–--- მომარაგება (---------–--–---–-), რომელსაც ახორციელებს ქ. თბილისი ა-------------ში მდებარე კუთვნილი ა---------------ის გაქირავებით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კუთვნილი ა---------------ის დატვირთვის სააღრიცხვო ჟურნალები, გადამხდელის ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელს გააჩნდა მხოლოდ 2----–-–--------------------------------- თვის მხოლოდ დღის მონაცემების მიხედვით, რომელიც წარედგინა შემოწმების ჯგუფს. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ საწარმოს მიმართ 2----–-–-- პერიოდზე გამოვლენილია საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ორი შემთხვევა. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდზე მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლები აჭარბებს დეკლარირებულ ხარჯებს. მიეთითა საგადასახადო კოდექსი 136.5.; 73.5. მუხლებზე. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, წარმოდგენილი 2----–-–---------------------------------------- დატვირთვის ჟურნალის მონაცემებზე დაყრდნობით.
4.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N----- ბრძანების (გადასახადის/გადასახადელების და საგადასახადო სანქციების თანხების არ დარიცხვის შესახებ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2----–-–---------------ის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხა არ შუმცირდა.
საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–ის N3--- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის დასკვნა.
4.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის #------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) გადასახდელად დაერიცხა სხვა ჯარიმები - ძირითადი 0; ჯარიმა -0; საურავი -0; სულ 0.
საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ბრძანება N-----, 1---------წელი.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის დასკვნა ( ს. ფ. 48-49; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N#------------ წერილი. (ს.ფ. 98-99; ტ-II);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის ბრძანება N-----. (ს. ფ. 309; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N#------- (ს. ფ. 39; ტ-I);
4.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#----- ბრძანების (შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) 2----–-–-----------ის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი დარჩა განუხილველი.
საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301.,,თ"; 304.1.,,დ" მუხლები საჩივრის მოთხოვნა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------ის #------- შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა
4.9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილების (საჩივარი N#---------- ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში მიეთითა: მომჩივანი: შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------), შემმოწმებელი: სსიპ შემოსავლების სამსახური; დავის საგანი: საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. (301.,,თ"); გასაჩივრებული გადაწყვეტელება: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნა; 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#----- ბრძანება. დარიცხული თანხა: 23 891 ლარი.
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ, იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N0------ საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 23891 ლარი, რაც 2----–-–----------------ს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1--------- წლის N#---- ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წარდგენილი საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორცილეოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#---- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადანგარიშება, რასთან დაკავშირებითაც 2----–-–------------ს გამოიცა დასკვნა და ამავე წლის 1-------- გამოიცა N#------- შესწორებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელდა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 1--------- წლის N#----- ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყევეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ, იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტის 0--------- წლის დასკვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ვერ დადგინდა დამატებითი მტკიცებულებები 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვევდა შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) 2----–-–---------------ის შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას). შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად აღნიშნული აქტის შედეგები ცვლილებას არ ექვემდებარება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიეროა და არ არსებობს მომჩივანის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება #----- (ს.ფ. 40-41; ტ-I);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N#----------). (ს.ფ. 43-46; ტ-I);
4.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილების (საჩივარი #--------- ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში მიეთითა: მომჩივანი: შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------), შემმოწმებელი: სსიპ შემოსავლების სამსახური; დავის საგანი: არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში დარიცხული თანხების მართლზომიერება. გასაჩივრებული გადაწყვეტელება: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნა; 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#---- ბრძანება. დარიცხული თანხა: 23 891 ლარი, მათ შორის დღგ- (ძირითადი - 9113 ლარი, ჯარიმა 4577 ლარი, საურავი 10 207 ლარი).
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით,საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N#------------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კუთვნილი ა---------------ის დატვირთვის სააღრიცხვო ჟურნალები, გადამხდელის ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელს გააჩნდა მხოლოდ 2----–-–--------------------------------- თვის მხოლოდ დღის მონაცემების მიხედვით, რომელიც წარედგინა შემოწმების ჯგუფს. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ საწარმოს მიმართ 2----–-–-- პერიოდზე გამოვლენილია საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ორი შემთხვევა. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდზე მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლები აჭარბებს დეკლარირებულ ხარჯებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით წარმოდგენილი 2----–-–---------------------------------------- დატვირთვის ჟურნალის მონაცემებზე დაყრდნობით. აუდიტის დეპარტამენტის 0--------- წლის დასკვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ვერ დადგინდა დამატებითი მტკიცებულებები 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვვევდა შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) 1--------- წლის შუალედური აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება), შესაბამისად საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად გასვლითი საგადასახადო შემოწმების 1--------- წლის შუალედური აქტის შედეგები ცვლილებას არ ექვემდებარება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიეროა და არ არსებობს მომჩივანის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N#---------) (ს. ფ. 91-95; ტ-II);
4.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2----–-–------------–ს შეადგინა შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2--------- წელს გამოსცა N#----- ბრძანება და 2--------- წელს გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა N-------.
4.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის #----- ბრძნების (გადასახადის/გადასახადელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 127 971 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასხადი 85 314 ლარი, ჯარიმა 42657 ლარი. შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 0 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 0 ლარი;
საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, გასვლითი საგადასახადო შემოწმების 0--------- წლის აქტი.
4.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის-------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) გადასახდელად დაერიცხა დღგ: ძირითადი 85314 ლარი, ჯარიმა 42657; საურავი 71434.47 ლარი; სულ 199405.47 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი 0 ლარი, ჯარიმა 0; საურავი 2. ლარი; სულ 2; საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ბრძანება N#----- 2---------.
4.14. სსიპ შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის N#----- ბრძანების (შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი დარჩა განუხილველი. საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44.1.; 44.9.; 264.2.; 302.,,ე" 304.1.,,დ" მუხლები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა.
4.15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილების (საჩივარი N#----------) თანახმად, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა: მომჩივანი: შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------), შემმოწმებელი: სსიპ შემოსავლების სამსახური; დავის საგანი: საჩივრის განუხილველად დატოვება, მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტელება: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა; 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის N#----- ბრძანება. დარიცხული თანხა: 199 407 ლარი. მათ შორის დღგ - (ძირითადი 85314 ლარი, ჯარიმა 42657; საურავი 71434.47 ლარი).
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე" პუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფირმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია. აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთოვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 199 407 ლარი. აღნიშნული 2----–-–-----------ს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 3--------- წლის N#----- ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით განუხილველად დატოვა საჩივარი მის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით და ერთიანი ელექტრონული ხაზის მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2----–-–------------–ს, ხოლო საჩივარი აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2--------- წელს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტეილების გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0--------- წლის შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საგადასახადო შემოწმების აქტი. (ს.ფ.311 ; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის ბრძანება #----- (ს.ფ.310 ; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N-------. (ს.ფ. 308 ; ტ-I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის ბრძანება N#----- (ს.ფ.299 ; ტ-I);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N#----------). (ს.ფ 291-293 ; ტ-I);
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. სასამართლო აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N0------, ამავე სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N3---, ამავე სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N#-------, ამავე სამსახურის 1--------- წლის ბრძანება #-----, ამავე სამსახურის 2--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N-------, ამავე სამსახურის 3--------- წლის ბრძანება N#-----, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N#---------), ამავე საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N#----------, ამავე საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N#----------) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ" მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სასამართლო ამოწმებს განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქმის მასალების მიხედვით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------ის შპს „-----–---------ს“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე 1--------- წელს გამოიცა N#----- ბრძანება და N#------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) გადასახდელად დაერიცხა სულ 23 891.61 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N3--- ბრძანებით შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#---- ბრძანების აღსრულებს მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განახორციელა გადასახადის გადამხდელის მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადანგარიშება და დამატებით შეისწავლა 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და 2----–-–------------ს შეადგინა დასკვნა. დასკვნაში აღინიშნა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ვერ დადგინდა დამატებითი მტკიცებულებები 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვვევდა შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) 1--------- წლის შუალედური აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება). შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N------ ბრძანებით შპს „-----–---------ს“ 2----–-–---------------ის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხა არ შუმცირდა. 1--------- წლის N------ ბრძანებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#----- ბრძანებით, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) 2----–-–-----------ის საჩივარი 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301.,,თ" მუხლის საფუძველზე, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილებით (საჩივარი N#----------).
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრებასა და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის არ განხილვისა და განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ: 1--------- წლის #------- საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#---- ბრძანების აღსრულების მიზნით. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის N#------------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ა---------------ის დატვირთვის სააღრიცხვო ჟურნალები. ამასთან, გადამხდელის ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელს გააჩნდა მხოლოდ, 2----–-–--------------------------------- თვის, მხოლოდ დღის მონაცემების მიხედვით, რაც წარუდგინა შემოწმების ჯგუფს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს მიმართ 2----–-–-- პერიოდზე გამოვლენილი იყო საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ორი შემთხვევა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდზე მოგების გადასახადისმ ყოველწლიური დეკლარაციებით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლები აჭარბებდა დეკლარირებულ ხარჯებს. ამრიგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით წარმოდგენილი 2----–-–---------------------------------------- დატვირთვის ჟურნალის მონაცემებზე დაყრდნობით. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმის სასამართლო განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0--------- წლის დასკვნით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N#---- ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი. საგულისხმოა, რომ საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად გასვლითი საგადასახადო შემოწმების 1--------- წლის შუალედური აქტის შედეგები ცვლილებას არ დაექვემდებარა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითება აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „-----–---------ს" (ს/კ----------) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით არის კანონშესაბამისი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------–ის შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2--------- წლის N#----- ბრძანება და 2--------- წლის-------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 199 407 ლარი. 2--------- წლის #------ საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელემ 2----–-–-----------ს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 3--------- წლის #----- ბრძანებით, შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) საჩივარი დარჩა განუხილველი,, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301. ,,ე" მუხლით - საჩივარის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილებით (საჩივარი N#----------) .
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითა და ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნას მოსარჩელე გაეცნო ელექტრონულად 2----–-–------------–ს (იხ. ს.ფ. 294. ტ-I), ხოლო საჩივარი 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2----–-–-----------ს. ამრიგად, მომჩივანის მიერ დარღვეულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტეილების გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავოდ გამხდარ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში მითითებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის არ განხილვისა და განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სახელდობრ: საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა საქართველოს საგადასახადოს კოდექსით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ანინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N0------, ამავე სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N#----, ამავე სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N#-------, ამავე სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N#-----, ამავე სამსახურის 2--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N-------, ამავე სამსახურის 3--------- წლის ბრძანება #-----, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილებები (საჩივარი N#---------; საჩივარი #----------; საჩივარი N#----------) - არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშესაბამისი და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამრიგად, მოსარჩელე შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო., უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
7. შპს „-----–--------ს“ საპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7.1. შპს „-----–--------ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში სასამართლოს მიერ გამოყენებელი ნორმების არასწორად განმარტების შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება არასაკმარისია, არასრული და ბუნდოვანი. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტების დადგენილ გარემოებად მიჩნევისთვის მიუთითა მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ აქტებზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგაც გაუგებარია და ბუნდოვანია, რაში მდგომარეობს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის არსი და შინაარსი.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
8.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
8.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
8.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
8.4. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. inland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
8.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 „დ“ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობას მოქმედ კანონდებლობასთან ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სასამართლო ამოწმებს განსახილველი დავის ფარგლებში.
8.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268.1. მუხლით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299.1. მუხლით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301.,,თ" მუხლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: თ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
8.7. სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 6.5 პარაგრაფში მოცემულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სასამართლოს ეთანხმება მსჯელობაში, კერძოდ, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითება აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის არ განხილვისა და განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ: 1--------- წლის N#------- საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N3--- ბრძანების აღსრულების მიზნით. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
8.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.1. მუხლით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
კოდექსის 8.22. მუხლის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 73.5. მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლო შეფასებას იმ ნაწილშიც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--------- წლის #------------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ა---------------ის დატვირთვის სააღრიცხვო ჟურნალები. ამასთან, გადამხდელის ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელს გააჩნდა მხოლოდ, 2----–-–--------------------------------- თვის, მხოლოდ დღის მონაცემების მიხედვით, რაც წარუდგინა შემოწმების ჯგუფს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს მიმართ 2----–-–-- პერიოდზე გამოვლენილი იყო საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ორი შემთხვევა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდზე მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციებით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლები აჭარბებდა დეკლარირებულ ხარჯებს. ამრიგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით წარმოდგენილი 2----–-–---------------------------------------- დატვირთვის ჟურნალის მონაცემებზე დაყრდნობით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0--------- წლის დასკვნით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის N3--- ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი 2-------- წლებში გახანგრძლივებული სერვისებით სარგებლობის პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშების გათვალისწინებით ა---------------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის საკითხი. პალატა ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად გასვლითი საგადასახადო შემოწმების 1--------- წლის შუალედური აქტის შედეგები ცვლილებას არ დაექვემდებარა.
ამდენად, პალატა იზიარებს სასამართლოს მოსაზრებასა მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „-----–---------ს" (ს/კ----------) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით არის კანონშესაბამისი.
8.9. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითა და ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნას მოსარჩელე გაეცნო ელექტრონულად 2----–-–------------–ს (იხ. ს.ფ. 294. ტ-I), ხოლო საჩივარი 2--------- წლის N------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2----–-–-----------ს. ამრიგად, მომჩივანის მიერ დარღვეულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტეილების გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავოდ გამხდარ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში მითითებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის არ განხილვისა და განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სახელდობრ: საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა საქართველოს საგადასახადოს კოდექსით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადა.
8.10. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N0------, ამავე სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N3---, ამავე სამსახურის 1--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N#-------, ამავე სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N#-----, ამავე სამსახურის 2--------- წლის საგადასახადო მოთხოვნა N-------, ამავე სამსახურის 3--------- წლის ბრძანება #-----, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილებები (საჩივარი N#---------; საჩივარი #----------; საჩივარი N#----------) - არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშესაბამისი და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
9. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
10. პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეს თან ერთვის აპელანტის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია,შპს „-----–---------ს“ (ს/კ----------) მიერ წინამდებარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი (ს.ფ. ტ.3, 103), შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „-----–--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი